ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს 29-ე საარჩევნო ყრილობის დანიშვნის გადაწყვეტილება 28 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.

გადაწყვეტილების შესაბამისად, ყრილობა ფედერაციის პრეზიდენტს 15 თებერვალს, სიმბოლურად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაარსების დღეს აირჩევს.

აღმასკომის დასრულების შემდეგ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მედიისთვის კომენტარი ლევან კობიაშვილმა გააკეთა:

"წლის შემაჯამებელ აღმასკომის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო რიგით 29-ე ყრილობის დანიშვნის თარიღი. ბუნებრივია, იქიდან გამომდინარე, რომ 2019 წელი საარჩევნო წელია, ყრილობაზე, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის დაარსების დღეს, 15 თებერვალს გაიმართება, მოხდება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისა და აღმასკომის წევრების არჩევა. გადაწყვეტილება, რომელიც წესდების შესაბამისად და ყველა მოთხოვნის დაცვით იქნა მიღებული, განპირობებულია იმით, რომ მომავალი წლის მიზნებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე, არჩევნები ჩატარდეს ვიდრე აქტიურ ფაზაში შევა სეზონი, რათა გამარჯვებულ კანდიდატს მიეცეს საშუალება, სწორად წარუძღვეს პროცესს, რაც თავისთავად მხოლოდ ქართული ფეხბურთის ინტერესებიდან გამომდინარეობს." - აღნიშნა მან.

ლევან კობიაშვილმა მის კანდიდატურასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვასაც უპასუხა:

"ამ ეტაპზე, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ქართულ ფეხბურთში მიმდინარე დადებითი პროცესების შედეგად, დღეს ჩემი მოტივაცია გაცილებით დიდია, ვიდრე 2015 წელს, როდესაც პირველად მხვდა წილად პატივი, ვყოფილიყავი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. დანარჩენს ყველაფერს, წესდების შესაბამისად ვიმოქმედებთ და შევატყობინებთ საზოგადოებას."- განაცხადა მან.

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ისაუბრა:

"გენერალურ სამდივნოს უკვე დაევალა, რომ ორშაბათს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წევრებს განესაზღვროთ ვადები პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის შესახებ, ასევე აღმასრულებელი კომიტეტის წევრებისა და იმ დელეგატების წარდგენის შესახებ, რომლებიც ყრილობაში მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან ერთად, ფეხბურთის ფედერაციის ყველა წევრს საშუალება მიეცემა დღის წესრიგთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. შესაბამისად, ზემოთაღნიშნული თარიღები, ორშაბათს, 31 დეკემბერს დაზუსტდება და რა თქმა უნდა, ყველა დაინტერესებული პირი ინფორმირებული იქნება, ბუნებრივია, ინფორმაციას მივაწვდით მედიასა და საზოგადოებას."- აღნიშნა დავით მუჯირმა.

მომზადებულია Gff.ge-ის მიხედვით.

გიზოგ
სამწუხაროდ საქართველოში პარლამენტარობა პირადი საქმიანობის ლობირებად ჩამოყალიბდა, ეს დიდ უარყოფით მოვლენად მიმაჩნია, თუმცა ლევანის შემთხვევაში ამას სხვა დატვირთვა აქვს, საშველია ქართული ფეხბურთი და მას მართლაც სჭირდება ქვეყანაში გავლენიანი პირის ლობირება.
ზაალი-ს
რა შედეგს ხედავ?ერთა ლიგის ფორმატი რომ მოიგონეს კობიაშვილის დამსახურებაა? სხვა სასიკეთოთ არაფერი არ შეცვლილა.
გიზოგ
ლევანი უნდა დარჩეს, თუ არა პრეზიდენტად უნდა ვიმსჯელოთ მისი მუშაობის შედეგებით და არა გამოგონილი მიზეზებით. იმათი ვერ გამიგია ვინც მის პარლამენტარობას აკრიტიკებს, მე მირჩევნია თვით პრემიერმინისტრი იყოს ფეხბურთის პრეზიდენტი. განა მისი გავლენა ქვეყანაში არ მოეხმარება ფეხბურთის განვითარებას? ვისაც პოლიტიკური აწუხებს, გთხოვთ ფეხბურთს თავი დაანებეთ, ამ სპორტში საქართველო თვითმყობადი ქვეყანაა და ამით მსოფლიოში ჩვენი ადგილი და როლი უნდა განვსაზღვროთ. იქ სადაც ჩვენ ვიმყოფებით არა არის მისაღები, ჩვენ ისეთივე ადგილისთვის უნდა ვიბრძოლოთ, როგორიც ეს მოჭიდავეებს აქვთ მსოფლიოში. ლევანი მოვიდა და გაატარა რეფორმები, რომელთა გატარებით გარკვეული დადებითი ტენდენცია შეიმჩნევა და ამ დროს უაყოფითად პარლამენტარობას ვუთვლით. ნაკრების რეიტინგი აიწია, ქვეყნის ჩემპიონი (ტორპედო ქუთაისი, გაისად უფრო მეტს ვუსურვებთ) ჩემპიონთა და ლიგის პლეიოფში თამაშობს, როცა პირველიველი ტურში ვარდებოდნენ, ხდება თითქმის ყველა თამაშის პირდაპირი ტრანლიაცია, გაიზარდა თამაშებში ტემპი და მეტი მოტივაცია აქვთ. რასაც ადასტურებს მინიმუმამდე დაყვანილი სხვაობა ქულებში ჩემპიონსა და აუტსაიდერებს შორის. აქედან გამოდინარე ლევანს მხარს ვუჭერ არჩევნებში პრეზიდენტის პოსტზე და ყველა ქართული ფეხბურთის მოყვარულს უმორჩილესად ვთხოვ, მხარი დაუჭიროს ლევანს არჩევნებში, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად.
ზაალი.
უნდა გახდეს, რა თქმა უნდა. მითუმეტეს როცა შედეგი არის (ნაკრები). ასე რომ აქ არაფერია საკამათო. ბოდიში და აქ ზოგიერთები პოლიტვირუსით არიან შეპყრობილი. ამათი განკურვნა შეუძლებელია.
სიმართლე
კობიაშვილო, არაფერი პირადული მაგრამ ნუთუ ვერ ხვდები რომ შენი 2 სკამზე ჯდომით საქმე ზარალდება! ან გაანებე თავი პარლამენტარობას და ბოლომდე მიხედე ფეხბურთს, ან არადა სრულყოფილად წადი პოლიტიკაში და ფედერაციის პრეზიდენტობა თუნდაც შენს კაცს დაუთმე
kobis
გილოცავ, შენ ამოძირკვე ს. კ "ზესტაფონი". ყველას ეზიზღები ზესტაფონში და არამარტო.
11
წადი!!! ან პარლამენტს შეეშვი, კენჭისყრას თუ აპირებ! ესაა გულშემატკივრის გზავნილი, ძალიან ბევრის აზრი ვიცი!

იყრის კი არა გახდება კიდეც. წინ დაუდგება რამე? საუკეთესო მენეჯერობის ნომინაციაში გაიმარჯვა და ეგ არის კიდეც მაგის წინაპირობა. პარლამენტარობასაც ითავსებს მშვენივრად
ზურა
კობიი არ უნდა წავიდეს!!!! გვჭირდება ეგეთი პროფესიონალი და საქმის მცოდნე პრეზიდენტად! მამუკა კვარაცხელიაც მომწონს ძალიან, მაგრამ ვფიქრობ რომ ლევანი უნდა იყოს პრეზიდენტი!
გივი
ჩამოყალიბდეს ეს კიდევ, თუ ფეხბურთზე ზრუნავს მიხედოს მაგ საქმეს და დაანებოს პარლამენტარობას თავი, თუ არა და წავიდეს პოლიტიკაში ბოლომდე და ფეხბურთს სხვამ მიხედოს წესიერად, განსაკუთრებით ჩემიპიონატს!!!!!!!!!!!!!!
1
ჩემი აზრით ერთი ვადით კიდევ უნდა დარჩეს კობი და შემდეგ სხვა კანდიდატი უნდა აირჩიონ.თვითონ კიდევ ფეხბურთში უნდა დარჩეს რათქმაუნდა და პარლამენტს შეეშვას.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სართიჭალის ახალი სტადიონის დათვალიერება
ლევან კობიაშვილი ფედერაციის პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩიეს
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
უეფას დელეგაციის ვიზიტი ფეხბურთის ფედერაციაში
სფფ-ის რუსთავის ტექნიკურმა ცენტრმა პრო ლიცენზიის მასტერ-ტესტს უმასპინძლა
სუპერთასის განსხვავებული ფორმატი და მეტი ინფრასტრუქტურა - სფფ-ში აღმასკომის სხდომა გაიმართა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
სფფ-ის სამსაჯო განყოფილებას ჯუნეტ ჩექირი უხელმძღვანელებს
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა