ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ისინი საქართველოს ნაკრების მატჩებს მოემსახურებიან

ისინი საქართველოს ნაკრების მატჩებს მოემსახურებიან

IRB-მ 2011 წლის მსოფლიოს თასზე მომსახურე მსაჯების სია დაამტკიცა
რაგბის საერთაშორისო საბჭომ (IRB) ახალ ზელანდიაში გასამართ მოსფლიოს თასზე მომსახურე მსაჯების სია დაამტკიცა. ცნობილი გახდა იმ არბიტრების ვინაობა, რომლებიც საქართველოს ნაკრების მატჩებს განსჯიან.

14 სექტემბერს ინვერქარგილში, "ბორჯღალოსნების" შოტლანდიის ნაკრებთან დაპირისპირებას ირლანდიელი ჯორჯ კლენსი განსჯის. ოთხი დღის შემდეგ კი, დანიდინში, საქართველოსა და ინგლისის ეროვნული გუნდების მატჩის რეფერი, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მსაჯი, სამხრეთაფრიკელი ჯონათან კაპლანი იქნება.

28 სექტემბერს პალმერსთონში ჩვენი გუნდი რუმინეთის ნაკრებს ეთამაშება. ამ შეხვედრას ინგლისელი დეივ პირსონი წარუძღვება. ჯგუფური ტურნირის ბოლო მატჩს არგენტინის ნაკრებთან ქართველი მორაგბეები პალმერსთონშივე გამართავენ. ამ თამაშის ჩვენთვის კარგად ნაცნობი არბიტრი, ირლანდიელი ალან როლანი განსჯის.

საქართველო-შოტლანდია

მსაჯი: ჯორჯ კლენსი (ირლანდია)

ის საერთაშორისო არენაზე დიდი ხანი არაა რაც გამოჩნდა, თუმცა მიუხედავად ამისა, საკმაოდ მალე მოიპოვა ავტორიტეტი და, სავარაუდოდ, მომავალში, ხანგრძლივი და საინტერესო კარიერა ელოდება.

ჯორჯ კლენსი 1977 წლის 12 იანვარს ლიმერეკში დაიბადა. აქვე კოლეჯის გუნდში დაიწყო რაგბის თამაში. კოლეჯის დამთავრების შემდეგ, ცხრა ნომრის პოზიციაზე თამაშობდა რაგბის კლუბ "ბრაფში".

კლენსიმ პირველი მატჩი 23 წლის ასაკში განსაჯა. იმ შეხვედრაში, 2000 წლის ოქტომბერში, რიჩმონდში, ადგილობრივი გუნდი "ჯეიროიენს" დაუპირისპირდა.

"მაგნერს ლიგაში" ჯორჯ კლენსის დებიუტი ოთხი წლის შემდეგ ჰქონდა. ხოლო საერთაშორისო მატჩების მსაჯობა პირველად 2008 წლის აპრილში ანდეს. მან "თვიქნემზე" ინგლისის ნაკრებისა და "ბარბაროსების" მატჩში, მერე ექვსი ერის თამაშებშიც დადებითად წარმოაჩინა თავი.

თუმცა, მის კარიერაში შავი ლაქაც არის. "ჰაინეკენის თასის" გათამაშების მეოთხედფინალში კლენსიმ "ბიარიცის" ხელმძღვანელები განარისხა, რადგან მეტოქე დიმიტრი იაშვილზე განხორციელებული დაგვიანებული შებოჭვისთვის არ დააჯარიმა. იმ მატჩში "იაში" დაშავდა და მერე, საკმოად დიდი დრო გაუცდა.

ერთი სიტყვით, როგორც ჩანს, კლენსი მაინც საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და მსოფლიო თასზე შოტლანდიის ნაკრებთან მატჩში გვიმსაჯებს.

საქართველო-ინგლისი

მსაჯი: ჯონათან აიზეკ კაპლანი (სამხრეთ აფრიკა)

1966 წლის 7 ნოემბერს დურბანში, ებრაულ ოჯახში დაბადებული ჯონათან აიზეკ კაპლანი, თანამედროვე რაგბიში, ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი და, შესაბამისად, პატივსაცემი ფიგურაა. ახალ ზელანდიაში გასამართი შეჯიბრება მისთვის, რიგით მეოთხე მსოფლიოს თასი იქნება.

კაპლანმა დურბანში კოლეჯის დასრულების შემდეგ იოჰანესბურგის უნივერსიტეტი დაამთავრა და ჰუმანიტარული მეცნიერების ბაკალავრის ხარისხი მიიღო. მუშაობდა საკმაოდ მსხვილ კომპანიებში მარკეტინგის მენეჯერად, რომლის დიპლომის აღებაც კეიპთაუნის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ შეძლო.

კაპლანმა მსაჯობა 1984 წელს დაიწყო. საერთაშორისო ასპარეზზე მისი დებიუტი 1993 წელს შედგა ნამიბიისა და ზიმბავეს ეროვნული ნაკრებების დაპირისპირებისას. ის 1999 წლის მსოფლიოს თასზე გვერდითი მსაჯი იყო. 2003 წელის თასზე კი, როგორც მთავარმა მსაჯმა, ოთხი შეხვედრა განსაჯა. მათ შორის ერთი იყი მეოთხედფინალური მატჩი საფრანგეთისა და ირლანდიის ნაკრებებს შორის.

2007 წელს საფრანგეთში გამართულ მსოფლიოს თასზე კაპლანს უკვე ხუთი მატჩის გაძღოლა ანდეს - ოთხი ჯგუფურ ტურნირში და ერთიც ნახევარფინალში, რომელშიც ერთმანეთს საფრანგეთისა და ინგლისის ნაკრებები დაუპირისპირდა.

ჯონათან კაპლანმა არაერთი მნიშვნელოვან მატჩში იმსაჯა ზე რაგბისა და სამი ერის გათამაშებებში.

ვფიქრობთ, "ბორჯღალოსნებს" ინგლისელებთან უმძიმეს მატჩში უმაღლესი დონის რეფერი მოემსახურება.

საქართველო-რუმინეთი

მსაჯი: დეივ პირსონი (ინგლისი)

ის პროფესიონალი რეფერია და მსოფლიოს ელიტარულ მსაჯთა მარაქაში შედის. დეივ პირსონი 1966 წლის 9 აგვისტოს პატარა ქალაქ მორპეთში დაიბადა. ამჟამად კი ინგლისის სამხრეთში, დაბა ეშინგტონში ცხოვრობს.

სკოლის დამთავრების შემდეგ, სადაც დეივი რაგბის ეზიარა, მან მსაჯობას სერიოზულად მოჰკიდა ხელი. თუმცა პროფესიონალი მოგვიანებით, 2002 წელს გახდა. პირსონის ინგლისის ჩემპიონატში დებიუტი იმითაა დასამახსოვრებელი, რომ ეროვნული ნაკრების მაშინდელი კაპიტანი და ამჟამიდნელი მთავარი მწვრთნელი მარტინ ჯონსონი გაასინბინა.

საერთაშოროსო ასპარეზზე მის მიერ განსჯილი პირველი მატჩი 2005 წლის 23 აპრილს გაიმართა, რომელშიც არგენტინის ნაკრები იაპონიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა.

მას შემდეგ ის რეგულარულად მსაჯობს უმაღლესი რანგის ტურნირებში. 2010 წელს კი თანამემამულე უეინ ბარნსს გაუწია ასისტენტობა "ჰაინეკენის თასის" ფინალურ მატჩში. სხვათა შორის, ბარნსი, რომელიც ქართველ გულშემატკივარს ძალიან ცუდად დაამახსოვრდა, (მან 2006 წელს მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირის მატჩში იმსაჯა ბუქარესტში, რუმინეთის ნაკრებთან. ბარნსი იყო მთავარი არბიტრი 2007 წლის მსოფლიოს თასზე ირალნიის ნაკრებთან შეხვედრაშიც. ბორჯღალოსნებმა ორივე თამაში წააგეს. რაშიც ინგლისელი რეფერის ხელიც ურევია) ახალ ზელანდიაში მსაჯთა სიაში ვერ მოხვდა.

იმედია, ბარნსისგან განსხვავებით, პირსონი რუმინეთის ნაკრებთან მიუკერძოებლად განგვსჯის.

საქართველო-არგენტინა

მსაჯი: ალან კოლმ პიერ როლანი (ირლანდია)

ალან როლანი ქართველი ქომაგებისთვის ყველაზე კარგად ნაცნობი მსაჯია. მას არაერთხელ განუსჯია "ბორჯღალოსანთა" მატჩები. ყველაზე გამორჩეული კი 2002 წლის შემოდგომაზე რუსეთის ნაკრებთან გამართული თამაში იყო, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა 17:13 გაიმარჯვა და პირველად მოიპოვა მსოფლიოს თასზე თამაშის უფლება.

როლანი 1966 წლის 22 აგვისტოს დუბლინში დაიბადა. მისი მამა ფრანგი ემიგრანტი იყო. ამ გარემოებამ ალანი "იდეალურ ნეიტრალურ" არბიტრად აქცია, როცა ერთმანეთს ბრიტანული და ფრანგული გუნდები ეთამაშებიან.

მან რაგბი საკმაოდ მაღალ დონეზე ითამაშა და "სამყურების" შემადგენლობაში სამი კეპი მოიხვეჭა. მისი დებიუტი ირლანდიის ეროვნულ გუნდში 1990 წელს არგენტინასთან მატჩში შედგა. მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ ალანმა ხელი მსაჯობას მიჰყო.

ის საერთაშორიო ასპარეზზე 2001 წლის 19 სექტემბერს გამოჩნდა, როცა კარდიფში, "მილენიუმზე" უელსის ნაკრებმა რუმინეთის ეროვნული გუნდი 81:9 გაანადგურა.

ალან როლანმა 2003 და 2007 წლების მსოფლიოს თასის გათამაშებაში იმსაჯა. მეტიც, საფრანგეთში გამართულ მსოფლიოს რაგბის უდიდეს ფორუმზე მას ფინალის განსჯა ანდეს.

როლანი, რომელიც მსაჯობას დუბლინში იპოთეკური ბროკერის საქმიანობასაც უთავსებს, საქართველოს ნაკრებისთვის იღბლიანი არბიტრია. ჩვენ ეროვნულ გუნდს აქამდე მის მიერ განსჯილ შეხვედრებში არ წაუგია. იმედია, ეს ტრადიცია, ახალ ზელანდიაში არგენტინასთან მატჩშიც გაგრძელდება.

გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება

მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა

მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!