ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

უილშირს ფეხბურთის თამაში უყვარს

უილშირს ფეხბურთის თამაში უყვარს

სტიუარტ პირსი ინგლისის 21 წლამდელთა ნაკრებს ”არსენალის” 19 წლის ამომავალი ვარსკვლავის გარშემო ააწყობს
სტიუარტ პირსი ინგლისის 21 წლამდელთა ნაკრებს ჯეკ უილშირის გარშემო ააწყობს - უილშირი ახალგაზრდულის თავკაცს პოლ გესქოინის ახალგაზრდობას ახსენებს. „არსენალის“ ამომავალი ვარსკვლავი 19 წლის გახლავთ, პირსი კი სწორედ ამ კლუბის ვეტერანია.

შესაძლოა, ამიტომაც უყურებს მწვრთნელი შეგირდს მზრუნველი მამის თვალით, თუმცა მედალს მეორე მხარეც აქვს: უილშირის ნაკრებში გამოძახებით პირსმა „მეთოფეთა“ ხელმძღვანელობა გააბრაზა. ლონდონელთა თავკაცის, არსენ ვენგერის გარდა პირსმა „ლივერპულის“ ხელმძღვანელი კენი დალგლიშიც გააღიზიანა - ენდი ქეროლსაც მიუვიდა ფურცელი ფეხბურთის ასოციაციიდან.

საინტერესოა, რომ ვენგერმა უილშირის გამოძახების წინააღმდეგ საკმაოდ ხმამაღლა გაილაშქრა - ასე თქვა, თუ ამ ყმაწვილს ევროპის ჩემპიონატზე წაიყვანთ, მაშინ, აგვისტოში, დიდი ნაკრების ამხანაგურ შეხვედრაში ვეღარ ითამაშებსო. აგვისტოში ინგლისელებს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ჰოლანდიასთან აქვთ დაგეგმილი სპარინგი.

ვენგერისა და დალგლიშის აღშფოთების მიუხედავად პირსი მშვიდად არის. ამ დღეებში მან რამდენჯერმე სცადა „არსენალის“ თავკაცთან დაკავშირება, რათა მასთან ერთად ემსჯელა უილშირის მიერ ჩატარებული თამაშების რაოდენობასა და მის შესაძლო გადაწვაზე, მაგრამ ფრანგის დაჭერა შეუძლებელი აღმოჩნდა.

დანიაში, ევროპის პირველობაზე წასაყვან ფეხბურთელთა საბოლოო სია პირსმა 1 ივნისს უნდა გამოაქვეყნოს. ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი უილშირს, სავარაუდოდ, თავს არ დაანებეს. მას ძალიან სჭირდება ეს ფეხბურთელი, რადგან ჯგუფშივე ესპანეთს ხვდება და უძლიერესი შემადგენლობა სჭირდება.

„ორი წლის წინ ზუსტად ასეთ დღეში ვიყავი. მაშინ, არსენ ვენგერი ევროპის ჩემპიონატზე თეო უოლკიტის წაყვანას აპროტესტებდა. მისი იმდროინდელი არგუმენტი სამხრეთ აფრიკის მსოფლიოს ჩემპიონატი იყო. ეს შეჯიბრება ახლოვდებოდა და ვენგერი ამტკიცებდა, რომ უოლკოტის ახალგაზრდათა ევროპის პირველობაზე წაყვანა მას გადაწვავდა. გავიდა დრო და... თეო სამხრეთ აფრიკაში საერთოდ არ წაიყვანეს.

საერთოდ, გადაწვაზე ჩემი შეხედულება მაქვს. თავად გახლდით ფეხბურთელი და 21 წლისა, წელიწადში 250 შეხვედრაში ვიღებდი მონაწილეობას. აქ, ლიგის გარეშე, ყველა ჯურის თამაშებს ვგულისხმობ. და რამე დამაკლო ასეთმა დატვირთვამ? არა, რადგან 40 წლამდე ფეხბურთელი ვიყავი.

არც ნაკრებში თამაშისთვის ამირიდებია ოდესმე თავი. ყველაფერი რომ შევაჯამო, კარიერაში ათასზე მეტი ოფიციალირი მატჩი მექნება ჩატარებული და ამიტომ, მინდა ყველა ფეხბურთელს მივმართო: ნუ დაიმალებით, ითამაშეთ ფეხბურთი! თქვენ კონტრაქტის თანახმად სხვა არაფერი მოგეთხოვებათ. უილშერით იმიტომ ვარ აღფრთოვანებული, რომ მას სწორედ ფეხბურთი უყვარს ძალიან. ის მე გესქოინს მაგონებს. დიდ ფეხბურთელებს საერთო ის აქვთ, რომ მათ თამაში სიამოვნებთ. მათ ბურთაობას არავინ აძალებს.“

თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება

[VIDEO] "ნოტინგემის" მწვრთნელი გაგიჟდა - მაკ ალისტერმა 97-ე წუთზე "ლივერპულს" 3 ქულა მოუტანა

ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს

მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა

კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს

პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა