საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე დაამტკიცა, რომ მთლად ასეთი დაბალი დონის გუნდებში ასპარეზობის ღირსიც არაა, გაცილებით მეტი შეუძლია, ამის პოტენციალი აშკარად გააჩნია და ამ დროს ზოგიერთი ნიშნისმოგებით, სრულიად უადგილო ირონიასა და გესლს აფრქვევს.

ასეთ ნაკრებებთან მოგება რა აღსანიშნავიაო, ამბობს მავანი და ის კი ავიწყდება, ამისთანებთან გამარჯვებაც რომ სანატრელი იყო.

"ჯვაროსანთა" ლიდერის, გიორგი ჩაკვეტაძის ქება-დიდება აღიზიანებთ. ეს ბიჭი ქართული ფეხბურთის იმედია და საოცარ კომენტარს წააწყდები ხანდახან. არადა, სხვა ვინაა მსგავსი, თანაც, მასზე ლამის ყოველდღე სტატიებს უცხოური გამოცემები წერენ და ჩვენ მხოლოდ თარგმანს გთავაზობთ, რადგან ყურადღება ამ შემთხვევაში ქართველი ბიჭის მიმართ ნამდვილად დიდია.

ქართულმა ფეხბურთმა თავისი "უძრაობის ხანა" გადალახა (საკლუბო ფეხბურთს არ ვგულისხმობ), ჩვენი ფეხბურთელები ევროპულ გუნდებში გადადიან. მართალია, ცოტას თუ დავარქმევთ მათგან საშუალო დონის ევროპულ კლუბს, მაგრამ მაინც წინსვლა და განვითარება უმოძრაობას სჯობს. ერთი ეტაპი დაძლეულია, ყინული გალღვა, ახლა მეორე ეტაპი იწყება და ეროვნული გუნდისთვის თითოეული ფეხბურთელი ღირებულია.

ამ ავბედითი, მოჯადოებული წრიდან გავდივართ, სხვა სიმაღლეზე გასვლას ვცდილობთ და ამაში ძალზე გვიშლის ხელს მოთამაშეთა ტრავმები. თითქოს დავითარსეთო. ერთ-ერთმა ყველაზე იმედისმომცემმა ფეხბურთელმა, ჯანო ანანიძემ ზედიზედ ორი ტრავმა მიიღო და ორჯერ გაუკეთეს ოპერაცია.

ამ ბიჭზე მინდა გაგესაუბროთ - არა როგორც ჟურნალისტი მკითხველს, არამედ როგორც გულშემატკივარი გულშემატკივარს, უშუალო, უბრალო ენით.

არ ელოდა ანანიძე, თუ "სპარტაკიდან" გაუშვებდნენ და გაოცებული დარჩა. მოუწია იჯარით "კრილია სოვეტოვში" გადასვლა, რამაც უკმაყოფილება გამოიწვია ქართველ მკითხველში - მაგას რუსეთის დატოვება არ უნდაო. განმარტა, ძალიან დიდი სურვილი მქონდა "ვიტესში" თამაშის, ამის გამო მზად ვიყავი ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირებაზე წავსულიყავი, მაგრამ არ გამომივიდა ეს ვარიანტიო.

მაინც უტევენ - ფულს ვერ ელევაო. ადამიანს წელიწადში 2-მილიონევროიანი გასამრჯელო რომ მისცე, ნეტა, თუ შეელეოდა? რას იზამ, ნათქვამია, სხვა სხვის ომში ბრძენიაო.

ვთქვათ სიმართლე, რომელიმე ევროპულ კლუბს ჯანოს მიმართ სერიოზული ინტერესი აქვს? და მზად არის ტრანსფერში თანხა გადაიხადოს? რაც არ არის, იმას ჯანო ვერ დათანხმდება.

რუსულ ფეხბურთზე და მეტადრე "სპარტაკზე" ნამდვილად არ ამომდის მზე და მთვარე, მაგრამ იმის აღუნიშნაობაც არ შეიძლება, რომ "სპარტაკი" ჯანოს ძალიან, ძალიან კარგად ექცევა. ვერ ამართლებს, აგერ, უკვე 11 წელია იმედებს და მაინც თავზე ყვებიან. აი, ვთქვათ და, თქვენ ხართ კლუბის პრეზიდენტი, გაქვთ განსაზღვრული ბიუჯეტი, საკმაო ანაზღაურებას უხდით ფეხბურთელს, რომელიც ვერ ვარგობს - როგორ მოიქცეოდით?

ამ გუნდში ის საკუთარი შვილივით მიიღეს, "სინ პოლკასავით", რაშიც ალბათ, ისიც დაეხმარა, რომ რუსული კარგად იცის და ადაპტაცია არ გაუჭირდა. კიდევ ერთი შანსი მისცეს, "კრილია სოვეტოვში" გაუშვეს იჯარით და "სპარტაკის" მწვრთნელმა ოლეგ კონონოვმა თქვა, ყურადღებით და იმედით დავაკვირდებითო.

ის სამარულ გუნდში სასურველ გარემოში მოხვდა. კლუბის განვითარების დირექტორი ალეკსანდრ შიკუნოვი ამბობს, რომ ყოველმხრივ ხელს შეუწყობენ, ხოლო გუნდის მწვრთნელი ის მიოდრაგ ბოჟოვიჩია, რომლის ხელმძღვანელობითაც ჯანო "როსტოვში" განათხოვრებულ არტიომ ძიუბასთან ერთად თამაშობდა. მაშინ ამ გუნდმა თავის ისტორიაში უდიდეს წარმატებას მიაღწია - 2014 წელს რუსეთის თასი მოიგო. შიკუნოვი ამბობს, რომ ჩემპიონატის განახლებამდე ორი თვეა, ანანიძის ტრავმიანობა არ აშინებს და ამ დროის განმავლობაში ფორმაში ჩადგება. იქნებ, ეს ვარიანტი სულაც არაა ცუდი.

მოკლედ, ჯანოს უკანასკნელი შანსი მიეცა. ის უკვე ბავშვი აღარაა, 26 წელს მოყრილია და თავის კარიერაში გარდამტეხი მომენტი დაუდგა.

შეძლებს კი ის ამ ბარიერის გადალახვას? ეს მარტო მასზე არაა დამოკიდებული, იღბალმაც ცოტა უნდა შეუწყოს ხელი, ტრავმა არ უნდა მიიღოს და ცოტა უფრო გაბედულადაც მართებს თამაში. ადრე უფრო თამამად თამაშობდა, დრიბლინგიც სხვანაირი ჰქონდა, შორიდან დარტყმაც, ახლა კი თითქოს შებოჭილია, შეზღუდული.

რუსეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ანდრეი არშავინმა მასზე თქვა, რაც თავი მახსოვს, სულ პერსპექტიულიაო. ბევრს ეს არ გვესიამოვნა, მაგრამ სიმართლე ასეთია და მინდა და დარწმუნებული ვარ, ქარული ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს სურს, რომ ჯანომ არაკეთილმოსურნეთა ჯინაზე დიდი ფეხბურთი ითამაშოს.

მიდი, ჯანო, დაამტკიცე რომ შენ ეს შეგიძლია! შენ ეს შეგიძლია!

Geo_Dinamo
მინდა წა4მატება უსურვო ჯანოს. მარა მინდა ჩემი აზრიც გამ0ვთქვა ამ სტატიის შემდეგ. მე არ ვიცი რა დიდი ფეხბურთი გაქვთ მხედველობაში? ჯანო უკვე თამაშობს ცVენს ნაკრებში და თანაც როცა ფორმაში იყო ლიდერობდა ნაკრებს. ვინმეს თუ ფიქრობთ რომ ჯანო რომელიმე ევტოპულ გრანდში მოგვევლინება ეს მცდარი აზრია და სიმართლეს ვერ გავექცევით. ის ფიზიკურად უკვე ვეღარ განვითარდება ამაზე მეტად, ჯანოს კუნთის ნატამალი არა აქვს და არც ფიზიკური გამძლეობა აქვს, არც ფიზიკური ძალა. ამის გარეშე კი გრანდებში კი არა რომელიმე ევროპულ ძლიერ გუნდშიც ვერ მოხვდება. კარგი იქნებოდა ვიტესი რომ გამოსულიყო, ფოლანდია ჯანოსთვის მისწრებაა, იქ არ თამაშობენ ძალისმიერ ფეხბურთს. სამწუხაროდ ისევ რუსეთი. მან უნდა გააცნობიეროს რომ ფიზიკის გარეშე ფეხბურთს ვეღარ ითამასებს ისე რომ მუდმივად პერსპეკტიოულად არ დარჩეს. წარმატება და ჯამთელობა ჯანოს.
ჯიჯი
სწორი გზავნილია! ჯანომ უნდა დაუმტკიცოს ყველას რომ მას შეუძლია მაღალ დონეზე თამაში, ყველა დაღმართს მოყვება აღმართი, მჯერა დადგა ის მომენტი როცა ჯანო თავის შესახლებლობებს ბოლომდე გამოავლენს! ტრავმებმა დაასვა დაღი მის კარიერას, მაგრამ ყველაფერი წინ ააქვს!!! ნაკრებს აუცილებლაფ სჭირდება ჯანმრთელი ჯანო! რაკარგი ნახევარდაცვა გვყავს კანკავა, ანანიძე, ოქროს ბიჭუნა და ვაკო! ველით მარტს მთავარია ჯანმრთელად იყვნენ. პ.ს ქვილითაიაც შედის ფორმაში, ოქრი? ეგ ჯერ ჩამოყალიბდეს გართობა თუ ვარჯიში)
grego
აქ იმაზეა საუბარი რომ ამბობს მაინც სპარტაკში მინდა დაბრუნებაო
ნიკო
ფახბურთი დიდი ბიზნესია და არა მარტო სპორტი როგორც იყო თავიდან. დღეს ბევრ ფეხბურთელს არანერი განათლება არ აქვს და არც მოეთხოვება ფეხბურთის თამაშის მეტი სპორტული ხედვიდან. ფეხბურთელს მოეთხოვება იყოს ჯანმრთელი და ფორმაში. ჯანო ფიზიკურად ყოველთვის სუსტი იყო და ამიტომ ვერ ქაჩავდა ძირითად გუნდში. უდავოდ ნიჭიერი ფეხბურთელია. მუხლის ტრამვა რაც მან მიიღო ნაკრებში არ არის სახუმარო და ასეთი ტრამვის მერე ფორმაშ შესვლა ძალიან.ძნელია და ბევრს კარიერას უმთავრებს. ამიტომ არ უნდა კრიტიკა, სანამ შეუძლია და რამე მოთხოვნილება არის მის თამაშზე ბიზნესის თვალსაზრისით ითამაშოს იქ სადაც მეტს გადაუხდიან და კარგი დონის შეჯიბრია. არაფერი არ აქვს რუსეთის ჩემპიონატს დასაძრახი მაგ მხრივ. კარგი იქნებოდა ევროპაში მარამ მის მდომარეობაში იქ შეიძლება სულ ვერ ითამაშოს და ისევ რუსეთში მოუწევდა დაბრუნება და მერე შეიძლება არავის აღარ მოუნდეს... ასე რომ წარმატება და იმედია შევა ფორმაში.
Lasha
eg aris tripachoba yvelaferi ki arunda tragmnot rac internetshia imis gamo rom rame statia dadot.acadet ra jer gadaxtes da hopla mere daidzaxet tore darcheba egec ananidze baramidzesavit iluziebshi amamovali varskvlavi
G.A.L.
თუ ჯანოს უნდა რამე შეცვალოს პირველ რიგში ფიზიკას უნდა მიხედოს! ძველი გულშემატკივარი ვინც არის ყველას ემახსოვრება მსგავსი ფეხბურთელები რომლებმაც ვერ იტამაშეს დიდი ფეხბურთი: კაკილაშვილი, ჟვანია, ჯოხაძე, ცაავა და ა.შ. არც ერთი არ ჩამოუვარდებობა თუ არ სჯობდა ჯანოს ბურთIს ფლობაში და მოედნის ხედვაში, არც სისწრაფე ჰქონდათ ნაკლები, მაგრამ ვერ ითამაშეს იმის ნახევარიც რაც ნიჭი ჰქონდათ. ყიფიანმაც კი რეგბისტებთან ერთწლიანი დამატებითი ვარჯიშის შემდეგ დაიწყო ის დიდებული თამაში რომელიც ჩვენთვის დღემდე სამაგალითოა. ფიზიკის გარეშე დღევანდელ ფეხბურთში ადგილი არ არის, თანაც ტრამვიანობ მნიშვნელოვნად მცირდება. მიდი ჯანო, ყველაფერი შენზეა დამოკიდებული! წარმატებას გისურვებთ ყველა, ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები!!!
Martali
daavenet es bichi mand da tqvenc moisvenet....sheidzeba yoveldge axali uazroba rom icerebodes??? gaviget ro gadavida da yvela dzalian elis janos tamash tavis axal klubshi magram chemi piradi azria ro zaan gadametebulad aqcevt mis movlenebs yuradgebas.....igive moxda chakvetadzeze da mag bichs imis mere golic agr gautania...
დათო
ძალიან კარგი სტატიაა. ყოჩაღ ავტორს! მეტი მსგავსი სტატია და ანალიზი წაგადგებათ და მაღლ დონეზე წარმოჩინდებით. მხოლოდ ფაქტების კონსტატაცია არ არის საკმარისი ხშირად.
კარაოკე
რა უბედურებაა ჯანოს მეტი არაფერი ხდება ?
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
"ოქროს ბურთი" როდრის და დემბელეს - მაშ ვინისიუსს რაღა? - რეალი აღშფოთებულია
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
ჯიკიჩი ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის იბრძვის - როგორ შეგიძლიათ მისცეთ ხმა საქართველოს ნაკრების დამრიგებელს
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი