16 იანვარს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სუპერლიგის მე-6 ტურის გამოტოვებული მატჩი გაიმართა.

დეკემბრის თვეში "შსს აკადემია-ტიტებისა" და "დელტას" შეხვედრა გადაიდო. ამ გუნდებს შორის ამ მატჩამდე ერთქულიანი სხვაობა იყო "დელტას" სასარგებლოდ, რომელმაც დღევანდელ შეხვედრაში დამაჯერებლად იმარჯვა, მიმდინარე სუპერლიგაში მე-5 მოგება მოიპოვა და მე-4 ადგილზე დამკვიდრდა.

მატჩი თანაბარ ბრძოლაში დაიწყო და პირველი პერიოდის შემდეგ ანგარიში საყაიმო გახლდათ – 24:24. "შსს აკადემია-ტიტები" ფარქვეშ გამაგრდნენ, გიორგი შარაბიძისა და ილია ლონდარიძის დუეტმა გაამართლა, თუმცა მეორე პერიოდიდან "დელტამ" სათამაშო ტაქტიკა შეცვალა. ლექსო ლაფანაშვილის გუნდმა დაცვა გაამაგრა და აგრესიული თამაშით სამწამიანში მეტოქეს მაქსიმალურად ზღუდავდა, საკუთრივ კი, სწრაფ შეტევებს ახორციელებდა და პერიმეტრიდანაც უტევდა.

შორმა სროლებმა შედეგი მოიტანეს და მეორე პერიოდის 26:17 მოგების შემდეგ "დელტა" დიდ შესვენებაზე 9-ქულიანი ლიდერობით გავიდა. "ტიტების" მწვრთნელის, დავით უსტიაშვილის ტაქტიკამ მეორე პერიოდში არ გაამართლა და ამის მიზეზი დელტელთა მწყობრი დაცვა გახლდათ. პარალელურად, ლაფანაშვილის გუნდის წევრები აგრძელებდნენ სამქულიანების ჩაგდებას და რაც თამაშის დასასრული ახლოვდებოდა, მათი უპირატესობა იზრდებოდა. მესამე მეოთხედი "დელტამ" 16:13 მოიგო, ხოლო ბოლო ათწუთეულში ანგარიშში სხვაობამ 20 ქულას გადააჭარბა და დასკვნითმა წუთებმა აზრი დაკარგა.

თამაში სათადარიგოებმა ჩაამთავრეს და საბოლოოდ "დელტას" 18-ქულიანი გამარჯვება ანგარიშით 90:72 დაფიქსირდა. 19 ქულითა და 9 მოხსნით დელტელებს ბექა ბექაურმა ულიდერა. 15 ქულა (4-დან 4 სამქულიანი) მიითვალა ოთარ ფხაკაძემ, მალკოლმ დრამრაითის ანგარიშზე კი 13 ქულა დაგროვდა. "ტიტებში" 16 ქულით საუკეთესო იყო ბესო ლეჟავა. 14 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა გიორგი შარაბიძემ.

სუპერლიგის მე-9 ტურის მატჩები 18 იანვარს ბათუმში და 20 იანვარს თბილისში გაიმართება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

Rumba
რუსთავს ეშველა მგონი!კანცელიდისი დანიშნეს მწვრთნელად! ბრუნდება დიდი გენიოსა სუპერლიგაში
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"ქუთაისი" ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
ახალგახსნილ დარბაზში მასპინძელმა "რუსთავმა" "დელტასთან" ბოლო წამზე წააგო
"დელტამ" "ქუთაისი" დაამარცხა და ფინალური სერია მე-5, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა
"დელტამ" "მგზავრები" ნახევარფინალურ სერიაში 2:0 ჩამოიტოვა
"დელტამ" "მგზავრები" სერიაში 3:0 დაამარცხა და სუპერლიგის ფინალში გავიდა
სუპერლიგის ტური "ქუთაისისა" და "დინამოს" გამარჯვებით დასრულდა
"ტიტებმა" დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირი მოიგო
"ოლიმპმა", "ტიტებმა" და "ვერამ" გაიმარჯვეს და ცხრილში დაწინაურდნენ
"ვერამ" ზედიზედ მესამედ მოიგო, "ცხუმ-აფხაზეთმა" კი 7 წაგების შემდეგ იმარჯვა
მაიკლ დიქსონის 19-ქულიანი დებიუტი "ტიტებში"
"დელტამ" სუპერლიგის ფინალური სერია ქუთაისში გამარჯვებით გახსნა
"მგზავრები", "ტიტები" და თსუ თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდნენ