საქართველოს ნაკრებისა და "ვისლას" ნახევარმცველმა გიორგი მერებაშვილმა გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში მის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით ისაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- საინტერესოა, თუ გაქვთ კონკრეტული შეთავაზებები. მაგალითად, ვარაუდის დონეზე დაიწერა ყაზახური გუნდების ინტერესზე. სხვა საინტერესო ვარიანტებიც ხომ არ გაქვთ?

- არ დავმალავ, ყაზახეთიდანაც არის შეთავაზებები, თვითონ პოლონეთიდან და სხვა ქვეყნებიდანაც. ყაზახეთში ახალ წესს ამკვიდრებენ, რომელიც იმ ლეგიონერებს შეეხებათ, 30 წელს ზემოთ რომ არიან. ამიტომ დროებით გაჩერებულია ამ მხრივ ყველაფერი. ვნახოთ, უახლოეს მომავალში უნდა გადაწყდეს, შემოიღებენ თუ არა ამ წესს.

- "ქაისარზე" დაიწერა...

- "ქაისარი"? კი ბატონო, ვადასტურებ, რომ ერთ-ერთი მსურველი ეს გუნდიცაა. საუბარია სხვა ყაზახურ კლუბებზე. შეიძლება ვინმემ თქვას, პოლონეთის ჩემპიონატიდან ყაზახეთში სათამაშოდ რატომ უნდა წავიდესო, მაგრამ... ვინც მიცნობს, იცის, რომ ჩემთვის ფეხბურთი ყოველთვის იყო პირველ პლანზე. არასოდეს წავსულვარ ისეთ კლუბში, სადაც მხოლოდ ფული იყო და მეტი არაფერი. აღარ ვარ პატარა ბიჭი, გასათვალისწინებელია ჩემი ასაკი, ოჯახი... ალბათ, როცა იქნება მეტი კონკრეტიკა, სწორედ ოჯახთან ერთად განვიხილავ ყველაფერს.

ინტერვიუს სრული ნახვა lelo.ge-ზე შეგიძლიათ

იაგო
დადუ რუსეთი და უკრაინა ყაზახეთთან ძალიან წინ არის პარალელს ნუ ავლებ!
იაგო
გიორგი ტოპ მოთამაშეა, არ წახვიდე გიო ყაზახეთში არააააააააა!!!!
dadu
მერებაშვილის პოლონეთიდან ყაზახეთში გადასვლა მესმის, აღარ არის პატარა, ვეღარც თამაშ მოუმატებს აწი და ვეღარც კარიერული წინსვლა ექნება, შესაძლოა კარგ ფორმაშიც კი ვეღარ შევიდეს კარიერის ბოლომდე და ეხლა ფულზე ფიქრი სრულიად ნორმალური და მისაღებია. მე იმ 18-19 წლის ბიჭებისა მიკვირს რომელთაც მთელი კარიერა წინ ააქვთ და ფულის გარდა სხვაზე არაფერზე ფიქრობენ, გარბიან ამ რუსეთის უკრაინის და ყაზახეთის ჭ ლიგებში და იკლავენ კარიერას, მერე 25 წლის ასაკში უკვირთ ყველა გუნდი რატო აგდებს და აღარავინ უფორმებს კონტრაქს.
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე