საქართველოს ნაკრების შემტევის, გიორგი ჩაკვეტაძის კარიერაზე არაერთგვაროვანი ინფორმაციები ვრცელდება, თუმცა რეალურად რა სიტუაციაა მის ირგვლივ, ამის გარკვევას ფეხბურთელის აგენტ გიორგი გახოკიძესთან შევეცადეთ.

- პირველ რიგში, გიორგი ჩაკვეტაძის ზამთრის შესაძლო ტრანსფერზე გკითხავთ. გადაწყვეტილია, რომ ის "გენტში" რჩება?

- გიოს დარჩენა "გენტში" თითქმის გადაწყვეტილია, თუ რომელიმე გუნდმა სერიოზული შემოთავაზება არ გააკეთა.

- ბევრი კლუბის ინტერესზე იწერებოდა უცხოურ მედიასაშუალებებში. თუ იყო რეალურად კონკრეტული შემოთავაზებები და რომელმა გუნდებმა გამოხატეს ინტერესი?

- კი, "მიუნხენგლადბახი" ძალიან დაინტერესებულია და ასევე "დორტმუნდიც". არის ბევრი გუნდი, რომლებიც კონკრეტული წინადადებით არ მოსულან, მაგრამ უნდათ გიო ძალიან და აკვირდებიან.

- ზაფხულის სატრასფერო ფანჯრის დროს კლუბსა და თქვენ შორის არის შეთანხმება, რომ გიორგი დატოვებს კლუბს? და რას მიენიჭება უპირატესობა, თანხას თუ კლუბის დონეს?

- ხელშეკრულებაში ეს არ დევს, რომ ფეხბურთელი ზაფხულში უნდა გაუშვან, მაგრამ გიოსთვის კარგი გუნდი რომ გამოჩნდეს, "გენტი" ვერ დააკავებს. ეს არის სიტყვიერი პირობა. საერთოდ, კარგი გუნდი რომ უკეთებს შემოთავაზებას ფეხბურთელს და ტრანსფერშიც იხდის დიდ თანხას, მაგ შემთხვევაში ფეხბურთელს აქვს დიდი უპირატესობა, რომ გადავიდეს სხვა გუნდში.

- იყო საუბარი "ბარსელონას" ინტერესზე. რამდენად რეალურად მიგაჩნიათ, რომ გიორგი შეძლებს ესპანური გუნდის შემადგენლობაში ადგილის მოპოვებას?

- დიახ, გიოს სანახავად "ბარსელონას" სკაუტებიც იყვნენ და საერთოდ, ძალიან ბევრი გუნდია დაინტერესებული, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე გიო ისეთ გუნდში უნდა გადავიდეს, სადაც აუცილებლად ითამაშებს და უფრო მეტ გამოცდილებას მიიღებს, რათა შემდგომ მზად იყოს ტოპ-გუნდში გადასასვლელად. გიოს აქვს დიდი შესაძლებლობები, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს.

- კიდევ რომელ ქართველ ფეხბურთელებთან მუშაობთ და რაიმე სიახლეს ხომ არ უნდა ველოდოთ? ან ხომ არ არის გარკვეული ინტერესი ან იყო რომელიმე ფეხბურთელზე?

- 4 დღის წინ მე და ჩემმა პარტნიორმა ლაშა ოდილაძემ ხელშეკრულება გავაფორმებინეთ ლაშა დვალს უნგრეთის "ფერენცვაროში". ძალიან კარგი გუნდია და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, ლაშა კარგად გამოვა ჩემპიონთა ლიგაზე. რაც შეეხება სხვებს, ვმუშაობთ რამდენიმე ფეხბურთელზე და ვნახოთ, რა გამოვა.

zaza
გლადბახი და დორტმუნდია ამის ყველაზე რეალური ვარიანტი ეგ კიდე ადრე შოთამ თქვა რომ გლადბახი ვიცი რო რეალურიაო ხოდა დამთავრდება სეზონი და წავა ჩაკვეტაძეც და შეეშვით რა ამ რეალებს და ბარსას რა რეალი რა ბარსა. სწორად უძღვება გახოკიძე ამის საქმეს.ძაან ნიჭიერი ბიჭია და არც შრომა ეზარება ეტყობა.
Giorgi777
კარგად ვიცინე)))კაი იყო დავით
DaTo
შესაძლოა, შესაძლებელია, არ გამოვრიცხავთ, არ ვუარყობთ, ვიმედოვნებთ, იმედია, იმედს ვიტოვებთ, მოველით, გვეიმედება, ველოდებით, მომავალში, სამომავლოდ, გაისად
დადუ
ტრავმა აქვს და იმიტომ არ თამაშობს.
კახა ქირია
ჯეკო გეთანხმები.გავიგეთ რომ არის დაინტერესება.მაგრამ შეიძლება ყოველ წუთს და ჭამს ამაზე წერა.დარჩა გუნდი რომელიც არ გახსენებიათ.ღმერთმან ისე მიხარია მისი წარმატებები როგორც საკუთარი შვილის შვილის,მაგრამ ამით დათვურ სამსახურს უწევთ.
რიგითი ქართველი
რავიცი ისეთ სახელებს არახუნებდით, მეგონა უკვე აუქციონი იყო და.. ახლა თუ ვინმე გამოჩნდება ☺️
megre
ხან ბარსელონაო, ხან ბავარიაო, რომაზე საუბარიც ზედმეტია უკვე კონტრაქტზე ხელი მოწერილი აქვსო... ეხლა კიდე გენტში დარჩენა გადაწყვეტილიაო, ჟურნალისტებმა ჩამოყალიბდით რას წერთ
ჯეკოს
შწნ ძმაო სომეხი ხო არ ხარ?
s.s.
როგორც ყოველთვის დიდი მოლოდინები...... აცალეთ ცოტა, ბარსელონა და გრანდები ჯერ ადრეა, იქ უნდა ითამაშოს სადაც სათამაშო პრაქტიკა ექნება.
giga
მუხლის ტრანვა აქვს და ინდივიდუალურად ვარჯიშობს. (ერთი თვე გამოტოვა და არა ორი)
ბათუმი
რა ჭორებს ავრცელებ, მოგზავნილი ხოარხარ შეკაიკაცო?!
ნიკკკ
დაშავებულია და ორი თვე კი არ, სამი თამაში გაიცდა სულ. :)
გიო
აგენტი თუ გენტი?
ჯეკო
გენტში არ თამაშობს უკვე ორი თვეა და დიდი გუნდებიო... რაებს წერთ?
Erekle
Albat holandia?
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
გურამ კაშია: მერაბ ჟორდანია ისევ "ვიტესის" ბოსია
ცნობილია, რა თანხას მიიღებს თბილისის "დინამო" ჩაკვეტაძის ტრანსფერიდან
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო დებიუტი და "უოტფორდის" წაგება "საუთჰემპტონთან"
გოგლიჩიძე სასტარტოში, ჩაკვეტაძე შეცვლაზე და "უოტფორდის" ნანატრი გამარჯვება
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "პრესტონს" ფრედ ეთამაშა
ქართველების "აპოელი" "გენტთან" დამარცხდა [VIDEO]
ქართველების "უოტფორდს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
მიქაუტაძეს "ლიონში" ერთით ნაკლები კონკურენტი ეყოლება - ქართველის ტრანსფერის გამო ორბანს უშვებენ
"აპოელი" "გენტთან" ისევ დამარცხდა და ტურნირიდან გამოვარდა
"უოტფორდი" ჩაკვეტაძეს "გენტიდან" გამოისყიდის - დეტალები ცნობილია
საქართველოს 3×3 კალათბურთლთა U18 ნაკრები უნგრეთში ევროსაგზურისთვის იბრძოლებს
[VIDEO] ჩაკვეტაძის კარგი მატჩი და "უოტფორდის" სტუმრად ფრე ერთ-ერთ ლიდერთან
ქართველები "სასკი ბასკონიას" საერთაშორისო კემპზე
მიზანი პრემიერლიგაში გადასვლაა - "უოტფორდმა" ჩაკვეტაძე "გენტისგან" გამოისყიდა