ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

იურგენ კლოპი: ყველაზე მაგარი SMS მაინციდან მომწერეს!

იურგენ კლოპი: ყველაზე მაგარი SMS მაინციდან მომწერეს!

ჯერ ეს ტიტული შემარგეთ, ჩემპიონთა ლიგაზე მერე ვილაპარაკოთ...
თითქმის ერთი კვირაა, რაც იურგენ კლოპი უკვე ტიტულოვანი მწვრთნელია - 43 წლის სპეციალისტის დორტმუნდის „ბორუსია“ გასულ შაბათს გერმანიის ჩემპიონი გახდა. ზოგადად კი, იურგენი საფეხბურთო გერმანიის ყურადღების ცენტრში ხუთი წლის წინ, 2006 წლის მუნდიალის დროს მოექცა, როცა გერმანიის ნაკრების მატჩებს ტელევიზიისთვის აანალიზებდა.

და აი, ხუთი წლის შემდეგ პირველი ტიტულიც მოიგო და როგორც მწვრთნელს წინ დიდი მომავალი აქვს. ჩემპიონობის განაღდების შემდეგ კლოპს პირველი ინტერვიუ, რაღა თქმა უნდა, „ბილდმა“ ჩამოართვა.

- ჰერ კლოპ, როგორ გადაიტანეთ პირველი ღამე გერმანიის ჩემპიონის რანგში?

- ეს იყო ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე სენსაციური დღე, საღამო და ღამე ჩემს ცხოვრებაში. ბიჭებმაც ფანტასტიკურად იზეიმეს. მთელი სეზონის განმავლობაში ძალიან კარგად ვთამაშობდით და მერე მაგრადაც ვისიამოვნეთ. ორი ღამე არ მეძინა, ყველაზე მეტად კი ის მიხარია, რომ ჩვენი ჩემპიონობა ასი პროცენტით დამსახურებულია.

- სეზონის წინ თქვით, ახლა უკვე საკმარისად ბებერი ვარ იმისთვის, რომ ტიტული მოვიგოო...

- სიმართლე გითხრათ, ამ დღეებში განტვირთვას უფრო ვგრძნობდი, ვიდრე ემოციებს. არ დაგიმალავთ, მეგონა, რომ როცა ჩვენი ჩემპიონობა გადაწყდებოდა, გაცილებით ემოციური ვიქნებოდი, მაგრამ კიოლნიდან მოსულ ცნობას იმის შესახებ, რომ „ლევერკუზენმა“ წააგო, უჩვეულოდ მშვიდად შევხვდი. თუმცა დარწმუნებული ვარ, ემოციებიც მოვა - ალბათ ბოლო ტურის შემდეგ, როცა „ვერცხლის სინს“ გადმოგვცემენ, ან მაშინ, როცა სინით 200 000-ზე მეტი ქომაგის წინაშე წარვსდგებით.

ფაქტი ერთია, „დორტმუნდის“ ეს წარმატება ისტორიაში დარჩება, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო და ღირსეული ჩემპიონობა ბუნდესლიგის ისტორიაში. ახლა კი, უფრო სწორად ჯერჯერობით ისეთი განცდა მაქვს, თითქოს რამდენიმე დღეა მთვრალი ვარ. არადა, კვირის შემდეგ არ დამილევია.

- თუ საიდუმლო არ არის, რამდენი მოსალოცი ტექსტური შეტყობინება მიიღეთ?

- სათვალავი დიდი ხანია ამერია. თამაშის შემდეგ გასახდელში რომ შევედი, ტელეფონზე 159 წაუკითხავი SMS ეწერა. ზოგიერთი შეტყობინება კი ისეთი იყო, რომ არასდროს წავშლი!

- მაგალითად?

- ყველაზე მაგარი SMS „მაინცის“ მენეჯერმა, ჩემმა უახლოესმა მეგობარმა კრისტიან ჰაიდელმა მომწერა: „ჩემი კლოპო ჩემპიონია, ჩვენ კი მალე უზბეკეთის გუნდთან მოგვიწევს თამაში... რა მაგარია, არა?“

- გული ხომ არ დაგწყდათ, რომ „მაინცის“ მწვრთნელი არ ხართ?

- არა, რადგან „მაინცს“ მაინც ვერ გავაჩემპიონებდი... ძალიან მიხარია, რომ მაინცელებმა ფაქტობრივად გაინაღდეს ევროპის ლიგაში თამაში.

- გულახდილად გვითხარით, როდის ირწმუნეთ, რომ „დორტმუნდს“ გერმანიის ჩემპიონობა შეეძლო?

- დასამალი აღარაფერია: მეორე წრის პირველ ტურში ლევერკუზენს სტუმრად რომ მოვუგეთ, მაშინ მივხვდი, რომ ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაგვეშვა, რომ ჩვენ მართლა შეგვეძლო პირველობა. როცა ჩვენმა უპირატესობამ 13 ქულას მიაღწია, უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემპიონები გავხდებოდით. სხვანაირად არ შეიძლებოდა, ჩვენი პირველობა უკვე გარდაუვალი იყო.

- როგორ ფიქრობთ, რომელი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება?

- ყველაზე მეტად გელზენკირხენში გამარჯვებამ გამახარა. მართალია, „შალკე“ არ იყო ჩვენი კონკურენტი, მაგრამ ამ გუნდთან ურთიერთობებიდან გამომდინარე, მთელი ამ მტრობის გათვალისწინებით, ყველაზე მეტად სწორედ დერბის სტუმრად მოგებამ გამაბედნიერა. სხვათა შორის, სწორედ იმ გამარჯვების შემდეგ ირწმუნეს ბიჭებმა, რომ ჩემპიონობა შეეძლოთ.

- უკვე დაიწყო საუბრები იმის შესახებ, რომ გერმანიაში შესაძლოა, ახალი, დორტმუნდის „ბორუსიას“ ერა დაიწყოს. ფაქტია, რომ ძალიან ახალგაზრდა და უდიდესი პერსპექტივის მქონე გუნდი გყავთ. როგორ ფიქრობთ, რა შეუძლია ამ გუნდს სამომავლოდ?

- მოდით, ჯერ ამ მომენტით ვისიამოვნოთ, მომავალზე ფიქრისთვის კი დრო ისედაც საკმარისია. „ვერცხლის სინის“ მოგება ჩემს სამწვრთნელო კარიერაში უმნიშვნელოვანესი მიღწევაა, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ ამით არ დავნაყრდები. მოსაგები კიდევ ბევრია...

- მაგალითად ჩემპიონთა ლიგა?

- ამას სერიოზულად მეკითხებით?

- სეზონის წინ არც იმას იფიქრებდა ვინმე, რომ გერმანიის ჩემპიონები გახდებოდით...

- მე მგონი, სიცხე გაქვთ... მოდით, ჯერ იმით ვისიამოვნოთ, რომ „ბორუსია“ გერმანიის ჩემპიონია და ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს. ამ სეზონში ევროპის ლიგაში ვთამაშობდით, რის შემდეგაც ეგრევე ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლა უკვე ძალიან დიდი ნახტომია და სხვათა შორის, უმძიმეს წნეხსაც ნიშნავს. მე მხოლოდ იმის თქმა და დაპირება შემიძლია, რომ ჩვენ ჩემპიონთა ლიგაშიც ბოლომდე, სულ ბოლომდე დავიხარჯებით.

• zampara

მრავალი გამარჯვება მოგეპოვებიოს ყოველგვარი ტრამვის გარეშე.დღეს ასევე ბრყინვალე გამარჯვება ეკატერინე გოროძემაც მოიპოვა.რატომ არაფერს წერთ?

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა

თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა