ბოდიშს ვუხდით გულშემატკივარს, ეს ყველაფერი მათ ყურამდე რომ მივიდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მსოფლიო ჩემპიონმა, მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა განუცხადა. პეტრიაშვილი დიღომში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მიმდინარე მოჭიდავეების აქციაში მონაწილეობს და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის გათავისუფლებას ითხოვს.

"სირცხვილია ეს ყველაფერი, ჩვენი ოჯახის ხელმძღვანელია ამ მდგომარეობაში. გვინდა დავიბრუნოთ ჩვენი პრეზიდენტი ჩვენს გვერდზე, დავსხდეთ ორივე მხარე და დავილაპარაკოთ. აქ არიან ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები და გაოგნებული ვართ იმით, რაც მოხდა", - აღნიშნა პეტრიაშვილმა.

დიღომში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე სპორტსმენების ნაწილმა აქცია გამართა. ისინი დაკავებული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის გათავისუფლებას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეები ხვალ, 14:00 საათზე ჭიდაობის ფედერაციასთან შეიკრიბებიან და სამოქმედო გეგმებზე განცხადებას გააკეთებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავა, რაც ძალადობას გულისხმობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ასევე, ინფორმაციის ნებაყოფლობით მოწოდებაზე უარის თქმის გამო, კონფლიქტის შემსწრე პირები დაიკითხნენ მაგისტრატ მოსამართლესთან. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირებისას, თამაზ გეგეშიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 239-ე მუხლებით გრძელდება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

interpressnews.ge

wtf
მოკლედ დღეიდან თუ რამე შემემთხვა ვინმესთან დავჯდებით ორივე მხარე უფროს ხალხთან ძმაკაცებთან ახლობლებთან შინაურებთან ერთად და გადავწყვიტავთ რა და როგორ.რა პოლიცია რა მილიცია რა კანონი რა სამართალი... ამათ ვაბშე თავში ყველაფერი კარგად აქვთ????????????
ოსი
მე ვარ ოსი და 16 წელი ოფლს ვღვრიდი საქართველოს ნაკრების გულიზე და ვინ ეთნიკურად ოსია და ვინ არა მაგით რისი თქმა გინდა?აქ სწორზე და არასწორზეა ლაპარაკი და რატო ტენი სულელურ ეთნიკურ სისულელეებს?
ლევანი
ხო ეს გენოც ვიცით საზოგადოებამ ვინც არის. გადაებით შენ და შენი პრეზიდენტი...

ესენი იმას არ ფიქრობენ, რომ ხვალ- ზეგ რომელიმე მათგანსაც მოხვდება პრეზიდენტისგან. რამეს რომ იტყვით, ცოტა დაფიქრდით ხოლმე

კაცურადაც როგორ ამართლებ გენო დანით ან ბლაგვ საგანს რომ გირტყავს ადამიანი საერთოდ ტვინი გაქვთ თქვენ?!
რეზო
წარმოიდგინე, ფარიკაობაში რა შეიძლება ასეთი გაგებით
ანი
ერთია სპორტული მიღწევა და დამსახურება და მეორე -რეალობა და კანონის უზენაესობა! გეგეშიძემ საჯაროდ მოიხადოს ბოდიში ხალხის წინაში როგორც სამართალდამცავმა და ფედერაციის პრეზიდენტმა! ასევე-დატოვოს თანამდებობა როგორც ძალოვან სტრუქურაში ,ასევე ფედერაციაში! კუნთები ათამაშოს აგრო სფეროში,მანდ გვჭირდება ჯანმაგარი მუშა-ხელი!
ჯაკო
პეტრიაშვილი კარგი მოჭიდავეა მაგრამ ძალადობას მხარს უჭერს..ეს კი ძალიან ცუდია
ლევანი
დიდი მინუსი ლაშას და გენოს. ნეიტრალური გულშემატკივარის პოზიცია რომელიც არც ნაცია და არც ქოცი არის ის რომ აშკარად გეგეშიძეები ძალადობდნენ ყველაგან და შენ მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი რომ ხარ ვალდებულება გაქვს დადგე არ მოძალადე პრეზიდენტის გვერდით არამედ სიმართლის დაჩაგრული ხალხის და ქვეყნის სადარაჯოზე ისე არავის სჭირდება შენი ჩემპიონობა. ძიუდოისტების გვერდით რომ მენახეთ გამიხარდებოდა მაგარმ არ მახსოვხართ. დიდი მინუსი ბიჭებო თქვენ იმიტომ რომ მეჩვენება ბობოლებტან ძმაკაცობა უფრო მოგწონთ ვიდრე დაცაგრული კაცის გერდით დგომა.
palavani-s
რეებს წერ შენთვითონ ტუ იცი?)))
kako
ტუ გეყოპა კაცობა დაწერე ვინ ხარ,,ტუ არადა კლავიატურის ხარ
palavani
ეს პეტრიასვილი ის ხომ არის საქარტველოს ცემპიონობა პირდაპირ რომ მისცეს,,მოიტხოვს აბა რა
სპილო
პრეზიდენტი მტყუანია. კაცურ, კაი ბიჭურ გაგებას სხვა ასპარეზი აქვს. კარგი მოჭიდავეები ხართ, მაგრამ სპორტული გაგება შეზღუდული გაქვთ. დათუნაშვილმა რაც ილაპარაკა, თუ ეგრეა არც კაცობა დაეწუნება და არც გაგება, კლანური მონობა სადაური კაცობაა? ეგ ოჯახი ჩვენია, ჩვენი წესით და ფულით საზრდოობს და თუ ჩემპიონები არ ვართ არ ნიშნავს რომ "რაღაცა" ჩვენზე უკეთ გესმით.
ჰაჰა
ბავშვობა ყოფილა. ტელევიზორში მაინც არ გინახავს ჩვენზე უფრო განვითარებულ ქვეყნებშიც რომ წაუყრიათ ერთმანეთისთვის? თურმე კრიმინალი ყოფილა. რატო გვერდზე გაიყვანა და საქმე გაურჩია? თუ მივარდა და ჩაარტყა? თუ კადრში არ ჩანს "წესიერმა' მოჭიდავემ რაღაც რომ უთხრა და მერე ატყდა ჩხუბი? შე ბოლშევიკებიდან გადმოსულო, შენა. მოსამართლეც ხარ, გამომძიებელიც, პროკურორიც? ერთი ადვოკატი არ ხარ. სამაგიეროდ პოლიტიკოსი ხარ წარსულიდან.
რეზო
ვისაც კაი ბიჭობა უნდა ნუ მიდის ფუნქციონერად, პოსტებს ნუ იკავებენ. არ შეიძლება ასე გაგების აღრევა. თან კაი ბიჭია და თან პრეზიდენტი სადაური გაგებით?
თორნიკე
რაღაც აბსურდია, ასეთ ქმედებას რომ განიხილავთ და გეგეშიძის გამართლებას ცდილობთ. რადგან ჭიდაობაა, ძალადობა შეიძლება?! იგივე საჭადრაკო ტურნირზე რომ მომხდარიყო, როგორ აღიქვამდით. მაგალითად, ჭადრაკის სასახლეში ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე რომ შესულიყო და მოჭადრაკისთვის ჭადრაკის დაფა ჩაერტყა, ან ფეხბურთის მატჩის მსვლელობის, ან დასრულებისას კობიაშვილი მინდორზე შეიჭრას და ფეხბურთელს ერთი-ორი მაგარი წიხლი უთავაზოს. რას იტყოდით, ისე კარგი კაცია, მაგრამ მოჭადრაკემ(ფეხბურთელმა) გააღიზიანაო?! საერთოდ სად ხართ.
არა ქოცს! არა ნაცს!
შენც გვერდზე უნდა მიგისვან შენს პრეზიდენტს...ეგრე არ გინდა?
ჰაჰა-ს
რას ქვია "არ გიჩხუბია". რა, საბავშვო ბაღში ხარ და გეპატიება? ზოგადად, ჩხუბი, ანუ ფიზიკური შეურაცხყოფა არის კანონდარღვევა და დანაშაული. კონკრეტული შემთხვევა, არ იყო რიგითი ჩხუბი. სპორტული ფედერაციის პრეზიდენტის მიერ სპორტული ღონისძიების მსვლელობისას სპორტსმენზე საჯაროდ ფიზიკური ზემოქმედება სისხლის სამართლის დანაშაულია და არავითარი გამართლება გეგეშიძეს არ აქვს. ეს ქმედება მსოფლიო ჭიდაობის ფედერაციამაც უნდა შეაფასოს.
ნოდო
არადა სულ ახლახანს იყო ბავშვებთან თემაზე სასაუბროდ ძლიერები არ ძლადობენ
შეტევა
მერამდენე შემთხვევაა კომენტარს არ დებთ!
Nikos-ს
პირველ რიგში სწორედ ეროვნება და სამშობლოა მთავარი. თუ ამას ვერ აცნობიერებ, შენი ჭიდაობა საერთოდ არაფერში მჭირდება. თედეევი არის საქართველოს მტერი და თუ რომელიმე ქართველთან მეგობრობს, იმ ქართველის დანაშაულია. თუ მტერი არ არის, თქვას რომ სამაჩაბლო საქართველოა. არ ამბობს, ე.ი. მტერია დამტრულად უნდა მოექცე. აქ ორი აზრი არ არსებობს და რაღაც აბსურდული მოსაზრებებით ნუ ცდილობთ გამართლებას.
TINTO BRAS
რატომ არ დებთ ჩემს კომენტარს?
gio
მე ვარ წარმომავლობით ოსი. საქართველოს მთლიანობისთვის ომებში სამჯერ დაჭრილი და ორჯერ კანტუზირებული! და შენ ვინახარ?
ალეკო
პირველ რიგში, გეგეშიძეს უნდა ეყოს სინდისი, ნამუსი და ვაჟკაცობა, რომ ჩადენილ დანაშაულზე აგოს პასუხი კაცურად!.. და ეს ადამიანები კიდევ რას იცავენ? ვის იცავენ? მოძალადეს და ძალადობას იცავენ?!
lado
ვინმე თუ ნასვამი დაჯდება საჭესთან, უნდა დაისაჯოს შესაბამისი მუხლით, ვინმე თუ ძროხას მოიპარავს ან რა ვიცი ბანკს გაძარცვავს,უნდა დაისაჯოს ადექვატურად, სანამ საქართველოში კანონი არ იკანონებს, ვერასდროს ვერ განვითარდება ქვეყანა, რა საჭიროა აქციობანა. თვითონ გეგეშიძესაც უნდა ეყოს ვაჟკაცობა აღიაროს, რომ იძახის არაფერი დამირტყამსო. ისე გენო პეტრიაშვილი დიდი მოჭიდავეა, მაგრამ აზროვნების პრობლემა რომ აქვს, უკვე არაერთხელ გამოჩნდა
gurami
გენო არის უძლიერესი სპორცმენი და საუკეთესო ადამიანი! მაგრამ ამ შემთხვევაში ურჩევდი რომ თავი შეიკავოს. გენოს წარმატებები!
gurami
რატომ ეწევი პროვოკაციას. ოსია რუსია თუ გაბონელია ის საქართველოს სახელს იცავს და მე და შენზე დიდ საქმეს უკეთებს ქვეყანას!!!!
სოსო
ნიკო,გეგეშიძე იქ არ ყოფილა.რაც შეეხება ვაჟკაცობას,"მით ვამბობ,რომ ვაჟკაცობა,არ იყიდება ფულადა"ვაჟა ფშაველამ გვითხრა ეს.გეგეშიძეც ვაჟკაცია,დათუნაშვილიც,პეტრიაშვილიც და ძიუდოისტებიც,მათ ეს მილიონჯერ აქვთ დამტკიცებული.აი წესიერ კაცობაში კი ზოგიერთებს იაღლიშები აქვთ,თუმცა ამას გენო პეტრიაშვილზე ნამდვილად ვერ ვიტყვი,ვერც იმ მაისურების ეპიზოდზე და ვერც ახლა.რასაც ფიქრობს,იმას გულწრფელად ამბობს და გეგეშიძემაც თავისი შედეგებით დაამტკიცა,რომ დასაკარგი კაცი არ არის.ერთია მხოლოდ,რომ ამ ბიჭებს ხშირად ავიწყდებათ,რომ ქვეყანაში კანონიც არსებობს(ისე ამ ჩვენმა მთავრობამ ისეთ ბუებს შეარჩინა ათასი დანაშაული,რომ ესენი ანგელოზები იქნებიან მათთან შედარებით) და რაღაც საქციელზე პასუხიც უნდა აგო.ოსების თემაზე შეგახსენებთ,რომ გენო პეტრიიაშვილი ,ჯერ კიდევ ბავშვი,ოსმა სეპარატისტებმა გაიტაცეს და ისეთი დღეები გამოიარა,რომ ახლაც და მთელი სიცოცხლე მოუწევს რაღაც წამლების დალევა.სწორედ ამ წამლების ბრალი იყო,რომ დოპინგ ტესტზე ჩავარდა და დისკვალიფიკაცია მოიხადა.ამას იმიტომ ვამბობ,რომ გენოს ჩვენზე მეტი ეთქმის ოსურ ქართულ თემაზე,თუმცა პოლიტიკას და ადამიანურ ურთიერთობებს ერთმანეთში არ ურევს და სწორიცაა.კარგი და ცუდი ყველგანაა.
bajo
ჰაეტიე სჰენს ტყავსჰი და ნუ აქეზებ ზალადობას.
roma
მე მინდა მივმართო ყველა სახელოვან სპორცმენს,ბატონებო,გმირებო და ვაშკაცებო,გაიგეთ ერთი რამ,კანონის და კაცობის წინაშე ყველა ერთნაირია,დააშავებ უნდა დაისაჯო,არა აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ,ქვეყანაში სადაც სამართლიანობა და სამართალი არ არსებობს არაფერი არ ეშველება ხალხს და ქვეყანა წინ ვერ წავა,ეს არის აქსიომა და ამიტომ ვართ ამ დღეში,ამიტომ ყველამ ყველაფერი კარგად გააცნობიერეთ და იყავით ადამიანები,გეგა და მისი ძმა არ არიან ვაშკაცები,მათ ბევრი რაღაცეები აპატიეს,მათ მფარველები და წამქეზებლები აფარებენ ხელს,ეს არ შეიძლება ხალხო,ვიღაცეებს ჰგონიათ,რომ მუდამ ასე იქნებიან,მაგრამ მოვა დრო და ყველაფერი შეიცვლება,სხვა ხალხი მოვა ხელისუფლებაში და მერწმუნეთ,რომ თავ ბედს გაწყევლინებენ,ამიტომ ყველა თქვენს ნაბიჯს დაუკვირდით,დღეს,რომ გმირები ხართ ნუ გახდებით ანტიგმირები,იყავით სამართლიანები და შეირგეთ ის ფუფუნება,რომელშიც ხართ.არ შემიძლია გენო პეტრიაშვილს და სხვებს არ გამოვეხმაურო,პირველ რიგში კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველაფრისთვის,მაგრამ არ დაგავიწყდეთ,რომ იმ წარმატებებში,რასაც თქვენ მიაღწიეთ დიდი როლი შეასრულა ქართველმა ხალხმა,მათი ფულით გაქვთ მიღწეული ის დიდი გამარჯვებები და იმ ხალხის მადლიერი იყავით,ასევე,რომ იძახით ჩვენს ოჯახში რაც ხდება ეს ჩვენი საქმეაო და დავჯდებით დავილაპარაკებთ და ყველაფერი მოგვარდებაო,რა სანამ რამდენიმე დღის შემდეგ რუსთავი2-მა საჯაროზე არ გამოიტანა ეს უზნეობა,ვერ დაჯექით და ეს უზნეობა მანამ ვერ მოაგვარეთ,თუ დალაპარაკება და საქმის მოგვარება გინდოდათ სად იყავით ამდენ ხანს?თანაც წლებია ასეთი რამეები,რომ ხდება,სად იყავით აქამდე?სირცხვილია ეს ყველაფერი და უპასუხისმგებლობაა თქვენი განცხადებები.
TINTO BRAS
სამარცხვინოები ხართ ვინც მად იდექით, რატომ მანამდე არ გამოხვედით როდესაც ჭიდაობის პრეზიდენტმა მოჭიდავე სახალხოდ ცემა? იმიტომ რომ მონები ხართ, მიმიფურთხებია თქვენი მიღწევებისთვის, თქვენი მედლებისთვის, თქვენი ე.წ ჭიდაობის ოჯახისთვის, რომელიც სინამდვილეში დანაშაულებრივი კლანია!!!! არა და არ ეშველა ამ ძალისმიერი სპორტის წარმომადგენლებს, ძველბიჭური მენტალიტეტით გაძეძგილი ხალხით არის სავსე და არა წესიერი სპორტსმენებით, შვილი მანდ როგორ უნდა შეიყვანო ნორმალურმა ადამიანმა!!!
uguglava
არაფერი არ მოხდა, რირსება არ ეყო უბრალოდ და ქვეყნის ინტერესებზე წინ სხვა რამე დააყენა
bajo
ბატონო ჰიკოს ჯამბულატის სურატი კი არ იყო რუსეტ დროსჰა იყო გამოსახული ვის აყრი ნაცარს.
შეტევა
ტეხავს, ძალიან ტეხავს ბიჭებო. სახელს გაუფრთხილდით! არავინ არ არის ვალდებული უღირსს სამარეში ჩაყვეს. ხალხი თქვენ გცემთ პატივს და არა ვიღაც ფუნქციონერ-ზონდერ-მედროვეებს!
bajo
მასჰ გენოც ზალადობას უჰერს მხარს.რუსულ დროსჰის ფრიალი რო გაპატიეტ უარესის გირსივარტ.მახსოვს მასჰინ გეგემ სჰენ დაგიჰირა მხარი და ეხლა სხვა რა გზა გაქ ზალადობას უნდა მიემხრო.
giorgi
ეგ თუ კარგი კაცია საერთოდ რატომ ქონდა ის რკინის რაღაც
halagaji
დავსხდეთ.. მაგარია)) არა ჩაიცუცქეთ მასე აჯობებს... ოცნებას უყვარს და კრემლს)))
ჰაჰა
რამდენი სისხლისმსმელი გვყოლია სპორტის (ვითომ) მოყვარულებში. არ გიჩხუბიათ ცხოვრებაში. მაგაზე დაჭერა? მეორეც რა იცით, რომ გეგეშიძის ბრალი იყო? წადი თქვე ჩასაფრებულებო.
Ali
Geno msoflios chempionoba marto medali ar aris cota gaiazre ra gancxadebebs aketeb tore siyvarulidan sizulvilamde patara manziia
ილია
არ გრცხცვენია გენო?
nikola
და ის სირცხვილი არაა ამხელა პრეზიდენტი კაცი უზრდელურად რომ იქცევა...გამოსულიყო და ბოდიში მაინც მოეხადა გულშემატკივრისთვის მისი უმსგავსო საქციელის გამო
ავყროლდი კრიმინალების შმორის სუნით
აყროლდა კრიმინალებით და კრიმინალური მენტალიტეტით ეს საწყალი საქართველო. ნუთუ სპორტსმენ გენო პეტრიაშვილს არანაირი სოლიდარობა და თანაგრძნობა არ გააჩნია სპორტსმენი ზურაბ დუთანაშვილისადმი. როგორც ჩანს მსოფლიოს ჩემპიონობასთან ერთად ტვინიც საჭირო ყოფილა
Irakli Apkhaidze
კაი ახლა, გენოს ნუ მიაყენებ ჩრდილს, ადამიანიც მაგარია და სპორტსმენიც. კაცი ამბობს სირცხვილია რაც მოხდა და ერთად უნდა დავჯდეთ ყველაო
დიმა
აქამდე ამ კაცს ყოველთვის კბილებით ვიცავდი,მაშინაც კი როდესაც რუსეთის დროშის ფერებში შეიმოსა. გენო სახელს გაუფრთხილდი,უნიკალური მოჭიდავე ხარ მაგრამ ხალხი ყველაფერს არ გაპატიებს!!!
გიზოგ
გენო და გენოს თანააქციელებო, დიდი პატივისცემის მიუხედავად, გეტყვით, რომ სირცხვილია მსოფლიოს ცივილიზებული საზოგადოება და მათ შორის ქართული სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებიც გამოდიან ძალადობის წინააღმდეგ, თქვენ კი მოძალადის დამცველად. პრეზიდენტი, თავის სპორტცმენებს უნდა იცავდეს და არა სამარცხვინოდ, კუნთებით წყვეტდეს საკითხებს ათასობით გულშემატკივრების თვალწინ. და საერთოდ ყველამ უნდა იცოდეთ, რომ სახელმწიფოს, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას სხვდასხვა ტიტულების მოსაპოვებლად, აქვს კანონები და მას უნდა იცავდეს ყველა. ასევე მიმაჩნია, სახელმწიფო სადაც ბიუჯეტის ფულს ხარჯავს ე. ი ჩვენ მიერ შეტანილ ფულს, იქ სახელმწიფო წესრიგიც უნდა იყოს. კლანურ, კუნთური დამოკიდებულება უნდა დამთავრდეს ქვეყანაში და განსაკუთრებით სპორტულ ფედერაციებში.
ქართველი
გენო არის წესიერი კაცი....იმ გაუგებრობაში კიდევ იანტბელიძესტან ერთად მოხვდა და არა გეგეშიძესტან
ბათუმი
უღირსი კაცი ყოფილა! უტვინო რომაა ეგ ფაქტია! თუმცა "ორმოზდარვა" "სასტავისგან" მეტს არც ველოდები!
geno
gegeshidze uxirsi adamiani da sporcmenia kuntebze ikureba grami tvini ar aq mis uazro saqciels mokv amxela ambavi
Alfa
გენო არასოდეს მდგარა გეგეშიძის გვერდით, იმ გაუგებრობის დროს იანტბელიძე იყო და არა გეგეშიძე.....გენო არის წესიერი კაცი
ზვიადი
გორში მოჭიდავეების ნახევარი ეთნიკური ოსები არიან წარმომავლობით! გვარებს არ დავასახელებ!
კახა
თვითონ გეგეშიძეს უნდა ეყოს ვაჟკაცობა და არ გარიოს ეს სპორტსმენები ამ საქმეში თხოვოს რომ შეწყვიტონ კაცი ხარ ფაქტი სახეზეა ხელს ურტყამ ამ დროს გავიწყდება რომ პრეზიდენტი ხარ სხვა სტატუსი გაქვს პირიქით წესრიგისკენ და შერიგებისკენ უნდა მოუწოდო მესმის გაფიცხდი შეცდომა ყველას მოსდის უფრო მეტი შეცდომა იქნება ეს სპორტსმენები ჩააყენო უხერხულ პოზიციაში იმით რომ კაცურად გვერდში გიდგანან სერიოზულ ზიანს აყენებენ საკუთარ მდგომარეობას ციხე არავისთვისაა გასამეტებელი მაგრამ როცა აშავებ სასჯელსაც კაცურად უნდა შეხვდე.
Nikos
ძამბოლატ თედეევი მსოფლიოში განთქმული მწვრთნელია და ტურნირი იყო მის საპატივსაცემოდ. მერე რა მოხდა თუ მაისური ჩავიცვა გენომ ამ ოსი მწვრთნელის სურათით? ამას წინათ ვლადიკავკაზში იყო საქართველოს ნაკრები და ოსი მოჭიდავის კუდუხოვის საფლავზე იყვნენ და პატივი მიაგეს ხსოვნას. კაცი უნდა იყო კაცური და რა აზრი აქვს რა ეროვნების ხარ. სახის საქმეში ყველა ბრძენი ნუ გამოდიხართ
Erekle
Genos udidesi pativiscemis miuxedavad es saqme gascda ,,ojaxs,, Es aqamde sjobda damsxdariyavit geno. P.s. xom ici azri ar hqonda mag ,,dajdomas,,
გენო ვერ გავიგეთ
ანუ კაი კაცია?
Niko
ეს და გეგეშიძე სულ ერთად არიან. ოსი სეპარატისტის მაისური რუსული დროშებითაც ერთად ჩაიცვეს. სამწუხაროა. არადა გენო პეტრიაშვილი ყოველთვის მიმაჩნდა ჭეშმარიტ ქართველად და ნამდვილ ვაჟკაცად. ნუ უმაღლესი დონის სპორტსმენი რომაა, ეგ ისედაც ვიცით
Zaza
სირცხვილია რომ ამდენს ბედავენ
Emigranti
Ra fexburti chidaobis federaciis prezidentia eg. sami welis saqartveloshi ar var da imena yvelaferi trakisken midis
ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
ირანელებმა პეტრიაშვილს შეუტიეს - ნახეთ, რა გააკეთა 2023 წელს ზარემ, ქართველ სპორტსმენთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების შემდეგ [VIDEO]
"მივიღე გადაწყვეტილება, ჩავერთო პოლიტიკაში, იმიტომ, რომ..." - ზურაბ დათუნაშვილი ნიკა გვარამიას დაფუძნებულ გუნდს უერთდება
ზურაბ დათუნაშვილი: გეგა გეგეშიძემ უარი განუცხადა სერბულ მხარეს, რომ მსოფლიოზე მეასპარეზა
ადვოკატის განცხადებით, ზურა დათუნაშვილის ნოტარიულად დამტკიცებულ წერილში აღნიშნულია, რომ დათუნაშვილი და გეგა გეგეშიძე მორიგდნენ და დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
გეგა გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
არის ოქრო - პეტრიაშვილმა ზარე დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა!
newposts.ge: 20 წლის პოლიციელის მკვლელი პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძის რეკომენდაციით შეიწყალა
რას ნიშნავდა გენო პეტრიაშვილის ჟესტი, რომელმაც გულშემატკივრებში გაორებული ემოცია გამოიწვია?
"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს
პეტრიაშვილმა მეშვილდიშვილი დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალში ზარეს შეხვდება
"რა ჭიდაობის და კრივის ფედერაციები, რა სუმო?" - დავით ჯაფარიძე გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს