დღე ისე არ გავა, პრესაში „ნიუკასლის“ მწვრთნელ ალან პერდიუს სატრანსფერო გეგმებზე რომ არ დაიწეროს
დღე ისე არ გავა, პრესაში „ნიუკასლის“ მწვრთნელ ალან პერდიუს სატრანსფერო გეგმებზე რომ არ დაიწეროს. ბოლო ინფორმაციის თანახმად „კაჭკაჭთა“ ხელმძღვანელს „იფსვიჩიდან“ 18 წლის კონორ უიკჰემის გადაბირება უნდა, ოღონდ, ამბობენ, რომ პერდიუს ამისათვის „ტოტენჰემსა“ და „ლივერპულთან“ მოუწევს ჭიდილი.

პერდიუს ჯერ კიდევ არ დაუხარჯავს ის 35 მილიონი ფუნტი, რომელიც „ლივერპულისგან“ ენდი ქეროლის სანაცვლოდ მიიღო. აქვე გეტყვით, რომ „ნიუკასლის“ თავკაცი ახალგაზრდა ვარსკვლავს კარგად იცნობს. სწორედ მან მიიყვანა ის „რედინგში“, სანამ ფეხბურთელი „იფსვიჩში“ გადავიდოდა.

ამბობენ, რომ პერდიუს ქეროლის სრულფასოვანი შეცვლისთვის ზაფხულში ორი თავდამსხმელის ყიდვა აქვს გადაწყვეტილი. ასახელებენ „რედინგის“ ირლანდიელ ფორვარდ შეინ ლონგსა და კარდიფელ ჯეი ბოთროიდს. 28 წლის ბოთროიდი, თუ გახსოვთ, კარიერის დასაწყისში, ორი წლის განმავლობაში იტალიურ „პერუჯაში“ აგორებდა ბურთს და ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა.

თუმცა დავუბრუნდეთ უიკჰემს, რომელმაც მიმდინარე ჩემპიონატში 7 გოლი გაიტანა. არავისთვის არის დამალული, რომ ის, სეზონის დამთავრების შემდეგ „იფსვიჩს“ დასტოვებს, ოღონდ კლუბი მის სანაცვლოდ 10 მილიონი ფუნტის მიღებას აპირებს. ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ კონორ უიკჰემი არ იყიდება და არც თავად აპირებს სადმე გადასვლას, „იფსვიჩის“ მწვრთნელი პოლ ჯუელია.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა