სამი ერის წლევანდელი გათამაშება სკანდალებითა და მხიარული ამბებით აღსავსე გამოდგა. გუშინ ავსტრალიურ გაზეთებში დაიბეჭდა ფოტო, რომელიც ერთ-ერთმა მელბურნელმა ფოტოკორესპონდენტმა ახალი ზელანდიის ნაკრების ვარჯიშისას გადაიღო...

სამი ერის წლევანდელი გათამაშება სკანდალებითა და მხიარული ამბებით აღსავსე გამოდგა. გუშინ ავსტრალიურ გაზეთებში დაიბეჭდა ფოტო, რომელიც ერთ-ერთმა მელბურნელმა ფოტოკორესპონდენტმა ახალი ზელანდიის ნაკრების ვარჯიშისას გადაიღო.

სურათზე აღბეჭდილია დაცვაში თამაშის სქემები, რომელთა დამუშავებასაც "ოლ ბლექსის" მწვრთნელი გრემ ჰენრი ვარჯიშისას აპირებდა. ფურცელი, რომელზეც ეს სქემებია გამოსახული, ხელში ახალზელანდიელთა თავკაცს უჭირავს.

ამ ფაქტმა, ბუნებრივია, ახალზელანდიელთა აღშფოთება გამოიწვია:

"ჩვეულებრივი ამბავია, რომ პრესის წარმომადგენლებს რამდენიმე წუთით ვარჯიშზე დასწრების უფლებას ვაძლევთ. მაგრამ ერთ-ერთმა მათგანმა ნდობა ბოროტად გამოიყენა და დაუწერელი კანონი დაარღვია.

გუშინ მთელი ვარჯიში დაცვაში თამაშს დავუთმეთ და მიუხედავად იმისა, რომ დამუშავებული სქემები მეტოქისთვის ხელმისაწვდომი გახდა, მაინც არაფრის შეცვლას ვაპირებთ. შაბათ საღამოს რაგბის ქომაგს ღირსეული კაცების ბრძოლის ხილვა ელის და არა მგონია, ერთი უტაქტო ადამიანის საქციელმა, ერთმა ფოტომ რამეზე გავლენა იქონიოს" - თქვა ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა სტივ ჰენსენმა.

ცხადია, მომხდართან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა "ვოლაბების" მწვრთნელთა შტაბმაც. ავსტრალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ჯიმი ვილიამსი ამტკიცებს, რომ ისინი არ აპირებენ თავიანთ მუშაობაში რაღაც ფოტოთი იხელმძღვანელონ.

"გუნდი გეგმის მიხედვით ემზადება და მომავალი უძნელესი თამაშისთვის მხოლოდ თავისი ტაქტიკური მონახაზის დამუშავებითაა დაკავებული. უფრო მეტიც, ვფიქრობთ, ამ ამბის ზედმეტად აჟიტირება ხდება. ეს ფაქტი რაც შეიძლება მალე უნდა დავივიწყოთ და კონცენტრირება მთლიანად თამაშზე გადავიტანოთ" - თქვა ვილიამსმა

ამ ეპიზოდმა ყველას 2008 წელს გოლფში "რეიდერ კაპის" გათამაშებაში მომხდარი გაახსენა. მაშინ ფოტოგრაფმა თამაშის დამწყებთა სია დააფიქსირა, რომელიც ევროპელთა კაპიტან ნიკ ფელდოს ეჭირა და... ევროპელებმა აშშ-ის ნაკრებთან წააგეს.

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის