ქუთაისის "ტორპედო" სლოვაკი ფეხბურთელის მარეკ ჰლინკას ბრალდებებს პასუხობს.

სლოვაკური გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში გამოთქმულ ბრალდებებს "ტორპედოს" აღმასრულებელი დირექტორი მამუკა მოსიაშვილი პასუხობს.

მამუკა მოსიაშვილის თქმით, სლოვაკმა ფეხბურთელმა, მიუხედავად მისი ამბიციებისა, კონკურენციას ვერ გაუძლო და გუნდიდან განაწყენებული წავიდა.

"მარეკ ჰლინკა სათადარიგო მოთამაშე იყო. მან ვერ დააკმაყოფილა მთავარი მწვრეთნელის მოთხოვნები, ამის გამო, გუნდმა მისი გაშვების გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ განცხადებას, მისი ქუთაისში ყოფნა იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც „ტორპედოს“ საწვრთნელ ბაზებზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.

გუნდში სამწვრთნელო პროცესი მიმდინარეობს, წავიდა მარეკ ჰლინკა და მოვიდა 5 ახალი ფეხბურთელი. ჰლინკამ ვერ დაიმკვიდრა ადგილი, მიუხედავად მისი ამბიციებისა და მაღალი ანაზღაურების მოთხოვნისა, ეს იყო მისი განაწყენების მიზეზი.

მე არ მინდა ჰლინკას გამოვყვე მის კომენტარებში, ანალოგიურად წავიდა სხვა ფეხბურთელიც, მაგრამ ის წავიდა დელიკატურად. ჰლინკას თავისი პრობლემები აქვს, ვერ მიიღო ძირითად შემადგენლობაში გარანტირებული ადგილი, რადგან ვერ გაუძლო კონკურენციას. მარეკ ჰლინკას, როგორც ერთ-ერთი განაწყენებული ფეხბურთლის განცხადებაზე, მე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ" - განაცხადა მამუკა მოსიაშვილმა.

მან ასევე განმარტა, რომ ფეხბურთელის ანაზღაურებასთან დაკავშირებით საკითხი მის აგენტთან გაირკვევა, რაც შეეხება ჰლინკას განცხადებას, გუნდიდან ჩინელების წასვლის შესახებ, მოსიაშვილმა არ დაადასტურა.

შეგახსენებთ, სლოვაკმა ნახევარმცველმა მარეკ ჰლინკამ "ტორპედოში" არსებულ პრობლემაზე ისაუბრა, მისი თქმით "ტორპედოს" სასადილოსა და საუნაში შესვლა საშიში იყო, სასტუმროში კი თაგვები დარბოდნენ.

მარეკ ჰლინკამ კლუბი მიმდინარე წელს დატოვა.

Misha
ჯერესერთი რატო უნდა ამყოფო ფეხბურთელი ისეთ ბაზაზე სადაც რემონტია, მეორე ამდენ ლაპარაკს არ ჯობია მიიწვიოთ ჟურნალისტები და აჩვენოთ თუ როგორი სიტუაციაა ტორპედოში როგორც ინფრასტრუქტურის კუთხით ასევე აუხსნათ გულშემატკივრებს რატო გაუშვით ნახევარი გუნდი, ინვესტორებთან დაკავშირებით რა ხდება მემგონი ამის თქმა არ უნდა გჭირდებოდეთ ელემენტარულია პატივისცება გულშემატკივრებისთვის.... ეს ქართული გინდების ხელმძღვანელები სულ გაიძახიან ისეთი ქვეყნების მაგალითზე უნდა განვითარდეთ როგორებიც არიან ჰოლანდია, ბელგია, აზერბაიჯანი და ასე შემდეგ მაგრამ იმას ვერ ხედავენ ან არ ხედავენ რომ იქ არ იქმნება 1 წლიანი გუნდები?? ან ფეხბურთელეს რომელიც 6 თვეში თავს გამოიჩენს პპირველივე მსურველს არ შეტენო კაპიკებში? მითუმეტეს პატარა ბიჭი? შენ თუ არ გაზარდე და ჩამოაყალიბე ნამდვილ ფეხბურთელად დამიჯერე არავინ არ გაგიზრდის ))))
gaga
და მერე რა. ფეხები ფეხბურთელებმა იმტვრიეს და ფული ხელმძღვანელობამ აიღო. ჩაჩავამ ტორპედოთი გაისტუმრა ვალები?
ჩვენ ვართ ტორპედო!..
შეჭამა ჩაჩავამ და მისმა ბანდამ ტორპედო! არა ხელფასები, არა ბონუსები, სტადიონი მიუხედავი, ჩინელი ინვესტორები გააქცია! მოაშორეთ ეს უცოდინარი ქართულ ფეხბურთს! არ მიკვირს კუხე და კუტალია დინამოში რომ წავიდნენ, გამოუჩნდათ და წავიდნენ! ორი წელი დაუფასებლად თამაშობენ ბიჭები, ჯანმრთელობას არ ზოგავენ და ტიტულებს იგებენ, მაგრამ რა?!
fexburteli
რა სირცხვილია..ტორპედოს არ ეკადრება ესეტი ხელმცხვანელი
qomagi
samarzxvino chempionatis kidev ertxel gamoashkaraveba, amat undat evropis ligaze gasvla)))) tipma gundi savarjishod gasartobad dadiodao)))) gagorebuli burti moedanze mxramde xtebodao))) aravitari tinsvla da profesionalizmio))))virtxebi da nestio))))) tipi shokshi chagigdiat da moiklavda axla tavs)))))))
gurulo
ეს კარგი მაგრამ აზაცკი და მარინი როგორ გაუშვით ანდაც დაფე? ისევ თავიდან აკეთებთ გუნდს? ჯგუფამდე ერთი ნაბიჯი დაგაკლდათ ხალხს იმედი ჩაგვესახა რომ ამ გუნდს შეინარჩუნებდით და კიდევ უფრო გაძლიერდებოდით და პირიქით მოხდა ყველაფერი.ისევ იგივე 1 წლიანი პროექტი...თავს დავდებ იმ ლეგიონერებს რომელიც ეხლა დაიმატეთ გაისად ამ დროს უკვე შეელევით და იქნება ისევ ასეთი კარუსელი.ადმინ გთხოვ გამოაქვეყნოთ ეს კომენტარი და პასუხი გაგვცეს ბატონმა მოსიაშვილმა. ა რ ა პ რ ო ფ ე ს ი ო ნ ა ლ ი ზ მ ი მთლიანად ქართულ საკლუბო ფეხბურთში...
გოგა
ჩვენ რას გვატყუებ ჩვენ რა სხვა პლანეტაში ვცხოვრობთ, ან კიდე თავს რას იტყუებთ. საქართველოში საფეხბურთო ინფრასტრუქტურა და საერთოდ ცხოვრების დონე ნულია. ადე რო აქ კარგი ლეგიონერები არ ჩამოვლენ მითუმეტეს ევროპელები. ეძებეთ აფრიკაში და სამხრეთ ამერიკაში ფეხბურთელები განზრიეთ ერთი ადგილო
odala
50 თუ 250 მილიონს?
Emigranti
Amden tlikins da tavis martlebas gadauget torpedos bazas infraqstruqturas fotoebi miicviet jurnalistebi tu martlebi xart da gaasajarovet. Ratom miicvevt roca simartles ambobs is ukmayofilo legioneri. Satrenajoro darbazi rom ar geqneba qveynis chempions raze unda vilaparajot. Bacho shurgaias txovnit mogmartavt rom daukavshirdet torpedos xelmdzgvanelobas da shestavazot rom gadafagebinon infrastruqtura ra pasuxs miigebt dzalian gtxovt gagvagebinot simartle vinc metanxmeba like

ადგილი რომ ვერ დაიმკვიდრა გავიგეთ, მაგრამ ინფრასტრუქტურაზე ტყუილი არ დაუწერია თურმე ხომ "მისი აქ ყოფნა რემონტს დაემთხვაო"
კახა
სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს გამოდის მშენებარე შენობაში აცხოვრეთ არაპროფესიონალი და ადგილობრივებზე უკეთესი რომ ვერ იყო ვერშეატყვეთ თავიდანვე მალავდა არ ავლენდა მოწინაღმდეგეებს აბნევდა...
გელა
რაც არ უდა თავი იმართლოს ტორპედომ, მაინც ყველამ ვიცით რა განუკითხაობა და ჩამორჩენილობაცაა ქართულ ფეხბურთში და ზოგადად ყველა სფეროში საქართველოში. სლოვაკეთს ყველაფერში ჩამოვრჩებით დაახლოებით ასი წლით. ამიტომ გულზე ხელის ბრაგუნს შევეშვათ და საქმეს მივხედოთ. სამწუხაროდ, ქართველები ვართ ზარმაცი და უინიციატივო ერი, რომელსაც დილა თერთმეტის ნახევარზე ეწყება... ადმინ, არ დამბლოკო. ძლივს ავაწყვე ტექსტი:)
Gio
არაპროფესიონალების ბუმია ტორპედოში.
Modric
"გუნდმა მისი გაშვების გადაწყვეტილება მიიღოო" რომ ამბობს, ეგ როგორ ხდება, კონტრაქტი ხომ ჰქონდათ? კონტრაქტს თუ ცალმხრივად უწყვეტენ, კომპენსაციაც უნდა გადაუხადონ. "გადაგდებას" თუ უპირებენ, რატომ უკვირთ, რომ უკმაყოფილო იქნება?
megre
ჰოო ეგ განაწყენებულია და მაგიტომ იტყუება თორემ ისე პირობები გაქვთ ევროპაში საოცნებოDD საქართველოში რომელი ფეხბურთის დონეზეა საუბარი როცა ქვეყნის ჩემპიონი გუნდიდან ერთ ერთ წამყვან ფეხბურთელს აზერბაიჯანულ გაბალაში გადასვლა ოცნების ახდენად მიაჩნია
1234
თქვენ ჰლინკას აგინეთ და ის პრობლემები თავისით მოგვარდება. ტყუილი დაწერა რამე? მოკლედ, ერთი დიდი შარლატანების ბუდეა დღევანდელი ქართული ფეხბურთი. ცუდია, რომ ამ შარლატანებს 50 მილიონს ვატენით ყოველ წელს.
სიმართლე
ფაქტია რომ ბოლო ორი წელი ტორპედოსთვის იყო ერთ ერთი წარმატებული, გუნდმა საქართველოში ყველაფერი მოიგო და ევროთასებზეც ერთი ეტაპი დააკლდა ჯგუფში შესასვლელად.
Tbiliseli
ეს მოყვარული ფეხბურთელი ნახე რა დღეშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
"ტორპედო" გაძლიერებას განაგრძობს - უკრაინელი ახალწვეული ქუთაისში
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
ამაზე უარის თქმა რთული იყო - "ტორპედომ" სლოვაკი ფეხბურთელი დაიმატა
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
დაობებული კედლები, თაგვები და ცარიელი სტადიონები - "ტორპედოს" ყოფილი ლეგიონერი საქართველოში ყოფნის პერიოდს იხსენებს
მარეკ გლინკა: მჯერა, "ტორპედოს" წარმატების მიღწევაში დავეხმარები
ინტერვიუ მარეკ ჰლინკასთან - გოლი სადებიუტო მატჩში!
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა