29 იანვარს შტატ ნევადის ათლეტურმა კომისიამ ხაბიბ ნურმაგომედოვსა და კონორ მაკგრეგორს შორის მომხდარი ინციდენტი განიხილა.

შეგახსენებთ, რომ ოქტაგონზე ბრძოლის დასრულების შემდეგ ხაბიბი გალიიდან ამოხტა და ხალხში შევარდა, ხოლო ოქტაგონზე ხაბიბის მეგობრები შეცვივდნენ და კონორს შეუტიეს, რომელსაც უკნიდანაც კი დაარტყეს.

ინციდენტის ყველა მონაწილე: კონორი, ხაბიბი, მისი ძმა აბუბაქარი და სპარინგ-პარტნიორი ზუბაირა ტუხუუგოვი დააჯარიმეს და დისკვალიფიკაცია მისცეს.

კომისია დისკვალიფიკაციის დროის ათვლას ინციდენტის დღიდან დაიწყებს, რომელიც 2018 წლის 6 ოქტომბერს მოხდა.

სასჯელი

ხაბიბი გალიიდან ამოხტა და დილონ დენის დაესხა თავს. ამის გამო მან 9-თვიანი დისკვალიფიკაცია და ჯარიმა 500 000 დოლარი მიიღო. აქვე გეტყვით, რომ ხაბიბმა კონორთან ბრძოლისთვის ოფიციალური ჰონორარი 2 მლნ დოლარი მიიღო, ათლეტური კომისიის ინფორმაციით კი, მებრძოლმა 5-6 მლნ დოლარი გამოიმუშავა. დისკვალიფიკაცია შესაძლოა ნახევარ წლამდე შეამცირონ, თუ ნურმაგომედოვი სოციალური რეკლამის გადაღებასა და გავრცელებაში დაეხმარება კომისიას, რომლის მიზანია სასწავლო დაწესებულებებში მოზარდებს შორის ძალადობის აღმოფხვრა.

თუ ხაბიბი გარიგებას დათანხმდება, მაშინ უკვე აპრილში შეძლებს გამოსვლას; თუ არა, მაშინ - ივლისში. ჟურნალისტი არიელ ხელვანი დარწმუნებულია, რომ მებრძოლი შემოდგომამდე ადრე მაინც არ იასპარეზებს, რადგან 5 მაისიდან 3 ივნისამდე რამადანია.

"არ მექნება იმედი, რომ ხაბიბი თავის მეგობრებზე ადრე დაბრუნდება. შესაძლოა, მან სულაც ერთი წელი არ იჩხუბოს".

მაკგრეგორმა აბუბაქარს დაარტყა და ამის გამო 6-თვიანი დისკვალიფიკაცია და 50 000-დოლარიანი ჯარიმა მიიღო. მისი ოფიციალური ჰონორარი ხაბიბთან ჩხუბისთვის 3 მლნ დოლარი იყო, თუმცა თავად ირლანდიელი 50 მლნ დოლარზე ამბობდა. კონორი უკვე 6 აპრილიდან შეძლებს ჩხუბს.

აბუბაქარ ნურმაგომედოვი და ზუბაირა ტუხუგოვი, რომლებიც გალიაში შეცვივდნენ და კონორს დაესხნენ თავს, ერთნაირად დასაჯეს: ერთწლიანი დისკვალიფიკაცია და 25 000 დოლარი ჯარიმა მისცეს.

კომისია აპირებს, ბრძოლამდე სპორტსმენების ქცევას დააკვირდეს: "ჩვენ დაგაჯარიმებთ და დისკვალიფიკაციას მოგცემთ იმის გამო, რასაც თქვენ ლაპარაკობთ და არა - რას აკეთებთ", - თქვა კომისიის თავმჯდომარე ენტონი მარნელმა.

ამ ყველაფრის შემდეგ ხაბიბის მენეჯერმა ხაბიბ ალი აბდელ-აზიზმა განაცხადა, რომ ეს ინციდენტი ნურმაგომედოვს 750 ათასი დოლარი დაუჯდება, რადგან აბუბაქარისა და ზუბაირას ჯარიმებსაც გადაიხდის და ასევე, 200 ათას დოლარს ადვოკატს მისცემს.

"ეს უსამართლობაა. ხაბიბი ნახევარი მილიონით დააჯარიმეს, კონორი კი 50 ათასით? რა სისულელეა", - თქვა აზიზმა.

აქვე გეტყვით, რომ UFC 229 პრომოუშენის სარეკორდო ტურნირი გახდა შემოსავლის მიხედვით - 86.4 მლნ დოლარი. ასევე ორგანიზაციის რეკორდი დასწრების მხრივაც გახდა - 20 000 ადამიანზე მეტი და ბილეთების გაყიდვიდან ლას-ვეგასში - 17.1 მლნ დოლარი.

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბერძნული პოლიციის ვერსიით, "იუვენტუსის" ყოფილ ფეხბურთელს პროფესიონალებმა ესროლეს
მოსკოვში სამმა ხულიგანმა MMA-ს ყოფილ მებრძოლს სცემა, თუმცა ერთს კარგად მოხვდა [VIDEO]
"ვოლკანოვსკი თოფურიას დაანოკაუტებს" - მაკგრეგორის პროგნოზი
მესიმ და ფელიშმა ლამის იჩხუბეს, თუმცა ყვითელი სუარესს მისცეს [VIDEO]
"პატარა სულელო, თავს წაგაცლი... " - რა პასუხი გასცა კონორ მაკგრეგორმა ილია თოფურიას?
"ოლიმპიაკოსის" ფანებმა "ბაიერნის" ქომაგებს პირდაპირ მატჩის დროს სცემეს [VIDEO]
"ერთი-ერთზე, ძმაო" - რუდიგერმა ხაბიბი გამოიწვია, დაღესტნელის პასუხმა არ დააყოვნა
ჩხუბი და 10 გოლი - "ატლეტიკომ" "რეალი" შეარცხვინა [VIDEO]
კონორ მაკგრეგორს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურს
ფეარ-პლეის წესის დარღვევის გამო ფეხბურთელს ლამის მთელი გუნდი გაეკიდა [VIDEO]
თოფურია: ჩაიცვი წითელი ტრუსი, ეტყოდა მაკგრეგორი მეუღლეს ჩემთან ბრძოლის შემდეგ
[VIDEO] ..."დილას" იტალიელმა მწვრთნელმა ქურთუკი გაიძრო და საჩხუბრად მოემზადა... დიდი გაწევ-გამოწევა გორში!
მაკგრეგორი: ლაჩრებო, დვალიშვილი ლეგენდაა
"ხაბიბი ჩემთვის სამაგალითოა, თანაც ისევე როგორც მე, ისიც რუსეთიდან არის" - ცარუკიანი ნურმაგომედოვზე
"დავამარცხებდი თუ არა 2015 წელს კონორს?" - ვოლკანოვსკიმ რთულ შეკითხვას უპასუხა
მეტოქეს სახეზე ხელით შეეხო - საქართველოს ძიუდოისტთა ჩემპიონატის დროს ინციდენტი მოხდა [VIDEO]
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
"თოფურია ცარუკიანთან უშანსოდაა" - ხაბიბ ნურმაგომედოვი
ხაბიბი "ჯვაროსნების" მატჩს დაესწრო: ვგულშემატკივრობდი საქართველოს, ყოჩაღ“
"ხელაიფი ამას იმსახურებს" - ხაბიბ ნურმაგომედოვი
პსჟ-ისა და "გალათასარაის" ფანების ჩხუბის შემდეგ ქუჩაში ნაცემი და სრულიად შიშველი მამაკაცი იპოვეს [VIDEO]
ქალმა მოკრივემ მეტოქეს აკოცა და საპასუხოდ სილა მიიღო [VIDEO]