მადრიდის მასტერსზე მორიგი სათამაშო დღის მშვენება, მსოფლიოს მესამე ჩოგანსა და ფელისიანო ლოპესს შორის მატჩი გახდა
მადრიდის მასტერსზე მორიგი სათამაშო დღის მშვენება გახდა მატჩი მსოფლიოს მესამე ჩოგან როჯერ ფედერერსა და ფელისიანო ლოპესს შორის. აქამდე ესპანელს შვიდი მატჩი ჰქონდა წაგებული ლეგენდასთან, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ გრუნტზე ისინი პირველად ხვდებოდნენ ერთმანეთს.

ფედერერმა ბრეიკით წაიყვანა ანგარიში და თავიდან ისე ჩანდა, რომ როჯერისთვის ეს მორიგი იოლი შეხვედრა იქნებოდა. მაგრამ ლოპესმა შეძლო ბრეიკის დაბრუნება, რის შემდეგაც კორტზე ნამდვილი ბრძოლა გაჩაღდა. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ მატჩი სწრაფ ჰარდზე იმართებოდა, რადგან მოწოდებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. გრძელი გათამაშებები პრაქტიკულად არ ყოფილა. ორივემ ერთად 48 ეისი ჩააწოდა.

პირველი სეტის ტაი-ბრეიკი მარათონული გამოვიდა. რამდენიმე სეტბოლის მოგერიების შემდეგ როჯერმა სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა - 7:6 (15:13)! თუმცა ფელისიანო არ გატყდა. ლოპესს მშვიდად ეჭირა თავისი მოწოდება და კვლავ მიაღწია მე-13 გეიმამდე, სადაც უკვე მას გაუღიმა ბედმა. გადამწყვეტ სეტში ფედერერს სამმაგი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ პირენეელმა ურთულეს მომენტს გაუძლო და მესამე ტაი-ბრეიკის უფლება მიიღო. იქ ესპანელმა მოგების რეალური შანსი მიიღო, მაგრამ 5:2-ზე მარტივი "სმეში" ვერ მოარტყა მიზანში. რომ მოერტყა, ოთხმაგი მატჩბოლი ექნებოდა. ასე კი შვეიცარიელმა თამაშის ბედი შემოატრიალა, ერთი მატჩბოლი ეისით გადაარჩინა და თავად მეორე ცდაზე მოიგო ბოლო პერიოდში მისთვის ერთ-ერთი ურთულესი მატჩი - 7:6 (15:13), 6:7 (1:7), 7:6 (9:7). თამაში სამ საათს გაგრძელდა.

რაფაელ ნადალისა და მარკოს ბაღდატისის მატჩი სხვა დროსა და სხვა საფარზე შეიძლებოდა საინტერესო გამოსულიყო, გრუნტზე კი კვიპროსელი უშანსოდ იყო. პირველი ჩოგანის მატჩის სანახავად მადრიდის "რეალის" ვარსკვლავი კრისტიანო რონალდო მივიდა, პორტუგალიელი ფედერერის შეხვედრასაც ესწრებოდა. მომდევნო წრეში ნადალს სერიოზული გამოცდა ელის - ხუან მარტინ დელ პოტროსთან უწევს შეხვედრა. არგენტინელი ასევე დამაჯერებლად გაუსწორდა მარინ ჩილიჩს - მეორე სეტი სამხრეთამერიკელმა ნულზე მოიგო.

სეზონში თავისი 30-ე მატჩი მოიგო ნოვაკ ჯოკოვიჩმა. სერბმა ორ პარტიაში კლასის ხარჯზე დაამარცხა კევინ ანდერსონი. ასევე გავიდნენ მესამე ეტაპზე ტომაშ ბერდიხი, რობინ სიოდერლინგი და ენდი მიურეი. ბრიტანელმა სამი სეტი მოანდომა ჟილ სიმონის დამარცხებას, თუმცა ბოლო სეტში გეიმი არ დაანება ფრანგს. კიდევ ერთმა განთესილმა იურგენ მელცერმა კი მოულოდნელად წააგო დანიელ ხიმენო-ტრავეროსთან.

P.S. გუშინ, დელ პოტრომ ტრავმის გამო ვერ ითამაშა ნადალის წინააღმდეგ და ესპანელი უბრძოლველად გავიდა შემდეგ ეტაპზე.

ATP

Mutua Madrid Open

მადრირი (ესპანეთი). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 4 500 000 ევრო

II წრე

ტომაშ ბელუჩი (ბრა)-ფლორიან მაიერი (გერ) 6:7(5), 6:3, 3:0 უარი; მიკაელ ლოდრა (საფ)-ფლავიო ჩიპოლა (იტა) 6:4, 6:2; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2)-კევინ ანდერსონი (ს. აფრ) 6:3, 6:4; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 7)-მარსელ გრანოლერსი (ესპ) 6:4, 6:0; რობინ სიოდერლინგი (შვედ, 5)-სანტიაგო ხირალდო (კოლ) 6:3, 6:3; ქსავიე მალისე (ბელ)-იენ ჰსუნ ლუ (ტაივ) 6:2, 6:2; ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ,13)-მარინ ჩილიჩი (ხორ) 6:3, 6:0; რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-მარკოს ბაღდატისი (კვიპ) 6:1, 6:3; ენდი მიურეი (ბრიტ, 4)-ჟილ სიმონი (საფ) 6:4, 3:6, 6:0; როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-ფელისიანო ლოპესი (ესპ) 7:6(13), 6:7(1), 7:6(7); დანიელ ხიმენო ტრავერო (ესპ)-იურგენ მელცერი (ავსტრია, 8) 7:6(8), 6:3.

მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
მოგებული მატჩი სეტის 0:6 წაგების შემდეგ - ბასილაშვილს პრესტიჟული "ინდიან უელსის" მასტერსის ძირითად ბადემდე ერთი ნაბიჯი აშორებს
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის