© გოგიტა ბუხაიძე

"ბორჯღალოსნებმა" "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე წინასასეზონო მომზადების პირველი ნაწილი, სამდღიანი შეკრება დაასრულეს. ბოლო დღეს სანაკრებო ბაზის კარი ქომაგისთვის გაიხსნა და ნაკრების წევრებმა ერთმანეთში კონტროლირებადი თამაში გამართეს. რაგბი ევროპის ჩემპიონატის მთავარი შეკრება, მატჩის კვირას, 4 თებერვალს დაიწყება.

იმისათვის, რომ თამაში სრულფასოვანი გამოსულიყო, შეკრებაზე მყოფ "ბორჯღალოსნებს" დიდი 10-ის კლუბებიდან რამდენიმე მორაგბე დაემატათ. შეხვედრა ერთი საათი გაგრძელდა და ბიჭებმა მცირე შესვენებებით სამი 20-წუთიანი ტაიმი ითამაშეს. მწვრთნელები საქმეში სულ რამდენჯერმე ჩაერთვნენ, სხვა მხრივ კი, მორაგბეები შეტევასა თუ დაცვაში სრულად დაიხარჯნენ.

თამაშს თავისი ხიბლი შემატა ქომაგმა, რომელიც "შევარდენზე" მრავლად მივიდა და ნაკრების წევრები კარგი გარღვევებისა თუ ბოჭვებისთვის აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.

თამაშით კმაყოფილი დარჩა მილტონ ჰეიგი და აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა გუნდს რუმინეთთან მატჩისთვის დაეხმარება:

© გოგიტა ბუხაიძე

"დღეს ვამთავრებთ შეკრების პირველ ნაწილს. გუშინ ბიჭებს ტესტები ჩაუტარდათ და მათი მზადყოფნით კმაყოფილი ვარ. რაგბი ევროპაზე პირველ მატჩს წელს პირველად ვატარებთ რუმინეთთან. გვსურს, რომ მათთან შეხვედრისთვის უკეთ მოვემზადოთ და დღევანდელი თამაში ამას ემსახურებოდა. გარდა ამისა, ქომაგს წელს ნაკრების თამაში არ უნახავს და გვსურდა, მათთვის კარი გაგვეხსნა. ეს ბიჭებსაც მოსწონთ, თამაშს მარილს მატებს და მსგავს პრაქტიკას მომავალშიც გამოვიყენებთ.

"უჩვეულო დღე გვქონდა. აქამდე ერთმანეთის წინააღმდეგ ოფიციალურ შეხვედრასთან მიმსგავსებული თამაში არასდროს გვქონია, მით უმეტეს, ამდენი მაყურებლის წინაშე. უცნაური იყო, თუმცა მეტად საჭირო, რადგან რუმინეთი ამ კვირაში მოსამზადებელ მატჩს მართავს პორტუგალიასთან. ჩვენთვისაც საჭირო იყო ასეთი თამაშის დაგეგმვა. ვარჯიშებზე შეცდომები ნაკლებად ჩანს და ხელოვნურად შევიქმენით სათამაშო სიტუაცია, რათა ოფიციალური შეხვედრისთვის უკეთ მოვემზადოთ" - განაცხადა ნამატჩევს "ბორჯღალოსანთა" კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ.

დებიუტანტებს მალე შეეწყო გუნდის კვაჭი შალვა მამუკაშვილი, რომლის ანგარიშზე 61 კეპია:

"ოფიციალურ თამაშთან მიმსგავსებული ვარჯიში გვქონდა, რათა უკეთ მოვემზადოთ რუმინეთისთვის. პირველ ტურში რუმინეთის წინააღმდეგ არასდროს გვითამაშია, ტურნირის ერთ-ერთ უძლიერეს მეტოქეს ბოლოში ვხვდებოდით ხოლმე და შეთამაშებულები ვიყავით. სწორედ შეთამაშებისთვის გამოვიყენეთ ეს სპარინგ-მატჩი, რაც მომავალი კვირისთვის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. მწვრთნელებმაც აღნიშნეს და მოედანზეც იგრძნობა, რომ დებიუტანტები ძალიან კარგად მოერგნენ სათამაშო სისტემას და თითქმის არ გვაქვს იმის შეგრძნება, რომ ვინმე ახალია".

საკუთარ "არაოფიციალურ" დებიუტზე ისაუბრა მეორეხაზელმა დავით გიგაურმა, რომელიც რუმინეთის სუპერლიგის "მუნიჩიპალში" თამაშობს:

"ეს იყო ჩემი პირველი თამაში ნაკრების კვართით და იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მას ყურადღებით აკვირდებოდნენ ნაკრების მწვრთნელები. განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ ვიყავით ახალი მოთამაშეები - ვის რა შეუძლია, როგორ შეეწყვნენ გუნდს. ბიჭები მეგობრულად დამხვდნენ და ვფიქრობ, მეც კარგად შევეწყე ნაკრებს. დღევანდელი თამაში მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ მრავლად მოვიდა გულშემატკივარი. ჩემი გუნდიდან რუმინეთის ნაკრებში 10-მდე მორაგბეა გამოძახებული. ჩემთვისაც და მათთვისაც მოულოდნელი იყო, როდესაც "ბორჯღალოსნებში" დამიძახეს, თუმცა ძალიან გაუხარდათ და მოუთმენლად ელიან ჩვენთან შეხვედრას".

ახლა "ბორჯღალოსნები" თავ-თავიანთ კლუბებს დაუბრუნდებიან და უქმეებზე ჩემპიონატების მორიგი ტურების მატჩებს გამართავენ, ხოლო ორშაბათიდან კვლავ ერთად შეიკრიბებიან და რაგბი ევროპის პირველი მატჩისთვის შეუდგებიან მზადებას, რომელსაც 9 თებერვალს კლუჟში, რუმინეთის წინააღმდეგ გამართავენ. აღსანიშნავია, რომ მატჩი, რომელშიც რუმინეთთან საზიარო "ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასი" გათამაშდება, ქართულ-რუმინული ურთიერთობის 300 წლის იუბილეს ეძღვნება.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით

მოქალაქე
არ უნდა ჩეჩქვა, იმდენი აბურთავეთ, რომ სირბილისგან ენები გადმოუცვივდეთ
სოსო
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო!რუმინელებს არ ათქმევინოთ,ქართველებს მუხლი მოუბოშდათო.დაჩეჩქვეთ და ისე გადაუარეთ,რომ თქვენზე გამარჯვების იმედი,მსაჯების დახმარებითაც კი აღარ გაუჩნდეთ.
NIGHT
თამაში მიმოხილვა ?
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
სავსე ტრიბუნების დროა!
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს