2022 წელს სანაკრებო რაგბიში მნიშვნელოვანი და რადიკალური ცვლილებები იგეგმება, რომლის მიხედვითაც, ექვსი ერის ტურნირსა და "რაგბი ჩემპიონშიფის" ტურნირი დაქვეითება-დაწინაურების სისტემით ჩატარდება.

დაგეგმილმა "ერთა ჩემპიონატმა" მნიშვნელოვანი ტესტი ჩააბარა ლოს-ანჯელესში, სადაც ექვსი ერის ბოსმა ბენჯამინ მორელმა ძალიან კონსტრუქციული საუბარი გამართა მსოფლიო რაგბის შეფებთან.

გეგმაშია ასევე ნოემბრის ფინალის ნეიტრალურ მოედანზე ჩატარება ისეთ სტადიონებზე, როგორებიცაა: ბერლინის "ოლიმპიური სტადიონი", "ნოუ კამპი" და "უემბლი".

დაქვეითება-დაწინაურების სისტემა იყო მთავარი თემა მსოფლიო რაგბის ვიცე-პრეზიდენტ აგუსტინ პიჩოტთან საუბრისას.

დაგეგმილია, რომ "რაგბი ჩემპიონშიფს" ფიჯი და იაპონია შეუერთდნენ, რათა რაოდენობა 6 ერში მონაწილე გუნდთა რაოდენობას გაუთანაბრდეს.

გაზეთი TIMES-ი ირწმუნება, რომ გუნდები ევროპაში ნოემბერში ჩასატარებელ 2-კვირიან პლეი-ოფამდე, ქულების ასაღებად ჩრდილოეთისა და სამხრეთის ტურნირებზე ითამაშებენ.

დაქვეითება და დაწინაურება ორ დივიზიონს შორის მოხდება.

პირველ დივიზიონში იქნება ექვსი ერის და რაგბი ჩემპიონშიფის გუნდები, ასევე, ფიჯი და იაპონია (ჯამში 12).

ამ დივიზიონის ქვემოთ უფრო დაბალი ლიგა იქნება, რომლის ორ გუნდსაც აღზევების შანსი ექნება.

საქართველოს, გერმანიას, რუსეთს და მათ მსგავს გუნდებს საშუალება ექნებათ, ევროპის ჩემპიონატის მოგების მეშვეობით უმაღლეს დივიზიონში დაწინაურდნენ.

ასევე წყნარი ოკეანის ქვეყნების თასის გამარჯვებული, რომელიც კანადას, სამოას, ტონგას, აშშ-ს შორის გამოვლინდება და ამერიკის ჩემპიონი - ჩილეს, ურუგვაის და ბრაზილიის მონაწილეობით.

6 ერის და "რაგბის ჩემპიონშიფის" ქვეყნები ერთმანეთს რეგულარულ სეზონში ერთხელ შეხვდებიან.

გუნდები პირველ ექვს თამაშს საკუთარი ჩემპიონატების გუნდებთან გამართავენ (6 ერის გუნდები ერთმანეთთან, რაგბი ჩემპიონშიფის გუნდები - ერთმანეთთან), ხოლო შემდეგ ითამაშებენ სხვა ჩემპიონატის გუნდებთან სახლი-გასვლა პრინციპით.

3 შეხვედრა ზაფხულში გაიმართება, სამი კი - შემოდგომაზე.

6 ერი ძველ ფორმატს შეინარჩუნებს და ისევ თებერვალი-მარტში ჩატარდება.

ივნისის ტესტების ფანჯარა შეიცვლება და ერთ ქვეყანაში სამტესტიანი მატჩების ნაცვლად სამ სხვადასხვა ქვეყანაში თითო-თითო ტესტ-მატჩი გაიმართება.

ნოემბერში სამხრეთის ქვეყნები გამართავენ ტრადიციულ სამკვირიან ტურს ჩრდილოეთში.

პლეი-ოფი შედგება საბოლოო ქულებით და ნახევარფინალისტები მეოთხე კვირაში გამოვლინდებიან, ფინალი კი მეხუთე კვირაში გაიმართება.

მსოფლიო რაგბის სპიკერმა განაცხადა: "გაერთიანებების წარმომადგენლებთან და ხელმძღვანელობასთან ლოს-ანჯელესში პოზიტიური და პროდუქტიული შეხვედრების შემდეგ, მსოფლიო რაგბი გააგრძელებს მუშაობას პოტენციური გლობალური ტურნირის ფორმატის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.

ამ შრომის მიზანია, რომ მივიღოთ გლობალური პროდუქტი და კომერციული მოდელი, რომლის წყალობითაც, ყველა გაერთიანება არსებული ტურნირების ხარჯზე შექმნის ერთ ძლიერ ტურნირს და აითვისებს ივლისისა და ნოემბრის ფანჯრებს.

მსოფლიო რაგბი მადლობას უხდის დაინტერესებულ მხარეებს ამ მნიშვნელოვან პროექტში შეტანილი წვლილისთვის, რომელსაც ნამდვილად აქვს პოტენციალი, გადაიზარდოს გაერთიანებებისთვის, მოთამაშეებისთვის და გულშემატკივრებისთვის საყვარელ ტურნირში."

მომზადებულია Walesonline.co.uk-ის მიხედვით

რეზო
სად რაგბი და სად სსრკ? სსრკ თავისით დაინგრა და ჩვენ მუშტით ცაში და მკვეხარები მის ნანგრევებში მოვყევით. აი რაგბი კი თავის შრომით და ჯანით განავითარეს ჩვენებმა და კაი ბზარიც გააჩინეს ექვსი ერის კედელზე.
gio
СССР დაანგრიე თორემ, უკეთესი ცხოვრება მოიყვანე.)))
Mindi.
რაოო??? რას ქვია?!!! რუსეთის დონის გუნდია საქართველო????? მაგათ ხო 20 წელია ბურთს თავზე ვახევთ და საერთოდ ლუკმად რომ აღარ გვყოფნის ეგ “დივიზიონი” ამას ვერ ამჩნევთ შენნაირები თუ საერთოდ ქართველი ხარ საერთოდ?!!!
აფხაზი
ფაქტია რომ ვაიძულეთ და თუ 3 თამაშს მოვიგებთ მსოფლიოზე აბა მერე ნუ შეცვლიან ძირფესვიანად სისტემას თან ჩქარი ტაშით.... სსრკ დავანგრიეთ და მანამე კიდებ ბევრი რა გახდა 15 კაცის ჩანაყვა(ღიმილი)... დიდება საქართველოს და ყველა ნაღდ ქართველს გამარჯვება...
ნოდო
და 2022 ამდე ეს 3 წელი ამ ფორმატის სწავლას ჭირდება? წელს თუ არა მომავალ წელს ამ 21 ში რატოა ადრე? ესპანეთი-გერმანია-რუსეთის გამვიტარებას ელით მანამდე? თქვენი მასხარაობა არავის ჭირდება ჩვენ ვითხობთ იმას რაც გვეკუთვნის 2015წლის შემდეგ იტალიამ ყველა თამაში წააგო და მაინც ხელშეუხებელია უკვე ეტყობა რა ორგანიზაციაც ხართ
lado
გერმანიასთან და რუსეთთან ერთად ხარ დივიზიონში და აბა ვისთან უნდა გაგათანაბრონ ახალ სელანდიასთან??? ძალიან მაგარი შანსია და აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ...!!!
ბათუმი
ეს ის არარი რაც ჩვენ გვინდოდა მაგრამ იმისკენ სავალი გზაა რაც გვსურს, ანუ რაც არი იმას ჯობია და ჩნდება შანსი მაღლა ასვლის!
Mindi.
გერმანიასთან(!) და რუსეთთან გვათანაბრებენ.
ირაკლიუსი
მეგობრებო, მილტონ ჰეიგი ყველა ინტერვიუში ხაზს უსვამს იმას, რომ რაც შეიძლება მეტი შეხვედრა უნდა გაიმართოს ჩვენზე ძლიერ გუნდებთან რომ ბიჭებმა პროგრესი განიცადონ და მგონი ძალიან კარგი შესაძლებლობაა ჩვენთვის ყველასთვის, მე პირადად გამიხარდა.
მიშა
1. მადლობა ავტორს, რომ მართებულად წერს “რაგბიში” და არა “რაგბში”
რამაზ
იაპონიას, იტალიას, არგენტინას, რუსეთს, რუმინეთს ჰყავთ ნაკრების საბაზისო კლუბები, რომლებიც სხვადასხვა დონის (მაგრამ თავიანთ ეროვნული ჩემპიონატზე გაცილებით ძლიერ) ტურნირებში მონაწილეობენ. ერთადერთი საქართველო (და მგონი ფიჯიც) ამ მიმართულებით ჩამოვრჩებით და რა გახდა ერთი ფრანჩაიზ-კლუბის შექმნა/პრო12-ში ან სულაც ჩელენჯქაფში სათამაშოდ ჩვენს ფედერაციასაც მოეხერხებინა.
მ. ტ.
მაინც რას უწუნებთ ამ ახალ ფორმატს?!... ზუსტად ჩვენთვისაა ზედგამოჭრილი და ყველაზე მხიარულადაც ჩვენ ვიქნებით - ჩვენ ვერც უმაღლესში აღზევებაში შეგვეცილება ვერავინ და ვერც - იქიდან დაქვეითებაში... ჩვენ ყველაზე მრავალფეროვანი სარაგბო ინტრიგები გველის...
sdfffff
ამათმაც ფეხბურთელებივით ხომ არ დაიწყეს და ძალით ხომ არ წააგეს ფიჯისთან და იაპონიასთან?
სახელი
აზრი ვერ გამოგაქვს? ფიჯი და იაპონია ევროპის ექვს ერზე კი არა სამხრეთულ ტურნირში დაამატეს, ზელანდიასთან, ავსტრალიასთან, არგენტინასთან და სამხრეთ აფრიკასთან.
სიმართლე
მე პირადად მაინცდამაინც ვერ ვხედავ აღტაცების საფუძველს, რადგან ასეთი ცვლილებები ისევ დიდ ქვეყნებზეა გათვლილი და მათგან მისაღებ კომერციულ მოგებაზე. ერთი ვითომ იმის შანსი მოგვცეს, რომ უმაღლეს დივიზიონში დავწინაურდეთ მაგრამ ამ სქემით გამჭვირვალედ არ ჩანს, რამდენად რეალურია ეს ყველაფერი
სპილო
დავიჯეროთ?
Irakli Apkhaidze
ანუ ფიჯი და იაპონია ჩვენზე წინ დააყენეს, უნდა დაბუმტკიცოთ წელს მსოფლიოზე ფიჯის რომ მათზე ნაკლებნი არ ვართ!
night
მაინც არ მომწონს რაგბი მაინც კერძო სექტორის ხელში რჩება მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ უნდა აკონტროლოს რომ ყველას ჰქონდეს საშვალება განვითარების
სოსო
მშვენიერია,ამით მეორე დონის ნაკრებებშიც შეუდარებლად მოიმატებს მოტივაცია.ფიჯი და იაპონია უკვე იმ დონეზე გავიდნენ,რომ ჩემპიონჩიპის ნაკრებებთან უიმედო აუტსაიდერები აღარ იქნებიან,ასე რომ ეგ ნაბიჯიც გამართლებულია და ჩვენც რომ გვაწყობს ეგ ყველაფერი,ეგეც ხომ ცხადია.ამ ორ წელიწადში, ჩვენი ახალგაზრდა უკანახაზელებიც დავაჟკაცდებიან და ჩვენი ნაკრებიც მზად იქნება მძიმე გამოცდებისათვის.
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
WU17 | საქართველო 2:4 საბერძნეთი
კარგი ამბავი - ხვიჩა კვარაცხელია "ატალანტასთან" მატჩის განაცხადშია
ასაკობრივი ჩემპიონატების მონაწილე გუნდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
[VIDEOS] ჩემპიონთა ლიგამ სტარტი აიღო - "არსენალმა" და "იუნიონმა" გაიმარჯვეს
"ტოტენჰემთან" მატჩში "ვილიარეალის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას მდგომარეობის შესახებ ისაუბრა - მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგებაა
ზივზივაძე მკაცრად დასაჯეს - ერთი თვე უქმობა მოუწევს
7-კაცა | მზადება დაიწყო - ახალი მწვრთნელით, ახალი სისტემით და გაფართოებული შემადგენლობით
ყველაფერს ითვლიან - მესი და რონალდო ერთმანეთს გაფუჭებულ პენალტებშიც მიუახლოვდნენ
"ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში დავბრუნდები" - კარლო ანჩელოტი
"ერთადერთია, ვინც "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - პსჟ-ის სპორტულმა დირექტორმა მისი გუნდიდან Golden Ball-ის ფავორიტი დაასახელა
ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს
გვარდიოლამ მისთვის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი დაასახელა
ამორიმი პრემიერ ლიგაში დათხოვნის პირველი კანდიდატია და პორტუგალიაში დაბრუნების ვარიანტიც გამოუჩნდა
უჩივლა თუ არა "ორბიმ" "პარი ნიჟნი ნოვგოროდს" - ბედოშვილის ტრანსფერიდან 1 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ რუსული კლუბის წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა
"ბურთები ძალიან მიყვარს" - პორნომსახიობი, რომელიც ამბობს, რომ ღამეში 1000-ზე მეტ მამაკაცთან ეძინა, "რეინჯერსის" თამაშს დაესწრო და მიზეზიც ახსნა
ხვიჩა ლიგაზე ნაცნობი მეტოქით და მსაჯით იწყებს - მიქაუტაძე დღეს გატანას ლონდონში ეცდება
უმტიტიმ 31 წლის ასაკში კარიერა დაასრულა
დვალმა პირველივე მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა
"კვარასთვის" გადამწყვეტი მომდევნო 24 საათი იქნება" - პსჟ-ს დირექტორი
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
საქართველო 6 ერს დაემატება - ინგლისთან გასამართი მატჩის თარიღიც ცნობილია
აგუსტინ პიშო: როცა 6 ერში საქართველოს მიღებას მხარი დავუჭირე, კინაღამ მომკლეს
Irish Times: 6 ერს საქართველო და ფიჯი დაემატებიან
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
საქართველოს ბედს ევროპელები გადაწყვეტენ - მსოფლიო რაგბიმ "8 ერს" მწვანე შუქი აუნთო
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
Irishtimes.com: საქართველოს გაცვეთილი, დამაიმედებელი ფრაზებით კვებავენ
სავსე ტრიბუნების დროა!
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
საქართველოს 6 ერში მიიწვევენ?! ინგლისის რაგბის ბოსისა და იტალიური გამოცემის პროგნოზი...