ავსტრიულმა sturmnetz.at-მა "შტურმისა" და საქართველოს ნაკრების შემტევ ოთარ კიტეიშვილთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

გთავაზობთ გამორჩეულ მომენტებს:

- სახლიდან შორს ასე დიდხანს პირველად ხარ. თავს როგორ გრძნობ?

- პირველი ორი თვე ძალიან რთული იყო, მაგრამ ვიცი, რომ ეს ნაბიჯი ჩემი საფეხბურთო კარიერის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იყო. ახლა თავს კარგად ვგრძნობ და ჩემი მეუღლეც ჩემთანაა.

- "შტურმი" ხშირად არ აფორმებს მოთამაშეებთან ოთხწლიან კონტრაქტს, ფეხბურთელში თანხის გადახდაც უჩვეულო რამაა. რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის იმის ცოდნა, რომ კლუბი შენზე შენდება და მომავალი ოთხი წელი შენი იმედი აქვს?

- ვფიქრობ, რომ ოთხწლიანი კონტრაქტი ფეხბურთში ნორმალურია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მენდობიან.

- საქართველოში ავსტრიის ბუნდესლიგას უყურებენ?

- ნაწილობრივ, დიახ. ზოგიერთი გაზეთი ბუნდესლიგის ცხრილსაც აქვეყნებს, ინტერნეტში კი მეტი შესაძლებლობაა.

- რა არის ავსტრიული და ქართული ფეხბურთის მთავარი განსხვავება?

- ავსტრიული ბუნდესლიგა უფრო ინტენსიურია, ვიდრე საქართველოს ჩემპიონატი. აქ ძალიან ბევრი კარგი მოთამაშეა, განსაკუთრებით, ჩვენს გუნდში. ლიგაც ბევრად უკეთესია, ვიდრე საქართველოში, ეს ყველამ იცის, მათ შორის, ქართველებმაც.

- რა განსხვავებაა გრაცელ და თბილისელ ფანებს შორის?

- ყველაზე ცუდი რამ საქართველოში ისაა, რომ ხალხი უბრალოდ არ დადის სტადიონზე, ტრიბუნები თითქმის არასდროსაა სავსე. თუმცა, ძალიან კარგი ფანები გვყავს. "შტურმში" კი არაჩვეულებრივები არიან! დიდი განსხვავებაა! აქ ფანები ყოველთვის იმპულსს გვაძლევენ და გვეხმარებიან! როცა აქაური ფანები პირველად "აიაქსის" წინააღმდეგ ვნახე, შესანიშნავი გრძნობა დამეუფლა.

- საშუალოდ რამდენი გულშემატკივარი ესწრებოდა თქვენს მატჩებს თბილისში?

- გააჩნია. როდესაც ეროვნული ნაკრები თამაშობს, ტრიბუნები ყოველთვის სავსეა. ჩემპიონატის მატჩებს კი 1 000-დან 2 000-მდე ადამიანი ესწრება. საქართველოს ნაკრები ყოველთვის ავსებს სტადიონს, რომელიც ძალიან დიდია და 55 000 მაყურებელი ეტევა.

- როგორ ამჩნევ, როგორ აფასებენ გრაცში შენს თამაშს? ზოგიერთი უკვე გეძახის "ახალ მესის"...

- დიახ, ამას ხანდახან ვნახულობ Instagram-ზე. მესის ყველა იცნობს და ის შესანიშნავია, მაგრამ მე მესი არ ვარ და ეს ვიცი. თუმცა კარგი გრძნობაა, როდესაც ასეთ ფეხბურთელს გადარებენ.

- პეტერ ზულიმ კარგი გზა გაიარა. დიდი პასუხისმგებლობა ახალგაზრდა ასაკში "დინამოში" უკვე გქონდა. იმავეს აღებას გრაცშიც აპირებ?

- ჩემი აზრით, ზული გუნდის საუკეთესო მოთამაშე იყო. ის წავიდა და ეს ჩვენთვის კარგი არ არის, თუმცა მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და ყველა მოთამაშემ, ჩემი ჩათვლით, პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ. მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ.

- გუშინ იაკობ იანჩსტერმა გვითხრა, რომ მისი აზრით, "შტურმში" ყველაზე ნიჭიერი მოთამაშე ხარ, რომლის გამოც გულშემატკივარი სტადიონზე მოდის...

- მართლა ასე თქვა? ის ძალიან კარგი ბიჭია, რომელიც ხშირად ხუმრობს. თუ ეს სერიოზულად თქვა, მადლობას ვეტყვი, ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს.

- გრაცში დარჩენას დიდხანს აპირებ თუ ამ კლუბს უკეთეს ლიგაში ტრამპლიდან აღიქვამ?

- ამაზე ახლა არ ვფიქრობ, "შტურმში" ჩემი პოტენციალის გამოსავლენად მოვედი, პირველ რიგში აქაური საქმე უნდა გავაკეთო და მომავალზე შემდეგ ვიფიქრებ. შესაძლოა, აქ დიდხანს დავრჩე ან სხვა ვარიანტები გამოჩნდეს.

- მსოფლიოს წამყვან ლიგაში თამაშზე ყველა ფეხბურთელი ოცნებობს. შენი საოცნებო ადგილი სად არის?

- ლა ლიგა, ერთმნიშვნელოვნად.

- რატომ?

- "ბარსელონას" და ესპანური ფეხბურთის დიდი ფანი ვარ. გერმანული ბუნდესლიგაც შესანიშნავია.

- ვინ არის შენი მისაბაძი მაგალითი?

- ფეხბურთში ყოველთვის ლიონელ მესი, მაგრამ არა იმიტომ, რომ ვიღაცები მესის მეძახიან.

- მადლობა დროის დათმობისთვის, პატარა მესი!

diego
ცარმატებები პტო.
სოსო
ოთარი აქედან უკვე თავის თავში და შესაძლებლობებში დარწმუნებული ფეხბურთელი წავიდა და იქაც წარმატებით იმკვიდრებს თავს.ერთია,რომ დინამოზე დასწრების პასუხისას შემეცოდა,100-200 ნაცვლად, 1000-2000 მაყურებელი დაასახელა.შერცხვა ქართული ფეხბურთის გამო.დიდი იმედი მაქვს რომ ის და მისი თაობის კუდევ რამდენიმე მოთამაშე,ტოპ ლიგებშიც შეძლებს თავის დამკვიდრებას და გზას გაუკვალავენ უფრო ახალგაზრდებს.ახალი თაობა ხომ ისე დაშორებული აღარ არის ევროპული ცხოვრების წესისა და მენტალიტეტისაგან,როგორც 15-20 წლის წინ,ინგლისურსაც სწავლობენ და აღარც შრომას თაკილობენ.
Burton
ისევე როგორც ჩაკვეტაძემ, კიტეიშვილმაც არ იჩქარა საქართველოდან ადრეულ ასაკშივე "გაქცევა", არამედ ჯერ შიდა ჩემპიონატში ითამაშა, აქ ჩამოყალიბდა პროფესიონალად და შემდეგ წავიდა ევროპაში. შედეგიც სახეზეა. იგივე მოხდა ლობჟანიძის შემთხვევაშიც. თუ დააკვირდებით, ფეხბურთელები, რომლებიც ჯერ საქართველოს ჩემპიონატში ამტკიცებენ თავიანთ შესაძლებლობებს, გაცილებით სტაბილურები არიან შემდგომში.
Tbiliseli
ძალიან მაგარია ეს ბიჭი :) არაბიძეზე მწყდება გული :( ტიპმა რა დამართა თავის თავს. ჯერ სულ პირველი ნაბიჯიდან რო დავიწყოთ, 16 წლის ბიჭი რო შახტარში წავიდა :) დავიჯერო შტურმის ან გენტის დონის გუნდი არ წაიყვანდა? მარა აი მაგ ასაკიდანვე ფულზე ფიქრობენ :)
გიზოგ
ოთარსაც და გიორგისაც ბურთიც აქვთ და მოედანიც, როგორ გამოიყენებენ ეს უკვე მათზეა. მე კი როგორც ქართული ფეხბურთის და ქართველი ფეხბურთელების გულშემატკივარი ვისურვებდი, ისეთი კარიერა შეექმნათ და იმ დონეზე გასულიყვნენ, რომ რამდენიმე წლების შემდეგ უკვე მათ ადარებდნენ ევროპაში მომავალ ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელებს.
გოგა
კარგი კაცი ხარ ოთო და შესანიშნავი ფეხბურთელი. წარმატებებს გისურვებ
გიორგი
ჭკვიანური პასუხებია და პიროვნულ სიმპათიასაც იწვევენ.
Gigo
Ise am sezonshi rac hakvetazem itamasha amdeni dro bolo Sami wlis manzilze ertad agebuli ar utamashiat Janos,oqris da mhedlizes.!
Kika
Otars profesionalizmi etyoba,ise rogoc hakvetazes stabiluri fexburtelia.
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] კიტეიშვილის დუბლი, უმაღლესი შეფასებები, ორი გაძევება - "შტურმმა" ვენაში გაიმარჯვა და ლიდერია
კიტეიშვილი მამაგეიშვილმა შეცვალა - "შტურმმა" "ალტახს" სძლია
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] შეცვლაზე შესულმა კიტეიშვილმა დუბლით "შტურმი" "ვოლფსბერგერთან" მარცხისგან იხსნა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
"შტურმმა" მამაგეიშვილის მოპოვებული პენალტით გაიმარჯვა