ჰოკეი. მსოფლიოს ჩემპიონატი
პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლო დღეს ოთხიდან სამმა სკანდინავიურმა გუნდმა შეძლო გამარჯვების მოპოვება შაიბების შესანიშნავი სხვაობით - 14:4. ამ ტრიოსთან ერთად შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა ფინეთის ნაკრებმა.

C ჯგუფი

ავსტრია-ნორვეგია 0:5

0:3, 0:1, 0:1

გოლები: 0:1 ე. კოივუ-1 (ბასტიანსენი-2, ოლიმბი-3), 0:2 ოლიმბი-1 (სპეტსი-2, ბასტიანსენი-3), 0:3 ჰოლესი-1 (სკრედერი-2, ოლიმბი-4), 0:4 სპეტსი-1 (ბასტიანსენი-4, ოლიმბი-5), 0:5 ბასტიანსენი-3 (ოლიმბი-6, სკრედერი-3).

ავსტრიელებს შემდეგ ეტაპზე გასვლის თეორიული შანსი ჰქონდათ, ოღონდ ამისთვის ძირითად დროში უნდა დაემარცხებინათ ნორვეგია. ამიტომაც ყველა დაძაბულ ბრძოლას მოელოდა, მაგრამ სინამდვილეში უკვე მე-11 წუთისთვის ინტრიგა აღარ არსებობდა - სამი უპასუხო შაიბითი სკანდინავიელებმა ყველანაირი ხალისი გაუქრეს მეტოქეს.

ფანტასტიკური ინდივიდუალური მაჩვენებლები ჰქონდათ მატიას ოლიმბსა და ანდრეს ბასტიანსენს. პირველმა ყველა გოლში მიიღო მონაწილეობა (ერთი გაიტანა და ოთხი პასი შეასრულა), მეორის მონაგარი ოდნავ მოკრძალებული იყო - "მხოლოდ" ოთხი ქულა (1+3). ამის წყალობით ოლიმბი (1+6) და ბასტიანსენი (3+4) მოულოდნელად სათავეში მოექცნენ ბომბარდირთა სიას.

შვედეთი-აშშ 6:2

1:1, 3:0, 2:1

გოლები: 1:0 ბერგლუნდი-3 (ტ. ერიქსონი-1), 1:1 ფაულერი-1 (სტეპანი-4, კ. სმიტი-1), 2:1 კრიუგერი-1 (ტედენბი-1), 3:1 სიოგრენი-1 (ჯ. ერიქსონი-1), 4:1 ბერგლუნდი-4 (ტერნბერგი-2, პააიარვი-2), 4:2 უილერი-2 (კ. სმიტი-2), 5:2 ჯ. ერიქსონი-1 (ს. კრონვალი-1, სიოგრენი-1), 6:2 პეტრაშეკი-1 (სიოგრენი-2).

ეს იყო მატჩი პირველი ადგილისთვის. ნორვეგიასთან და ავსტრიასთან მატჩებში სუსტი თამაშის შემდეგ შვედებმა სათანადო დასკვნები გამოიტანეს და ამერიკასთან პირველი ორი პერიოდი შესანიშნავად გამოიყურებოდნენ. თუმცა პირველ 20-წუთეულში დიდი უპირატესობა ანგარიშში არ აისახა, სამაგიეროდ "ტრე კრუნურმა" მეორეში "გადაუარა" მეტოქეს. თანაც, აშშ-ზე იმოქმედა მეკარე ელ მონტოიას არც ისე დამაჯერებლმა თამაშმა.

ამერიკელებს ბოლომდე სჯეროდათ მატჩის გადარჩენის და მესამე პერიოდში ინიციატივა მათ მხარეს იყო, მაგრამ სკანდინავიელთა კონტრშეტევამ და ჯიმი ერიქსონის გოლმა ოკეანისგაღმელებს ყველანაირი იმედი მოუსპო.

ჩემპიონატის სუსტად დაწყების შემდეგ შვედეთმა ჯგუფი მოიგო და მეორე ეტაპზე 4 ქულით გადავიდა, ამერიკას სამი ქულა ექნება, ნორვეგიას - ორი.

თ მ ო-მ წ ო-წ შ ქ

1. შვედეთი 3 2 0 0 1 13-7 7

2. აშშ 3 2 0 1 0 11-9 6

3. ნორვეგია 3 1 1 1 0 12-8 5

4. ავსტრია 3 0 0 3 0 1-13 0

D ჯგუფი

დანია-ლატვია 3:2 (ბ)

1:0, 1:2, 0:0, 0:0

გოლები: 1:0 მ. კრისტენსენი-1 (იაკობსენი-2, ბედკერი-1), 1:1 ციპულისი-1 (ციბულსკისი-1, ნიჟივი-1), 2:1 კრისტენსენი-2 (ნილსენი-1, ჰარდტი-1), 2:2 ე. რედლიჰსი-1 (ნიჟივი-2, მ. რედლიჰსი-3).

ბულიტები გაიტანეს: კრისტენსენი (დანია).

პირველი ორი მატჩის დიდი ანგარიშით წაგების შემდეგ არავის ეგონა, რომ დანია შეძლებდა მოგებას და მეორე ეტაპზე გადასვლას. ობიექტურად, ლატვიელთა კლასი უფრო მაღალი იყო. ბალტიისპირელებმა პირველ ორი ტურში ღირსეული თამაში აჩვენეს, თუმცა, როგორც გაირკვა, ფინეთთან და ჩეხეთთან ბრძოლებმა მათ ბევრი ენერგია წაართვა.

დანიამ კი მხოლოდ ამ მატჩზე გააკეთა აქცენტი და გაუმართლა კიდეც. სხვებზე უკეთ მომზადებული აღმოჩნდა მადს კრისტიანსენი, რომელმაც დუბლი შეასრულა და ბოლოს გადამწყვეტი ბულიტი გაიტანა.

ლატვია 1997 წლის შემდეგ მესამედ მოხვდა აუთსაიდერთა ტურნირში. ეს გუნდი ელიტიდან არასოდეს გავარდნილა, თუმცა ახლა ღირსეული მეტოქეები ეყოლება ბელარუსის, სლოვენიისა და ავსტრიის სახით.

ფინეთი-ჩეხეთი 1:2

0:0, 0:1, 1:1

გოლები: 0:1 მ. მიხალეკი-3 (ჟიდლიცკი-2, რახუნეკი-1), 0:2 იაგრი-1 (ჩერვენკა-2, კრაიჩეკი-1), 1:2 სალმელა-1 (პესონენი-1, ნ. კაპანენი-1).

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ჩეხეთი ერთადერთი გუნდი აღმოჩნდა პირველ ეტაპზე, რომელმაც ქულათა მაქსიმუმი მოიპოვა. ყველაზე მეტად ამ გუნდს სწორედ ფინეთის წინააღმდეგ გაუჭირდა. "სუომის" ძალიან უნდოდა შარშანდელ მეოთხედფინალში დასანანი მარცხისთვის რევანშის აღება, თანაც ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად ზრუნავდა.

ფინეთს გარკვეული უპირატესობა ჰქონდა, მომენტებსაც მეტს ქმნიდა, მაგრამ პირველი პერიოდი უგოლოდ დასრულდა, მეორეში კი ჩეხებმა გახსნეს ანგარიში - თავი გამოიჩინა მილან მიხალეკმა. ამას ფინელთა ორი საგოლე მომენტი მოჰყვა, მაგრამ მეკარე პაველეცმა ივარგა.

მესამე 20-წუთეულში თავი შეგვახსენა ლეგენდარულმა იარომირ იაგრმა, რომელმაც წინა ორ მატჩში ორწუთიანი ჯარიმა მიიღო და ქულა ვერ დააგროვა. ფინეთის კარის წინ ბრძოლისას ვეტერანი ყველაზე მოხერხებული აღმოჩნდა - 2:0. ფინეთმა მხოლოდ საფინალო სირენამდე 19 წამით ადრე შეძლო ერთი საპასუხო გოლის გატანა და თამაშის გადასარჩენად დრო აღარ დარჩა.

თ მ ო-მ წ ო-წ შ ქ

1. ჩეხეთი 3 3 0 0 0 12-3 9

2. ფინეთი 3 1 1 1 0 9-5 5

3. დანია 3 0 1 2 0 4-13 2

4. ლატვია 3 0 0 1 2 6-10 2

გოლი+პასი

1. ბასტიანსენი (ნორვეგია) 7 (3+4)

2. ოლიმბი (ნორვეგია) 7 (1+6)

3. სკინერი (კანადა) 5 (3+2)

4. ტავარესი (კანადა) 5 (2+3)

5. კოვალჩუკი (რუსეთი) 5 (0+5)

გოლები

1. ბერგლუნდი (შვედეთი) 4

2. ბასტიანსენი (ნორვეგია) 3

3. სკინერი (კანადა) 3

4. ებერლე (კანადა) 3

5. მ. მიხალეკი (ჩეხეთი) 3

პასები

1. ოლიმბი (ნორვეგია) 6

2. კოვალჩუკი (რუსეთი) 5

3. ბასტიანსენი (ნორვეგია) 4

4. სტეპანი (აშშ) 4

5. ნილსონი (შვედეთი) 4

II ეტაპი

E ჯგუფი

5 მაისი

22:15 რუსეთი-დანია

6 მაისი

18:15 გერმანია-ფინეთი

22:15 ჩეხეთი-სლოვაკეთი

7 მაისი

18:15 დანია-გერმანია

22:15 ფინეთი-სლოვაკეთი

8 მაისი

18:15 ჩეხეთი-რუსეთი

9 მაისი

14:15 სლოვაკეთი-დანია

18:15 რუსეთი-ფინეთი

22:15 გერმანია-ჩეხეთი

თ მ ო-მ წ ო-წ შ ქ

1. ჩეხეთი 2 2 0 0 0 8-1 6

2. გერმანია 2 2 0 0 0 6-3 6

3. ფინეთი 2 1 0 1 0 6-3 3

4. რუსეთი 2 1 0 1 0 4-5 3

5. სლოვაკეთი 2 0 0 2 0 6-8 0

6. დანია 2 0 0 2 0 1-11 0

F ჯგუფი

5 მაისი

22:15 შვეიცარია-ნორვეგია

6 მაისი

18:15 კანადა-აშშ

22:15 შვედეთი-საფრანგეთი

7 მაისი

18:15 ნორვეგია-კანადა

22:15 აშშ-საფრანგეთი

8 მაისი

18:15 შვედეთი-შვეიცარია

9 მაისი

14:15 საფრანგეთი-ნორვეგია

18:15 შვეიცარია-აშშ

22:15 კანადა-შვედეთი

თ მ ო-მ წ ო-წ შ ქ

1. კანადა 2 1 1 0 0 13-4 5

2. შვედეთი 2 1 0 0 1 10-7 4

3. აშშ 2 1 0 1 0 6-8 3

4. შვეიცარია 2 0 1 0 1 4-4 3

5. ნორვეგია 2 0 1 1 0 7-8 2

6. საფრანგეთი 2 0 0 1 1 1-10 1

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება