NBA. პლეი ოფი. 1/4 ფინალი. ”ლეიკერსი”-”დალასი” 81:93 (სერია 0-2)

დაახლოებით 80-პროცენტიანი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ წელს NBA-ს ახალი ჩემპიონი ეყოლება. უაღრესად რთულია "დალასის" დონის გუნდს "შეკვეთით" მოუგო ხუთი მატჩიდან ოთხი, მით უმეტეს, როცა ამ ხუთიდან სამი შეხვედრა მეტოქის მოედანზე გაიმართება.

ზედიზედ მეორე მატჩია "ლეიკერსი" საკუთარ თავს არ ჰგავს. რა თქმა უნდა, შეიძლება ამ გუნდის ლიდერების ნაკლზე ლაპარაკი, მაგრამ მთავარი დამსახურება "მავერიქსსა" და მის მწვრთნელს რიკ კარლაილს მიუძღვის. მის მიერ ორგანიზებული დაცვა ბრწყინვალედ გამოიყურება. ამის დამადასტურებელია ერთი მარტივი სტატისტიკური მონაცემი - ჩემპიონი ორ საშინაო შეხვედრაში სულ რაღაც 87.5 ქულას აგროვებს. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.

კვლავინდებურად ბრწყინვალეა დირკ ნოვიცკი. ფილ ჯექსონი ვერაფერს უხერხებს "დიდ გერმანელს". პაუ გასოლი აშკარად ჩამორჩება ტემპში დირკს, ხოლო ლამარ ოდომისა და რონ არტესტის წინააღმდეგობას ნოვიცკი უბრალოდ არ იმჩნევს.

დიდი როლი ენიჭება სათადარიგო მოთამაშეების ფაქტორს. ჯერჯერობით "დალასის" რეზერვისტები ერთი თავით მაღლა დგანან მეტოქისაზე. მეორე მატჩში ეს თვალნათლივ გამოჩნდა. შეცვლაზე შესულმა ოდომმა და შენონ ბრაუნმა 6-6 ქულა დააგროვეს - აი, ასეთი სარგებლობა იყო კალიფორნიელთა რეზერვისტებისგან. "დალასში" 12 ქულა ერთმა ხოსე ბარეამ დააგროვა, რომელმაც იმ დღეს შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა.

სწორედ მასზე "აიკიდა" მატჩის ბოლოს გაძევება არტესტმა. კალიფორნიელთა ფორვარდმა რატომღაც სახეში სილა გააწნა მინიატურულ პუერტორიკოელს, არადა, სიტუაცია ამას არ მოითხოვდა. ახლა, რონს შეიძლება შემდეგი მატჩი გამოატოვებინონ. საერთოდ, "დალასის" სათადარიგოთა სკამმა 30 ქულა დააგროვა, ხოლო სარგებლიანობის კოეფიციენტი "+33"-ს უდრიდა. "ლეიკერსის" რეზერვისტთა ანალოგიური მაჩვენებელი "-33" იყო.

დასავლეთი

ლეიკერსი-დალასი 81:93

20:26, 29:25, 13:17, 19:25

ლ: ბრაიანტი (23+5 ჩაჭრა), ბინუმი (18+13 მოხსნა), პ. გასოლი (13+10 მოხსნა), არტესტი (11+6 მოხსნა+3 დაფარება), ოდომი (6+9 მოხსნა), ბრაუნი (6), ფიშერი (4+5 პასი).

დ: ნოვიცკი (24+7 მოხსნა), მერიონი (14+9 მოხსნა), ბარეა (12), კიდი (10+6 პასი), ტერი (9+5 პასი), სტივენსონი (9), ჩენდლერი (6+7 მოხსნა), ჰეივუდი (5+8 მოხსნა), სტოიაკოვიჩი (4).

სერია: 0-2

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა