"მაკაბი", "მონტეპასკი", "რეალი" და "პანათინაიკოსი" ევროპის საუკეთესო გუნდს კვირისთვის გამოავლენენ

დღეს ბარსელონაში სტარტს იღებს ევროლიგის "ოთხთა ფინალი". ისრაელის "მაკაბი", იტალიის "მონტეპასკი", ესპანეთის "რეალი" და საბერძნეთის "პანათინაიკოსი" კვირისთვის გამოავლენენ "ბებერი კონტინენტის" საუკეთესო გუნდს.

როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, ეს "ოთხთა ფინალი" განსაკუთრებულია, რადგან აქ არ არის გამოკვეთილი ფავორიტი. ოთხივე კლუბი დაახლოებით ერთი დონისაა, თანაც მასპინძელი გუნდი ვერ მოხვდა ამ სტადიაზე, რაც ასევე ათანაბრებს მეტოქეთა შანსებს და მომავალ მატჩები კიდევ უფრო არაპროგნოზირებადს ხდის. სხვათა შორის, "ოთხთა ფინალში" "ბარსელონას" არყოფნა მთავარი და ერთადერთი სიუპრიზია. საერთო ჯამში კი აქ წარმოდგენილი გუნდები სეზონის განმავლობაში უძლიერეს თამაშს აჩვენებდნენ და სამართლიანად მოხვდნენ საუკეთესო ოთხეულში.

წელს ბევრი ელოდა "ბარსელონასგან" შარშანდელი წარმატების გამეორებას, თანაც ფინალური რაუნდი ამ გუნდის ტერიტორიაზე იმართება. მაგრამ მეოთხედფინალში კატალონელები "პანათინაიკოსთან" დამარცხდნენ. "ბარსას" გაწბილებულმა გულშემატკივრებმა დაახლოებით 2 ათასი ბილეთი მიჰყიდეს "მაკაბის" ფანებს, ასე რომ, ისრაელის ჩემპიონს კატალონიის დედაქალაქში სოლიდური მხარდაჭერა ექნება - დაახლოებით 5 ათასი გულშემატკივარი. არენა, რომელზეც მატჩები გაიმართება, 17 ათას მაყურებელს იტევს.

როგორც ვთქვით, ნახევარფინალურ წყვილებში ფავორიტის გამორჩევა რთულია, მაგრამ გარკვეული სტატისტიკური მონაცემების მოშველიებით შესაძლებელია რომელიმე გუნდისთვის მცირე უპირატესობის მინიჭება. ასე მაგალითად, "მაკაბიმ" მთელი ევროსეზონის განმავლობაში მხოლოდ ხუთი მატჩი წააგო და ბუკმეიკერები ახალგაზრდა "რეალის" წინააღმდეგ ისრაელის გუნდს ოდნავ მაღლა აყენებენ. ასეთივე უპირატესობა აქვს "მონტეპასკის" "პანათინაიკოსზე". იტალიელებმა მეოთხედფინალში 3:1 მოუგეს სერია "ოლიმპიაკოსს", ეს გუნდი კი საბერძნეთის ჩემპიონატში "პანათინაიკოსზე" ძლიერად გამოიყურება.

დავუბრუნდეთ "მაკაბისა" და "რეალის" წყვილს და ისიც აღვნიშნოთ, რომ მადრიდელებისთვის ეს პირველი "ოთხთა ფინალია" ბოლო 15 (!) წლის განმავლობაში.

წლევანდელი ტურნირი კიდევ ერთი რამით არის წინამორბედებისგან განსხვავებული. კვირას ფინალური მატჩი უჩვეულოდ ადრე დაიწყება - თბილისის დროით 18 საათსა და 30 წუთზე. საქმე ისაა, რომ 8 მაისს ისრაელში 20 საათიდან პატივს მიაგებენ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ ჯარისკაცებსა და ტერაქტების მსხვერპლს. ამ დროიდან მოყოლებული მთელი მომდევნო დღის განმავლობაში ქვეყანაში არ გაიმართება არანაირი გასართობი ღონისძიება, მათ შორის სპორტული შეჯიბრებები. თანაც აკრძალვა ეხება საზღვარგარეთ მყოფ ისრაელის გუნდებსაც. ამიტომაც ევროლიგას დათმობაზე წასვლა მოუწია.

ოთხთა ფინალის განრიგი

6 მაისი, პარასკევი

1/2 ფინალი

პანათინაიკოსი-მონტეპასკი (20:00)

მაკაბი-რეალი (23:00)

8 მაისი, კვირა

მე-3 ადგილისთვის (15:00)

ფინალი (18:30)

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა