"მანჩესტერ სიტი" და "არსენალი" დიდ ბრძოლას გააჩაღებენ. ამის თქმა აქედანვე შეიძლება. პეპ გვარდიოლას გუნდს მოგების გარდა სხვა გზა აღარ დარჩენია. თუ ასე გაგრძელდა, "ლივერპულისთვის" ნაადრევად მოგვიწევს ჩემპიონის ტიტულის მილოცვა და, კაცმა რომ თქვას, ეს იქნება სრულიად დამსახურებული ტრიუმფი.

"სიტის" დასჩემდა არასტაბილურობა. გუნდმა წინა ტურში, ყველასთვის მოულოდნელად, "ნიუკასლთან" გასვლაზე წააგო. ეს მაშინ, როცა "ქალაქელებს" ქულების დაკარგვის უფლება საერთოდ აღარ ჰქონდათ. გვარდიოლას გუნდი განსაკუთრებით ცუდად დაცვაში თამაშობს.

ამით კარგად შეუძლია ისარგებლოს "არსენალმა". სხვა საქმეა, რომ "მეთოფეებიც" ძალიან არასტაბილურები არიან ამ ბოლო დროს. ორივე გუნდმა ძალიან კარგად იცის შეტევა. დანარჩენს უშუალოდ მინდორზე ვნახავთ. იმასაც ვნახავთ, აქვს თუ არა გვარდიოლას არსენალში რაღაც ისეთი, რაც ჯერ კიდევ უცნობია მეტოქეთათვის.

"ტოტენჰემი" ბოლო დროს ხშირად უგებს "ნიუკასლს", მაგრამ ახლა სხვა დროა და ვინ იცის, რა მოხდება ამ შეხვედრაში. ფაქტია, რაფა ბენიტესის მიერ გაწვრთნილი "ჯორდები" ძალიან კარგ ხასიათზე არიან. მათ შეძლეს და თვით "მანჩესტერ სიტი" დაამარცხეს მატჩში, რომელშიც პირველივე წუთიდან აგებდნენ...

"მანჩესტერი" წინა ტურში ძლივს გადაურჩა მარცხს "ბარნლისთან". ახლა "იუნაიტედის" მეტოქე "ლესტერია". რა თქმა უნდა, ოლე გუნარ სულშერის გუნდი ამ მატჩში ფავორიტად ითვლება. "იუნაიტედი" შეეცდება, დაამტკიცოს, რომ მოგებების გზაზე შედგომა ისევ შეუძლია.

"ბარნლი" იქით იყოს და, "იუნაიტედი"რომ მართლაც გაცოცხლდა, ამაზე ორი აზრი ნამდვილად არ შეიძლება იყოს. სულშერმა რაღაცნაირად ახალი სული შთაბერა გუნდს. თუნდაც "ბარნლისთან" შეხვედრის ბოლო 10 წუთის გახსენება რად ღირს...

კრიზისში მყოფი "ჩელსისთვის", შეიძლება, სულის მოთქმასავით უნდა იყოს უდავო აუტსაიდერ "ჰადერსფილდთან" საშინაო თამაში. "ბორნმუთთან" განცდილი კრახის (0:4) შემდეგ, მაურიციო სარის 50 წუთის განმავლობაში გამოკეტილი ჰყავდა ფეხბურთელები გასახდელში. რა შედეგს გამოიღებს ასეთი ნაბიჯები, კაცმა არ იცის. თავად სარიც მძიმე დღეშია. მას სერიოზულად დაემუქრა სამუშაოს დაკარგვის საფრთხე.

ტურის დასკვნით მატჩში ჩემპიონობის მთავარი პრეტენდენტი "ლივერპული" "ვესტ ჰემს" ეთამაშება. იურგენ კლოპის გუნდს რთული შეხვედრა ჰქონდა შუა კვირაში "ლესტერთან". ენფილდელებს მოენატრათ ჩემპიონობა. სწორედ ამ მონატრებული ჩემპიონობის სურნელი ტრიალებს მათ სახლში...

ფაქტები

"ტოტენჰემმა" ზედიზედ ბოლო 3 მატჩი მოუგო "ნიუკასლს".

"ბრაიტონისა" და "უოტფორდის" ბოლო 4 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.

"ბარნლისა" და "საუთჰემპტონს" შორის უკანასკნელ 4 შეხვედრაში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

"ფულჰემის" მონაწილეობით პრემიერლიგის ეგიდით გამართულ ბოლო 5 მატჩში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

"ევერტონისა" და "ვულვზის" ბოლო 2 მატჩი ფრედ დასრულდა.

"ბორნმუთმა" ბოლო 2 შეხვედრაში მოუგო "კარდიფს".

"ლესტერისა" და "მანჩესტერის" ბოლო 2 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.

"მანჩესტერ სიტისა" და "არსენალის" ბოლო 2 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.

პრემიერლიგა. XXV ტური

შაბათი, 2 თებერვალი

ტოტენჰემი-ნიუკასლი 16:30

ბრაიტონი-უოტფორდი 19:00

ბარნლი-საუთჰემპტონი 19:00

ჩელსი-ჰადერსფილდი 19:00

კრ. პალასი-ფულჰემი 19:00

ევერტონი-ვულვზი 19:00

კარდიფი-ბორნმუთი 21:30

კვირა, 3 თებერვალი

ლესტერი-მანჩესტერ იუნ 18:05

მანჩესტერ სიტი-არსენალი 20:30

ორშაბათი, 4 თებერვალი

ვესტ ჰემი-ლივერპული 23:59

ბომბარდირები: 16 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 15 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი); 14 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 11 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს