ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

thestepien.com: გოგა ბითაძე NBA-ს დრაფტის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრია

thestepien.com: გოგა ბითაძე NBA-ს დრაფტის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრია

ამერიკული საკალათბურთო გამოცემა thestepien.com-ი, რომელიც ძირითადად NBA-ს დრაფტის შესახებ წერს, ქართველი ცენტრის, გოგა ბითაძის შესახებ ვრცელ მასალას აქვეყნებს.

NBA-ს ექსპერტი ჯექსონ ჰოი 19 წლის კალათბურთელს 2019 წლის დრაფტის ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრად მიიჩნევს.

"გასულ სეზონში ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე დრაფტის რადარებზე იყო და პოტენციურ პირველი რაუნდის არჩევნად ითვლებოდა, მაგრამ 11 ივნისს გოგა ბითაძემ დრაფტზე გასვლაზე უარი განაცხადა. 19 წლის "დიდმა კაცმა" დიდი ნაბიჯებით წაიწია წინ და ამ სეზონში "მეგა ბიმაქსთან" ერთად ადრიატიკის ლიგაში და შემდეგ "ბუდუჩნოსტთან" ერთად ევროლიგაზე შესანიშნავად ასპარეზობს.

7 ფუტამდე სიმაღლის ბითაძე მიმდინარე სეზონში საოცრად პროდუქტიულია და ანაწილებს დროს ადრიატიკის ლიგასა და ევროლიგას შორის. ის საშუალოდ 16.1 ქულას, 7.2 მოხსნას, 2.5 ბლოკსა და 1 პასს აგროვებს, სროლის 65.9-პროცენტიანი სიზუსტე აქვს და ეს მაშინ, როდესაც პარკეტზე საშუალოდ 25.8 წუთს ატარებს.

თუ ის თამაშში 40 წუთი იქნებოდა, მაშინ საშუალოდ 24.9 ქულას, 11,1 მოხსნას, 3.8 ბლოკს და 1.6 პასს დააგროვებდა.

იმის გამო, რომ ევროლიგაში მხოლოდ 6 თამაში ჩაატარა, ის ევროლიგის ვებგვერდზე ლიდერთა სიაში არ იძებნება. არადა, ის ქულების მხრივ ევროლიგაში მეოთხეა, მოხსნებით - მე-2, ბლოკების საშუალო რაოდენობით კი - საუკეთესო. ყველაზე შთამბეჭდავი კი ისაა, რომ ბითაძე ამ ყველაფერს 19 წლის ასაკში აკეთებს, 20 წლის კი ივლისში გახდება.

გოგას სტატისტიკა აღმაფრთოვანებელია. მისი დაცვითი მობილობის და შეტევაში ზრდის პერსპექტივის გამო ის დიდი ხნის განმავლობაში NBA-ს დონეზე სათადარიგო ცენტრად განიხილებოდა, თუმცა მიმდინარე სეზონში ის ორივე კომპონენტში გაიზარდა. წელს ის უფრო კარგად გადაადგილდება პერიმეტრზე.

ბითაძე შესანიშნავად გადაადგილდება დაცვაში თამაშის დროს და შემტევ მოთამაშეებს შორის მოძრაობით ცდილობს, მოწინააღმდეგესა და ბურთს შორის აღმოჩნდეს. ის ასევე კარგად გადაადგილდება ფლანგებზე და ამით ეფექტურ დაცვას ანხორციელებს.

გოგა ბითაძე პერიმეტრზე ცოტა შეცდომას უშვებს. მისთვის თამაშში სწრაფად დაბრუნება ცოტა რთულია. ამიტომ საჭიროა, რომ სიტუაცია მალე გააანალიზოს. ის ბევრ შეცდომას არ უშვებს, თუმცა ისეთი ტექნიკურია, რომ იშვიათია, ისეთი ნაბიჯი გადადგას, რის გამოც თამაშში სწრაფად დაბრუნება გაუჭირდება.

ბითაძემ პროგრესი შეტევაშიც განიცადა, ის პერიმეტრიდან შესანიშნავად უტევს. ეს ნამდვილად საინტერესო კომპონენტია. ბურთთან ერთად შეტევა მნიშვნელოვნად ზრდის ბითაძის შეტევით პოტენციალს და ეს განსაკუთრებით მაშინ გამოჩნდება, როდესაც ის მისი შესაძლებლობების მაქსიმუმს მიაღწევს.

ის ძალიან კარგად ასრულებს შეტევას, კარგად ხტება და ამ სეზონში 2-ქულიანი სროლების 63 პროცენტს აგდებს.

გოგა ბითაძეს მშვენივრად გამოსდის მეტოქის მცველებს შორის შესვლა და ბურთის ჩაგდება. მას არ უჭირს კონტაქტში შესვლა და ბრძოლა. ამ კომპონენტით ამ კლასში ის საუკეთესოა.

კოორდინაცია, შეხება და ძალა მისი პლუსებია.

იმის გამო, რომ ბითაძეს არ აქვს ვერტიკალურად გადაადგილების უნარი, რაც ბევრ თანამედროვე მოთამაშეს ახასიათებს, ამის გამო NBA-ს დონეზე მისი, როგორც ეფექტური "დამამთავრებლის" აღქმა რთულია.

გოგა ბითაძე არ არის კარგი მეპასე, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ამ კომპონენტში ძალიან ცუდია. მისი ძალიან დიდი პლუსია, რომ ამ კომპონენტში ბევრ შეცდომას არ უშვებს. ის შესაძლოა ბევრ პასს არ აკეთებს, თუმცა მისი გაკეთებული გადაცემები ზუსტია.

ბითაძის შემტევ პროფილში ყველაზე საინტერესო ნაწილი მისი შორეული სროლაა. ამ წელს ჩატარებულ 23 შეხვედრაში მან 37 სროლიდან 15 სამქულიანი ჩააგდო. 19 წლის ასაკში მისი სიმაღლის ადამიანებიდან ძალიან ცოტას აქვს 3-ქულიანი სროლა განვითარებული ისე, როგორც გოგას და მათი უმრავლესობა პარკეტზე სწორედ ამ ფუნქციას ასრულებს.

ბითაძემ გააუმჯობესა სისწრაფე და დაცვითი თამაში, თუმცა NBA-ს დონეზე უნდა გააუმჯობესოს დაფარვის ზონა. გოგას შეუძლია გახდეს უმაღლესი დონის მცველი. მისი შესანიშნავი IQ, მოძრაობა და ფიზიკური შესაძლებლობები ამის საშუალებას ნამდვილად აძლევს.

გოგა ბითაძესთან დაკავშირებით იგივე კითხვა უნდა დავსვათ, რაც დრაფტის ნებისმიერი "დიდი" მოთამაშის მიმართ: შეუძლია თუ არა ცვლილებაზე შესვლისას შესაბამისი როლი ითამაშოს? საკალათბურთო სამყარო "გადავსებულია" ხარისხიანი "დიდებით", 2019 წლის დრაფტზე კი ბევრი ისეთი მოთამაშეა, რომლებიც NBA-ს კალათბურთელებს ჰგვანან.

ბითაძე პერსპექტიული მოთამაშეა, რადგან პაკეტი, რომელსაც მისი პოტენციალი გვთავაზობს, ხშირი არ არის. ასეთი მოთამაშეები ხეებზე არ იზრდება, არც ბითაძის ფიზიკური მონაცემებისა და IQ-ს მფლობელები.

თუ მისი ათლეტურობაც გაიზრდება და მისი ტექნიკური თამაშიც პროგრესირებას არ შეწყვეტს, შეუძლია კარგი სათადარიგო ცენტრი გახდეს. ცხადია, მას აქვს შესაძლებლობა, ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეც იყოს, მისი პოტენციალი ამის საშუალებას აძლევს.

დაბოლოს: გოგა ბითაძეს ამ კლასის საუკეთესო ცენტრად არ მივიჩნევ, თუმცა ვფიქრობ, რომ დრაფტამდე დარჩენილ დროში მას შეუძლია საუკეთესო გახდეს. იმ მონაცემებიდან გამომდინარე, რაც უკვე ვიცით, მასზე, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრზე საუბარი უკვე შეიძლება." - წერს გამოცემა.

• სოსო

პირველ პერიოდში 3 დაფარება გააკეთა,მაგრამ შეტევაში თამაში არ წაუვიდა და თანდათან გაუფუჭდა თანაში 4-დან 4 ჯარიმაც გააფუჭა,მეორე ტაიმში კი ცსკამ დაცვა გაამკაცრა და მთლიანად ბუდუჩნოსტის თამაში დაშალა.მეოთხე პერიოდი,უკვე წაქცეულის ცემას ჰგავდა,სულ ბოლო წუთებში,ბუდუჩნოსტი ტყორცნამდეც ვეღარ მიდიოდა.

• გიორგი

დღეს სამწუხაროდ ვერ ითამაშა კარგად, 0 ქულა და 5 ფოლით ნაადრევად დატოვა მოედანი :(

• Qartveli.Chicago.

Dაბეჭდეთ თქვენთვის არ ვწერ უვარგისო რეფორთიორებო Qართველ სპორთსმენების წინსვლისთვის ვწერ ეგებ წაიკითხონ დროზე....რაა საჭირო გამარჯვებებისათვის.....

• niko

მოკლედ ან თარგმნა ისწავლეთ ან წერა. 6 ფუტის ცენტრი... და თუ საუკეთესოა რანაერად არ არის საუკეთესო? სპორტული ჟურნალიზმი საშინელ დონეზეა. ჯერ ერთI სხვის სტატიებს თარგმნით და ისიც ვერ გადაგითრგმნიათ, მეორეც, საკუთრი მოსაზრება არც ერთს არ გაგაჩნიად, და მესამე კი ქართული ენის და გრამატიკის არ ცოდნა, რაც დიდი ცოდვაა.

• გელა

კი,კი მოუჭირა, მეც გავიგე

• NBAadan .america.

Bითაძე ერთ ერთი უნიჭიერესია ქართული კალათბურთის ისტორიაში საკანდელიძის ქორქიას...დონის და ტუ სურს ამერიკის მსოFლიოს უძლიერე ლიგაში თამაში არ უნდა შეუშინდეს არავის არ უნდა შედრკეს სხვათა ,მსოFლიოს უძლიერესი კალათბურთელების ყველანაირი ზეწოლის წინაშე, დროებით მისივე ასაკის შენგელიას რომ დაემართა ამერიკაშითამაშისას.Pაჩულიასავით გრიფითს თუ არ მახსოვს რომელ ამერიკელ ვარსკვლავს, უნდა სულ თავით მიაწვეს და არ დაუთმოს არაფერში თამაშისას.....

• Qartveli.Chicago.

Dღეს წყდება , ფიფთი-ფიფთი, ბითაძის ენბეას ძლიერ გუნდში მოხვედრის შანსის ალბათობის ზრდის ძღვარის დონისა, დრაფტის სამეულიდან მაინც მოხვედრით.რუსული ცეესკა ,სინამდვილეში არარუსული გუნდი,ენბეაში ვერ დამკვიდრებული ამერიკელი,თუმცა ევროპისთვის მაღალი დონის კალათბურთელებითაა დაკომპლექთებული და ევროკალათბურთის გრანდებით ესპან ით,Pრანგით და სერბით რომელიც ენბეაში ცდილობს გადასვლას და სამიოდე ოთხიოდე რუსი კალათბურთელით ,რუსეთის კალათბურთის ლიდერებით რომელთაგანაც ერთი, ევრო უმაღლესი დონის კალათბურთელია-შვედი,მაგრამ ვერ დამკვიდრებული ენბეაში.სამივე რუსს, ალბათ შვედის გამკოლებით (თითი აქვს მოტეხილი)ბითაძემ უნდა აჯაბოს.ეცდებიან ,როგორც რუსებს სჩვევიათ ეშმაკურად არაპირდაპირი ვაჟკაცობით,გოგას დაჯაბვნას ქვეშქვეშა ბიძგებით,წაკვრებით,...ვერ უნდა გამოიყვანონ წონასწორობიდან და უშიშრად რთულად ვაჟკაცობით უნდა დაუხვდეს ალლად დგომით წესების დაურღვევლად მაგრამ ფიზიკური სიძლიერით სხვადასხვა მათი ხრიკების წინააღმდეგ.აMერიკელებს კი, ბასკეთის თამაშის კლასის სიძლიერით უნდა აჯობოს თუ სურს ენბეაში დამკვიდრება, ძალიამიერადაც და ტექნიკურადაც,იმიტომ რომ ცეესკას ამერიკელები ენბეას მიღმა არიან,რამეთუ ვერ გაუძლეს ენბეას დონის მოთხოვნებს.და ბოლოს უნდა აჯობოს თამაშითაც და ფიზიკრი დგომის სიძლიერითაც, დე კალოს,ფერნანდესს და სხვა ევოპელი კალათბურთის ლიდერებს. Dღეს ბითაძის კარიერისთვის მართლა ერთ ერთი გადამწყვეტი შანსია თუ გულით სურს დიდ სპორტში დამკვიდრება.ნიჭიც ხელს უწყობს თუ ბოლომდე იქართველა მამაპაპურად -გუთნისდედად გარჯითა უღლელითა ოფლსისხლის ღვრით შეუმNევლადა თვისითა....

• თემო

ყურადღებით წაიკითხეთ ორიგინალი - 6 ფუტის სიმაღლისაა ბითაძე?

• მ. ტ.

სათაურში წერია - საუკეთესო ცენტრიაო, დასკვნაში პირიქით - საუკეთესო ცენტრად არ მივიჩნევო... ეტყობა, მართლა მაგრად მოუჭირა ყინვამ ამერიკაში...

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი

საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს

მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია

"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ

ბიჭი ბადიაურიდან: რთული ბავშვობა, ბრძოლა გადარჩენისთვის და გზა ვარსკვლავობამდე - "ისეთი ბედნიერი ვარ, რომ ჩემიანებს აღარასოდეს მოუწევთ ლუკმა-პურის საშოვნელად მუშაობა"

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] კატასტროფული მეოთხე მეოთხედი - საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა

[VIDEO] ბითაძის 7 წუთი "ბოსტონთან" - "ორლანდომ" პლეი-ოფში მეორე თამაშიც წააგო

ბითაძის არასპორტული ჯარიმა პორზინგისზე [VIDEO]

ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს