ქვემო ქართლისა და კახეთის რაიონებისა და ქალაქების ზონალური პირველობა ქართულ ჭიდაობაში თელავში გაიმართა
ქვემო ქართლისა და კახეთის რაიონებისა და ქალაქების ზონალური პირველობა ქართულ ჭიდაობაში თელავში, ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის მირიან ცალქალამინიძის სახელობის სპორტული სკოლის დარბაზში გაიმართა.

სამწუხაროდ, ქვემო ქართლელები მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით, ძალზე მცირერიცხოვანი მოჭიდავეებით წარსდგნენ საასპარეზოდ. დანაკლისი იყო კახეთიდანაც. ვიცით, რომ ყვარელში საკმაოდ კარგი ქართულის მოჭიდავეები არიან, მაგრამ ისინი საერთოდ არ გამოცხადნენ მეზობელ ქალაქში - საჭიდაოდ...

მიუხედავად ყველაფრისა, ხალიჩაზე მწვავე და თვალსასეირო ორთაბრძოლების სიმრავლე მაინც იყო...

შეჯიბრების მონაწილეებს, მწვრთნელებს, მსაჯებს და ქომაგებს სასურველი გარემო შეუქმნა კახეთის ქართული ჭიდაობის რეგიონული ფედერაციის ხელმძღვანელმა თემურ გოდერძიშვილმა. ქართულ ჭიდაობაში სწორედ კახეთისა და აჭარის რეგიონალური ფედერაციების მუშაობაა მოსაწონი. დანარჩენი რეგიონული ფედერაციების საქმიანობა კი ჯერჯერობით მხოლოდ ქაღალდზეა ასახული...

ქართული ჭიდაობის ფედერაციამ ადრე გამოცხადებულ წონით კატეგორიებში პირველ-მეორე ადგილზე გასული მოჭიდავეების ანუ ფინალისტების გარდა საქართველოს ჩემპიონატში (ფინალში) ზონალური პირველობების ბრინჯაოს მედლის მფლობელებიც დაუშვა. ამით დააკმაყოფილა მწვრთნელების დიდი უმრავლესობის მოთხოვნაც. საქართველოს პირადი ჩემპიონატის ფინალური ტურნირი ქართულ ჭიდაობაში 15-16 აპრილს დიღომში გაიმართება.

თელავის ზონალური პირველობის გამარჯვებულები არიან: ვახტანგ ჩიდრაშვილი (60 კგ. საგარეჯო), იოსებ უძილაური (66 კგ. ახმეტა), ალექსანდრე ნანიევი (73 კგ. ლაგოდეხი), ვახტანგ სარაჯიშვილი (81 კგ), პაატა აბულაძე (90 კგ. ორივე - ახმეტა), ვალერი იმერლიშვილი (+90 კგ. თელავი).

გაბრიელ ბარჯაძე

თელავი

ნახევარფინალში თუშიშვილი დაამარცხა - საბა ინანეიშვილი ქართულ ჭიდაობაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა!
2024 წლის 11 სექტემბერს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში გაიმართა შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.
ასე აღნიშნა ლაშა ბექაურმა ტატო გრიგალაშვილის მსოფლიო ჩემპიონობა [VIDEO]
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა