ქართულ ფეხბურთს ერთი პირი იმ ქვისკენ უქნია, ადამიანმა ათასწლეულების წინ რომ გადააგდო
საფეხბურთო მაქინაციები და ფეხბურთელთა "მაზავშიკებთან" კავშირი კიდევ დიდხანს იქნება ქართული ფეხბურთის მთავარი თემა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ გახმაურებული ამბავი მაინც ვერ ჩრდილავს იმ განუკითხაობას, რაც ჩვენი ქვეყნის სტადიონებზე გრძელდება.

თუკი ბინძური გარიგებები ახლა გამოაშკარავდა, ქართველი ვაიგულშემატკივრების აგრესია ყოველთვის თვალნათლივ ჩანს და, სამწუხაროდ, ზოგიერთ ქალაქში ქომაგობის კულტურის ამაღლების ნიშანწყალიც არ ჩანს, მეტიც, იქაური ხულიგნები ახალ-ახალ "სიმაღლეებს" იპყრობენ - არც მეტოქის ფეხბურთელებს ინდობენ, ზოგჯერ საკუთარ მოთამაშეებზეც იწევენ და არცთუ იშვიათად "ქართული ფეხბურთის დამაქცევარ" ჟურნალისტებსაც უსწორდებიან. საბედნიეროდ, ქართულ კლუბებს ფეხბურთის მცოდნე ღირსეული ქომაგებიც ჰყავს, მაგრამ, როგორც წესი, ტრიბუნებზე ამინდს ვანდალები უფრო ხშირად ქმნიან.

ამა თუ იმ მატჩზე წინასწარ შეიძლება იმის თქმა, რომ იქ "აფეთქებაა" მოსალოდნელი, აი, "ზესტაფონი"-"ტორპედოს" განმეორებით სათასო შეხვედრას უინციდენტოდ რომ ჩაევლო, ეს უფრო იქნებოდა გასაკვირი. ამის თქმის საფუძველს ის უარყოფითი მუხტი გვაძლევს, რომლითაც მატჩამდე ორივე გუნდის გულშემატკივრები იყვნენ აღვსილნი.

ქომაგთა განწყობისა და ნააზრევის გაცნობა ყველაზე უკეთ ინტერნეტფორუმებზეა შესაძლებელი და ამ თამაშის წინ გამოქვეყნებულ გზავნილებს თუ გადახედავთ, მრავლად წააწყდებით ქუთაისელთა და ზესტაფონელთა ურთიერთშეურაცხყოფას და, რაც ყველაზე საგანგაშოა, მუქარას, რომელიც გუშინწინ ნაწილობრივ ორივე მხარემ აღასრულა "დავით აბაშიძეზე". დიახ, ნაწილობრივ, თორემ მუქარები ისე საზარლად ჟღერდა, მის წამკითხავ ნორმალურ ქომაგს თმები ყალყზე დაუდგებოდა.

ფაქტია, ორივე კლუბის მხარდამჭერებმა ბევრი დააშავეს და არ (და ვერ) შევუდგებით იმაზე მსჯელობას, ვის მეტი ბრალი მიუძღვის მომხდარში. ყველაზე საგულისხმო ამბავი კი ისაა, რომ "ტორპედოს" უმაღლეს ლიგაში დაბრუნებამ ქუთათურთა და ზესტაფონელთა ძველი სპორტული ქიშპობა გააღვივა, რაც ჩვენს უმაყურებლო ჩემპიონატს ძალიანაც მოუხდებოდა, ხულიგნები ზღვარს რომ არ გადასულიყვნენ და საფეხბურთო ზეიმი საქმეების გარჩევით, სტადიონის აოხრებითა და ერთმანეთის თავპირისმტვრევით რომ არ დაემახინჯებინათ.

უსიამოვნო ფაქტები "ტორპედოსა" და "ზესტაფონის" პირველ სათასო მატჩშიც მრავლად მოხდა. ტელერეპორტაჟისას გარკვევით ისმოდა, როგორ ხმაშეწყობილად აგინებდნენ "ზესტაფონის" ფეხბურთელებსა და, საერთოდ, ამ ქალაქის მკვიდრთ. თავის მხრივ, ქუთაისელ ვაიგულშემატკივრებს გინებისთვის "მიზეზი" ჰქონიათ - "ზესტაფონის" ფანკლუბის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ვიდეომიმართვით "ტორპედოს" დედის დღე მიულოცა, რაშიც ქუთაისელებმა დედასთან დაკავშირებული სხვა ქვეტექსტი დაინახეს.

მოკლედ, პატარ-პატარა ნაპერწკლებით დიდი კოცონი გაღვივდა, რამაც გუშინწინდელი განუკითხაობა გამოიწვია. ვიმეორებთ, ამ ფაქტების მოყვანით მტყუან-მართალის გარკვევას არ ვაპირებთ, მომხდარში ორივე მხარეა დამნაშავე. ალბათ, ამ წერილის რომელიმე ქუთაისელი ან ზესტაფონელი წამკითხველი ინციდენტის სხვა წინაისტორიებსაც გაიხსენებს, მაგრამ ამას ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მოსახდენი, საუბედუროდ, უკვე მოხდა.

გუშინ ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე პოლიციამ საკმაო ხანს იმუშავა და ზარალიც აღნუსხა. "ზესტაფონი"-"ტორპედოს" 258 სკამი შეეწირა, უმეტესობა სტუმართა მიერაა დალეწილი და გუშინვე ზესტაფონში ჩასულმა "ტორპედოს" წარმომადგენლებმა ზარალის ანაზღაურების პირობა დადეს.

"დაპირისპირებული მხარეები" იმ ეპიზოდებზეც ჰყვებიან, რომელთაც ცეცხლი შეუნთეს ისედაც გაღიზიანებულ მაყურებლებს: რაკი "ზესტაფონს" გოლი სჭირდებოდა, ბურთის მიმწოდებელმა ბიჭუნამ საკუთარი მოვალება სწრაფად შეასრულა, რამაც "ტორპედოს" მეკარე ომარ მიგინეიშვილი განარისხა და ბავშვს ხელით შეეხოო. ამას გუნდების გულშემატკივართა მხრიდან ურთიერთლანძღვა მოჰყვა, თუმცა სიტუაცია დროებით ჩაცხრა. სამაგიეროდ, თამაშის დასრულების შემდეგ, როცა სტადიონს მასპინძელთა ქომაგების ბოლო ნაკადი ტოვებდა, ქუთაისელებმა მათ ინდივიდუალური სკამები დაუშინესო. უმცირესობაში მყოფმა დაზარალებულებმა სტადიონს გაცდენილ თანაქალაქელებს მიაწვდინეს ხმა და თავის დაცვა უკვე სტუმრებს დასჭირდათ - როგორც ჰყვებიან, ზესტაფონიდან ქუთაისისკენ მიმავალი ავტობუსებისა და ავტომობილების უმრავლესობას ქვა არ ასცდენია, ზოგიერთი ქომაგი კი შინ მთელი თავით არ დაბრუნებულა...

საბედნიეროდ, მომხდარმა ვერ შეცვალა კლუბების ხელმძღვანელთა დამოკიდებულება და "ტორპედოსა" და "ზესტაფონის" მესვეურები ერთმანეთის მიმართ კვლავინდებურად პატივისცემით არიან გამსჭვალულნი. კლუბები ერთხმად გმობენ მომხდარს და იმედოვნებენ, რომ დამნაშავეები საკადრისად დაისჯებიან.

kutaisi
ზესტაფონო გშორდების უმღეროდენ ბოლოს ქუთაისლები და იმაზე აიჯაგენ და ოხდა ყველაფერი. ხუმრობა ვერ გაიგენ
qwert
მაქ ზესტაფონელებს რომ არ დაეწყოტ ქვების სროლა არ მოხდებოდა არაფერი. ჯერ რა გულით გვესროულებოდენ დაცვას რო გავეშვით 2იმდენი ვიყავით. ქუთაისლებს არ ვამართლებ ყველაფერში მარა იმ დღეს მართლები იყვნენ რომ არა ზესტაფონელების ქვების სროლა მშვიდად ლამაზად მთავრდებოდა ყველაფერი
lashanoske
ჩემი კომენტარი ბოლომდე რატომ არ დაიდო?!!! სხვა რამეც ეწერა ქვემოთ და აღარ ჩანს !!!!
lashanoske
"დაპირისპირებული მხარეები" იმ ეპიზოდებზეც ჰყვებიან, რომელთაც ცეცხლი შეუნთეს ისედაც გაღიზიანებულ მაყურებლებს: რაკი "ზესტაფონს" გოლი სჭირდებოდა, ბურთის მიმწოდებელმა ბიჭუნამ საკუთარი მოვალება სწრაფად შეასრულა, რამაც "ტორპედოს" მეკარე ომარ მიგინეიშვილი განარისხა და ბავშვს ხელით შეეხოო. ამას გუნდების გულშემატკივართა მხრიდან ურთიერთლანძღვა მოჰყვა, თუმცა სიტუაცია დროებით ჩაცხრა. სამაგიეროდ, თამაშის დასრულების შემდეგ, როცა სტადიონს მასპინძელთა ქომაგების ბოლო ნაკადი ტოვებდა, ქუთაისელებმა მათ ინდივიდუალური სკამები დაუშინესო
dvali891
ლევან ჯანეზაშვილო და საერთოდ ჟურნალისტებს მივმართავ, თქვენ ეპიცენტრის ადგილას არ ყოფილხართ და არ იცით ზუსტად რა მოხდა და საერთოდ არასწორ ინფორმაციას გადმოსცემთ,რო იძახით სკამებია დამტვრეულიო რატომ? არ კითხულობთ რამ გამოიწვია? მე როგორც ვიცი გინება იქნება თუ რაც იქნება მსაჯის სასტვენთან ერთად უნდა დამთავრდეს და ასეც მოხდა, მაგრამ ადამიანთა გარკვეულმა კატეგორიამ უფრო სწორად ბავშვებმა არია ყველაფერი და ამიტომ ვამბობ არ ფლობთ ზუსტ ინფორმაციას მეთქი
elene
კარგით რა ადამიანები ისედაც უგულოებად გადაიქცნენ და ვინმეს თუ რამეზე გული შეტკივა და ამის გამო ნერვებს იშლის და ჩხუბობს უნდა გვიხაროდეს..თან ყველგან ხდება გულშემატკივრების შეტაკება..ეს ბუნებრივია და არავინ არის დასასჯელი პირიკით ეგ ცეცხლი თუ ჩაქრა ინტერესიც დაკარგულია და გულიც;))
sport-fun
არც ფეხბურთელების ქცევის დაუნახაობა იქნება, სწორედ მათ აიყოლიეს გულშემატკივარი. ეკრანზე ისიც კარგად ჩანდა როგორ რეაგირებდნენ მსაჯის ყველა გადაწყვეტილებაზე და აგინებდნენ. ყველა უნდა დასაჯოს ფედერაციამ. ბოლოსდაბოლოს რუნი დასაჯეს და გელაშვილი ვინღაა? მერე კიდე იტყვიან მსაჯობა არ ვარგაო და 4500 კაცი ერთად რო გაგინებს ტყუილუბრალოდ როგორ უნდა იმსაჯო ნორმალურად? ისე ონიანიც დასასჯელია სიმულიაციისათვის...
asdasd
dabereka დამიჯერე თამაშიც ძალიან კარგი იყო ხელფასებიც მშვენიერი აქვთ საქართველოს პირობებში ზესტაფონის და ტორპედოს ფეხბურთელებს და ასეთი მინდორი ბევრ ევროპულ ქვეყანაში არ არის როცა არ იცით ნუ წერთ თუ რამე და უყურე თამაშს და ნახავ როგორი თამაშიც იყო
dabereka
ნამდვილი ქომაგი ნამდვილი ფეხბურთის საყურებლად დადის და არა იმ მაიმუნობის,საქართველოს ჩემპიონატი რომ ქვია.ასე იქნება მანამ სანამ გუნდების უმრავლესობა უხელფასოდ ითამაშებს და 35 წლის ფეხბურთელებზე გვეტყვიან,მშობლიური ქალაქის,ან ფეხბურთის უზომო სიყვარულის გამო თამაშობს ყანისმაგვარ მინდვრებზე 2ათეული დედის მაგინებელი მაყურებლის წინაშეო.
ფრე წყალტუბოში: "გარეჯის" თავურები
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია