"ბაიერნი" ნოემბრის შემდეგ არ აგებდა, შესანიშნავი სვლა ჰქონდა აღებული და პირველი ტაიმიც მოუგო სტუმრად "ლევერკუზენს".
თუმცა, ერთ ტაიმში ეს ყველაფერი მოიშალა. მეორე ნახევარში "ფარმაცევტების" შეჩერება შეუძლებელი გახდა, მით უმეტეს, "ბაიერნს" ამ სეზონში პირველად არ ჰყავდა მანუელ ნოიერი, რომელიც ტრავმის გამო არ თამაშობდა. ანგარიში ბეილმა ლამაზი საჯარიმოთი გაათანაბრა, ფოლანდმა კონტრშეტევა დაასრულა, საფინალო სასტვენის წინ კი ალარიომ მიუნხენელებს შანსი აღარ დაუტოვა.
02.02.19. ლევერკუზენი - ბაიერნი 3:1
"დორტმუნდმა" ბოლომდე ვერ ისარგებლა "ბაიერნის" მეოთხე წაგებით და მხოლოდ ერთი ქულა დაუმატა თავის უპირატესობას გათამაშების ცხრილში.
ლიდერი სტუმრად თამაშობდა "აინტრახტის" წინააღმდეგ და პირველ ტაიმში შეეძლო მოგება. მას შემდეგ, რაც რაფაელ გერეირომ მარკო როისს გაატანინა, სტუმრებს კიდევ ორი ასპროცენტიანი მომენტი ჰქონდათ - ორივე როისს, რომელმაც ჯერ ერთი-ერთზე მეკარეს ვერ აჯობა, მეორედ კი ძელს გაარტყა. "აინტრახტმა" პირველივე ტაიმში გაათანაბრა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის, ლუკა იოვიჩის წყალობით და სხვაობა "დორტმუნდსა" და "ბაიერნს" შორის შვიდ ქულამდე დავიდა.
02.02.19. აინტრახტი-დორტმუნდი 1:1
ამასობაში, ასევე შვიდ ქულას აგებს "დორტმუნდთან" "გლადბახი", რომელმაც სტუმრად "შალკეს" მოუგო და მეორე ადგილზე გადავიდა. გერმანიაში ჩემპიონატის ფინალი ძალიან საინტერესო უნდა გამოვიდეს.
ფაქტები
"ჰანოვერს" შინ ზედიზედ 5 მატჩი აქვს წაგებული და არც ერთში გოლი არ გაუტანია.
"ჰოფენჰაიმი" შინ 5 მატჩია ვერ იგებს.
"ჰოფენჰაიმისა" და "ფორტუნას" მატჩში ერთმანეთს შეხვდნენ ბუნდესლიგის ყველაზე ახალგაზრდა და ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელი - ნაგელსმანი (31 წლის) და ფუნკელი (65).
შეწყდა "ბაიერნის" შვიდმატჩიანი მოგებათა სერია და რვამატჩიანი წაუგებელი სერია.
"ლევერკუზენმა" ბოლო ხუთ მატჩში მეოთხედ მოიგო.
"ლევერკუზენს" არ წაუგია ბოლო 8 ისეთი მატჩი, როცა ფოლანდი ახერხებდა გოლის გატანას.
ბეილმა დაასრულა 16-მატჩიანი უგოლო სერია ბუნდესლიგაში. იამაიკელმა პირველად გაიტანა 2018 წლის 1-ლი სექტემბრის შემდეგ.
გორეტცკა ოთხი გოლით 2019 წელს ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირია.
დავიდ ალაბამ 328-ე მატჩი ჩაატარა "ბაიერნში", რითაც გაუთანაბრდა ყველა დროის სიაში ული ჰიონესს.
შეწყდა "დორტმუნდის" სამმატჩიანი მოგებათა სერია.
როისმა ზედიზედ მესამე ტურში გაიტანა. მას არასოდეს ჰქონია პირველ 20 ტურში 13 გოლი.
"ჰერტას" ბოლო ექვს მატჩში მხოლოდ ერთი მოგება აქვს.
"ჰერტამ" შინ ბოლო შვიდ მატჩში მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა.
ვეგჰორსტს უფრო მეტი გოლი (7) აქვს გატანილი ამ სეზონში, ვიდრე "ვოლფსბურგის" ყველა ფორვარდს ერთად 2017-18 წლების სეზონში (6).
"ვოლფსბურგმა" შეწყვიტა "ჰერტასთან" ექვსმატჩიანი მოუგებელი სერია.
"ნიურნბერგმა" შეწყვიტა ექსმატჩიანი წაგებათა სერია.
"ნიურნბერგი" 14 ტურია ვერ იგებს.
"ნიურნბერგს" შინ რვა მატჩია არ მოუგია.
"ვერდერი" ერთადერთი გუნდია ამ სეზონში, რომელმაც ყველა მატჩში გაიტანა გოლი.
"გლადბახმა" ზედიზედ მესამედ მოიგო.
20 ტურის შემდეგ 22 ქულა "შალკეს" ყველაზე ცუდი შედეგია ბოლო 20 წლის განმავლობაში.
"გლადბახს" ზედიზედ შვიდი მატჩია არ წაუგია "შალკესთან" (+3=4-0).
"გლადბახის" ფეხბურთელებს შეცვლაზე ცხრა გოლი აქვთ გატანილი ამ სეზონში. უფრო მეტი მხოლოდ "დორტმუნდმა" გაიტანა (14).
"შტუტგარტმა" შეწყვიტა 4-მატჩიანი წაგებათა სერია.
ფინბოგასონმა შეწყვიტა 497-წუთიანი უგოლო სერია.
ფინბოგასონმა ამ სეზონში მეორე ჰეთ-თრიკი შეასრულა.
"ფრაიბურგმა" ბოლო 18 მატჩში მხოლოდ ორჯერ მოუგო "შტუტგარტს" და ზედიზედ ცხრა მატჩია არ მოუგია.
ბუნდესლიგა. XX ტური
ჰანოვერი-ლაიპციგი 0:3
გოლები: 0:1 ჰალშენბერგი (45+4-პენ), 0:2 ორბანი (64), 0:3 ორბანი (85)
ლაიპციგი: გულაში (46. მვოგო) - კლოსტერმანი, ორბანი, კონატე, ჰალშტენბერგი - ლემერი, დემე (87. ოგუსტენი), ადამსი - ზაბიტცერი, პოულსენი, კუნია (81. ფორსბერგი).
ჰოფენჰაიმი-ფორტუნა 1:1
გოლები: 1:0 კრამარიჩი (16-პენ), 1:1 ჰენინგსი (47)
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი - გრილიტში, ფოგტი, პოში - ბრენე (71. შალაი), ამირი (61. ნელსონი), გაიგერი, დემირბაი, შულცი - კრამარიჩი, ჟოელინტონი (75. ბელფოდილი).
ლევერკუზენი-ბაიერნი 3:1
გოლები: 0:1 გორეტცკა (41), 1:1 ბეილი (53), 2:1 ფოლანდი (63), 3:1 ალარიო (88)
ლევერკუზენი: ჰრადეცკი - ვაიზერი, ტა, ს. ბენდერი, ვენდელი - ჰაფერცი (45+1. ბაუმგარტლინგერი), არანგისი, ბრანდტი - ბელარაბი (90+2. პაულინიო), ფოლანდი, ბეილი (84. ალარიო).
ბაიერნი: ულრაიხი - რაფინია (79. სანჩესი), ზიულე, ჰუმელსი, ალაბა - კიმიხი, გორეტცკა - მიულერი (74. გნაბრი), ხამეს როდრიგესი (77. დევისი), კომანი - ლევანდოვსკი.
აინტრახტი-დორტმუნდი 1:1
გოლები: 0:1 როისი (22), 1:1 იოვიჩი (36)
დორტმუნდი: ბიურკი - პიშჩეკი, ვაიგლი, დიალო, ჰაკიმი - ვიტსელი, დილეინი - სანჩო (65. პულიშიჩი), როისი, რაფაელ გერეირო (77. ბრუუნ ლარსენი) - პაკო ალკასერი (86. გიოტცე ).
ჰერტა-ვოლფსბურგი 0:1
გოლი: 0:1 ვეგჰორსტი (65)
ნიურნბერგი-ვერდერი 1:1
გოლები: 0:1 ეგეშტაინი (64) 1:1 იშაკი (87)
შალკე-გლადბახი 0:2
გოლები: 0:1 კრამერი (85), 0:2 ნოიჰაუსი (90+1)
შალკე: ნიუბელი - სანე, მაკენი, ნასტასიჩი - კალიჯური, რუდი (75. მატონდო), ბენტალები, სერდარი, ოშჩიპკა - უტი, კონოპლიანკა (61. ფერმანი).
გლადბახი: ზომერი - ლანგი, გინტერი, ელვედი, ვენდტი - ზაკარია (77. ნოიჰაუსი), შტრობლი (68. კრამერი), ჰოფმანი (83. ჰერმანი) - შტინდლი, პლეა, აზარი.
გაძევება: ნიუბელი (59. შალკე)
აუგსბურგი-მაინცი 3:0
გოლები: 1:0 ფინბოგასონი (8-პენ), 2:0 ფინბოგასონი (34-პენ), 3:0 ფინბოგასონი (54)
შტუტგარტი-ფრაიბურგი 2:2
გოლები: 0:1 ჰაბერერი (4), 1:1 ინსუა (75), 2:1 დიდავი (83), 2:2 ნიდერლეხნერი (90+4)
გაძევება: გომესი (89. შტუტგარტი)
ბომბარდირები: 14 - იოვიჩი (აინტრახტი); 13 - როისი (დორტმუნდი); 12 - პაკო ალკასერი (დორტმუნდი), ლევანდოვსკი (ბაიერნი); 11 - ჰალერი (აინტრახტი), ვერნერი (ლაიპციგი).
მომდევნო ტური
8 თებერვალი. მაინცი-ლევერკუზენი.
9 თებერვალი. დორტმუნდი-ჰოფენჰაიმი, ლაიპციგი-აინტრახტი, გლადბახი-ჰერტა, ჰანოვერი-ნიურნბერგი, ფრაიბურგი-ვოლფსბურგი, ბაიერნი-შალკე.
10 თებერვალი. ვერდერი-აუგსბურგი, ფორტუნა-შტუტგარტი.
გიორგი თვალია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
aburjga
მეორე ბუნდესლიგაში დრო გაჩერდა, თამაშები აღარ იმართება?! საიმტერესოა ლორიას კლუბს რა შედეგები აქვს, ლორია როგორ თამაშობს?!
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] მბაპეს გმირობა, "არსენალის", "ატლეტიკოს", "ატალანტას" და "სპორტინგის" მოგებები
"ლევერკუზენმა" 21 წლის ნიდერლანდელი ფორვარდი დაიმატა
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
[VIDEO] ...აი, რატომ არ უნდა გააბრაზო "ბაიერნი" - საშინელი სამსჯავრო ლაიპციგში
უარი ხავისგან - "ლევერკუზენი" ახალი მწვრთნელის ძიებაშია
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
გამარჯვება ოთხი წაგების შემდეგ - მამარდაშვილის "ლივერპულმა" "აინტრახტი" დაჯაბნა
გრანიტ ჯაკა პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
"ბაიერნი" "ლაიპციგს" დაუზავდა [VIDEO]
რასისტული შეტყობინებები კამავინგას - გულშემატკივრებმა "რეალის" ნახევარმცველს შეუტიეს
"ლევერკუზენმა" გრანიტ ჯაკას საუდის არაბეთში გაყიდვაზე უარი განაცხადა
"ლაიპციგი" ელმასის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს იხდის - "ნაპოლის" პასუხი ცნობილია
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
პსჟ-ის რიგები შესაძლოა, 17 წლის ტალანტმა დატოვოს - მას შეთავაზება გერმანიიდან აქვს
ზივზივაძე ისევ სასტარტოში იყო, "ჰაიდენჰაიმი" ისევ დამარცხდა
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: მბაპემ და მესიმ გაიბრწყინეს - უმოტივაციო "სიტი" გერმანიაში დანებდა
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ევროპა ლიგის ფინალში "აინტრახტი" და "რეინჯერსი" გავიდნენ [VIDEO]
მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
შეთანხმება მიღწეულია - ალბერტ რიერა ბუნდესლიგის გუნდს ჩაიბარებს
ლუკას ვასკესი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ბარსელონამ" კუნდეს დუბლით "აინტრახტს" მოუგო - "ატალანტამ" "ჩელსის" სძლია