6-13 აპრილს ბათუმი ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელზეც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური სალიცენზიო ქულებიც გათამაშდება.

მიმდინარე სამუშაოების გასაცნობად ბათუმს დღეს ევროპის ფედერაციის სპეციალური კომისია ეწვია.

ევროპის ძალოსნობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ჰასან აკუშმა და ევროპის ფედერაციის ტელევიზიის დირექტორმა დევიდ გოლდსტრომმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში უკვე მოინახულეს რამდენიმე სასტუმრო, ხვალიდან კი უკვე საშეჯიბრო დარბაზს შეამოწმებენ.

მოგვიანებით ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად შემდგარი საორგანიზაციო ჯგუფი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს.

ამის შემდეგ სტუმრები რიგ საორგანიზაციო საკითხებს განიხილავენ და დადებითი დასკვნის შემთხვევაში ბათუმი 2019-ის ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ.

2019 წლის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის პირდაპირი ტელეტრანსლაცია "ევროსპორტზე" გადაიცემა და კონტინენტის პირველობას 60-მილიონიანი აუდიტორია ეყოლება; ასევე რეპორტაჟი იქნება "მატჩ TV"-ზე. საერთო ჯამში, პირდაპირი ეთერი 20 ენაზე 55 ქვეყანაში გაშუქდება. ევროპის ჩემპიონატს ქართული მედიაც აქტიურად გააშუქებს.

მომზადებულია ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის Facebook-გვერდის მიხედვით

ევროპის ჩემპიონატზე გადელიამ ოქროს მედალი მოიპოვა, ასანიძემ - ბრინჯაო
მედლების ცვენა - ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ
ქართველების ტრიუმფი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თსუ-მა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხა და საქართველოს სუპერთასს დაეუფლა
"შავი ლომი" | ორი ცვლილება "ბათუმთან"
ქართველი დელეგატი ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში!
ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი "ბათუმმა" მოიგო
სუპერთასი | თელ-ავივი ქართულ გუნდებს არ სწყალობს
ცუდი ამბავი - საბა გოგლიჩიძე ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს
რომელ ნაკრებს გულშემატკივრობთ და ვინ მოიპოვებს ჩემპიონის ტიტულს?!
დეშამმა კანტე დააბრუნა - ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სუპერლიგის სადებიუტო მატჩში "ვსა-BASKETBALL"-მა "ბათუმი" 80:72 დაამარცხა
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ვარჯიში სოციალურ ქსელებს იპყრობს - ჩვენი ყოფილი მეტოქე უკრაინისთვის ემზადება [VIDEO]
ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის რჩეულებში ჩაკვეტაძის თანაგუნდელიცაა [VIDEO]
სუპერთასი | "შავი ლომი" აღმოსავლეთში, "ლუზიტანუში" დასავლეთში