ოლე გუნარ სულშერი დაუმარცხებელუია მას შემდეგ, რაც "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩაიბარა.

ნორვეგიელს წარმატებული სერიის გაგრძელების მშვენიერი შანსი აქვს. მისი გაწვრთნილი გუნდი "ფულჰემს" ეთამაშება. "ქოთიჯელები" კარგად არიან დაკომპლექტებული, მაგრამ ძალიან ცუდად თამაშობენ და შეძლებს თუ არა კლაუდიო რანიერი გუნდის გადარჩენას, ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

"არსენალი" ეთამაშება ლამის წყალწაღებულ "ჰადერსფილდს". რა თქმა უნდა, უნაი ემერის მიერ გაწვრთნილი გუნდი ფავორიტია, მაგრამ სხვა შედეგიც არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან "მეთოფეთა" დაცვის ხაზში ტრავმების ეპიდემიაა. სოკრატის პაპასტატოპულოსსა და ექტორ ბელერინს ნამდვილად ვერ ვიხილავთ მინდორზე და არც სხვა მცველების ჯანმრთელობის მდგომარეობაა სახარბიელო.

ჩემპიონატის ლიდერი "ლივერპული" "ბორნმუთთან" შეხვედრაში უდავო ფავორიტი გვგონია. გასაგებია, რომ მერსისაიდელები ახლა სულაც არ არიან იდეალურ ფორმში, მაგრამ "ბორნმუთი" კარგად ვერ იცავს თავს და ბედს სულ შეტევაში ეძებს. ასეთ "გახსნილ " გუნდთან კი იურგენ კლოპის კრებულს შედარებით უნდა გაუადვილდეს თამაში.

ტრავმებით დაღდასმული "ტოტენჰემი" "ლესტერს" დაუხვდება. ლონდონელებს მოგება სჭირდებათ, თუმცა ეს იოლი არ იქნება. "მელიები" ლიდერების რისხვად იქცნენ, "დეზებს" კი ამ დროს ჰარი კეინი და დელე ალი აკლიათ - მთავარი ხალხი შეტევის ხაზში.

ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "მანჩესტერ სიტი" უპირობო ფავორიტად ითვლება "ჩელსისთან" დაპირისპირებაში - ასეთია უმეტესობის აზრი. "ჩელსის" ჰქონდა და, შეიძლება, ახლაც აქვს კრიზისული პერიოდი (ძნელი სათქმელია, რამდენად იმოქმედებს გუნდის საერთო განწყობაზე 5:0 აუტსაიდერ "ჰადერსფილდთან") პერიოდი, მაგრამ არ გვგონია, რომ ამ გუნდებს შორის კლასში დიდი სხვაობაა.

"მანჩესტერ სიტი", რომელმაც გუშინწინ, 27-ე ტურის გადმოტანილ მატჩში (ლიგის თასის ფინალის გამო), "ევერტონს" სტუმრად 2:0 მოუგო, დაუბრუნდა საჩემპიონო რბოლას, რომელსაც, თითქოს, ჩამოსცილდა მას მერე, რაც "ლივერპული" ერთი ხანობა 7 ქულით გაიჭრა წინ...

მაგრამ, როცა საქმე გვაქვს მაღალი კლასის გუნდებთან, 7-ქულიანი ჩამორჩენა კატასტროფა ნამდვილად არ არის. რაც უფრო მოახლოვდება პირველობის ფინიში, მით უფრო გაიზრდება წნეხი და ეს, მეტ-ნაკლებად, ყველა გუნდზე იმოქმედებს.

უკან ვერც "ჩელსი" დაიხევს. შემდგომი შესაძლო დანაკარგები "არისტოკრატებს" ოთხეულში მოხვედრის შანსებს შეუმცირებს. ასე რომ, ნამდვილად დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი.

ცალკე აღნიშვნის ღირსია პეპ გვარდიოლასა და მაურიციო სარის დუელი - ორი ძალიან თვითმყოფადი და მსგავსი საფეხბურთო ფილოსოფიის მადიდებელი სპეციალისტის დაპირისპირება. ასე რომ, "მანჩესტერ სიტი"-"ჩელსის" ინტრიგა ყოველმხრივ გარანტირებული აქვს.

ბოლო ურთიერთშეხვედრებიც გავიხსენოთ. ამ სეზონში "ჩელსიმ" შინ 2:0 მოუგო "სიტის", ხოლო მანამდე, აგვისტოში, ამავე ანგარიშით სუპერთასზე დამარცხდა. თებერვლის ბოლოს კი ისინი ლიგის თასის ფინალში შეხვდებიან ერთმანეთს.

ფაქტები

"ფულჰემსა" და "მანჩესტერ სიტის" შორის ბოლო 3 შეხვედრაში ორივემ გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.

"ლივერპულმა" ზედიზედ 3 თამაში მოუგო "ბორნმუთს".

"კრისტალ პალასსა" და "ვესტ ჰემს" შორის უკანასკნელ სამ დაპირისპირებაში ორივემ გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.

"ჰადერსფილდსა" და "არსენალს" შორის ბოლო 3 მატჩში ორივეს არ გაუტანია.

"კარდიფმა" უკანასკნელ 3 შეხვედრაში სძლია "საუთჰემპტონს".

"ბრაიტონსა" და "ბარნლის" შორის ბოლო 3 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.

"ტოტენჰემმა" ბოლო 2 თამაშში აჯობა "ლესტერს".

"მანჩესტერ სიტისა" და "ჩელსის" შორის ბოლო 4 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.

პრემიერლიგა. XXVI ტური

შაბათი, 9 თებერვალი

ფულჰემი-მანჩესტერ იუნ 16:30

კრ. პალასი-ვესტ ჰემი 19:00

ჰადერსფილდი-არსენალი 19:00

ლივერპული-ბორნმუთი 19:00

საუთჰემპტონი-კარდიფი 19:00

უოტფორდი-ევერტონი 19:00

ბრაიტონი-ბარნლი 21:30

კვირა, 10 თებერვალი

ტოტენჰემი-ლესტერი 17:30

მანჩესტერ სიტი-ჩელსი 20:00

ორშაბათი, 11 თებერვალი

ვულვზი-ნიუკასლი 23:59

ბომბარდირები: 16 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 15 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი); 14 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 12 - ედენ აზარი (ჩელსი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს