ევროპის ჩემპიონი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ზურაბ დათუნაშვილი ფიქრობს, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის საუბარი შერიგებაზე მხოლოდ მისი თანამდებობის შენარჩუნების მიზნით ხდება.

"ვითხოვ, რომ მოძალადე ადამიანი დაისაჯოს. ამ ადამიანს შერიგება არ უნდა, მას უბრალოდ ჩემი გაჩუმება სურს და თავისი სკამის შენარჩუნება. ფედერაციის პრეზიდენტის სინანული ფორმალობაა, ამის მერე არაფერი შეიცვლება. აქამდეც, ზაფხულშიც მქონდა პრობლემა, დაველაპარაკე ამ ხალხს და არაფერი შეცვლილა. შიგნით ისეთი რაღაცები ხდება, რომ ამას ვერავინ გააკონტროლებს. პიროვნულად მართლა შერიგება რომ სდომოდა, თავიდანვე იტყოდა. ხელი არ მომიქნევიაო, მაგრამ ახლა აღიარებს და ვნახოთ, შეიძლება ისიც აღიაროს, რომ ხელში რკინა ეჭირა და ის ჩამარტყა", - აღნიშნა დათუნაშვილმა.

მოჭიდავე შეეხო პრეზიდიუმზე წასვლისა და იქ მისი დისკვალიფიკაციის საკითხის განხილვის შესაძლებლობასაც და განაცხადა, რომ პრეზიდიუმს არ ენდობა.

"გავეცნობი პრეზიდიუმის წევრებს და შემდეგ გადავწყვეტ, მივალ იქ თუ არა. მათი 80% ის ხალხია, რომელთაც რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებენ. მე ამ პრეზიდიუმს დღესდღეობით არ ვენდობი და ვიცი, რომ ჩემს სიმართლეს დაკარგავენ. წინასწარ გეტყვით: თუ წავალ პრეზიდიუმზე და შევრიგდებით, დისკვალიფიკაციას არ მომცემენ, გეგას კი გარკვეულ თანხას გადაახდევინებენ, რომელსაც მოჭიდავეების ფულიდან გადაიხდის და ასე მორჩება. ჩემი რა საკითხი უნდა განიხილონ, ვერ ვხვდები. ვაპროტესტებდი, გადავედი ლეიბიდან და რაღაც ჩამარტყეს, კიდევ მე უნდა მომცენ დისკვალიფიკაცია?!" - განაცხადა დათუნაშვილმა.

როგორც ცნობილია, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე სპორტის სასახლეში, 11 იანვარს, მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს. საქალაქო სასამართლომ გეგა გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.

ფედერაციაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს და შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს შეხვდა. ამ შეხვედრის შემდეგ გეგა გეგეშიძემ განაცხადა, რომ საკუთარ საქციელს ნანობს.

წყარო: Ipn.ge

კარგად მომისმინეთ !!!
ფედერაციის სიდიდის შკალა მისივე წარმატებებით იზომება. ასეთი კარგი შედეგი კი ფედერაციას არასდროს ჰქონია. დაუთანშვილისნაირი (თან უკვე ყოფილი) და უკეთესი ტიტულების მქონე მოქმედი სპორტსმენები ათეულია საქართველოს ნაკრებში. (ვაჟკაცი კი არა ერთი დაბოღმილი, პატარა კაცია. პროვოკატორ-ავანტიურისტია,მელაძე-მელიას მეგობარი). გეგეშიძე სხვა მიმართულებით მიდიოდა და დათუნაშვილმა ყელში ხელი წაავლო. გეგეშიძემ ინსტიქტურად მოიგერია. ყველა ადამიანს აქვს უფლება თავი დაიცვას.
mamuka
ვაჟკაცი ბიჭი ჩანს, ასეთი თუ უშველის საქმეს, თორემ მონების მეტი რაა,რასაც ჩასძახენ იმას ამოსძახებენ. რა გახდა ეს გეგეშიძე, ბოლო-ბოლო შეპირდნენ რაიმე თბილ ადგილს(რადგან ასეთი ხელშეუხებელია)და დატოვოს თანამდებობა.
zurab
სპორტსმენს ბევრი რამე ეპატიება. მისი სიდიდის სკალა მისივე წარმატებებით იზომება. ხელმძღვანელი კი უნდა აირჩეს და მას არაფერი არ ეპატიება. ახლა თუ გეგეშიძე დატოვეს პრეზიდენტად, ეს კატასტროფაა და ნიშნავს "ძირს ქოცები".
ნათია
ერთი ეს ამიხსენით ხალხნო ვინმემ: გეგამ თქვა ვნანობ ჩემს საქციელს, მაგრამ არავითარი ჯაჭვი და ბლაგვი საგანი არ ჩამირტყამსო და აბა რას ნანობს? სკამზე რომ ზის?
REZO-ს
ბოდიშის მოხდა გეგეშიძისგან მარტო მაშინ ჩაითვლება გულწრფელად თუ გადადგება. ყველა სხვა შემთხვევაში ფარისევლობაა და მეტი არაფერი. შერიგებაზე ლაპარაკიც მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება.
REZO
რამდენადაც ვიცი გეგეშიძემ ბოდიში მოუხადა საზოგადოებას, დათუნაშვილსაც აქვს ბოდიში მოსახდელი..ჩემი აზრით უნდა შერიგდნენ და ერთად ასახელონ საქართველო, ასე რომ ძმებო ძველბიჭურ გარჩევებს თავი დაანებეთ და საქმეს მიხედეთ,,საქმესს
სტატუს ქუო
გეგეშიძე თავს იკატუნებს,იმდენად არ უნდა შემოსავლიანი სკამის დაკარგვა.აი, ელიტური კორუფცია სადაა...
დათო
სსრკ-ში ყველაფერი ძალინ, ძალიან კარგად იყო, აი ახლა ჯობია მიეხედოს საქმეს, ხომ ხედავ ნაცები რავა ძალაობენ. ისე, ვისაც სსრკ-ში არ გიცხოვრიათ შეეშვით ზღაპრების მოყოლას.
Vasili
კაი რა , არაერთი მხარდამჭერი კომენტარი დავტექსტე შენს მხარდასაჭერად, მაგრამ მაგრა შევცდი, თბილისი ძალიან პატარაა და ყველამ ყველაფერი იცის, ასე რომ არც შენა ხარ მამა აბრამის ბატკანი, არ ყოფილხარ მთლად ესეთი საწყალი და ჩაგრული, როცა შენ შეგეხო უსამართლობა მაშინ ამოიღე ხმა და როცა სხვის მაგივრად , დაუმსახურებლად მიდიოდი მსოფლიოზე , მაშინ არ იყო უსამართლობა ?!?!? გაგა ხაჩიძის ნაცლად რატო წახვედი?! საერთოდ დაანება თავი ჭიდაობას, არადა თავის მთელი ცხოვრება ამ სპორტს მიძღვნა, და შენ რა ქენი სხვის ნაცვლად წახვედი დაუმსახირებლად და გამოხვედი სამარცხვინოდ , პირველივე წააგე თუ არ ვცდები.. ასე რომ გაჩუმდი, ერთნაირები ხართ შენც და ეგ შენი პრეზიდენტიც, ორივემ უნდა აგოთ პასუხი!!!! არასამართლიანი ხალხი ხართ! ( ძალიან გთხოვთ არ დამიბლოკოთ) .
tngh
შერიგება არ აწყობთ, მხოლოდ "ნაციონალ-ბოლშევიკებს"... ხელები "ექავებათ", ისევ უნდათ XX საუკუნის 30-ანი წლების დაბრუნება, რომ ის გაიმეორონ, რაც ხდებოდა "ნაცისტურ" გერმანიასა და "ბოლშევიკურ" სსრკ-ში.
zaza
კანონმორჩილები უნდა გავხდეთ,დაშავე ადექი კაცი თუ ხარ და წადი.
ირაკლი
გეგშიძე უნდა მოიხსნას ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან და დაისაჯოს როგორც დაისჯებოდა სხვა ნებისმიერი რიგითი კანონდამრღვევი მოქალაქე. არ უნდა ამას ყაველაშვილის მხრიდან გაპრავება და შერიგებისკენ მოწოდება.არსებობს შსს და აუცილებლად უნდა გამოიძიო ბოლომდე ძალადობის ფაქტიც და ფედერაციაში არსებული ფინანსური დარღვევებიც. ესაა კანონის უზენაესობა და ეს ტესტი ეხლა ჩასაბარებელია მთელი ქვეყნის მიერ. თუ არადა და ამ ერთ ფაქტს უკან მოჰყვება უკანონობის ვაკხანალია.
გიორგი
ყველაფერს სწორად ამბობს ეს ბიჭი ამიტომ უნდა წავიდეს აქედან და თავს მიხედოს. სიმართლეს ვერ გაიტანს და არ გაახარებენ. პატიოსანი ბიჭი ჩანს და შრომას არ ერიდება, რატომ უნდა დაიკარგოს?
ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება
სარჩელი არ დაუკმაყოფილეს - დათუნაშვილს მსოფლიოსა და ოლიმპიური მედლები ჩამოართვეს
"მივიღე გადაწყვეტილება, ჩავერთო პოლიტიკაში, იმიტომ, რომ..." - ზურაბ დათუნაშვილი ნიკა გვარამიას დაფუძნებულ გუნდს უერთდება
ზურაბ დათუნაშვილი: გეგა გეგეშიძემ უარი განუცხადა სერბულ მხარეს, რომ მსოფლიოზე მეასპარეზა
დათუნაშვილმა სერბეთს ბრინჯაო მოუპოვა
ადვოკატის განცხადებით, ზურა დათუნაშვილის ნოტარიულად დამტკიცებულ წერილში აღნიშნულია, რომ დათუნაშვილი და გეგა გეგეშიძე მორიგდნენ და დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს
ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს
newposts.ge: 20 წლის პოლიციელის მკვლელი პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძის რეკომენდაციით შეიწყალა
სერბებმა დათუნაშვილი დააფასეს - საპატიო სპორტსმენობა
"ბრავო, ოსტატო!" - როგორ მიულოცა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ზურაბ დათუნაშვილს ოლიმპიური მედალი [PHOTO]
გეგა გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
"რა ჭიდაობის და კრივის ფედერაციები, რა სუმო?" - დავით ჯაფარიძე გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს