Championat.com-თან ინტერვიუში ჯანო ანანიძე ბევრ სხვა საკითხთან ერთად თავის მამას, ამირან ანანიძესაც შეეხო, რომელსაც ქართველი ფეხბურთელის მოთამაშედ ჩამოყალიბებასა და წარმატებაში უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი.

რუსულ გამოცემასთან საუბრისას საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი იხსენებს, როგორ ავარჯიშებდა მამა ჯერ კიდევ 3-4 წლის ჯანოს.

"ერთ დღეს მამაჩემმა ცხოვრებაში ყველაზე ღირებული რჩევა მომცა: "ჯანო, თუ ფეხბურთს აირჩევ, ბოლომდე უნდა მიჰყვე". მის სიტყვებს ვერ ვუღალატებ და ვერ გავჩერდები - არ აქვს მნიშვნელობა, რა წინაღობა მექნება.

ქობულეთში ხშირად ჩავდივარ და საფლავზე მივდივარ. ვფიქრობ, რომ მამაჩემმა ფეხბურთისკენ გზა გამიხსნა. მისი მეგობრები ამბობენ: "ჯანო, ჯერ კიდევ არ ვიცით, რომელი თქვენგანი უკეთესი იყო". მამაჩემს მისმა მშობლებმა არ მისცეს თბილისში წასვლის ნება, მე კი პირველივე შესაძლებლობაზე გამიშვა. მან ყველაფერი მომცა, რაზეც თავად ოცნებობდა.

მახსოვს, როცა 3-4 წლის ვიყავი მან კისერზე კარტოფილის ტომრით ბურთი ჩამომკიდა, რომელიც დარტყმის შემდეგ არსად მიდიოდა და უკან ბრუნდებოდა. 7-8 წლის ასაკში იქამდე ვკენწლავდი, სანამ არ დავიღლებოდი.

მას შეეძლო დილის ოთხ საათზე გავეღვიძებინე და სკოლაში წასვლამდე დიდი ხნის განმავლობაში ფეხბურთზე - გოლებზე, მოთამაშეებზე, ვარჯიშებზე - ესაუბრა.

როდესაც ჩემპიონთა ლიგის თამაშებს აჩვენებდნენ ტელევიზორში, დაძინების უფლებას არ მაძლევდა. რთულ დროში, როდესაც სახლში შუქი არ გვქონდა, სხვასთან მივდიოდით, ვისაც სპეციალური გენერატორი ჰქონდა, ვუყურებდით თამაშს და ორი საათის შემდეგ უკან ვბრუნდებოდით.

დილის 7 საათზე ზღვაზე ვიყავით და ვვარჯიშობდით. ვვარჯიშობდით ტექნიკაში, პასის გაკეთებაში, გაგვქონდა წარმოსახვითი გოლი. ერთ დღეს კი მარტო გამიშვა და მითხრა: "მე არ მცალია, წადი, მარტო ივარჯიშე, სავარჯიშოები ისედაც იცი". ხასიათზე არ ვიყავი, ამიტომ მხოლოდ ბურთის კენწვლა დავიწყე. როგორც აღმოჩნდა, მამა გამომყვა და შორიდან მაკვირდებოდა. როგორ დამსაჯა, არ მოვყვები, მაგრამ მარტივი არ ყოფილა.

- მე რომ არ ვიყო, შენ რა, ფეხბურთი არ უნდა ითამაშო? - მითხრა.

მას შემდეგ ვგრძნობ და ვიცი, რომ ის ყოველთვის ჩემთან ახლოსაა და არ მაქვს უფლება, მას იმედები გავუცრუო". - ამბობს ჯანო ანანიძე.

მარკი
მარადიული დიდება მას, თქვენ კი გისურვებთ მარადიულ წარმატებებს.
შალვა 73
ვენაცვალე მის სულს, აცხონოს უფალმა. მისთვის და საქართველოსთვის ითამაშე ჯანო, გთხოვ.
zurab
კარგი გვარის კარგი შვილია.რომც ფეხბურთში ამაზე მეტს ვერ მიაღწიოს, ყოველთვის გვეყვარება!
ქუთაისელი
ღმერთმა აცხონოს! მაგარი კაცი ყოფილა! მთელი საქართველოს სიმდიდრეა ასეთი მამები და ჯანოსნაირი შვილები! არ ყავდათ ასეთი მამა ჯიქიას და მელქაძეს და კი დავკარგეთ. კარგი მამები დავაფასოთ, მეგობრებო!
საბა
კარგი მამა ჰყავდა,..გულზე მომხვდა,..მამამისს არაფერი დაუშურებია მისთვის მართლა...
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი