ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"თსუ-ჰიუნდაი" მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალის გამარჯვებული გახდა

"თსუ-ჰიუნდაი" მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალის გამარჯვებული გახდა

მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალის გამარჯვებული "თსუ-ჰიუნდაი" გახდა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილისა და ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილმა გუნდმა ფინალურ მატჩში თბილისის "დელტა" 89:77 დაამარცხა და არსებობის მანძილზე პირველი სოლიდური ტიტული მოიგო.

ოლიმპიური ჩემპიონების - მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალი მათ მშობლიურ ქალაქ ქუთაისში გაიმართა. ტურნირში სუპერლიგის 8 გუნდი მონაწილეობდა, რომლებიც 2 ჯგუფში იყვნენ განაწილებულნი. "თსუ-ჰიუნდაიმ" და "დელტამ" ჯგუფში სამივე მატჩი მოიგეს და ფინალში გავიდნენ, რომელიც 8 თებერვალს, ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა.

სატიტულო მატჩი ვერ გამოდგა ისეთი დაძაბული, როგორიც ფინალს შეეფერება. მართალია, ჩამორჩენილი გუნდი ნიადაგ წამოწევას ცდილობდა, თუმცა თავიდანვე დაწინაურებული "თსუ-ჰიუნდაი" იმდენად კარგად და შედეგიანად თამაშობდა, რომ მეტოქე ახლოს არ მიუშვია. თსუ-ჰიუნდაელებმა პირველი პერიოდი 31:14 მოიგეს და გამარჯვებაზე სერიოზული განაცხადი გააკეთეს.

პირველი პერიოდის შემდეგ ტრავმებით დასუსტებულმა "დელტამ" თამაში გამოასწორა, მაგრამ არა იმდენად, რომ 17-ქულიანი ჩამორჩენა აღმოეფხვრა. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა დელტელებმა მეორე მეოთხედი 23:18 მოიგეს და დიდი შესვენებისთვის დეფიციტი 12 ქულამდე შეამცირეს. ანგარიშის გასათანაბრებლად ბრძოლა მესამე პერიოდიდანვე განახლდა, თუმცა "თსუ-ჰიუნდაის" მწვრთნელი მეტოქის გააქტიურებას წუთშესვენებებითა და სხვა ტაქტიკური მანევრებით ეწინააღმდეგებოდა და ეს კარგადაც გამოსდიოდა.

ამერიკელმა ლეგიონერმა კორი სანდერსმა, რომელიც თსუ-ჰიუნდაელებს მემორიალისთვის "მეგა ბასკეტიდან" ჰყავდათ დამატებული, არაერთი შესვლა შედეგიანად დააგვირგვინა, მას მხარს თანაგუნდელებიც წარმატებით უბამდნენ და მესამე პერიოდის 21:20 მოგების შემდეგ"თსუ-ჰიუნდაიმ" 13-ქულიანი ლიდერობა დაიბევა, რაც ფაქტობრივად მოგების ტოლფასი იყო. ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა თამაში გამარჯვებამდე დამაჯერებლად მიიყვანა და არსებობის მანძილზე პირველი ტიტული მოიგო.

გამარჯვებულთა შორის საუკეთესო შედეგი ჰქონდა კორი სანდერსს, რომელმაც 20 ქულა, 10 პასი და 6 მოხსნა მოაგროვა. 17 ქულა მიითვალა ჯეიმს მილიკენმა. 12 ქულა დაგროვდა რატკო პეტრიჩის ანგარიშზე, ხოლო გიორგი კორსანტიამ გამარჯვებულებს 11 ქულა შესძინა. "დელტაში" 18 ქულით ბომბარდირი გახდა ოთარ ფხაკაძე, გეგი ბაქრაძეს კი ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა - 12 ქულა, 9 მოხსნა.

მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. ტურნირის საუკეთსო უკანახაზელი გახდა კორი სანდერსი, რომელიც ცნობილმა ვეტერანმა კალათბურთელმა, გივი ბიჭიაშვილმა დააჯილდოვა. საუკეთესო ფორვარდის პრიზი "დელტას" წევრმა - გეგო ბაქრაძემ დაიმსახურა, რომელსაც შესაბამისი პრიზი მსოფლიოს ჩემპიონმა - ნიკოლოზ დერიუგინმა გადასცა.

დაბოლოს, "თსუ-ჰიუნდაის" კაპიტანმა, კოკა ტომარაძემ ქორქია-საკანდელიძის თასი ზურაბ საკანდელიძის მეუღლესგან ჩაიბარა და სტუდენტური გუნდი ქუთაისში ჩამოსულ საკუთარ ქომაგებთან ერთად პირველი ტურნირის აღნიშვნას საზეიმო ფოიერვერკის თანხლებით შეუდგა.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

• Merabi

Kochag, jigrebi xart

• Gio

გილოცავთ! ვამაყობ ჩემი უნივერსიტეტის გუნდით!

• ნიკა

ბრავო თსუ! პირველივე სეზონში ასეთი წარმატება მაგარია

ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია

მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია

ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს

სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა

"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა

[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე

U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა

რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..

უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..

[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა

[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

"ქუთაისი" ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა

ახალგახსნილ დარბაზში მასპინძელმა "რუსთავმა" "დელტასთან" ბოლო წამზე წააგო

"დელტამ" "ქუთაისი" დაამარცხა და ფინალური სერია მე-5, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა

"ბათუმმა" "თსუ-ჰიუნდაიც" დაამარცხა და სუპერლიგაში ადგილი გაიმყარა

"დელტამ" "მგზავრები" ნახევარფინალურ სერიაში 2:0 ჩამოიტოვა

ჯეიმს მილიკენის 42 ქულა და "თსუ-ჰიუნდაიმ" "დინამოს" სერია გაუთანაბრა

"დინამო" "თსუ-ჰიუნდაისთან" სერიაში 1:0 დაწინაურდა

"დელტამ" "მგზავრები" სერიაში 3:0 დაამარცხა და სუპერლიგის ფინალში გავიდა

"დინამო" "თსუ-ჰიუნდაისთან" 2:1 დაწინაურდა

თბილისის "დინამომ" "თსუ-ჰიუნდაის" სერია 3:1 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა

"დელტამ" სუპერლიგის ფინალური სერია ქუთაისში გამარჯვებით გახსნა

თასი. მეოთხედფინალი: "მგზავრებმა" "თსუ-ჰიუნდაის", "ოლიმპმა" კი "ტიტებს" გაუთანაბრა