მადრიდის მასტერსზე მერვედფინალურ ეტაპზე მთავარი სენსაცია ტომაშ ბელუჩისა და ენდი მიუერის მატჩში მოხდა
მადრიდის მასტერსზე მერვედფინალური ეტაპის რვა მატჩი გაიმართა და მთავარი სენსაცია ბრაზილიელი ტომაშ ბელუჩისა და ბრიტანელი ენდი მიუერის მატჩში მოხდა. ამ შეხვედრაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ შოტლანდიელს არ ეხერხება გრუნტზე თამაში.

თამაშის დასაწყისში მცირე უპირატესობა მიურეის მხარეს იყო - ის ნაკლებ შეცდომებს უშვებდა და ბრეიკ-პოინტებს იღებდა, თუმცა მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი რეალიზაციამ დააღალატა. ბელუჩიმ შეინარჩუნა საკუთარი მოწოდება, სეტის ბოლოს კი თავად გააკეთა ბრეიკი - 6:4. მეორე პარტიის დასაწყისიც თითქოს თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, მაგრამ 40:15-დან ენდიმ საკუთარი მოწოდება დათმო და მისი ჩოგბურთი საბოლოოდ მოიშალა.

დღის ცენტრალური მატჩი უნდა ყოფილიყო მსოფლიოს პირველი ჩოგანის რაფაელ ნადალისა და არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტროს დაპირსპირება, მაგრამ მაყურებელს იმედები გაუცრუვდა. სამხრეთამერიკელმა ბარძაყის ტრავმის გამო ვერ შეძლო კორტზე გასვლა და ნადალი უბრძოლველად გავიდა შემდეგ ეტაპზე.

მერვედფინალის ბარიერი გადალახა სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა. მსოფლიოს მეორე ჩოგანი 51 წუთში გაუსწორდა ესპანელ გილერმო გარსია ლოპესს. ჯოკოვიჩმა თითო სეტში ორ-ორი ბრეიკი მიითვალა, იმ დროს, როცა მის მეტოქეს ერთი ბრეიკ-პოინტიც არ ჰქონია.

ახლა ATP-ის ტურში სეზონის სტარტიდან მოყოლებული ნოვაკს ზედიზედ 29 მოგება დაუგროვდა, რითაც გაიმეორა ლეგენდარული ივან ლენდლის შედეგი (1986 წელი). ჯოკოვიჩი მეოთხედფინალში დავიდ ფერერს შეხვდება, ვინც უკრაინელი სერგეი სტახოვსკი გამოთიშა ბრძოლას.

ფელისიანო ლოპესთან გადატანილი უმძიმესი მატჩის შემდეგ როჯერ ფედერერმა ძველი ნაცნობი - ქსავიე მალისე დაამარცხა იოლად - 6:4, 6:3. ამ ჩოგბურთელებს შორის ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 9:1 გახდა შვეიცარიელის სასარგებლოდ. ერთადერთი სათამაშო კომპონენტი, რომელშიც როჯერი მალისეს ჩამორჩა, ეისების რაოდენობია იყო - 5:6. ახლა ფედერერს 2009 წლის როლან გაროსის ფინალის გამეორება ელის რობინ სიოდერლინგთან. შვედმა ურთულეს ბრძოლაში დაძლია ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგას წინააღმდეგობა.

ATP

Mutua Madrid Open

მადრირი (ესპანეთი). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 4 500 000 ევრო

1/8 ფინალი

რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ,13) უარი; მიკაელ ლოდრა (საფ)-დანიელ ხიმენო ტრავერო (ესპ) 1:6, 6:4, 7:6(4); როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-ქსავიე მალისე (ბელ) 6:4, 6:3; რობინ სიოდერლინგი (შვედ, 5)-ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ) 7:6(8), 7:5; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 7)-ხუან მონაკო (არგ) 7:5, 6:3; ტომაშ ბელუჩი (ბრა)-ენდი მიურეი (ბრიტ, 4) 6:4, 6:2; დავიდ ფერერი (ესპ, 6)-სერგეი სტახოვსკი (უკრ) 6:3, 7:6(3); ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2)-გილერმო გარსია-ლოპესი (ესპ) 6:1, 6:2.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა