ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ეროვნული ლიგიდან, კერძოდ კი, თბილისის "დინამოდან" გადაბარგებულ ლევან ხარაბაძეს შვეიცარაში შესანიშნავი დებიუტი გამოუვიდა. ორ შეხვედრაში "ციურიხის " შემადგენლობაში გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.

Sportall.ge ქართველ ფეხბურთელს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა.

- ფანტასტიკური დებიუტი გამოგივიდა. ელოდი, უცხო ჩემპიონატში ასე თუ გაიხსნებოდი?

- საერთოდ, თამაშის მხრივ გახსნა არ მიჭირს. როდესაც აქ მოდიხარ, უნდა მოემზადო და მატჩებისთვის სრულყოფილად უნდა იყო მზად. საბოლოოდ თამაშები გუნდურად ფასდება და შედეგზე აისახება.

- როგორ შეეწყვე თანაგუნდელებს და როგორ გაიარე ადაპტაცია უცხო ქალაქში?

- თანაგუნდელებს კარგად შევეწყვე, მათაც კარგად მიმიღეს. ენის მხრივ პრობლემა არის, მაგრამ გუნდის მეკარე მეხმარება. მან კარგად იცის რუსული. ქალაქში არ მაქვს პრობლემა, ასე თუ ისე ინგლისურად ვახერხებ ჩემით ცოტა საუბარს.

- ეროვნული ლიგა და შვეიცარიის ჩემპიონატი შეადარე ერთმანეთს...

- ეროვნულ ლიგასა და აქაურ ჩემპიონატს შორის განსხვავება სისწრაფეებშია. სწრაფი აზროვნება და რისკის გარეშე თამაშია, თან, უფრო მეტი მოთხოვნებია.

- "ციურიხში" გადასვლის შემდეგ რა სირთულეები შეგხვდა და თავიდანვე იყო ძირითად შემადგენლობაზე საუბარი?

- თურქეთის შეკრებაზე ვარჯიშიდან და თამაშებიდან გამომდინარე, მეც ვხვდებოდი, რომ ჩემპიონატშიც ვითამაშებდი. სირთულეები იყო ტაქტიკასთან შეგუება და მწვრთნელის მოთხოვნები.

- ინტერვიუებში გაქვს ნათქვამი, რომ შეტევითი პოტენციალი უფრო მეტი გაქვს, ვიდრე დაცვითი. რას ფიქრობ, რამდენად მოუმატე დაცვით კომპონენტში?

- დაცვით კომპონენტზე ჯერ კიდევ სამუშაო მაქვს და მწვრთნელიც მეხმარება ამაში. ყოველთვის მიხსნის, სხვადასხვა მომენტში თუ რა პოზიცია შევარჩიო.

- თბილისის "დინამოს" საფეხბურთო ბაზა განთქმულია. როგორი პირობები დაგხვდა ახალ კლუბში?

- აქაც პირობები იდეალურია.

- გელოდოთ უნდა თუ არა "ნაპოლისთან" შეხვედრაში?

- მეც ვიმედოვნებ, რომ "ნაპოლისთან" ვითამაშებ.

- ელი ამ თამაშების შემდეგ ნაკრებში გამოძახებას?

- ნაკრებში გამომიძახებენ თუ არა, მწვრთნელის გადსაწყვეტია, მაგრამ მე დიდი სურვილი მაქვს, რომ ვითამაშო.

benji
მე დამეჭირა დისლაიქზე იზვინი ))
max
ვაისა ეხლა კაშიას ხო არ ამოაგდებს სასტავიდან :) რაც არ უნდა იყოს სან ხოსეს სახეა :)
zvio
უნდა გამოიძახოს კი არა შვეიცარიასთან პირდაპირ ძირითადში უნდა იყოს, ძლივს გვეღირსა ნორმალური მარცხენა მცველი, დღეის მდგომარეობით საუკეთესო ფორმაშია ქართველ ფეხბურთელებს შორის...
Tbiliseli
რამდენიხანია მევასება ეს ფეხბურთელი))) შეტევაში გლიჯავს იმენა :) იმედია მარტში ძირითადში ვიხილავთ შვეიცარიასთან :) თან შვეიცარიის ჩემპში გამოდის))) როგორც ჩანს - საკმაოდ კარგად :)
ასევე
რატო არ ჭირდება რუსული? რუსულიც საჭიროა და ნებისმიერი ენის ცოდნაც ვისთანაც გააქვს ადამიანს შეხებაა
ჯერემი
რუსული რაში სჭირდებათ? რაც მალე დავივიწყებთ რუსულს მით უკეთესი
giga
წარმატებები მეგობარო.
სოსო
წარმატებები ლევან.მისი ინტერვიუდანაც ჩანს,რომ ჩვენმა ახალგაზრდა ფეხბურთელებმა,ფეხბურთთან ერთად,სულ ცოტა ორი უცხო ენაც უნდა ისწავლონ, რაღაც დონეზე მაინც.რუსულიც და ინგლისურიც.
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
შვეიცარიის თასის ფინალს ლევან ხარაბაძემაც ვერ უწია
მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ლამაზმა ფეხბურთელმა გუნდი შეიცვალა
"ტრაბზონსპორი" კიდევ ერთი ქართველით ინტერესდება - თურქეთში ტრანსფერები გრძელდება
ხარაბაძე "ციურიხიდან" თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ბენჟამინ მენდი კარიერას შვეიცარიაში განაგრძობს
18 წლის სიგუამ სადებიუტო გოლით "ბაზელი" მარცხისგან იხსნა [VIDEO]
ოფიციალურად: ლევან ხარაბაძე "ტორპედოს" ფეხბურთელია
ვლადიმირ ვაისის სია - რატომ ელგუჯა? იყო თუ არა სხვა ვარიანტები...
Geo Team: ლევან ხარაბაძე კარიერას კვიპროსის ჩემპიონატში განაგრძობს
გოგია ხარაბაძის ექსკლუბში შვეიცარიის ჩემპიონია
"ყარაბაღმა" ჩემპიონთა ლიგაზე ისევ გაიმარჯვა