მადრიდში ქალთა ტურნირი მსოფლიოს პირველი ჩოგანის გარეშე დარჩა
მადრიდში ქალთა ტურნირი მსოფლიოს პირველი ჩოგანის გარეშე დარჩა. დანიელ კაროლინ ვოზნიაცკის პროფესიულ ტურში უხერხული მეტოქე გამოუჩნდა გერმანელი იულია გორჯესის სახით. შეგახსენებთ, რომ რეიტინგის პირველი ნომერი ორი კვირის წინ შტუტგარტის ფინალში დამარცხა ამ ჩოგბურთელთან.

ვოზნიაცკის გასამართლებლად ორი ფაქტორის მოყვანა შეიძლება. ჯერერთი გრუნტი არ არის მისი საყვარელი საფარი, გარდა ამისა, ბოლო დროს "კაროს" თამაშში მცირედი ჩავარდნა შეინიშნება. გერმანელმა კი პირიქით, კარგი ფორმა აკრიფა და შტუტგარტის ტურნირის გათვალისწინებით ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო. ამ შეხვედრაში მან თავიდანვე მაღალი ტემპი აკრიფა და ვოზნიაცკი უბრალოდ ვერ ასწრებდა მეტოქის დარტყმების მოგერიებას. ბრეიკების გაცვლის შემდეგ იულიამ მოგვიანებით კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება და სასტარტო სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

თუმცა მეორე პარტიაში გორჯესი რაღაც პერიოდი გამოეთიშა ბრძოლას. დანიელმა 5:0 წაიყვანა ანგარიში, რის შემდეგაც გერმანელმა კორტზე ექიმს უხმო ფეხზე მცირე დაზიანების სამკურნალოდ. გორჯესს სამედიცინო პაუზამ უშველა, ოღონდ მესამე სეტში. აქ ყველაფერი ერთადერთმა ბრეიკმა გადაწყვიტა, რომელიც იულიამ გააკეთა და სეტი მის სასარგებლოდ დასრულდა - 6:3.

ტურნირს გამოეთიშნენ შარშანდელი როლან გაროსის ფინალისტები. საფრანგეთის ღია პირველობის ჩემპიონი ფრანჩესკა სკიავონე, ისევე როგორც ფინალისტი სამანტა სტოსური არ არიან ოპტიმალურ ფორმაში. იტალიელი ბეტანი მატეკის წინააღმდეგ თამაშობდა. ამერიკელი გრუნტზე კარგ თამაშში არასოდეს ყოფილა შემჩნეული, მაგრამ ამჯერად ერთხელაც არ დაუთმო საკუთარი მოწოდება მეტოქეს და ორ სეტში გაიმარჯვა - 7:6, 6:3.

სტოსურმა კი რუს ანასტასია პავლიუჩენკოვასთან წააგო. პირველ სეტში მეტოქეებმა ბოლომდე შეინარჩუნეს საკუთარი მოწოდებები და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, იქ კი რუსმა 7:4 მოიგო. მეორე სეტში სტოსურის თამაში გაუარესდა, რუსმა კი მოუმატა და პარტიის სტარტზე აღებული ბრეიკით შეძლო მეორე სეტისა და მატჩის მოგება. ამ გამარჯვებით პავლიუჩენკოვა მომავალ კვირას რეიტინგის საუკეთესო 16 ჩოგბურთელს შორის მოხვდება.

დანარჩენი მატჩები ისე დასრულდა, როგორც ლოგიკა მოითხოვდა. ვიქტორია აზარენკა იოლად გაუსწორდა არანჩა პარა სანტონხას (6:0, 6:3), ნა ლიმ გაჭირვებით, მაგრამ მაინც მოუგო რობერტა ვინჩის (2:6, 6:2, 6:1), ხოლო ლუსი საფაროვა იარმილა გაიდოშოვაზე ძლიერი აღმოჩნდა - 6:3, 6:3.

WTA

Mutua Madrid Open

მადრირი (ესპანეით). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 4 500 000 ევრო

III წრე

პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 16)-ვერა ზვონარევა (რუს, 2) 6:1, 6:4; დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ)-მარია შარაპოვა (რუს, 8) 7:5, 6:4.

1/8 ფინალი

იულია გორჯესი (გერ)-კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1) 6:4, 1:6, 6:3; ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს)-სამანტა სტოსური (ავსტრა, 5) 7:6(4), 6:3; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 4)-არანჩა პარა სანტონხა (ესპ) 6:0, 6:3; ლუსი საფაროვა (ჩეხ)-იარმილა გაიდოშოვა (ავსტრა) 6:3, 6:3; ნა ლი (ჩინ, 6)-რობერტა ვინჩი (იტა) 2:6, 6:2, 6:1; ბეტანი მატეკი (აშშ)-ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 3) 7:6(5), 6:3.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა