ზუსტად ორთვიანი პაუზის შემდეგ ევროპის საუკეთესო საკლუბო ტურნირი - ჩემპიონთა ლიგა პლეი-ოფით ბრუნდება.

1-ელ ივნისს ფინალი მადრიდის "ვანდა მეტროპოლიტანოზეა", იქ მოხვედრის იმედი კი 16 კლუბს შერჩა.

დღეს, 12 თებერვალს ლიგა რომსა და მანჩესტერში იწყება. სიახლე კი VAR-ია, ანუ ვიდეორეფერი, რომელსაც ამიერიდან ჩემპიონთა ლიგაზეც გამოიყენებენ.

"ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედი" და "პარი სენ-ჟერმენი" ოფიციალურ მატჩებში პირველად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

საფრანგეთის ჩემპიონმა C ჯგუფი მოიგო და მერვედფინალში საპასუხო მატჩის შინ გამართვის უპირატესობაც დაიმსახურა. ინგლისურმა კლუბმა H ჯგუფში მეორე ადგილი მოიგო, მას მერე კი "ოლდ ტრაფორდზე" ბევრი რამ შეიცვალა - ჟოზე მოურინიოს ნაცვლად გუნდს ოლე გუნარ სოლსკაიერი წვრთნის, რომლის ხელშიც "იუნაიტედი" 11 თამაშია დაუმარცხებელია!

ინგლისელებს მეოთხედფინალში გასვლა 2014 წლის შემდეგ ნატვრად აქვთ, ხოლო პსჟ ორი წელია წარუმატებლად ცდილობს იქ გასვლას - ჯერ "ბარსელონამ" გამოაგდო, შემდეგ "რეალმა".

ინგლისური კლუბისთვის ეს ლიგის მე-18 პლეი-ოფია. გუნდმა 10-ჯერ ითამაშა მერვედფინალში (6 გამარჯვება, 4 მარცხი). "იუნაიტედი" შარშან, როგორც პსჟ, მერვედფინალში გააჩერეს - "სევილიასთან" დამარცხდა ორრაუნდიან ბრძოლაში.

სოლსკაიერს აქამდე მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გაუწვრთნია გუნდი, "ნამდვილ" ლიგაზე კი მისი დებიუტია. მას "მიოლდესთან" ერთად უფრო ევროპალიგაზე ჰქონდა წარმატებები.

გუნდებს სამ-სამი ფეხბურთელი დააკლდებათ, თუმცა პსჟ-ის დანაკლისი განუზომლად დიდია - ფრანგებს აკლიათ მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი ნეიმარი და ტოპ-ცენტრფორვარდი ედინსონ კავანი. არ იქნება არც ბელგიელი თომა მონიე. სოლსკაიერს კი მარკოს როხო, ანტონიო ვალენსია და მატეო დარმიანი არ ეყოლება.

ფაქტები

"იუნაიტედმა" ლიგის საშინაო მერვედფინალებში 6 მატჩი მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 3 დათმო, თუმცა გუნდმა ამ ეტაპზე "ოლდ ტრაფორდზე" გამართული ბოლო 3 მატჩიდან 2-ში წააგო.

"იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 26 მატჩიდან მხოლოდ 5 დათმო (16 მოგება, 5 ფრე).

"წითელმა ეშმაკებმა" ფრანგულ კლუბებთან ევროთასებზე პლეი-ოფის 7 დაპირისპირებიდან 6 მოიგეს. ბოლოს ეს ევროპალიგაზე, 1/32-ფინალში "მონპელიეს" წინააღმდეგ მოხდა (3:0 და 1:0).

პსჟ ზედიზედ მეშვიდედ გადის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში. ამ კლუბის საუკეთესო შედეგი ლიგის ნახევარფინალია 1994/95 წლების სეზონში.

პსჟ 2013-2016 წლებში ზედიზედ 4-ჯერ გავიდა მეოთხედფინალში, მომდევნო სამ სეზონში კი ზედიზედ ორჯერ დამარცხდა მერვედფინალში.

ამ ეტაპზე პსჟ-მა ორჯერ გააგდო ინგლისური კლუბი, ორჯერვე "ჩელსი" - 2015 და 2016 წლებში.

ოლე გუნარ სოლსკაიერი ("მანჩესტერის" მწვრთნელი): "ჩვენ დიდი და ჯანსაღი შემადგენლობა გვყავს, არჩევანი მდიდრულია. წინ ფანტასტიკური მატჩია, რადგან ჩემპიონთა ლიგა ფანტასტიკური ტურნირია. გუნდი ამ შეხვედრას კარგ ხასიათზე ელოდება. თუკი ოდესმე დიდი მატჩის დრო იყო, ახლა ეს დრო მოვიდა.

ყოველი გუნდისთვის დიდი დანაკლისი იქნებოდნენ კავანი, ნეიმარი და მონიე, მაგრამ ეს სხვა ფეხბურთელებისთვის შანსია. ნახეთ, როგორი ელვასავით სწრაფია კილიან მბაპე. თანაც, თუ აქამდე ვიცოდით, რომელი ტრიო ითამაშებდა პსჟ-ის შეტევაში, ახლა ისიც გამოსაცნობია, რა ტაქტიკით გვეთამაშება მეტოქე. პსჟ-ს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები ჰყავს - ლეგენდა ბუფონი კარში, ტიაგო სილვა დაცვაში..."

"ოლდ ტრაფორდი". 12 თებერვალი

მანჩესტერი-პსჟ 23:59

სავარაუდო შემადგენლობები

მანჩესტერი (4-3-3): დე ხეა - იანგი, ლინდელიოფი, ჯონსი, შოუ - ანდერ ერერა, მატიჩი, პოგბა - ლინგარდი, რაშფორდი, მარსიალი

პსჟ (4-1-3-2): ბუფონი - კერერი, ტიაგო სილვა, კიმპემბე, ბერნატი - დანი ალვეში - მარკინიოსი, ვერატი, დი მარია - დრაქსლერი, მბაპე

არ ითამაშებენ: დარმიანი, ვალენსია - ნეიმარი, კავანი, მონიე

საეჭვოა: როხო (მანჩესტერი)

არბიტრი: დანიელე ორსატო (იტალია)

როგორც ორი წლის წინ?

გასული სეზონის სენსაცია "რომა" წლეულსაც გვპირდება სასწაულს, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ "პორტუს" ორი მატჩის დამარცხება იტალიური კლუბისთვის სენსაციის ტოლფასია. ერთია - ისტორია პორტუგალიური კლუბის მხარესაა.

"პორტუმ" ჯგუფურ ეტაპზე ბოლო 5 მატჩი მოიგო და D ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. მეტიც, პორტუგალიელებს ბოლო 4 შეხვედრაში სულ მცირე, 3-3 გოლი გაჰქონდათ. "რომამ" "რეალის" ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.

ორი წლის წინათ ამ გუნდების მატჩები პლეი-ოფში დრამატული გამოდგა - "დრაგაოზე" 1:1-ის შემდეგ, თითქოს, "რომა" იყო ფავორიტი, მაგრამ "ოლიმპიკოზე" მასპინძლებს სრული ფიასკო ელოდათ - გოლები ფელიპემ, მიგელ ლაიუნმა და კორონამ გაიტანეს.

ზამთრის სატრანსფერო სეზონში "პორტუმ" შესანიშნავი გაძლიერება მიიღო ექსრეალელი პეპეს სახით. გუნდს ერთ-ერთი მთავარი გოლეადორი მარეგა დააკლდა. დისკვალიფიცირებულია ხესუს კორონაც. "რომას" დანაკლისია ფორვარდი შიკი, საეჭვოა მეკარე ოლსენისა და შემტევი ჯენგიზ იუნდერის თამაში.

ფაქტები

"პორტუ" "რომას" 4-ჯერ დაუპირისპირდა და არც ერთი მატჩი არ წაუგია.

1981/82 წლების თასების თასზე და 2016/17 წლების ჩემპიონთა ლიგაზე "პორტუმ" შეძლო "რომას" გავლა.

"რომამ" შარშანდელ სეზონში პლეი-ოფში "შახტარი" და "ბარსელონა" ჩამოიცილა.

ედინ ჯეკომ "რომას" ბოლო 5 საპლეიოფო მატჩში შეძლო გოლების გატანა.

"რომამ" პორტუგალიურ კლუბებთან ბოლო 11 მატჩიდან მხოლოდ 1 დათმო - "პორტუსთან" შინ 2017 წელს.

"პორტუმ" ჯგუფურ ეტაპზე 16 ქულა მოაგროვა. ყველაზე მეტი ამ სეზონში.

ეუსებიო დი ფრანჩესკო ("რომას" მწვრთნელი): "სერჟიო კონსეისაომ "პორტუში" დიდი სამუშაო გასწია. ახლა "პორტუ" ყველასგან გამორჩეული და ეფექტური გუნდია. ის კომპაქტურად მოთამაშე, ორგანიზებული გუნდია. ამ დაპირისპირებაში ფიზიკური მზადყოფნა ძალიან ბევრს ნიშნავს. დაცვაში ყურადღებით უნდა ვითამაშოთ. ჩვენ კი ჩვენს სათამაშო სტილს არ უნდა გადავუხვიოთ".

"ოლიმპიკო". 12 თებერვალი

რომა-პორტუ 23:59

სავარაუდო შემადგენლობები

რომა (4-3-3): მირანტე - ფლორენცი, მანოლასი, ფასიო, კოლაროვი - პელეგრინი, დე როსი, კრისტანტე - ძანიოლო, ჯეკო, ელ შაარავი

პორტუ (4-3-3): კასილიასი - ედერი, ფილიპე, პეპე, ალექს ტელიესი - დანილო, ერერა, ოლივერ ტორესი - ოტავიო, სოარესი, ბრაიმი

არ ითამაშებენ: შიკი - მარეგა, კორონა (დისკვ)

საეჭვოა: იუნდერი, პეროტი, ოლსენი (რომა)

არბიტრი: დენი მაკელი (ჰოლანდია)

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

T.k
მოუთმენლად ველოდები, ვფიქრობ, რომ უმაგრესი მატჩი იქნება და ორივე გუნდი სანახაობრივ ფეხბურთს შემოგვთავაზებს (ეჭვიც არ მეპარება ამაში ) :** იმედია ყველაფერი სამართლიანად წარიმართება და ვიდეორეფერი ამ ჩემპიონატშიც დაეხმარება მსაჯებს
nodari
4.2 მანჩესტერი
გია1
მანჩესტერი მოიგებს დამსახურებლად! 3-1-ერთს
10
შენ ვიღაცა ხარ წყლით გამოირეცხე პირი, როცა ბარსას ახსენებ. რახან ასე ხშირად ახსენებ ესე იგი მაგარია ბარსა!!!! ასე არაა ძამა.
ფენომენო
2-2 თან დაძაბული
ინტრიგანი
ასე რამ შეგაყვარათ ეგ ფულის ტომარა ბანდა?!
ეუჰჰ
პირველი ტაიმი 1:0 მეორე ტაიმი 2:1 მტლიანობაში კი მანჩესტეი-პსჟ 3:1
Shota
2-0
თემო
მანჩესტერი
g
გ
მერაბი
სახლში არ წააგებს
111
პორტოს აქ რაუნდა. დღეს თამაშს ასწავლიან ალბათ.

ძაანა ცდებით, თუ გგონიათ, რომ პსჟ მხოლოდ ნეიმარია, ბუფონის ავტორიტეტი მაინც არ გაგიგიათ? ან არიცით მბაპე ვინ არის, ტიაგო სილვა, დიმარია, დანი ალვეში? არც მესია მსოლფიო ჩემპიონი და არც რონალდო, მბაპე მსოფლიო ჩემპიონია. ნეიმარი არის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი პსჟ_სთვის, მაგრამ არა პსჟ. ეგ ბარსელონაში და რეალი გერევათ. რეალი დატოვა რონალდომ და დაიშალა, იგივე ბარსელონას ემართება, როცა მესი არ არის ბოლოს უღებენ. პსჟ სხვა გუნდია, მთლიანი გუნდი. რთული თამაში იქნება, მაგრამ პსჟ უნდა გავიდეს.
ggg
გგგ
ფენომენო
ძალიან მაგარი თამაში უნდა გამოვიდეს რა აქეთ პოგბა იქით მბაპე უხვგოლიანიც მბაპეს გაჩერება ძალიან გაუჭირდება მანიუს მაგრამ როგორც გამოცდილი გუნდი მაინც გავა შემდეგ ეტაპზე. ნეიმარის არყოფნა დაეტყობა პარის ძალიან.
ვახო
manchester
akaki
პორტო და მანჩესტერი იგებს
111
მბაპე დაიჭით.
123
ჩემი პსჟ! ფორით დღეს.
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
ქოჩორაშვილი ისევ ტრავმირებულია - "სპორტინგმა" "პორტუს" მოუგო
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
ვიტინიამ გაამხილა სად სურს კარიერის გაგრძელება
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
"როგორი კონტრაქტი და ხელფასი გინდა? და ძეგლი სად დაგიდგათ?" - ნევილი სოლსკაიერს ინტერვიუს ართმევს [VIDEO]
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
"მოურინიო გეი და ჰომოსექსუალია" - სკანდირებდნენ "პორტუს" გულშემატკივრები
ოლე-გუნარ სოლსკაიერმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მიზანი გარკვევით მოხაზა და ფეხბურთელები დამუხტა
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
თბილისის "დინამომ" "პორტუს" გარემარბი დაიმატა
მოურინიო: "პორტუს" სამწვრთნელო შტაბიდან მოღალატე 50-ჯერ დამიძახეს"
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება