13 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში პსჟ-მ გასვლაზე 2:0 სძლია "მანჩესტერს".

პსჟ-მ ამ შეხვედრის წინ მძიმე დანაკლისი განიცადა, ტრავმები მიიღეს თავდამსხმელებმა ნეიმარმა და კავანიმ, ხოლო "მანიუს" ყოფილმა ფეხბურთელმა კანტონამ თქვა, რომ მანკუნიანელები ისე შეჭამდნენ პარიზელებს, როგორც თავად მიირთმევს ბაყაყებს.

პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, არც ერთ გუნდს არ ჰქონია ნაღდი მომენტი და უგოლოდ დასრულდა.

ტრავმების გამო "იუნაიტედის" მენეჯერს სოლსკიაერს შესვენებაზე გასვლის წინ ლინგარდის, ხოლო შესვენებაზე მარსიალის შეცვლა მოუხდა. 53-ე წუთზე კი დი მარიას პასით კომპებმბემ "პარი სენ ჟერმენი" დააწინაურა. შემდეგ ალვესმა ვერ გამოიყენა დე ხეას კარის აღების კარგი შესაძლებლობა. თუმცა, პსჟ-მ მაინც გაიტანა მეორე გოლი. თავი მბაპემ გამოიჩინა და საგოლე გადაცემა ისევ დი მარიამ გააკეთა.

რაც სოლსკიაერი დაინიშნა მწვრთნელად, "მანჩესტერმა" პირველი მარცხი განიცადა (იქამდე 11-დან 10 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა) და ისიც ყველაზე მნიშვნელოვან დაპირისპირებაში.

აღსანიშნავია, რომ მატჩი უხეში იყო, მსაჯმა ფეხბურთელებს 10 ყვითელი ბარათი უჩვენა და 89-ე წუთზე პოგბა გააძევა.

მოკლედ, "მანიუმ" 0:2 წააგო და 7 მარტს "პარკ დე პრენსზე" ჩასატარებელი განმეორებითი მატჩის წინ უმძიმეს სიტუაციაში აღმოჩნდა.

ცნობისათვის, პლეი-ოფში 0:2-ზე და უფრო დიდი ანგარიშით შინ დამარცხებული გუნდი ჯერ არასოდეს არ გასულა შემდეგ ეტაპზე.

ბუფონი მეოთხე ფეხბურთელია, რომელმაც ამ ტურნირზე 41 წლის ასაკში ითამაშა. ადრე ამ ასაკში მარკო ბალოტამ, მარკ შვარცერმა და ალეკსანდრ შოვკოვსკიმ იასპარეზეს.

მანჩესტერი. "ოლდ ტრაფორდი". 74 054 მაყურებელი

მანჩესტერი - პსჟ 0:2

გოლები: 0:1 კიმპემბე (53), 0:2 მბაპე (60)

გაძევება: პოგბა (89)

მანჩესტერი: დე ხეა, იანგი,ლინდელეფი, ბაიი, შოუ, მატიჩი, ერერა, პოგბა, ლინგარდი (სანჩესი 45+4), მარსიალი (მატა 46), რეშფორდი (ლუკაკუ 84)

პსჟ: ბუფონი, კერერი, სილვა, კიმპემბე, ბერნატი, მარკინიოსი, ვერატი (პარედესი 75), ალვესი, დრაქსლერი, დი მარია (დაგბა 81), მბაპე

ფენომენო
მოიგო იმან ვისაც უნდა მოეგო სახლშიც აიწევა მანიუ
სიმართლე
ესეც თქვენი სოლსკიაერი თუ სოლშერი, ეგ სულერთია! ვამბობდი, რომ მაგის ვაჟკაცობა ამ კვირაში გამოჩნდება-თქო (ანუ პსჟ-სთან და ლივერპულთან). პირველი ტესტი აშკარად ვერ ჩააბარა და მეორე კი კვირა დღეს გამოჩნდება
სტატუს ქუო
სერიოზული განაცხადია,საღოლ პსჟ.
irakli
მანჩესტერმა გუშინ ანტი ფეხბუთი ითამაშა, მეორე ტაიმი ხო საერთოდ კარში არც კი დაურტყამს ჩამოუყალიბებელი გუნდის შთაბეჭტილება დატოვა
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო