©ლევან ვერძეული

"ბორჯღალოსნების" თავკაცი მილტონ ჰეიგი კლუჟში რუმინეთის 18:9 ძლევით კმაყოფილი დარჩა, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ გუნდში მრავლად იყვნენ ახალგაზრდა და დებიუტანტი მოთამაშეები.

"ჩამოხვიდე და დაამარცხო რუმინელები მათსავე მიწაზე, მით უმეტეს, ასეთი ახალგაზრდული გუნდით, დიდი მიღწევაა. რუმინეთმა საუკეთესო გუნდი შეკრიბა და ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა, თუმცა ჩვენ ამ გამოწვევას გავუძელით, დაცვამ ძალიან კარგად იმუშავა და ლელო არ გავუშვით" - თქვა ჰეიგმა და ახალგაზრდების მისამართით ქება არ დაიშურა:

"განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ რუმინეთში ახალგაზრდა მორაგბეებით მოვიგეთ. მე ძალიან ამაყი ვარ ამ ბიჭებით. ისინი მთელი კვირის განმავლობაში პროფესიონალები იყვნენ. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გამოსარჩევი გამარჯვება ამ ტურნირზე, რადგან ძლიერ მეტოქეს ახალგაზრდა ბიჭებით მოვუგეთ. პირველი ხაზი, რომელმაც თამაში დაიწყო, ძალიან კარგად ასრულებდა საქმეს. დებიუტანტებთან ერთად ეს თამაში მოვიგეთ და ბიჭებმა პირველი კეპები გამარჯვებით აღნიშნეს".

რუმინეთიდან დაბრუნებულმა "ბორჯღალოსნებმა" ორი დღე დაისვენეს და 17 თებერვალს "ავჭალაზე", ესპანეთთან გასამართი მატჩისთვის დაიწყეს მზადება. "ლომებმა" პირველ ტურში რუსეთის ნაკრებს უმასპინძლეს და 16:14 დაამარცხეს. ჰეიგი ამბობს, რომ მომავალ თამაშშიც შანსი ახალგაზრდა მორაგბეებს მიეცემათ:

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წლის პირველი საშინაო მატჩისთვის განსაკუთრებულად მოვემზადოთ და სტადიონზე ის ატმოსფერო იყოს, რომელიც ბიჭებს დამატებით ძალას მატებს. აქცენტს კვლავ ახალგაზრდებზე გავაკეთებთ. ესპანეთს დიდ პატივს ვცემთ, ვიცით, რომ კარგ გუნდს ჩამოიყვანენ, მაგრამ ჩვენ ჩვენს გეგმას მივყვებით. აუცილებელია სიღრმეებზე ზრუნვა და იმის გარკვევა, ტრავმის შემთხვევაში ვინაა შემდეგი არჩევანი".

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით

Ilarion
მართალი ბრძანდებით, ჩემი უზუსტობაა. თუმცა პათოსი და ფაბულა არ იცვლება წერილის. მადლობა
Geo_Dinamo
ყურადღებით წაიკითხე, ჰეიგმა თქვა ამ ახალგაზდებით მათსავე მიწაზეო))
AG
ნოემბრის ტესტებზე 2 თამაში მოვიგეთ შინ და ერთი წავაგეთ გასვლა 10/11 ფლორენცია, იტალია - საქართველო 28:17 17/11 ავჭალა, საქართველო - სამოა 27:19 24/11 ვაკე, საქართველო - ტონგა 20:9 (დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხ. შემდეგ ბმულზე http://site.rugby.ge/ka-GE/2018-JAMI/)
სვირელი
სრულ სიმართლეს ამბობთ.
ra
10 წელია ასე ხდება თუ არ გვიგდებენ მოთამაშეს ან რაღაც სასწაული არ ხდება ვამარცხებთ ყოველთვის და რა აღარ შეიცვალა რატომ ტკეპნი ერთ ადგილს ეს უკვე "დღეს" დიდი მიღწევა აღარ არის!!!!!!!!
Ilarion
მელიტონა კარგი მწვრთნელი და მაგარი ადამიანია. მაგრამ მან ამოწურა თავი ჩვენი ნაკრების მწვრთნელის პოზიციაზე, პროგრესი არაა, რაც ფაქტია, მაინცდამაინც მსოფლიოზე უნდა ჩავისვაროთ რომ დავინახოთ ეს?! არ შეიძლება ქართველები პრობლემას იქამდე მივხვდეთ ვიდრე ცხვირში მოგვხდება?? წინა წლის ზაფხულის ტესტები იყო სრული ფიასკო. ნოემბრის ტესტები იყო არა დამაკმაყოფილებელი, არამხოლოდ იმიტომ რომ ორი წავაგეთ არამედ იმიტომ რომ თამაშის ხარისხი არათუ წინ წავიდა არამდე წავიდა უკან: ჩვენი კოზირი შერკინება რომ იყო მანდა დაგვჯაბნეს. მოკლედ, აქ საწყენი არაფერი არაა, მთავარია ქვეყნის ინტერესი და ამ ინტერესს ჩემი აზრით მელიტონის დაუყონებლივ პოსტის დატოვება ადა უკეთესი მწვრთნელის მოყვანა ჭირდება 2019 მსოფლიოს ჩემპიონატზე 3 მოგებისთვის ბროძლის შანსის ქონისთვის.
evrojorjia
შენც ერთ ერთი ექსპერტთაგანი იქნები ვატყობ
333
ატრაკებ მელიტონ!!! :) მე მგონია რომ შემცვლელის ძებნა უნდა დაიწყოს ფედერაციამ
სოსო
ნამდვილად არ მიმაჩნია ამ ახალგაზრდული გუნდით რუმინეთის დამარცხება დიდ მიღწევად.სწორედ ამ ახალგაზრდა ბიჭების თამაში და შესაძლებლობები რომ ვიცი,იმიტომ.ერთია, რომ შეთამაშება გვაკლდა და ამის გამო სათამაშო დისციპლინა,თორემ მხოლოდ ჩვენი შარშან წინდელი ოცწლამდელების ნაკრები შარშანდელებთან ერთად,უკვე ძალიან მაგარ ბრძოლას გაუმართავდნენ რუმინეთის ამ ნაკრებს. შესაძლოა მოეგოთ კიდეც.ამ ახალგაზრდებს,თავიაანთი საუკეთესო თამაში ნამდვილად არ უთამაშიათ,მაგრამ ვერავინ იტყვის,რომ რუმინელთა შესაბამისი ნომრის მოთამაშე,რომელიმე ჩვენს ახალგაზრდას სჯობდა.
რეზო
ძნელია არ დაეთანხმო მელიტონს.
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს