ჩემპიონთა ლიგის ბოლო წლების ტრიუმფატორი ამსტერდამში ჩადის სიმპათიურ და, როგორც ყოველთვის, შემტევ "აიაქსთან" სათამაშოდ.

"აიაქსი" ლიგის მერვედფინალში 2006 წლის შემდეგ პირველადაა და მეტოქეც ძალიან ტიტულოვანი და ძლიერი ჰყავს, რომელთანაც ბოლოს სულ მარცხდება. ასე რომ, ჰოლანდიურ კლუბს ორრაუნდიან დაპირისპირებაში ცოტა სასწაულიც სჭირდება.

ჯგუფური ეტაპის შემდეგ ესპანური კლუბი მცირე კრიზისში იყო და მაშინ "აიაქსის" შანსებს უფრო მეტად განიხილავდნენ, მაგრამ სანტიაგო სოლარიმ "რეალს" თავისი ხელი დაატყო და ეს ბოლო თამაშებშიც კარგად აისახა - ფრე სტუმრად კლასიკოზე და გამარჯვება სტუმრად მადრიდულ დერბიში "რეალის" მობილიზების უტყუარი ნიშანია. თანაც, "სამეფო კლუბს" საკადრო პრობლემები თითქმის არ აწუხებს - გამორიცხული მხოლოდ მარკოს ლორენტეს თამაშია.

ალბათ, არც ისკო იქნება (ზურგის ტკივილების გამო), თუმცა სოლარი ისკოზე აქცენტს მაინც იშვიათად აკეთებს. სამაგიეროდ, შესანიშნავ ფორმაში არიან ქარიმ ბენზემა და ვინისიუს ჟუნიორი, გარეთ ბეილმა კი ახლახან "რეალის" მაისურით თავისი მე-100 გოლი გაიტანა ყველა შეჯიბრებაში და უელსელიც კარგი განწყობით ხვდება ამ დაპირისპირებას.

"აიაქსს" დიდი დანაკლისი ექნება, თუ დე იონგი ან ტალიაფიკო არ ითამაშებენ. მომავალი ბარსელონელი ალბათ ყველაფერს გააკეთებს, რომ "რეალის" წინააღმდეგ ითამაშოს და თავიც გამოიჩინოს.

ფაქტები

"რეალმა" "აიაქსს" ბოლო 6 დაპირისპირებაში მოუგო.

"აიაქსმა" "რეალი" 1972/73 წლების ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში დაამარცხა.

"რეალი" ლიგის ბოლო სამი ტურნირის გამარჯვებულია და ზედიზედ მეოთხე ტიტულისთვის იბრძვის.

ამსტერდამის "აიაქსი" მეოთხედფინალში ბოლოს 2003 წელს გავიდა.

"რეალი" ბოლო 16 სეზონია, მერვედფინალში გადის; ბოლო 9 წელია, რაც არ ვარდება ამ ეტაპიდან.

ამსტერდამ არენა. 13 თებერვალი

აიაქსი-რეალი 23:59

სავარაუდო შემადგენლობები

აიაქსი (4-3-3): ონანა - მაზრაუი, დე ლიხტი, ბლინდი, ტალიაფიკო - დე იონგი, ვან დე ბეეკი, შიონე - ზიეხი, დოლბერგი, ტადიჩი

რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი, სერხიო რამოსი, ვარანი, რეგილონი - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი - ბეილი, ბენზემა, ვინისიუსი

არ ითამაშებენ: ბანდე - მ. ლორენტე

საეჭვოა: დე იონგი, ტალიაფიკო, მაგალიანი - ისკო, ვალიეხო

არბიტრი: შიმონ მარცინიაკი (პოლონეთი)

"უემბლიზე" გუნდების პირველი ჯახი მათი ლიდერების გარეშე გაიმართება - "ტოტენჰემი" ჰარი კეინის გარეშე ფრთამოტეხილია, ხოლო "დორტმუნდს" არ ჰყავს მთავარი ძალა - მარკო როისი.

კეინი დიდი დანაკლისია, ამას კი ემატება ის, რომ მაურისიო პოჩეტინოს გუნდს არც დელე ალი ეყოლება. ასეთ შემთხვევაში, უდიდესი მნიშვნელობა ექნება, თუ როგორ ითამაშებს "დორტმუნდთან" კრისტიან ერიკსენი.

სტუმრებს, როისის გარდა, არც მცველი აკანჯი ეყოლებათ. ინგლისში კი დიდი ინტერესით ელიან ბოლო წლებში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ინგლისელ ფეხბურთელს, ჯეიდონ სანჩოს, რომლის ნიჭიც დორტმუნდში გაიფურჩქნა. ვნახოთ, რას იზამს სანჩო "უემბლიზე", რომელსაც შეტევაში მარიო გიოტცე შეუწყვილდება.

ფაქტები

"ტოტენჰემმა" "დორტმუნდი" 2017/18 წლების სეზონში ჯგუფურ ეტაპზე ორჯერ დაამარცხა.

სამაგიეროდ, "დორტმუნდმა" "დეზებს" 2015/16 წლების სეზონის ევროპალიგაზე მოუგო მერვედფინალური რაუნდი.

ჰარი კეინმა "დორტმუნდს" სამ თამაშში სამი გოლი გაუტანა.

"ტოტენჰემი" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ბოლოს 2010/11 წლების სეზონში გავიდა.

"ტოტენჰემმა" ამ სეზონში ყველა ტურნირში სულ 3 მატჩში ითამაშა ფრე. ბოლოს ეს "ბარსელონასთან" მოხდა ჯგუფურ ეტაპზე. მას მერე ინგლისურმა კლუბმა 11 თამაში მოიგო და 4 დათმო.

უემბლი. 13 თებერვალი

ტოტენჰემი-დორტმუნდი 23:59

სავარაუდო შემადგენლობები

ტოტენჰემი (4-3-3): ლორისი - ტრიპიერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, როუზი - ვინკსი, სისოკო, ერიკსენი - ლუკას მოურა, სონი, ლამელა

დორტმუნდი (4-2-3-1): ბიურკი - ჰაკიმი, ვაიგლი, ზაგადუ, შმელცერი - ვიტსელი, დელეინი - სანჩო, ფილიპი, გერეირო - გიოტცე

არ ითამაშებენ: კეინი, ალი - აკანჯი, როისი

საეჭვოა: დევისი -

არბიტრი: ხავიერ ესტრადა (ესპანეთი)

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

deus
აიაქსი მოუგებს რეალს)
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
"აიაქსმა" ახალი ფორმა ბობ მარლის მიუძღვნა [PHOTO]
კვარაცხელიას აგენტი "აიაქსის" დირექტორს უახლოეს დღეებში შეხვდება
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
37 წლის ჰუნტელაარი მოედანზე 89-ე წუთზე გამოვიდა, დუბლი შეასრულა და "აიაქსს" მოაგებინა [VIDEO]
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
22.5 მილიონი ევრო გადაიხადეს და განაცხადში შეყვანა დაავიწყდათ
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
"დე ბურის კაბინეტში შევდივარ და ვხედავ, რომ..." - შოთა არველაძე განვლილ კარიერაზე და მომავალზე
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
"აიაქსის" 16 წლის ფეხბურთელი 18 წლის ძმასთან ერთად დაიღუპა