15 თებერვალს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებია, რეგისტრირებული კი მხოლოდ ერთი კანდიდატია - ლევან კობიაშვილი. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დღეს ჟურნალისტებს შეხვდა და სამომავლო გეგმებზე და პრობლემებზე ესაუბრა.

- ბევრი კლუბისთვის გაურკვეველია, თუ რატომ აქვს ფედერაციას აკადემია, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი გამოწვევებია ქართულ ფეხბურთში, ეს საჭიროებას წარმოადგენს. ამ წელსაც და მომავალ წელსაც გაგრძელდება ეს პროექტი და სხვადასხვა რაიონებში გაიხსენება აკადემიები.

აი, თუნდაც ავიღოთ რუსთავის აკადემია, რომელსაც ალექსანდრე იაშვილი ხელმძღვანელობს. იქ 150-200 ბავშვი გვყავს და ეს ბავშვები იქ ცხოვრობენ, იქ ვარჯიშობენ, იქ იღებენ განათლებას და რა თქმა უნდა, უფასოდ. რუსთავს სამი კლუბი ჰყავს, ლაგოდეხს ორი და ზუგდიდსაც ორი.

რაც შეეხება ქალთა ფეხბურთს, არავის არა აქვს უფლება ადამიანს ის აუკრძალოს, რაც მას სიამოვნებს. ამ მხვრივ ბევრი რამ არის გასაკეთებელი და ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ ამისთვის.

სურვილი მაქვს ფედერაციაში საარჩევნო სუბიექტების სია გაიზადოს, თუმცა ამ წლების განმავლობაში, რაც მე პრეზიდენტი ვარ, განცხადება არ შემოსულა. მე ვერ გავზრდი ხელოვნურად სუბიექტების რაოდენობას და არც მსურს ასე მოხდეს.

ჩემი სურვილია დაბრუნდეს პროფესიული ლიგა, რომელიც ჩაატარებს ჩემპიონატს. ეს რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა შევქმნათ ხელოვნურად, ეს უნდა მოხდეს ინდივიდუალურად კლუბების მიერ, ეს უნდა იყოს დამოუკიდებელი ორგანიზაცია. ამ ყველაფერზე კლუბებიდან სურვილი არის, თუმცა რესურსისა და ორგანიზების მხვრივ პრობლემებია.

გვსურს ახლო მომავალში რომელიმე მასშტაბურ ღონისძიებას ვუმასპინძლოთ, მე მჯერა, ასეც იქნება, თუმცა ამაზე ჯერ ვერ ვისაუბრებ. ჩვენ ამავდროულად ვცდილობთ 2021 წელს ევროპა ლიგის ფინალის მასპინძლობის მოპოვებას, კონკურენტები ვენა და სევილიაა.

ძალიან გულდასაწყვეტია, რაც ზუგდიდის სტადიონის გარშემო ხდება, კონკრეტული პიროვნებები თვლიან გარკვეული გადაწყვეტილებები თვითონ მიიღონ და ფედერაციას არ დაეკითხონ, რაც საბოლოოდ ასეთ შედეგს გვაძლევს. აი, ბათუმში პირიქითაა, ფედერაცია ჩართულია აქტიურად და გულს უხარია, რაც ხდება. სურვილი მაქვს უფრო ჩქარი ტემპით განხორციელდეს ინფრასტრუქტურული პროექტები, ყველა ქალაქში და სოფელში უნდა იყოს სტადიონი.

ამ სეზონში ფედერაცია 3 სტადიონზე საფარს შეცვლის - ქუთაისში, რუსთავში და საჩხერეში. ამავდროულად ფედერაცია ყველა კლუბს ასწავლის, თუ როგორ მოუარონ საფარს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მალე გაფუჭდება.

ქუთაისში ჩვენი ინფორმაციით გამგეობა აპირებს, რომ სტადიონს რეკონსტრუქცია ჩაუტარონ და ეს ქალაქი სრულფასოვნად შეძლებს ევროტურნირებს უმასპინძლოს. სამტრედიის გამგეობასთან კი გვიჭირს მათი პასუხისმგებლობა გავაგებინოთ, მე იქ მათი ჩართულობა არ მინახავს, ჩვენ გვჭირდება ადგილობრივი გულშემატკივრის ხმა.

ასაკობრივი ნაკრებების შედეგით არ ვარ კმაყოფილი, თუმცა ეს არ არის მხოლოდ მწვრთნელების ბრალი, ჩვენ კი ჩვენი კუთხით მაქსიმალურად ვაკეთებთ ყველაფერს. ყველა ასაკში ნაკრები შევქმენით, რომლებშიც მწვრთნელების როტაცია ხდება. გვაქვს ელექტრონული სისტემა და ყველა ფეხბურთელი, რომელიც ნაკრებში ერთხელ მაინც იყო, გვაყვს ბაზაში, რის შემდეგადაც ხდება ამ მოთამაშეების ტესტირება.

მთავარ წარმატებად რა თქმა უნდა, ეროვნული ნაკრების ასპარეზობა მიმაჩნია, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობდეს.

რაღაც დონეზე მეც ვარ უკმაყოფილო ეროვნული ლიგის კლუბების მუშაობით, ჩვენ გვჭირდება გულშემატკივრის მაქსიმალური ჩართულობა. სურვილი არის ეროვნულ ლიგაში მეტი ინვესტიციების განხორციელება, მაგრამ ეს ყველაფერი სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. მე ვარ იმის მომხრე, რომ ქართული ფეხბურთი და ზოგადად სპორტის სახეობები ბიუჯეტზე არ იყოს დამოკიდებული.

საქართველოს ნაკრებში ვმუშაობთ ფეხბურთელების ნატურალიზებაზე, გიორგი წიტაიშვილსაც შევხვდით, რადგან გვსურს ჩვენთან ითამაშოს. თუმცა, გვაქვს პრობლემა ფიფასთან, ისინი ფეხბურთელს, რომელსაც სხვა ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები და არ ჰქონია ქვეყნის პასპორტი, მათ არ არეგისტრირებენ - ჯერ კიდევ ვმუშაობთ ამ საკითხზე. იგივე პრობლემაა ბექა ვაჩიბერაძესთან, ზაურ მახარაძესთან და აკაკი გოგიასთან დაკავშირებით.

გოგა
2 კარგი ფლანგების მოთქმაშე გვინდა კარგი ხარისხის ბრაზილიელები ისეთები კარგ გუნდში თამაშობდნენ და თავიანთ ნაკრებში არ იწვევდნენ. ესპანეთს ყავს ნატურალიზებული ფეხბურთელი და ჩვენ რა ვართ ვითომ.თუმცა ეგ კაცი უცხოელებზე არ საუბრობს უცხო ქვეყნის მოქალაქე ქართველებზე საუბრობს
კახა ქირია
მე ერთი რამ ვერ გავიგე ზუგდიდის სტადიონის ირგვლივ.თითქოსდა დამთავრდა მშენებლობა მაგრამ იმ ბეტონის კედლის გამო არ ხსნიან.აიღეთ და მოანგრიეთ რა გახდა მაგის მონგრევა.თუ თამაში არ შეიძლება. როდემდე უნდა იყოს ეგ კედელი.
Vasili
რა ნატურალიზირება?!!! არ მინდა მე პირადად სხვა ქვეყნიდან ჩამოყვანილი ადამიანი, საქართველოს ნაკრებში უნდა იყოს ქართველი!!! და მხოლოდ ის ეთნიკურად სხვა უმხირესობები , რომლებიც უკვე თაობები ცხოვრობენ საქართველოში..../ და არა ვიღაც , ჭ კლასის ბრაზილიელი , ესპანელი ან აფრიკელი !!! ამდენი აკადემია კეთდებაო და კიდე ნატურალიზევაზე ფიქროობ?
romandro
exla ro stadionebi ketdeba da cota uketesobisken sheicvala situacia amas ratunda saubari?
გოგა
ე ბიჭო ფედერაცის პრეზიდენტი ხარ და ზუგდიდის სტადიონზე როგორ საუბრობ. დაზუსტე რა ხდება და გაგვაგებინე
ქოცი და საქმე?
პარლამენტში ხო გადაიწვა კანონების წერით და თურმე ქართული ფეხბურთიც აუყვავებია და ჩვენ ვერ გაგვიგია.
ვეტერანი
ქართველ გულშემატკივარს ჩამოყალიბებული წლების განმავლობაში მაღალი დონის გემოვნება აქვს.ფიფას ამ წესებით და სანახაობის ამ დონით თქვენ რომ "ძროხას" კვებავთ წველას არასოდეს დაიწყებს. პროფესიული ლიგა უვარგისი კონცეფციით არასოდეს შეიქმნება. N-1 სპორტ ბიზნესი შეიძლება იყოს დოტაციური მცოლოდ ცუდი მენეჯმენტის და კორუფციის პირობებში. ასე რომ სამწუხაროდ უვარგისია როგორც ფიფა, ისე მასში შემავალი სტრუქტურები. კონკურენტი თამაშის გარეშე ფიფა არ არის რეფორმების გამტარებელი. მონოპოლისტობა ღუპავს ამ თამაშს და ის მასობრივი საშუალებები, რომლებიც ამ თემის ირგვლივ ტრიალებთ და იკვებებით.
გიორგი
გენაცვალე კობი. გვერდში გიდგავართ და ბოლომდე გვჯერა
ჰაჰა
მართალია. სანტექნიკი უნდა ვირჩიოთ.
pesimisti
რა განსხვავებული აზრის ხალხი უნდა მოიზიდოს? ეგენი არიან არჩეული და რაც თქვეს უნდა გააკეთონ. ეხლა დღეს მე ვიტყვი ამირჩიეთ და 2 აკადემიას , სამ სტადიონს და 8 მოედანს მოვასწრებო. ხოლო მერე განსხვავებული აზრის ხალხი მოვიწვიო, არიქა სტადიონები და მოედნები არ გვინდა მარტო აკადემიებს ვმივაწვეთო თუ რა? ამ ხალხს დემოკრატია რაღაცაში ერევა.
bajo
გუნდებს სასჰხაპეები რო არააქ 21 საუკუნესჰი ამას როგორ აგვიხსნიტ.
Geo_Dinamo
წარმატებული პრწზიდენტი ხარ, ფეხბურთის დონემ აიწია საქართველოში და ასეთ საკლუბო ფეხბურთს გულშემატკივარი არ მოაკლდება.მალე ევროპაზეც იტყვიან ჩვენი გუნდები სიტყვას, ასე თუ გააგრძელეს)) იმედია ამასაც არ დამიბლოკავთ, რახან კრიტიკული კომენტარი არ შეიძლება, ეს მოსაწონი უნდა იყოს თქვენთცისაც და ლევანისთვისაც))
ზაალი
სამწუხაროდ, ეს მოედნები სანამ გაკეთდება და ახალი აკადემიები სანამ შეიქმნება დრო ხომ მიდის? რა კეთდება იმ რესურსებით რაც ახლა, ამჟამად გვაქვს?ისევ როგორც ყოველთვის არ ხდება აზრთა გაცვლა-გამოცვლა, საპირისიპირო აზრები არ არსებობს, ფედერაცია გავსებულია მაგ ასოციაციების მიერ შეყრილი ხალხით. ხმას არავინ იღებს, მიშვებულია მხოლოდ კობიაშვილის ნებაზე რომ რამე კარგი გაკეთდება, თუ არ მოხდა ჩართვა სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების ის ერთი და ორი კაცი ვერაფერს იზამს. პროფესიული ლიგა მანამდე ვერ შეიქმნება სანამ ჩემპიონატი მომგებიანი არ გახდება! მომგებიანი რომ გახდეს ხალხის ჩართულობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენი გუნდების წარმომადგენლები კიდევ ლოჟებში ზიან და უბრალო ხალხის მოსაზიდად თუნდაც მოედანზე მოსვლისთვის არაფერს აკეთებენ.. არ გვყავს ფიზიკური მომზადების მწვრთნელები, დრო მიდის და მარტო ინფრასტრუქტურა და ფული ფეხბურთს ვერ გადაარჩენს, ვერასდროს ვერ გვექნება ჩვენ ბარსელონას ბიუეჯეტი (800 მილიონი წელიწადში) ეს მხოლოდ ერთ გუნდს... რაც უფრო გაიზრდება ქვეყნის ეკონომიკა მით უფრო შემცირდება ახალგაზრდების დამოკიდებულება და მიდრეკილება ფეხბურთისკენ... ( ესეც გასათვალისწინებელია) ამიტომ განსხვავებული აზრის მქონე ხალხი და უბრალოდ ხალხი შორს კი არ უნდა გყავდეთ არამედ პირიქით უნდა მოიზიდოთ, მოტივირებული და ფეხბურთის მოყვარული ხალხი...
ზურა
რამდენი წელი უნდა ეხვეწოთ გოგიას? თუ ეგონა გერმანიის ნაკრებში დაუწყებდნენ ხვეწნას და და ჩვენ ნაკრებზე უარს მაგიტომ ამბობდა? დედამისი არ იყო საქართველო არ გაგვაგონოთო? ყოველ შემთხვევაში ქეცბაია ასე გააჟღერა
Tbiliseli
აკაკი გოგია ნაღდად გამოგვადგება :)
bajo.
ბატონო ლევან ზუგდიდის აკადემია არის არაპროფესიონალი ხალიტ დაკომპლექტებული ნაცნობობიტ და ბიზასჰვილ მამიდასჰვილობიტ.რომელი ერტი ბავსჰი აგზარდა იმ აკადემიამ.
ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
რიო ფერდინანდმა თავისი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა
"დინამოს" სტადიონის ადმინისტრაციიდან სფფ-ში ეს წერილი მოვიდა... მასში ამ პრობლემებზეა საუბარი..." - კობიაშვილმა თქვა, რატომ არ იმართება საქართველოს ნაკრების მატჩი "დინამო არენაზე"
სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...