ჩემპიონთა ლიგის ბატალია გადატანილ "რეალს" "ჟირონასთან" დაპირისპირება ელის, ხოლო "ბარსელონას", რომელსაც მომავალში ელის ლიგის ჯახი, "ვალიადოლიდთან" მატჩი გენერალური რეპეტიციასავით ექნება...

"კამპ ნოუზე" იმ რონალდოს გუნდი ჩადის, რომელმაც ერთ დროს "ბარსელონაში" გაიბრწყინა, მაგრამ მაინც "რეალთან" ასოცირდება.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი რონალდო "ვალიადოლიდის" თანამფლობელია. ერნესტო ვალვერდეს გუნდს ტრავმის გამო არტური, იესპერ სილესენი და რაფინია დააკლდება. სამუელ უმტიტიმ ვარჯიში უკვე განაახლა, თუმცა ჯერ სათანადო ფორმამდე ბევრი უკლია.

"ვალიადოლიდს" ლუისმი ჰყავს ტრავმირებული, საეჭვოა ხორვატი დუიე ჩოპის თამაში. პირველ წრეში ამ გუნდების დაპირისპირება ჯერ კიდევ აგვისტოში გაიმართა და "ბარსას" მინიმალური გამარჯვებით დასრულდა - მეორე ტაიმში გოლი უსმან დემბელემ გაიტანა, რომელიც ახალი გამოჯანმრთელებულია და შეიძლება, "კამპ ნოუზე" ვიხილოთ.

"ბარსელონა" (სავარაუდო): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, პიკე, ლონგლე, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, არტურო ვიდალი - მესი, ლუის სუარესი, დემბელე.

"სანტიაგო ბერნაბეუზე" კატალონიური "ჟირონა" სტუმრობს, რომელმაც სეზონი კარგად დაიწყო, მაგრამ ახლა გასავარდნ ზონას დაუახლოვდა. იანვარში ეს გუნდები სამეფო თასზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მადრიდელებმა შინ 4:2 მოიგეს, სტუმრად კი - 3:1 და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. აგვისტოში ამ გუნდების პირველი წრის მატჩი "სამეფო კლუბმა" კატალონიაში 4:1 მოიგო.

"რეალი" (სავარაუდო): კურტუა - ოდრიოსოლა, ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო - კროოსი, კაზემირო, სებალიოსი - ლუკას ვასკესი, ბენზემა, ვინისიუსი.

ფაქტები

"ბარსელონამ" ლა ლიგის ბოლო 38 საშინაო მატჩიდან 37-ში არ წააგო.

"ბარსელონამ" "ვალიადოლიდს" ბოლო 10 დაპირისპირებიდან 9 მოუგო (ყველა შეჯიბრება).

ლა ლიგის ბოლო 8 საშინაო მატჩში "ბარსელონას" სულ მცირე, 2 გოლი გააქვს.

"ბარსელონას" "ვალიადოლიდთან" ბოლო 10 დაპირისპირებიდან 8-ში 2.5 გოლზე მეტი გააქვს.

"რეალმა" ლა ლიგის ბოლო 10 ტურიდან 8-ში იმარჯვა.

ლა ლიგის ბოლოს 3 ტურში "რეალს" სულ მცირე, 3 გოლი გააქვს.

"ჟირონამ" ლა ლიგის ბოლო 4 მატჩში წააგო.

ლა ლიგა. XXIV ტური

პარასკევი, 15 თებერვალი

ეიბარი-ხეტაფე 2:2

გოლები: 0:1 მატა (37), 0:2 ფოლკერი (52), 1:2, 2:2 ჩარლზი (პენ. 67, 80)

შაბათი, 16 თებერვალი

სელტა-ლევანტე 16:00

რაიო ვალეკანო-ატლეტიკო 19:15

სოსიედადი-ლეგანესი 21:30

ბარსელონა-ვალიადოლიდი 23:45

კვირა, 17 თებერვალი

რეალი-ჟირონა 15:00

ვალენსია-ესპანიოლი 19:15

ვილიარეალი-სევილია 21:30

ბეტისი-ალავესი 23:45

ორშაბათი, 18 თებერვალი

უესკა-ბილბაო 23:59

ბომბარდირები: 21 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 15 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 12 - კრისტიან სტუანი (ჟირონა); 11 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), ვისამ ბენ იედერი (სევილია).

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
ამჯერად პრეზიდენტის რანგში - რამოსს "სევილიას" ყიდვა სურს
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
სეზონს სხვა მწვრთნელი ჩაამთავრებს - "სევილიამ" მატიას ალმეიდა დაითხოვა
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
მიქაუტაძე შევიდა და "თამაში გააკეთა" - როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
[VIDEO] ვინისიუსის დუბლი, ვალვერდეს გაძევება - "რეალმა" "ატლეტიკო" დაამარცხა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში - "ბარსელონა" "სევილიასთან" 1:4 განადგურდა
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა