ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

სერია A. XXIV ტურის წინ: ერა ჰამშიკის შემდეგ და იკარდის პრობლემა

სერია A. XXIV ტურის წინ: ერა ჰამშიკის შემდეგ და იკარდის პრობლემა

სერია A-ს მორიგი ტური "იუვენტუსი"-"ფროზინონეს" მატჩით იხსნება. ლაპარაკი იმაზე, რომ "ბებერი ქალბატონი" ფორმიდან ამოვარდა და შეიძლება "ნაპოლი" წამოეწიოს, ილუზია აღმოჩნდა - მასიმო ალეგრის ბიჭებმა წინა ტურში "კიევოს" არ დაუტოვეს შანსი, "ნაპოლიმ" კი ქულები დაკარგა ფლორენციაში. ასე რომ, აქ კითხვები ჯერჯერობით მოხსნილია.

რა თქმა უნდა, "იუვეს" არ უნდა ეშინოდეს "ფროზინონესი", თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ სერია A-ს ერთ-ერთმა აუტსაიდერმა ზედიზედ 2 გასვლითი მატჩი მოიგო: 1:0 - "სამპდორიასთან", 4:0 - "ბოლონიასთან".

ალბათ, ტურინის "ალიანც არენაზე" მარკო ბარონის ბიჭებს "როგორმე" გააჩერებენ. და მაინც, "იუვენტუსს" პრობლემები ექნება დაცვაში - არ იქნებიან ალექს სანდრო და ჯორჯო კიელინი; ეჭვქვეშაა ლეონარდო ბონუჩის ჯანმრთელობა, ხოლო წინა ხაზს დააკლდება ხუან კუადრადო;

ამავე დროს, კითხვის ნიშნები აქვს დუგლას კოშტას გამოჩენას.

"ნაპოლი" ეთამაშება "ტორინოს", რომლის მწვრთნელი ვალტერ მაძარი ერთ დროს "სან პაოლოს" კერპთაგანი იყო. ოფიციალურად დადასტურდა, რომ ნეაპოლში იწყება ახალი ერა მარეკ ჰამშიკის გარეშე - სლოვაკმა ლიდერმა დატოვა გუნდი და კარიერას ჩინურ "დალიანში" გააგრძელებს.

ძალიან საინტერესო თამაში უნდა იყოს "ატალანტასა" და "მილანს" შორის. დღესდღეობით ორივე გუნდი კარგ ფორმაშია. "როსონერის" აშკარად გამოადგა პოლონელი ბომბარდირი კშიშტოფ პიონტეკი. შეტევაში შესანიშნავია "ატალანტაც" - ბერგამოელები შედეგიანობით თვით "იუვენტუსსაც" კი უსწრებენ.

საინტერესოა, რომ "ატალანტასა" და "მილანს" შორის სერიას A-ს ბოლო 7 თამაშიდან 5 ფრედ დასრულდა, ხოლო 2 მატჩი ბერგამოელებმა მოიგეს. ასე რომ, "მილანმა" "ატალანტას" ტაბუ უნდა ახსნას...

მაურო იკარდით თუ მის გარეშე? ასე უდგას საკითხი "ინტერს" მას მერე, რაც არგენტინელმა ბომბარდირმა ბუნტი მოაწყო და გუნდს "რაპიდთან" სათამაშოდ არ გაჰყვა. თუმცა მოგვიანებით მან სოციალურ ქსელში ატვირთა ფოტო, რითიც იმის დამტკიცება სურდა, რომ კოჭის ტრავმა აქვს.

აქედან გამომდინარე, ითამაშებს თუ არა იკარდი "სამპდორიას" (მისი ყოფილი კლუბი) წინააღმდეგ, ჯერჯერობით უცნობია. ტრავმაც რომ არა, სახეზეა კონფლიქტი ფეხბურთელსა და კლუბს შორის, რაც გადაწყვეტას მოითხოვს. ლუჩანო სპალეტიმ თქვა, რომ იკარდის "რაპიდთან" მატჩის შემდეგ დაელაპარაკება...

ფაქტები

"ნაპოლისა" და "ტორინოს" შორის ბოლო სერია A-ს ბოლო 7 მატჩში 31 ბურთი გავიდა, რაც საშუალოდ თამაშში 4,4 გოლია.

"ტორინომ" "ნაპოლი" უკანასკნელად 2015 წლის მარტში დაამარცხა.

"იუვენტუსი" სულ 5-ჯერ შეხვდა "ფროზინონეს", მათ შორის ორჯერ - სერია B-ში. აქედან ტურინელებმა 4 თამაში მოიგეს (1 ფრე) და მხოლოდ 1 გოლი გაუშვეს.

"მილანმა" "ატალანტა" სერია A-ში უკანასკნელად 2015 წლის 30 მაისს დაამარცხა - 3:1 ბერგამოში.

"ლაციოსა" და "ჯენოას" შორის ბოლო 6 მატჩში (ყველა ტურნირის გათვალისწინებით) 27 ბურთი გავიდა, რაც საშუალოდ თამაშში 4.5 გოლია.

"ინტერსა" და "სამპდორიას" არ უთამაშიათ ფრედ სერია A-ს ბოლო 6 მატჩში.

"სასუოლომ" "ემპოლის" ზედიზედ მოუგო სერია A-ს ბოლო 4 თამაში და თითოეულ ამ მატჩში 3 გოლი გაიტანა.

"უდინეზეს" "კიევოსთან" შინ 2014 წლის შემდეგ არ მოუგია.

სერია A. XXIV ტური

პარასკევი, 15 თებერვალი

იუვენტუსი-ფროზინონე 23:30

შაბათი, 16 თებერვალი

კალიარი-პარმა 21:00

ატალანტა-მილანი 23:30

კვირა, 17 თებერვალი

სპალ-ფიორენტინა 15:30

ემპოლი-სასუოლო 18:00

ჯენოა-ლაციო 18:00

უდინეზე-კიევო 18:00

ინტერი-სამპდორია 21:00

ნაპოლი-ტორინო 23:30

ორშაბათი, 18 თებერვალი

რომა-ბოლონია 23:30

ბომბარდირები: 18 - კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი); 16 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია), დუვან საპატა (ატალანტა); 15 - კშიშტოფ პიონტეკი (ჯენოა/მილანი); 12 - არკადიუშ მილიკი (ნაპოლი); 11 - ჩირო იმობილე (ლაციო), ფრანჩესკო კაპუტო (ემპოლი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს

მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან

დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება

"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს

"ნაპოლიმ" სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა

მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის

[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია

ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია

"მილანი" ლეაოს გაუშვებს? - ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა

"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი

"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი

"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა

"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე

გადარჩენაში უნდა დაეხმაროს - "იუვენტუსმა" მცველი "ფიორენტინაში" გაანათხოვრა

მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა

"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა

შეთანხმება მიღწეულია - ედინ ჯეკო კარიერას გერმანიაში განაგრძობს

სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში

[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

"მილანი" "ფიორენტინას" ფორვარდის სამსახურით ინტერესდება

ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება

ბოვე, რომელმაც გულის შეტევა გადაიტანა, ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა

ოფიციალურად: ედინ ჯეკო "შალკეს" ფეხბურთელია