ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რატომ უნდათ უკრაინელ ჟურნალისტებს, დავით ხოჭოლავა განტევების ვაცად აქციონ?

რატომ უნდათ უკრაინელ ჟურნალისტებს, დავით ხოჭოლავა განტევების ვაცად აქციონ?

კვირა არ გავა, უკრაინულმა გამოცემებმა ქართველი ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავა არ გააკრიტიკონ და "შახტარის" ყველა წარუმატებლობა ლამის მას არ დააბრალონ.

მაგალითად, 17 თებერვალს ua-football.com-მა ანალიტიკური წერილი გამოაქვეყნა "შახტარზე" და გუნდის დაცვას უკუნი, ხოლო ხოჭოლავასა და კრივცოვის დუეტს უბედურება უწოდა.

რა თქმა უნდა, უშეცდომო არავინაა და ხოჭოლავასაც მოსდის შეცდომები, მაგრამ მას განსაკუთრებული წნეხის ქვეშ ამყოფებენ.

"ხოჭოლავა უნარიანად არჩევს პოზიციას, ბრძოლაში ტოლს არავის უდებს, მჭიდროდ და მეორე სართულზე თამაში ეხერხება", - ასე ახასიათებს 26 წლის ქართველს კლუბის საიტი. შარშან ცნობილმა უკრაინელმა მწვრთნელმა იოზეფ საბომ აღიარა, რომ "მეშახტეთა" უკანახაზელებიდან ყველაზე მეტად დავითი მოსწონს.

ნამდვილად არ ვუყურებ დონბასური გუნდის ყველა თამაშს, მაგრამ მნიშვნელოვან შეხვედრებს თვალს ვადევნებ და არაზოგადი წარმოდგენა მაქვს ამ გუნდზე.

ჩემს სუბიექტურ აზრს მოგახსენებთ: თანდათან რეგრესირებს და ეს ყველა რგოლს დაეტყო. ეს პროცესი მას შემდეგ დაეწყო, რაც გუნდი რუსული ოკუპაციის შედეგად იძულებული შეიქნა, დონეცკი დაეტოვებინა და დევნილი გამხდარიყო.

"მეშახტეებმა" დატოვეს საუკეთესო ბაზა, სტადიონი და ჯერ ლვოვში დაბანაკდნენ, მაგრამ იქაურობა ვერ იგუეს, რასაც ალბათ, თავისი მიზეზები აქვს და ეს ამბავი სპორტული გამოცემის, მით უმეტეს უცხოურის, განსახილველი არაა.

საბოლოოდ "შახტარმა" დისლოკაციის ადგილად ხარკოვი აირჩია, სადაც ისეთი მხრდაჭერა არა აქვს, როგორც დონეცკში ჰქონდა. მაგალითად, "აინტრახტთან" ევროპა ლიგის პირველ 1/16-ფინალურ მატჩზე (2:2) მათ მხარდასაჭერად 41 307-ადგილიან სტადიონზე მხოლოდ 13 059 გულშემატკივარი მივიდა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უარყოფითად მოქმედებს გუნდზე.

Video

14.01.19. შახტარი-აინტრახტი 2:2

თუ თავიდან "შახტარი" ერთგვარი ინერციით მიდიოდა, თანდათან უკუსვლა დაიწყო. მართალია, უკრაინაში კვლავაც საუკეთესოა და კიევის "დინამოც" ვერ უწევს ჯეროვან კონკურენციას, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ამ სეზონში ვეღარ ივარგა და ფრანკფურტულ გუნდთან პირველი შეხვედრის შედეგიდან გამომდინარე, შესაძლოა ევროპა ლიგასაც დაემშვიდობოს.

რგოლების მიხედვით მივყვეთ. მეკარე ანდრეი პიატოვი სუსტია, საოცარი იაღლიშები მოსდის, მაგრამ იმდენად დიდი ავტორიტეტია, რომ ხელშეუხებელია.

დაცვაზე ბოლოში გეტყვით, იქამდე კი შემტევებს შევეხები. თავდასხმაცა და ნახევარდაცვაც კარგია, თუმცა ნახევარმცველებს ხშირად "ავიწყდებათ" უკან მცველთა დასახმარებლად დროულად ჩასვლა და აი, მაშინ იწყება მეტოქის სწრაფი კონტრშეტევისას პრობლემები. შედეგად, დონეცკელები გოლებს არცთუ იშვიათად უშვებენ და რა თქმა უნდა, ყველაფერი დაცვას და მეტადრე ცენტრბეკებს ბრალდებათ. იმავე "აინტრახტთან" შეხვედრაში საყრდენმა ნახევარმცველმა ტარას სტეპანენკომ უკვე მე-11 წუთზე მოახერხა მეორე ყვითელი ბარათის მიღება და თავისი გუნდი კაცნაკლული დატოვა. წარმოიდგინეთ, ეს რომ ჩვენებურს მოსვლოდა, რა ამბავს ატეხავდნენ.

რაც შეეხება ხოჭოლავას, მართალია, ჯოხი, როგორც წესი, უმეტეს შემთხვევაში მასზე ტყდება, მაგრამ უცოდველი ისიც არაა. ეტყობა, ემოციურია, წნეხს ვერ უძლებს და შეცდომებიც ამიტომ მოსდის, თორემ თამაშს კითხულობს, სწრაფია, მონდომებულია და მეტი გამბედაობა მართებს, ბრძოლაში უფრო ხშირად ჩართვა და არაა საჭირო საკუთარ საჯარიმოსთან განივი გადაცემების გაკეთება, რომელსაც გასულ სეზონში კიევის "დინამოსთან" მოჰყვა გოლი და ამას წინათ შეკრებაზე "პარტიზანთან" ამხანაგურ მატჩშიც.

ბოლოსკენ კი, თქვენის ნებართვით, თემას ოდნავ გადავუხვევ და უკრაინული საფეხბურთო საიტების ქართველი ლეგიონერების მიმართ დამოკიდებულებას შევეხები. ძალზე მოკლედ, ორიოდ სიტყვით. ხოჭოლავაზე უკვე ვთქვი, ახლა "გენტზე" მოგახსენებთ, სადაც ორ ქართველთან (გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია) ერთად სამი უკრაინელი (იგორ პლასტუნი, რომან ბეზუსი და რომან იარემჩუკი) ასპარეზობს. ამ გუნდის ყოველი მატჩის შემდეგ football.ua და ua-football.com-მი უმალ აღნიშნავენ თანამემამულეთა წარმატებას და არასოდეს ერთი სიტყვითაც კი არ მოიხსენიებენ მათ ქართველ თანაგუნდელებს. არადა, წესით, სხვაგვარად უნდა იყოს. მაგალითად, Sportall.ge ბელგიური გუნდის თითქმის ყოველი მატჩის მიმოხილვაში ხაზს უსვამს ამა თუ იმ უკრაინელის კარგ თამაშს.

ეს ისე, ლირიკული გადახვევასავით, რადგან ქართველი ფეხბურთელებისადმი დამოკიდებულება თანდათან იცვლება და ეს უკვე ერთგვარ ტენდენციად ყალიბდება. არადა, წესით, ასე არ უნდა იყოს. რა მაგის პასუხია და, 2015 წლის მარტში საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებების მატჩის დაწყებისას, რუსეთის ჰიმნის გაჟღერებისას მთელი სტადიონი "უკრაინა, უკრაინას" სკანდირებდა.

• Geo_Dinamo

მიშას, პოროშენკოს, პუტინს და სხვებს ნუ ვანაცვალებთ უკრაინელებთან ძმობას. ჩვენ ისეც არავინ გვყავს გულშემატკივარი და მოძმე.

• ხვიჩა

უნდა გამოიცვალოს გუნდი ხოჭოლავამ, რაც შეეხება ჩვენებს ბელგიაში, რა დღეს რა ხვალ ჩაკვეტაძე გადავა უკეთეს გუნდში ჰოდა ბელგია დარჩება უკან.

• დავით გამაგრდი ძმაო

როგორც ვატყობ ზოგიერთ უვარგისს უკრაინელები უფრო ეხატება გულზე ვიდრე ჩვენებურები.

• zura

სანამ მიშამ დედ არ უტირათ , მანამდე რატომ ინახავდნენ ძებნილს, ეგ რა პატივისცემაა

• la.))

ძალიან მომრავლდით რუსეთუმები. ვაი თქვენს პატრონს.

• Lasha

გეთანხმები

• Geo_Dinamo

ამ სტატიის ჟურლანისტს ალბათ მახოსვრობა არა აქვს და შეიძლება მკითხველაბმაც არ იცით ან დაგავიწყდათ. კიევის დინამომ მოსკოვის სპარტაკი დაარბია ყიჟინით "საქარღველო" და ჩვენი დროშების ფრიალით. როგოვ ჩვენებმა რაგბში, მათ ფეხბურთში ჩვენ მოგვიძღვნეს ის 4-1 და უკრაინაში შარშან ვიყავი 3 თვე, როგორც სახლში ისე ვგრძნობდო თავს და წელსაც წავალ. გაუმარჯოს საქართველოს და უკრაინას, იქ ჩვენი ძმები და შვილები სისხლს ღვრიან.

• odala

ეგენიც კაი ოკუპანტები ყოფილან.

• LOL

მართალია! ვინც უკრაინაში წავიდა თითქოს ყველა ერთ დონეზე გაიყინა, ხოლო პრემიერლიგაში და ლა ლიგაში ყველა ჩვენებურმა გაიბრწყინა... :D

• იაზროვნეთ!

არ მინდა, რომ შეკვეთილი სტატია დავარქვა, ამიტომ ვიტყვი, რომ ძალიან ზედაპირულად უყურებთ საკითხს. უკრაინული პრესა მთლიანობაში აკრიტიკებს შახტარს და გამონაკლისი არც ხოჭოლავა არ უნდა იყოს (რომ შეაქონ ეგ იქნება უფრო გასაკვირი). ასე რომ, ნუ ელოდებით სალაღობო სტატიებს ნურავისგან და ჯანსაღი კრიტიკა მიიღეთ! თუ მიგაჩნიათ, რომ რომელიმე უკრაინულმა გამოცემამ ქართველებს სპეციალური სიუჟეტები უნდა უძღვნას, მაშინ ძალიან შემცდარხართ! ქართველი ქართველს აღარ აქებს დღეს და სხვას რას სთხოვთ?!

• giogio

ბოლო პერიოდში, უკრაინა, ქართველი ფეხბურთელებისთვის სასაფლაოდ იქცას, თითქოს სპეციალურად ცდილობენ ქართული ჩაძირონ

• Erti

Ro ar menaxa ar davijerebdi ukrainelebze ukanasknleli xalxi shegnebit meore eri ar meguleba

• რუსული რუბლი

საინტერესოა ეს ანტიუკრაინული სამარცხვინო სტატია ვინ შეუკვეთა.რომელიღაც სპორტულმა ჟურნალისტმა რადგან ხოჭოლავა სამართლიანად გააკრიტიკა ამიტომ გაუნათლებელ ქართველებს პირდაპირ პოლიტიკაში გადაყავთ და მთელ უკრაინელებს აგინებენ.

• კახა ქირია

ყველაფერი ზედმეტი ვიცით.ისე უკრაინელი ნაციონალების რუსები ვით არიან,ხანდახან უფრო უარესიც.ჩადით დასავლეთ უკრაინაში და ნახავთ....

• irakli

რუსთავი ორის ჟურნალისტებივით იქცევიან ეგ არასწორები

• გურო

სტატიის ავტორს! პარტიზანთან ხოჭოლავას “შეცდომა” იგივე სტეპანენკოს ბრალი იყო,რომელმაც ბურთი ვერ დაიმორჩილა,არ გაგიჭირდებათ მაგ თამაშის განხილვის მოძიება

• მე

საცობი რომელიც ბოთლს არ ერგება, არ უნდა ჩათხარო ძალით, რას ვეტენებით ამ უკრაინელებს, მათთვის ჩვენ ერთი პატარა უსუსური ერი ვართ. რაც არუნდა შეეკითხო კიევის რუსები არიან და არა ქართველები

• lado

ყოჩაღ, კარგი გამოხმაურებაა !!!!

• tngh

საქართველოს ნაკრებში ითამაშოს უშეცდომოდ, და "შახტარში" დაშვებულ შეცდომებს როგორმე ავიტანთ...

• ალეკო

არ არის საჭირო სხვებისთვის თავის გამოდება(ყოველთვის უმადურობით გვიბრუნდება)ერთმანეთი დავაფასოდ და ვცეთ პატივი

• ra

არის გამონათებები თქვენგანაც!!! კარგი სტატიაა

• Giorgiusi 077

ეჰ რავა ტყუილად ვწირავთ ქართველები ამათთვის თავს,უკრაინელებზე უმადური ერი არ არსებობს მსოფლიოში

გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა

საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა

ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

ირაკლი აზაროვი "შახტარის" ფეხბურთელია!

18 დეკემბერს მერვედფინალების წილისყრაა - კვარაცხელიას და ხოჭოლავას გუნდების სავარაუდო მეტოქეები გაირკვა

კვარაცხელიას შემცვლელი - "ნაპოლი" "შახტარის" ფეხბურთელის შეძენასთან ახლოსაა

რუსებს ოკუპირებულ დონეცკში ახალი "შახტარის" შექმნა უნდათ

ხოჭოლავას მესამე ოპერაციის გაკეთება დასჭირდება

ხოჭოლავა ექვსთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა - ითამაშებს "ოლდ ტრაფორდზე"?

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "ლაიფციგს" გოლი არ ჩაუთვალეს, "რეალმა" გაიმარჯვა - "სიტი" ცალი ფეხით მეოთხედფინალშია [VIDEO]

ხოჭოლავა ექსთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა - ითამაშებს "ოლდ ტრაფორდზე"

შახტარი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს გერმანიაში აპირებს

Breaking: დავით ხოჭოლავამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა

უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას პედრინიოს ნატურალიზაცია სურს

ბენზემამ საკუთარი მომავალი დააანონსა