ტრავმატული ამბები რუსეთიდან: ამისულაშვილ მკურნალობს, ანანიძე კვლავ დაშავდა, რევიშვილიც, ხოჯავაც
ინტერნეტ-გაზეთმა "ჩემპიონატ.რუ"-მ მახაჩყალის "ანჟისა" და საქართველოს ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილი პრემიერლიგის ხუთ საუკეთესო მეკარეს შორის დაასახელა.

"ქართველი მეკარე კარგად ჩაეწერა მახაჩყალელთა კლუბში. რევიშვილმა აპრილში რამდენიმე მშვენიერი შეხვედრა ჩაატარა - "რუბინთან", "ტომთან", "სპარტაკთან".

პირველ ორ მატჩში კარი სულაც მშრალად შეინახა", - წერს "ჩემპიონატ.რუ".

საუკეთესო მცველებშია "კრასნოდარის" კაპიტანი ალექსანდრე ამისულაშვილი, რომელზეც შემდეგი წერია: "პრემიერლიგის დებიუტანტისთვის ამისულაშვილი რამხელა ძალას წარმოადგენს, მოსკოვის "ლოკომოტივთან" უმისოდ ჩატარებული შეხვედრისას დავრწმუნდით. ტრავმირებული კაპიტნის არყოფნაში კრასნოდარელებმა ოთხი გოლი გაუშვეს, არადა, წინა ექვს ტურში მათი კარი მხოლოდ ერთხელ დაილაშქრა."

თუმცა რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე ქართველებზე დასანანი სიახლეები უფრო მომრავლდა: საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე კვლავ დაშავდა - იუწყება მოსკოვის "სპარტაკის" პრესსამსახური. ანანიძეს კოჭის მყესი გაუმიზეზდა და იძულებული გახდა, ვარჯიში გამოეტოვებინა.

სამწუხაროდ, ბოლო ორ თვეა, ანანიძე მოედანს ვერა და ვერ დაუბრუნდა. იგი საქართველო-ხორვატიის შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე დაშავდა და მაშინაც კოჭი აწუხებდა. დიდია ალბათობა, რომ ჯანო "ჯვაროსნებს" 3 ივნისს ხორვატიის ეროვნულ ნაკრებთანაც ვერ დაეხმაროს.

საერთოდ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას ხორვატიასთან მატჩამდე დიდი სადარდებელი გაუჩნდა. ნაკრების ლაზარეთი საკმაოდ შეივსო, რასაც შემდეგი ამბებიც ადასტურებს:

ტრავმირებულნი არიან მეკარე ნუკრი რევიშვილი, ალეკო ამისულაშვილი, გოჩა ხოჯავა, ჯერ კიდევ მკურნალობს ლევან ყენია, უთამაშებელია მალხაზ ასათიანი. ოთარ მარცვალაძე კი, ჯანმრთელიც რომ იყოს, ორი ყვითელი ბარათის გამო ხორვატიასთან ვერ ითამაშებს, ისევე როგორც ლევან კობიაშვილი.

კრასნოდარის" პრესსამსახურის ცნობით, ამისულაშვილი კლუბში დაბრუნდა. მას გერმანიაში სახეზე ოპერაცია გაუკეთეს. როგორც ცნობილია, რუსეთის პრემიერლიგის მე-4 ტურში, 20 აპრილს ქართველ მცველს მოსკოვის "სპარტაკის" ფეხბურთელმა ფიოდორ კუდრიაშოვმა სახეში იდაყვი ჩაარტყა, შედეგად ამისულაშვილი მოედნიდან გაიყვანეს და სახის ძვლების მოტეხილობები დაუდგინეს. ამჟამად ალეკო კრასნოდარში ადგილობრივ ექიმებთან მკურნალობს, მაგრამ სავარუდოდ, ხორვატიასთან ვერც ის ითამაშებს.

ახლა ნუკრი რევიშვილზეც ვთქვათ: იგი "როსტოვთან" მატჩამდე ვარჯიშზე დაშავდა - კოჭი დაუზიანდა და ექიმებმა ათი დღით დასვენება ურჩიეს. წესითა და რიგით, რევიშვილი "ვოლგასთან" მატჩის შემდეგ მოედანს უნდა დაუბრუნდეს. ასე რომ, ხორვატიასთან მატჩამდე მისი გამოჯანმრთელების იმედი მაინც გვაქვს.

რუსეთის პრემიერლიგის ბოლო ტურში ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" შემადგენლობაში არ უთამაშიათ საქართველოს ნაკრებს თავდამსხმელ ოთარ მარცვალაძეს და კანდიდატ გოჩა ხოჯავას (ჩვენი ინფორმაციით, შესაძლოა, ქეცბაიამ გოჩა ხორვატიასთან მატჩისთვის გამოიძახოს). ნიჟნელთა პრეზიდენტმა ალექსეი გოიხმანმა კლუბის ვებგვერდთან ინტერვიუში მათ ტრავმებზეც ილაპარაკა.

"ჩვენი რვა ფეხბურთელი მერვე ტურის შეხვედრას "ანჟისთან" ტრავმის გამო გამოტოვებს... ხოჯავა მოსკოვში მკურნალობს და ვერ დაგვეხმარება. სავარაუდოდ, გუნდს 8 მაისს დაუბრუნდება. შეძლებს თუ არა შემდეგ ტურში გუნდის დახმარებას, ექიმების გადასაწყვეტია.

...მარცვალაძე ავადმყოფობის შემდეგ მომჯობინდა, მაგრამ მეეჭვება, დაღესტნელებთან ითამაშოს. "ყუბანთან" კი დავაყენეთ, მაგრამ მაშინ სრულად გამოჯანმრთელებული არ იყო და კვლავ შეუძლოდ შეიქნა. მარცვალაძე ნიჟნი ნოვგოროდში ახლახან დაბრუნდა, თუმცა ჯერ არ ვიცი, ითამაშებს თუ არა "ანჟის" წინააღმდეგ.

საერთოდ კი, გახშირებული ტრავმიანობა ხელოვნურსაფრიან მოედანზე ვარჯიშის შედეგია. ჩვენს ბაზაზე ბუნებრივსაფრიანი მოედანი მზად არ არის, ხალიჩაზე კი ტრავმიანობის რისკი დიდია", - ამბობს გოიხმანი.

"ვოლგას" პრეზიდენტის საუბრიდან კიდევ ერთი საინტერესო ამბავი გავარკვიეთ: მახაჩყალელებთან შეხვედრას "ტერეკთან" მატჩისას დისკვალიფიცირებული გია გრიგალავაც გამოტოვებს და დაცვის ცენტრში მის ნაცვლად "ვოლგას" მთავარმა მწვთრნელმა ომარ თეთრაძემ, შესაძლოა, მარჯვენა მცველი ლაშა სალუქვაძე დააყენოს.

ერთადერთი, რაც შეიძლება ქეცბაიას ახარებდეს, "ემპოლის" თავდამსხმელ ლევან მჭედლიძის მომჯობინებაა - ბოლო დროს ლევანი ათამაშდა, გოლების გემოც გაიხსენა და მადლობა ღმერთს, ფორმის აღდგენას ცდილობს. სავსებით შესაძლებელია, 21 წლის ტანმაღალი თავდამსხმელი ნაკრებს დიდად წაადგეს.

Tornike
დავით, სიჯიუტეს სამწუხაროდ გოგუა იჩენდა, აქმინდა თამაში და აქ არაო... თუ ასე აღარ იზავს, დარწმუნებული ვარ გამოიძახებს თემური
davit
იქნება ეხლა გამოძახოს ქეცბაიამ გოგუა როცა ამდენი ტრამვირებული და დიკვალიფირებუ ლი ფეხბურთელია საქართველოს ნაკრებში თუ კუპერივით სიჯიუტეს გამოიჩენს.საქართველ ოს ნაკრებში სამწუხაროდ არ არის ისეთი კონ კურენცია რომ ერთ ადგილზე 3-4 მაღალი კვალიფიკაცის ფეხბურთელი იყოს
Tornike
საინტერესოა, ფატალური უიღბლობა გვჭირს თუ არის გარკვეული კანონზომიერება იმაში, რომ ასეთი ხშირი და ასე ვიტყოდი, რეგულარული ტრავმიანობაა ჩვენს გუნდში. იქნებ 1990-იანების არასწორმა მიდგომამ ან ამ მიდგომის არარსებობამ (სპორტული მედიცინის თვალსაზრისით) მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე?
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის