"ლივერპული" და "ბაიერნი", რომელთაც ეს ტიტული 5-5-ჯერ აქვთ მოგებული, ერთმანეთს 2001 წლის მერე პირველად ხვდებიან. ევროპის ორი გრანდიდან ერთი აუცილებლად გავარდება პლეი-ოფის ადრეულ ეტაპზევე.

ამ სეზონში "ბაიერნმა" E ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულა და უკან "აიაქსი" ჩამოიტოვა. აი, "ლივერპულმა" კი ბეწვის ხიდზე გაიარა, ჯგუფში ბოლო მატჩი "ნაპოლის" მოუგო და იტალიური კლუბი ევროპალიგაზე გადაისროლა, თავად კი პსჟ-ის შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა. ამიტომაც, ახლა მეორე მატჩის შინ ჩატარების უპირატესობა გერმანულ კლუბს აქვს.

იურგენ კლოპსა და ნიკო კოვაჩს თითო ფეხბურთელი ჰყავთ დისკვალიფიცირებული - კლოპს ვირხილ ვან დეიკის დახმარების იმედი არ უნდა ჰქონდეს, ხოლო ხორვატ სპეციალისტს - თომას მიულერის. იმის გამო, რომ დეიან ლოვრენი არ არის ბოლომდე გამოჯანმრთელებული, დაცვაში თამაში ფაბინიოს მოუწევს.

"ლივერპულს" მოსამზადებლად კვირაზე მეტი ჰქონდა, რისი წყალობითაც ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა გამოჯანმრთელება მოასწრო. ჯერდან შაჩირი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ, ალბათ, სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს, რობერტო ფირმინომ კი ვირუსის გამო გამოტოვა ვარჯიში, თუმცა სერიოზული არაფერია.

კინგსლი კომანი თამაშს შეძლებს, ისევე, როგორც მანუელ ნოიერი. აი, არიენ რობენის თამაში კი გამორიცხულია. ხამესი ისეთ ფორმაშია, არ გაგვიკვირდეს, თუ კოვაჩი მის ნაცვლად შუა ხაზში კიმიხს დააყენებს. რიბერიც არ იყო გუნდთან ერთად, რადგან მის მეუღლეს გოგო შეეძინა.

ფაქტები

"ლივერპულმა" ჩემპიონთა ლიგა ბოლოს 2005 წელს მოიგო, ხოლო "ბაიერნმა" - 2013 წელს.

გასულ სეზონში "ლივერპული" ფინალში დამარცხდა "რეალთან", ხოლო "ბაიერნი" იმავე მეტოქესთან - ნახევარფინალურ სტადიაზე.

ბოლოს ეს გუნდები მონაკოში უეფას სუპერთასზე შეხვდნენ - 2001 წელს "ლივერპულმა" 3:2 მოიგო.

"წითლებმა" 1981 წელს ნახევარფინალშიც იყოჩაღეს, როცა "ენფილდზე" 0:0-ს გერმანიაში 1:0 გამარჯვება მოჰყვა (რეი კენედი). იმ წელს "ლივერპულმა" ჩემპიონთა თასი მოიგო.

აი, მათი სულ პირველი დაპირისპირება - 1972 წელს თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალში "ბაიერნმა" მოიგო - ინგლისში 0:0 იყო, გერმანიაში - 3:1, გერდ მიულერმა კი დუბლი შეასრულა.

"ლივერპულს" ლიგის ამ ეტაპზე ბოლო 6 მატჩია, რაც არ წაუგია (5 მოგება, 1 ფრე), გუნდმა ბოლოს გოლი 2007 წელს "ბარსელონასგან" გაუშვა.

ენფილდი. 19 თებერვალი

ლივერპული-ბაიერნი 23:59

სავარაუდო შემადგენლობები

ლივერპული (4-3-3): ალისონი - ალექსანდერ-არნოლდი, ფაბინიო, მატიპი, რობერტსონი - ჰენდერსონი, მილნერი, ვეინალდუმი - სალაჰი, ფირმინო, მანე

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - კიმიხი, ზიულე, ჰუმელსი, ალაბა - გორეტცკა, ტიაგო ალკანტარა - გნაბრი, ხამეს როდრიგესი, კომანი - ლევანდოვსკი

არ ითამაშებენ: ვან დეიკი (დისკვ.), გომესი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი - რობენი, ბოატენგი, ტოლისო, მიულერი (დისკვ)

საეჭვოა: ლოვრენი, შაჩირი - კომანი

არბიტრი: ჯანლუკა როკი (იტალია)

პრესკონფერენცია

იურგენ კლოპი ("ლივერპულის" მწვრთნელი): "ბაიერნი" 6-წლიანი დომინაციის შემდეგ ამ სეზონში ბუნდესლიგაში განსხვავებულ სიტუაციაში აღმოჩნდა, თუმცა ჩემპიონი რომ გახდება, ახალბედას მონდომება უნდა იქონიო. შესაძლოა, სეზონის დასაწყისში ეს მეტოქეს არ ახასიათებდა, მაგრამ ახლა სიტუაცია შეცვლილია და ვიტყვი, რომ "ბაიერნი" კიდევ უფრო სახიფათოა ამის გამო. ხალხში ოპტიმისტური განწყობაა. მათ სჯერათ, რომ "ლივერპული" დაამარცხებს "ბაიერნს". ეს კარგია, მაგრამ ყველაფერი მოედანზე გვაქვს დასამტკიცებელი. ჩვენ გველის დაძაბული დაპირისპირება ძალიან ძლიერ, ორგანიზებულ მეტოქესთან, მაგრამ ჩვენც საკმაოდ ძლიერები ვართ და ხვალ ამის დასამტკიცებლად გამოვალთ მოედანზე".

ნიკო კოვაჩი ("ბაიერნის" მწვრთნელი): "როცა ხვალ ფეხბურთელები "ენფილდზე გავლენ, მაშინ იგრძნობენ ბევრ რამეს, მათ შორის იმას, თუ რატომ არიან ისინი ფეხბურთელები. მიმაჩნია, რომ ჩვენ შესაძლებელი ვარიანტებიდან ყველაზე ძლიერი მეტოქე შეგვხვდა. "ლივერპული" ტოპ-კლუბია, მაგრამ ჩვენც ტოპ-კლუბს წარმოვადგენთ. ხვალ 100%-იანი თავდადება საკმარისი არ იქნება. თუ "ლივერპული" 140%-ს დადებს მოედანზე, ჩვენ 150 მოგვეთხოვება".

ფეკირის გარეშე

"ბარსელონა" ამ წყვილის გამოკვეთილი ფავორიტია, მაგრამ "ლიონი" არავისთვის არის საჩუქარი - ამ გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე "მანჩესტერ სიტის" დამარცხება შეძლო.

"ბარსა" ისედაც ფავოროტია, ამას კი ის ემატება, რომ "ლიონის" ლიდერი ნაბილ ფეკირი დისკვალიფიცირებულია. ეს ფრანგული კლუბისთვის უდიდესი დარტყმაა. ჯეისონ დენაიერი და ტანგი ნდომბელე "ლიონის" ძირითადის ფეხბურთელები არიან, თუმცა მათი თამაში სამშაბათს საეჭვოა. მარჯვენა ფრთაზე ვინ იდგება, მაქსიმ კორნე თუ ბერტრან ტრაორე, ძნელი გამოსაცნობია. ორივე ფეხბურთელს თანაბარი შანსები აქვს. მარტენ ტერიემ ძალიან კარგად ითამაშა "გენგამის" წინააღმდეგ, თუმცა ძნელი წარმოსადგენია, მწვრთნელმა სასტარტოდან მემფის დეპაი ამოაგდოს.

ლიონელ მესი და უსმან დემბელე თავს კარგად გრძნობენ და მზად არიან სათამაშოდ. მას მერე, რაც არტური გამოაკლდა "ბარსას" ერთი თვით, შუა ხაზის გამოცნობა ძნელი არ არის. კლემან ლონგლემ "ვალიადოლიდთან" დაისვენა, თუმცა "ლიონთან" ის შეუწყვილდება ჟერარდ პიკეს, რადგან სამუელ უმტიტის თამაში ნაკლებად მოსალოდნელია, მიუხედავად იმისა, რომ ექიმებმა ფრანგ მცველს თამაშის უფლება უკვე მისცეს.

ფაქტები

"ლიონმა" ჩემპიონთა ლიგის ბოლო 5 მატჩი ფრედ ითამაშა.

"ბარსელონამ" "ლიონთან" ბოლო 6 დაპირისპირებიდან 5-ში 2-2 გოლი მაინც გაიტანა.

"ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 6 მატჩია, რაც არ წაუგია.

"ბარსას" ზუსტად ამდენი მატჩია, რაც არც "ლიონთან" დაპირისპირებებში წაუგია.

ოლიმპიკ პარკი. 19 თებერვალი

ლიონი-ბარსელონა 23:59

სავარაუდო შემადგენლობები

ლიონი (4-2-3-1): ლოპეში - დუბუა, მარსელო, დენაიერი, მენდი - ტუსარი, ნდომბელე - ტრაორე, დეპაი, აუარი - მ. დემბელე

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, ლონგლე, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, კოუტინიო - მესი, ლ. სუარესი, უ. დემბელე

არ ითამაშებენ: ფეკირი (დისკვ.), გუირი - რაფინია, სილესენი

საეჭვოა: დენაიერი, ნდომბელე - არტური, ვერმალენი, უმტიტი

არბიტრი: ჯიუნეთ ჩაქირი (თურქეთი)

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

llcl
დღეს რომელია ცენტრალური თამაში, ლივერპული-ბაიერნი თუ ლიონი-ბარსელონა? მგონი პირველი და რატომ არის სიქუნივერსალზე მეორე? ისევ ზარალას და მაფიოზების საქმეს აკეთებთ თუ რა ხდება, ვინ აკონტროლებს ამას? ვინმემ იქნებ გაგვცეს პასუხი ამაზე ამ უპატრონო ქვეყანაში, რატომ გააუქმეთ ლიგა საზოგადოებრივზე, რომ ისევ მაფიოზებმა ისარგებლონ? ესეგი იძულებული ხარ სილქტვ ჩართო თუ გინდა ლიგის ცენტრალური თამაშის ყურება
10
ბარსას ქომაგებს დღეს გვინდა გამარჯვება! დანარჩენს არ მივიღებთ. აბა თქვენ იცით ბიჭებო! იმედი არ გაგვიცრუოთ.
"ბარსელონას" კიდევ ორი ფეხბურთელი პსჟ-სთან ვერ ითამაშებს
რაშფორდი: დიდხანს მინდა "ბარსელონაში" დავრჩე
პსჟ სიაში მესამეა - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა
კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს
საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა
დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ