24 თებერვალს 16:00 საათზე გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი 2019 წლის საქართველოს სუპერთასის მატჩს უმასპინძლებს.

ფინალში ერთმანეთს ქუთაისის "ტორპედო" და თბილისის "საბურთალო" შეხვდებიან. ქუთაისელებს ქვეყნის სუპერთასი ორჯერ - 1999 და 2017 წლებში აქვთ წაგებული, ხოლო 2018 წელს კახაბერ ჩხეტიანის გუნდმა "ჩიხურა" დაამარცხა და ისტორიაში პირველად მოიპოვა ქვეყნის მესამე შიდა ტიტული. ეროვნული ლიგის მოქმედი ჩემპიონი "საბურთალო" კი სუპერთასის მოგებას პირველად შეეცდება.

"გუნდმა უცხოური შეკრება გაიარა, რომელიც, ვფიქრობ, რომ საკმაოდ დატვირთული გამოვიდა. წლის პირველი ოფიციალური შეხვედრაა და ვეცდებით, სეზონი გამარჯვებით დავიწყოთ" - აღნიშნა ქუთაისელთა მარჯვენა მცველმა ლევან გეგეჭკორმა.

"ტორპედომ" შეკრება თურქეთში გაიარა და გუნდი ამჟამად წვრთნას ქუთაისში აგრძელებს. ფეხბურთელებმა თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ ორი დღე დაისვენეს, ხოლო 22 თებერვალს საწვრთნელი პროცესი განახლდა.

"საბედნიეროდ, ტრავმირებული ფეხბურთელები არ გვყავს და ამ მატჩისთვის ყველა სათანადოდ ვემზადებით. ახალ კლუბში ჩემი პირველი ოფიციალური მატჩიც ეს იქნება და ვეცდები, მაქსიმუმი გავიღო "ტორპედოს" წარმატებისთვის" - ამბობს ბუდუ ზივზივაძე, რომელიც გუნდს ახლახან შეუერთდა.

კახა ჩხეტიანი: "თურქული შეკრებიდან დაბრუნების შემდეგ, ფეხბურთელებს ორი დღე დასვენების საშუალება მივეცით. ყველა ფეხბურთელი მწყობრშია, ტრავმირებული არავინ გვყავს. ჩვენთვის ყველა თასი მნიშვნელოვანია. ყველა ის ტიტული, რომელიც დღემდე მოვიგეთ, ჩვენს გულშემატკივარს ეკუთვნოდა და დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელები კიდევ ერთი ტიტულის მოსაგებად ყველაფერს გააკეთებენ. ვეცდებით, გულშემატკივარს სანახაობრივი ფეხბურთი შევთავაზოთ".

გასული სეზონის დასრულების შემდეგ "ტორპედო" ლეგიონერებმა - არფანგ დაფემ, მარეკ ჰლინკამ, გლეოფილიო ჰასელბაინკმა, ლაზარ მარინმა და მილოშ ლაჩნიმ დატოვეს. ერთ-ერთი წამყვანი ნახევარმცველი გიორგი კუხიანიძე კი თბილისის "დინამოს" შეუერთდა. სანაცვლოდ, "დინამოს" თავდასხმის ლიდერი და ეროვნული ლიგის ბომბარდირი ბუდუ ზივზივაძე "ტორპედომ" დაიმატა.

გუნდში ასევე მოვიდნენ ვახტანგ ნებიერიძე, ნიკოლა სტიეპოვიჩი, ნოდარ ქავთარაძე, ამბროსი ჩაჩუა და რიჩარდ ლუკა. ხოლო ახალგაზრდები, ლუკა მიქაია და თამაზ შერვაშიძე, ასაკობრივი გუნდიდან დაწინაურდნენ.

ქვეყნის ჩემპიონმა "საბურთალომ" ორი შეკრება თურქეთის ქალაქ სიდეში გაიარა, სადაც ჯამში 8 ამხანაგური მატჩი გამართა - 2 მოგება, ამდენივე წაგება და 4 ფრე (ვიტორული 2:1, ნაპრედაკი 3:0, პანდევის აკადემია 0:0, რაბოტნიჩკი 1:2, სირიუსი 1:1, სარაევო 3:3, ახმატი 1:2, კაისარი 1:1).

გიორგი ჭიაბრიშვილი: "კლუბის ხელმძღვანელებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა საუკეთესო პირობებში მოვმზადებულიყავით. თურქეთში გავიარეთ ორი ნაყოფიერი შეკრება. პარალელურად, ევროპულ კლუბებთან ვითამაშეთ ამხანაგური მატჩები, სადაც კარგად დავინახეთ, რა მიმართულებით გვმართებს მუშაობა. რაც შეეხება სუპერთასის გათამაშებას - ჩვენთვის ყველა ტიტული მნიშვნელოვანია. პირველად გვიწევს სუპერთასზე თამაში და ვეცდებით, ისტორიაში პირველად თასს დავეუფლოთ."

"საბურთალომ" სეზონის დაწყებამდე ეროვნული ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერი - ანტე გი გადაიბირა, ასევე გუნდმა გამოცდილი მცველი ლევან კაკუბავა დაიმატა. "საბურთალოში" დაბრუნდა გიორგი თევზაძე. ასევე, მოვიდნენ დენის შელიხოვი და "სამტრედიას", ქუთაისის "ტორპედოს" და თბილისის "დინამოს" ყოფილი მეკარე - ომარ მიგინეიშვილი.

მარჯვენა მცველი ნოდარ იაშვილი თანაქალაქელ "დინამოდან" შეუერთდა, გუნდის კაპიტანი ლაზარე კუპატაძე კარიერას ლუქსემბურგის "ჟენეშში" განაგრძობს, გიორგი რეხვიაშვილი საბერძნეთის სუპერლიგის "ლევადიაკოსს" შეუერთდა, ხოლო დავით ვოლკოვი - აზერბაიჯანულ "გაბალას". გუნდიდან ასევე წავიდნენ ვეტერანი დიმიტრი ტატანაშვილი, დავით თარგამაძე და ბექა ქურდაძე.

სუპერთასის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის 1-ელი არხი შემოგთავაზებთ. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს სუპერთასს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის სლავა მეტრეველის სახელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით 12 თებერვალს მიენიჭა.

მომზადებულია eliga.ge-ს მიხედვით

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
კახა ჩხეტიანი ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
კახა ჩხეტიანმა "ტორპედო" დატოვა
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
ოფიციალურად: ბათუმის "დინამოს" ჭიაბრიშვილი გაწვრთნის
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
გიორგი ჭიაბრიშვილი: ქართულ საკლუბო ფეხბურთში, ბათუმის "დინამო" გამორჩეული პროექტია
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
ოფიციალურად - ჩხეტიანი "ტორპედოში" დაბრუნდა
ქუთაისის "ტორპედო" 20 მაისს ახალ მწვრთნელს წარადგენს