"ჩელსის" ფეხბურთელი თამაშის წინა ღამეს, ენერგიის დაზოგვის მიზნით, სქესობრივი კავშირისგან თავს იკავებს
რა უფრო სასიამოვნოა - ფეხბურთი თუ სექსი? თურმე ამ თავსატეხზე ბევრი უფიქრია ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელ სალომონ კალუს და პასუხიც უპოვნია - ფეხბურთი!

ვერ გეტყვით, რა რჯიდა, მაგრამ ფაქტია - ბრიტანულ გამოცემა "სანთან" ინტერვიუს დროს ფეხბურთელმა ათას რამეზე ისაუბრა, ღობე-ყორეს მოედო და თემა რომ შემოაკლდა, ფეხბურთისა და სექსისგან სიამოვნების მიღებაზე ჩამოაგდო სიტყვა. არა, კალუსთვის ერთი მეორეს არ გამორიცხავს და სიამოვნებას ორივე საქმისგან მშვენივრად იღებს, თუმცა ასარჩევად რომ დაუდგეს საქმე - ფეხბურთი თუ სექსი, უპირატესობას პირველს მიანიჭებდა.

"ფეხბურთი სიამოვნების მთელი 90 წუთია, აი, სექსის შემთხვევაში კი ეს ყოველთვის არ ხერხდება", - სიტყვა-სიტყვით ასე თქვა კალუმ და ისიც დაამატა, რომ თამაშის წინა ღამეს "მარხვას" იცავს და სქესობრივი კავშირისგან შეგნებულად თავს იკავებს, რათა ენერგია მოედანზე დასახარჯად არ გაფლანგოს.

კალუ უფრო შორსაც წავიდა და პირდაპირ განაცხადა - ჩემი შიშველი სხეული მამაკაცს უფრო მეტს უნახავს, ვიდრე ქალსო: "ბოლო-ბოლო, ათ ქალთან ერთად გასახდელში არასდროს გამომიცვლია და მიმიღია შხაპი".

ინტერვიუს მიცემამდე კალუმ ჟურნალ "კოსმოპოლიტანისთვის" სრულიად შიშვლად იპოზიორა და როგორც ჩანს, ეროტიკული შთაბეჭდილებები "სანთან" ინტერვიუს დროსაც გამოჰყვა.

მომზადებულია thesun.co.uk-ის მიხედვით

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა