ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველოს ნაკრები ესტონეთთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]

საქართველოს ნაკრები ესტონეთთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]

24 თებერვალს, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის ბოლო მატჩი ესტონეთთან 77:84 წააგო.

ამ შეხვედრას არც ერთი გუნდისთვის განსაკუთრებული პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა და სპორტის სასახლე ბოლომდე არ გაივსო, თუმცა გულშემატკივარი აქტიურად უჭერდა ილიას ზუროსის გუნდს მხარს.

შეგახსენებთ, წინა ტურში ესტონეთმა სენსაციურად სძლია სერბეთს.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი შემდეგი სასტარტო შემადგენლობით დაიწყო: შერმადინი, ცინცაძე, სანაძე, მაკფადენი, დვალიშვილი.

დებიუტში თამაში ქულა-ქულაში წავიდა, თუმცა შემდეგ მასპინძლები წინ 9 ქულით გაიჭრნენ, პირველი მეოთხედი კი 27:21 მოიგეს.

აღსანიშნავია, რომ კვლავ შეუჩერებელი იყო შერმადინი და წინა მატჩისგან განსხვავებით ჩვენი კალათბურთელები პერიმეტრიდანაც უკეთ ისროდნენ.

მეორე პერიოდში საქართველოს ნაკრების ზედიზედ რამდენიმე დაკარგვის შემდეგ სტუმრები მე-17 წუთზე დაწინაურდნენ დ პირველი ტაიმი 48:42 მოიგეს.

მესამე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა კარგად დაიწყო, 25-ე წუთზე წინ გაიჭრა და დასკვნითი პერიოდის წინ ანგარიში 62:60 იყო.

ბოლო პერიოდი ისევე როგორც მთელი მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა, ორმხრივი შეცდომებით წარიმართა და სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.

შერმადინმა 22 ქულა ჩააგდო (15-ჯერ მოხსნა ბურთი), სანაძემ 21, მაკფადენმა 20, ცინცაძემ 8, ბერიშვილმა 4, ანდრონიკაშვილმა კი 2.

საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ციკლში 12-დან 5 შეხვედრა მოიგო და მეოთხე ადგილზე გავიდა.

საქართველოს ნაკრებში მოთამაშეს მოტივაცია სჭირდება? სულ 5-6 თამაშია წელიწადში. მაღალი დონის გუნდიდან მარტო შერმადინი იყო და მონასავით გაისარჯა. თანაც ესტონეთმა მეორე შემადგენლობით ითამაშა, როგორც დაიწერა.გამოდის ესტონელებს უკეთესი დონის ეროვნული ჩემპიონატი აქვთ. ახლა თქვენ სპობთ კალათბურთს, ფაჩულია რომ ჩამოვა, მერე ის მოსპობს. პიარზე გაქვთ მარტო აქცენტი ორივე მხარეს. თუ შეიძლება ზუროსი დატოვეთ. ერთი რაც კარგი გაკეთდა, ამ კარგი კაცის ჩამოყვანაა. ის 2 სერბ-ხორვატი კი მოაშორეთ.ცეკას მეორე მდივანივით გულგრილი სახეებით და ვის სჭირდება.ეგენი მოტივაციას ვერ გაუზრდიან ვერავის.

• პასუხი

როგორც ჩანს მარტო მე არ ვამჩნევ :) http://lelo.ge/article/%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%92%E1%83%95%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90-%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%97%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%93-12297

• სოსო

ეს მამუკელაშვილი რომელი ძირითადი ბირთვის მოთამაშეა?! რა უთამაშია ნაკრებში, 3 წუთი? საერთოდ საკითხავია ღირს თუ არა მისი დაძახება. მაგ კლასის მოთამაშე და უკეთესი შეიძლება სუერპლიგაში მოიძებნოს და ბევრიც გუშინ სკამზე იჯდა. რეალობას შეხედეთ და კრიტიკულები იყავით, არასოდესაა ცუდი. "რა მოხდა მერე" ლაპარაკით გადის წლები.

• soso-ს

კალათბურთი როდესმე გითამაშია, ან გიყურებია?

• მამუკა

კომენტარებში მუდმივად უკმაყოფილო და "ყოვლისმცოდნეთა" მოსაზღებები ყოველგვარ ზღვარს ცდება. უმეტესობა სპორტის სასახლეში ნამყოფიც არ არის. საქართველოს ნაკრებს არ ყავდა ძირითადი მოთამაშეები: ბითაძე, შენგელია, ჯენინგი, ბურჯანაძე, მამუკელაშვილი. სრულიად უმოტივაციო თამაში იყო. მით უმეტეს, რომ სერბეთი დიდი ანგარიშით ამარცხებდა ისრაელს და მე-4 ადგილი(უკეთესი კალათი) გარანტირებული გვქონდა. ესტონეთის ნაკრები მოტივირებული იყო: ჯერ ერთი, უნდა დაემტკიცებინა, რომ შესუსტებულ სერბეთს მხოლოდ იღბალიტ არ მოუგეს, მეორეც, საქართველოს ნაკრებთან სახლში დამარცხების შემდეგ ადამიანურად რევანში სურდა, თანაც ძირითადი ძალა თითქმის სრული შემადგენლობით ყავდათ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, საქართველოს ნაკრები ამ შემადგენლობითაც ალბათ 10-დან 10-ჯერ მოუგებს ესტონეთის ნაკრებს, ოდნავ მეტს თუ მოინდომებს. ამ გუნდს პერსპექტივა აქვს. ნაკრებს ყავს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ევროპაში. პრობლემა ზოგადად სპორტის სახეობების დაფინანსებაშია(ერთი-ორ გამონაკლისზე არ ვსაუბრობ). მთელი ქართული კალათბურთი კლუბებიანად, ყველა ნაკრებიანად, მწვრთნელებიან-მსაჯებიანად, დარბაზების, სასტუმროების და მგზავრობის ჩათვლით წლიურად იმაზე ნაკლები თანხით ფინანსდება, ვიდრე ზაზა ფაჩულიას ხელფასი აქვს. თუ იმასაც გაითვალისწინებთ, რომ კალათბურთის ფედერაციას საკუთრებაში არათუ დარბაზი, ერთი ოთახიც არ აქვს, ის შედეგები, რაც იდება, სუპერმიღწევად უნდა ჩაითვალოს. თანაც შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ჩემპიონატების მატჩები ცარიელ დარბაზებში ტარდება. ანუ, გულშემატკივრები ისიც ხანდახან, მხოლოდ ეროვნული ნაკრების თამაშებზე დადიან. გუშინაც, დარბაზი ნახევრად ცარიელი იყო და დამსწრეთაგან ნაწილი ბილეთების გარეშე, მოსაწვევებით ისხდა. ასე რომ, თუ შედეგი გსურთ, კი არ უნდა იბუზღუნოთ, საქართველოს ჩემპიონატის თამაშებზე იარეთ, გუნდები დაასპონსორეთ და წარმატებაც მოვა.

• გოგა

იცით რა მაძლევს იმედს პირველი ეტაპიდან დაწყწბული ყველა თამაში სრული შემადგენლობით რო გვეთამაშა გავიდოდით მსოფლიოზე დარწმუნებული ვარ 100%

• გოგა

კარგით რა ხალხო რა ამბავში ხართ მეორე სასტავით წავაგეთ უმოტივაციო თამაში მეოთხე ადგილზე ვიყავით და მაინც იქ დავრჩით მეოთხეზე ისე საუბრობს ზოგიერთი აქ რო ეს რო არ წაგვეგო მსოფლიოზე გავდიოდით:) მასე ჩვენც მოუგეთ ლიტვას 2 თამაში ზედიზედ სერბეთსაც მოუგეთ და საბერძნეთსაც თავი არ მოუკლავთ. კარგი მწვრთნელი გვყავს ოღონდ თუ სასტავი არ ეყოლება რა ქნას ამ კაცმა ჯადოქარი კი არაა

• მ. ტ.

ამ დღეებში იტალიის საფეხბურთო C ლიგიდან "პიაჩენცა" მოიხსნა, რადგან მოედანზე 8 კაცით გავიდა და 0:20 წააგო... ასე, რომ ჩვენ კიდევ კარგი ანგარიშით დავმარცხდით, რადგან სად 11 კაცში რომ გაკლია 3 კაცი და სად კიდევ 5-ში...

• ირაკლი

შესაძლოა ზუროსმაც წაიყომარა, ესტონეთის მოგებას 6 კუში ჰქონდა.)) მაინც ვერ გავდიოდით)) სამწუხაროდ მთელი მსოფლიო ყომარობს და ეს ის მაფიაა რომელშიც არავინ ჩაგვახედებს. მოკლედ, მე მგონია რომ ზუროსმა შესაძლოა წაიყომარა... აბა ცინცაძის შემოყვანა ბოლო წუთებზე სხვა რაზე უნდა მიანიშნებდეს? ცწორედ ცინცაძის უაზრობების გამო წავაგეთ საბერძნეთთან ერთი ქულით და ეს ზუროსმაც კარგად იცოდა. პ.ს. პარადოქსია, პირველი სამი კალათბურთელი რომლებმაც ქულების მაქსიმუმი მოაგროვა ჩვენები არიან: შერმადინი - 22 ქულა, სანაძე - 21ქულა, მაკფადენი 20 - ქულა, და მიუხედავად ამისა მაინც წავაგეთ, ანუ ბიჭებმა კარგათ ითამაშეს, მაგრამ მწვრთნელმა წააგო ტაქტიკურად. მაგრამ თუ ეს მართლაც ესეა, მიუხედავად ამისა ზუროსი კაი მწვრთნელია.

• ქომაგი

მშვენიერი მვრთნელია ზუროსი და აუცილებლად უნდა დავიტოვოთ. არცერთ მატჩში არ ყავდა სრული შემადგენლობა და რთულია ასე.

• soso

მწვრთნელის ბრალი იმაშია, რომ გუნდი დაცვას საერთოდ არ თამაშობდა, როცა ამ შემადგენლობითაც შეეძლო არაფრითგამორჩეულ ესტონეთთან მოეგო. მეორე, ის რომ სათადარიგო ხუთეულს საერთოდ არ ენდობა და არც კომბინაციაში რთავს, მხოლოდ ზონების გათავისუფლება ევალებათ. მესამე ის, რომ ე.წ. "ძველებს" პასის გაკეთება "უჭირთ", ბურთს ვერ ელევიან და ურჩევნიათ თვითონ "დააგვირგვინონ". ასე, ამ დისციპლინით ვერ გავფრინდებით. ზოგის ტალანტი კიდევ გადასაფასებელია და ა.შ.

• კახა ქირია

კოკოშკოვი იყო და არ მოგვწონდა,ეხლა ზუროსი არ მოგვწონს,წავლენ და მერე მაგათ ფასი არა აქვთ,ეს რა მწვრთნელი გაუშვითო.ეგრეა ფეხბურთშიც,სულ მწვრთნელებს ვადანაშაულებთ,და იმას არავინ არ უყურებს ერთშიც და მეორეშიც,7 თითზე ჩამოსათვლელი ნორმალური იგროკები რომ გვყავს

• Gio

ვაფშემ(საერთოდ)რაფერ შუაშია მწვრთნელი...უბრალოდ არაფრის მომცემი კალათბურთელები არიან უმეტესობა..კიდევ მალადეც შერმადინს მარტო ითამაშა ორი თამაში ტიპმა.

მშვენიერი ბავშვია, უბრალოდ გადამეტებული ქება არაა საჭირო და არც ცუდის თქმა შეგეფერებათ.ტალანტი თუა, ამას დრო გამოაჩენს.ვაცალოთ.ნუ დავთარსავთ.

ჩვენს სკამს დააკვირდით, 9 მწვრთნელი იჯდა.

• აბგდ

აქამდე ამის თქმის ასე თუ ისე მეშინოდა მაგრამ ახლა თამამად ვიტყვი ,რომ ანდრონიკაშვილი არანაირად არ არის გამორჩეული სხვა ქართველი(მისი ასაკის) ბიჭებისგან!!!არვიცი შეიძლება ვიღაც ჰყავს და შეტენეს ნაკრებს თორემ განსაკუთრებულს კომენტატორებისგან განსხვავებით მე ვერაფერს ვამჩნევ მაგ ასაკში ნამდვილი ტალანტები დაფრინავენ!კარგი და საოცრება რომ ყოფილიყო ბასკონია დაიტოვებდა...დანაღცენი რავიცი რა ვთქვა ცინცაძე ძალით თამაშობს ერთადერთი ვინც თამაშობს არის შერმადინი კლასის და შემართების ხარჯზე ბოლომდე იბრძვის...სანაძეც აღარ უნდა გააკარონ ნაკრებს მოუკლო სასტიკად ცუდად იმოქმედა მაგ კაცზე დღესასწაულებმა და უგუნდობამ სისწრაფეც დაუკარგავს სროლა ისედაც არ ჰქონდა მსროლელის შესაბამისი საჯარიმოებსაც აფუჭებს ხშირად და ელემენტარული აკცი ნაკრებშია და ბურთს ვერ ატარებს!!! რაც შეეხება მომავალს არის რაღაც ნათელი სხივი რამოდენიმე მოთამაშის სახით და დაველოდოთ რა იქნება ისე ფედერაციას რაც შეეხება საერთოდ დაიშალონ და სახლებში წავიდნენ ჯობია !!!ვინმემ თუ იცით რამდენია სახელმწიფოდან კალათბურთის ფედერაციის დაფინანსება???? გთხოვთ მითხარით

• lado

თქვენ თუ მაგას ვერ ხვდებით რომ ტოტალიზატორზე გამაზეს ეს ყოვლად არაფრისმომცემი თამაში საღოლ თქვენ.იგივე სასტავით ბერძნებს ფაქტიურად მოუგეს და ამ ერთ ერთ სუსტ გუნდთან კი ვითომ ბრძოლაში წააგეს.დააკვირდით 75-74ზე ცოცხალი თავით 24წამში ბურთს არ ისროდნენ კალათში.კარგია 50ლარში 450ლარს რომ მოიგებ და წარმოიდგინეთ თვითონ რა ფულები ჩახსნეს

• aleko

გორგოძე რო გვყოლოდა მოვიგებდით

ასეთი გუნდით კი არ მოიგო ევროპა.

კოკოშკოვს ოქროს თაობა ყავდა,ზუროსს კი ნარჩენები შეხვდა/ რა ქნას ამ კაცმა, გაუზარდოს ფედერაციამ კარგი ბიჭები და თუ ვერ ათამაშა , მერე მოსთხოვეთ.

• tazo

რა დადძაბულ ბრძოლაში არ გრცხვენიათ ?//საჩუქრი მოგცათ წინა შეხვედრაში და ახალა ტავს გაიმართლებთ აბა სერბეთს მოუგო და ჩვენ რას გვიაზავდაო Fარჩაკები Xართ

• Misha

Kargit ra.nu agvicruet guli

• კახა

პატივცემულო ჟურნალისტო სად დაინახეთ აქ ბრძოლა? ეს იყო წვალება წვალობდა ერთი გუნდი მეორე კი რაც იცის იმას აკეთებდა საშუალოდ ეს ზოგადად მინდა ფედერაციას ვკითხო კარგი მწვრთნელი ზუროსი ვერ მოიყვანს კალათბურთელებს მაგრამ თქვენ ვისაც სელექცია გავალიათ კალათბურთელი რომელსაც ეშინია სროლის უბრალოდ ვერ ბედავს რა უნდა პარკეტზე საწუხაროდ ვისაც ცოტა რამე შეუძლიათ ნაკრებში ვერ მოდიან და ამიტომ გვაქ გამოცდილება 80 წლებში კრიზის დროს გვყავდა გუნდში არაქართული წარმომავლობის სპორტსმენები ხოდა გვაქს კავშირები ლიტვაში ბელორუსიაში უკრაინაში იმათ ნაკრებში ვერ ხვდებიან შევარჩიოთ და მივცეთ მოქალაქეობა იმათ გვერდით ჩვენები აიმაღლებენ ცოტა კლასს თორე ასე არაფერი გვეშველება კალათბურთელი გერქვას და კალათისკენ ვერ ბედავდე სროლას სატირალია.

• თენგიზ პაჭკორია

გულის სიღრმეში მქონდა პატარა იმედი, რომ მოუგებდით ესტონეთს. თუმცა მატჩის დიდმა ნაწილმა მძიმე შთაბეჭდილება დატოვა!რაც შეეხება ბატონ ილიას ზუროს, ჯერ კიდევ ევრობასკეტ-2017 (ისრაელის) შემდეგ იყო გასაშვები მთავარი მწვრთნელის პოსტიდან. ახლაც არ არის გვიან-ვუთხრათ მადლობა და გავანთავისუფლოთ! საჭიროა ახალი, უფრო მაღალი რანგის მწვრთნელი, საჭიროა ნაკრების შემადგენლობის განახლება და უკეთესი შედეგი გვექნება აუცილებლად!

• bajo

ვინ ჰაიბარა კალატბურტი ხო ხედავტ.ფეხბურტზე 2 ჯერ ზვირია კალატბურტის სექციები.ბურტებსაც ბავსჰვებს აყიდვინებენ ესეტი გაგიგიატ ხალხო.ბიზნესია კლანის ჰვენი კალატბურტი.

• mirosan

გიორგი ბეჟანიშვილს არ ადევნებ თვალს?

• გუგა

სამწუხაროდ არც ანდრონიკაშვილის მეიმედება, ვცდებოდე მაგას რა ჯობია, მაგ ასაკში ცინცაძეს და მარკოიშვილსაც უკვე ეტყობაოდათ რას ითამაშებდნენ, სტრიტბოლის მოთამაშეა ჯერ–ჯერობით.

• Rumba

არამარტო ზუროსაა ბალვანი არამედ ის გაურკვეველი ასისტენტები უცხოელები რომ უზის დიდის ამბით! მაგას ქართველები მოამზადონ მხოლოდ და ყავდეს და ასწავლოს სჯობს ვიდრე ამხელა სტაფი დდა ამდენი უცხოელი ასისტენტი რომელიც არაფერს აკეთებს

• bergo

აი ზოგი ანლაიქს წერს და რა არ მოგწონთ გამაგებინეთ??? მოგეწონათ თამაშI თუ რამე რაც დავწერეთ არასწორია??? ზუროსი ბალვანია აბა რა არის , ფაქტი მეტყველებს და არ გვინდა ახლა ბევრი დაცვა მისი. ესტონელებსაც არ ყავთ შემადგენლობა რომ გეკითხათ ,მაგრამ ბოლო წლები ნელ ნელა მივიდნენ აქამდე. რეგრესშIა კალათბურთი დიახაც და ეგეც დაიჯერეთ

• მერაბი

მაღალი კლასის მოთამაშეების დეფიციტია, ზუროსიც სადღაც დაიკარგა. კოკოშკოვს არ ვაფასებდით, სლოვენია კი გახადა ჩემპიონი.

• გუსანი

ველოდი მარცხს, მაგრამ მაინც ,,დამანგრია"--მომავალი არ ჩანს- შენგელია, ბითაძე, შერმადინი და მორჩა, ანდრონიკაშივილი შეიძლება, სხვები ? ისიანი , მამუკელაშვილი ბულაშვილი არ მგონია, იმიტომ რომ ყველა ასაკობრივის თამაშებს თვალს ვადევნებ და დიდი მოლოდინი სამწუხაროდ არ გამჩენია. ასევეა ფეხბურთში, მხოლოდ ჩაკვეტაძე ისიც ზრდა თუ განაგრძო, მარტო რაგბში ჩანს მომავალი.. ისე -ზუროსის პასუხისმგებლობა მარტო ბერძნებთან ბოლოს ძნელად, არა ,,უძნელესად" მოსახერხებელი მარცხის გამო უნდა დამდგარიყო.. უფალო გადაარჩინე საქართველო.

• გოგა

ბიჭო რა 10 კუში ამოვარდა:) სპეციალურად წაგესო ეგ გამორიცხულია უბრალოდ სასტავი არ გვყავდა და 3 კალათბურთელი თამაშობდა მარტო. ბითაძე შენგელია ბურჯანაზე რო გვყოლოდა ამ ესტონეთს 10 დან 10 მოვიგებთ

ეს კატასტროფის დასაწყისია.ძველების ხარჯზე ჯერ კიდევ რაღაცას ვახერხებთ. ასაკობრივი ნაკრებები ევროპის ჩემპიონატზე ბ დივიზიონის მე-20 ადგილის ქვემოთ გადიან.ა დივიზიონში კიდევ 16 გუნდია.ე.ი.36-ეს ქვემოთ ევროპაში. აი ესაა პერსპექტივა. მაგრამ მარტო ახალი ტაობის ბრალი არაა. მათთვის არავის არ უსწავლებია კალათბურთის თამაში, გუნდურობა. სირცხვილი ის კი არაა 2.20-ები რომ არ გვყავს, სირცხვილი ისაა, თამაშის უცოდინარი რომ ირბენს ეროვნულში და კიდევ საქართველოს ჩემპიონატში თითო გუნდში 4-4 უცხოელი რომ დგას პარკეტზე.

• gusani

ეს მარცხი მოსალოდნელიც იყო...მაგრამ მაინც ,,დამანგრია" შენგელია, ბითაძის, შერმადინის გარდა- სხვები საშუალო ევროპული დონის მოთამაშეებიც კი არ გვყავს, (არ ვაკნინებ ბიჭების მონდომებას მაგრამ...) ცინცაძის კარგი თამაშები მახსოვს, რისთვისაც დიდი მადლობა, მაგრამ აჩრდილი დარჩა, მაგას ჯობია ახალგაზრდები დატვირთვონ მეტად, მაინც ვაგებთ .., სამწუხაროა -ბითაძის , ანდრონიკაშვილის გარდა შევსება არ ჩანს, ახალგაზრდულ ნაკრებების თამაშებს თვალს ვადევნებ და უკეთესი მოლოდინის განცდა არ მაქვს. ვილი ისიანი, მამუკელაშვილი ?! სამწუხაროდ , არ ეტყობათ დიდი კალათბურთი ითამაშონ. რაგბის გარდა სხვა სახეობებში გვიჭირს, ფეხბურთში მარტო ჩაკვეტაძეა პერსპექტიული , ისიც თუ ზრდა განაგრძო. მგონია რომ ზუროსმა ამოწურა... აზროვნება არ ჩანს მოედანზე, კალათში რომ ვერ აგდებენ გასაგებია, მაგრამ ამდენი უაზრო დაკარგვები ? ტაქტიკურად ბერძნებთან წაგებაც ამოუხსნელია,როგორ გაიჩალიჩეს.... ზუროსის პასუხისმგებლობა აშკარად იკვეთება,

• megre

გეთქვათ ან მიგენიშნებინათ მაინც რომ ამ თამაშის გამაზვას აპირებდით ერთ ორ კაპიკს ჩვენც ვიშოვიდით და მადლობელიც დაგრჩებოდით

• daviti

კალათბურთელების შედეგი გასაკვირი არაა, ჩემპიონატს შემდეგ ფაჩულიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა,არ გვკვდა შენგელიაც და რატომ ელოდნენ სხვა შედეგს და საერთოდ გორგოძემც რაგბიში ადრე დაასრულა სანაკრებო კარიერა აქ ფაჩულიამ ნაკრებში თამაშზე თავი შეიკავა.ნაღდად წაადგებოდა ფაჩულია ნაკრებს,როგორც გორგოძე რაგბიში გამოადგება-სირცხვილია მიბაძეთ ხორვატებს.

• aburjga

შენგელია 2 კაცს უდრის. როცა შენგელია თამაშობს მაშინ 6 ვეთამაშებით 5-ს!

• Kkk

მაგარ ნეხვშია კალათბურთი, ნუ მიწყენთ, მარა კიდე კაი, რომ წავაგეთ თორემ დავრჩებოდით ისევ ილუზიებში, რომ წინ მივდივართ, პერსპექტიულები არიან ესტონელები, ჩვენ ვის იმედზე უნდა ვიყოთ, ანდრონიკაშვილის? რომალმაც არა მგონია ცინცაძეზე მაღალი დონე დადოს, სხვა ვინ? ბულაშვილი ეტყობა უფრო დაბალი დონეა აბა ზუროსი მტერი ხომ არაა მისი შანსს, რომ არ აძლევს? მამუკელაშვილის, ბეჟანიშვილის და ისიანის იმედი ტყუილად გვაქ, ბეჟანიშვილის მოქალაქეობა სულაც გასარკვევია, დღევანდელი გუნდი კი ევროპის შესარჩევში ვერაფერ ხეირს ვერ იზამს

• huseina

მალადეც ბიჭებო ამასა მოხერხება უნდა ბოლო თამაში სიმმბოლურად მაინც მოგეგოთ შემსრულებელი არ გვყავს შენგელიას გარეშე 0 გუნდი ვართ

• borgati

movaxerxet :( zurosi balvania

• Six

ამასაც მოვესწარით!!! 3 მოთამაშე 66 ქულა, 9 მოთამაშე 12 ქულა!! ბრავოო

• სოსო

ორივე ტაიმის ბოლო წუთები,უიმედოდ წავაგეთ,ორივეჯერ მთლიანად დაიშალა გუნდური თამაში.ძირითადი ხუთეული იღლება და მათ უკან უფსკრულია.

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?

შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა

საქართველოს ნაკრებმა მეორე სპარინგ-მატჩი ესტონეთთან გამართა და 70:75 დამარცხდა

ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

ესტონეთი VS საქართველო - ბრძოლა თეორიული შანსის შესანარჩუნებლად

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი ესტონეთთან 42:48 წააგო

შენგელიას გარეშე, ბევრი წუნით და უკეთესის იმედით - საქართველოს ნაკრები ლიეტუვასთან დამარცხდა

[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89

რა ხდება ჩვენს ჯგუფში? - ყველაფერი საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ მიდის!

საქართველო პირველი ტაიმის შემდეგ ესტონეთს 41:32 ამარცხებს