ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ილიას ზუროსი: წარმოუდგენელია, მწვრთნელმა 3 დღეში მოახერხოს გუნდის ისე შეთამაშება, რომ მაქსიმუმ შედეგს მიაღწიოს

ილიას ზუროსი: წარმოუდგენელია, მწვრთნელმა 3 დღეში მოახერხოს გუნდის ისე შეთამაშება, რომ მაქსიმუმ შედეგს მიაღწიოს

ესტონეთთან მარცხის შემდეგ (77:84) საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა განვლილი ციკლი შეაფასა:

"დამთავრდა 2-წლიანი ციკლი, რომლის განმავლობაშიც იყო კარგი და იყო ცუდი ეპიზოდები. ჩვენ არაერთი საამაყო გამარჯვება მოვიპოვეთ და დასანანი მარცხი ვიწვნიეთ, რომელთაგან თუნდაც ეს ბოლო შეხვედრა შეგვიძლია დავასახელოთ. მოგების დროს ზეიმი კარგი და იოლია, ხოლო წაგების დადებითი მხარე ისაა, რომ ის გაძლიერებს, ძალას გმატებს, გაერთიანებს და ჩვენც სწორედ ასე უნდა ვიყოთ. ჩვენ - მე, მოთამაშეები და თქვენ - ჟურნალისტები, გულშემატკივრები… ერთი გუნდი ვართ. თქვენ პირველი დღიდან ჩვენთან ერთად იყავით და იზიარებდით მოგების სიხარულს და წაგების სიმწარეს. ამიტომ, მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ გვერდში დგომისთვის. ასევე მივულოცავ და დიდ მადლობას ვეტყვი ნაკრების კალათბურთელებს, სამწვრთნელო შტაბს, ხელმძღვანელობას. არც ერთი, ვინც ჩვენს გუნდშია, არაფერს იშურებდა, რომ ნაკრებს წარმატებისთვის მიეღწია და გულშემატკივრები გაეხარებინა.

ჩემთვის დიდი პატივია, რომ წარმოვადგენდი საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში. ამ ხნის განმავლობაში ვერ მოვახერხეთ, რომ თუნდაც 2 ფანჯრის განმავლობაში ერთი შემადგენლობით გვეთამაშა, რაც უპირველესად, ფიბა-სა და ევროლიგის შეუთანხმებლობის მიზეზია. ევროპული კალათბურთის ხელმძღვანელობამ ვერ მოახერხა საერთო ენის გამონახვა, რამაც ჩვენნაირი ნაკრებები დიდად დააზარალა. ამას დაერთო ტრავმები, სხვა მიზეზები და მოხდა ისე, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავედით. წარმოუდგენელია, რომ მწვრთნელმა 3 დღეში მოახერხოს გუნდის ისე შეკვრა და შეთამაშება, რომ მაქსიმუმ შედეგს მიაღწიოს. მწვრთნელი არაა ჯადოქარი და სისტემა, რომელშიც გვიწევს მუშაობა, არაა ხელსაყრელი. სწორედ ამ სისტემის გამო ამ საკვალიფიკაციო ტურნირის დასაწყისში სრულიად ახალი შემადგენლობით ვითამაშეთ. მსურს ამაში დადებითიც დავინახო, რაც ნაკრებში ახალი სახეებსც გამოჩენაა. დავინახეთ, რომ გვყავს ახალი თაობა, რომელმაც ნაკრებში საკუთარი ადგილი უნდა დაიკავოს და მისი დახმარებით უნდა მოხდეს გუნდის განახლება. ახლა, როცა მორიგი მნიშვნელოვანი ციკლი დასრულდა, უნდა გავაანალიზოთ ყველაფერი და გადავდგათ სწორი ნაბიჯები, რაც საქართველოს ნაკრების, ქართული კალათბურთის განვითარებას შეუწყობს ხელს. ჩემი კონტრაქტი ნაკრებში ამოწურულია და მე მექნება შეხვედრა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან, სადაც ყველა საკითხს განვიხილავთ.

რაც შეეხება კონკრეტულად დღევანდელ მატჩს, დამარცხების მიზეზი მეტოქის შეუფასებლობა, დაშვებული შეცდომები, 19 დაკარგული ბურთი და ამას მოყოლილი 30-მდე ქულაა. ესტონეთის ნაკრები არაა ლეგიონერებით სავსე, ეს გუნდი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ერთად თამაშობს. ესტონელებმა თუნდაც ერთ ტაიმში, მაგრამ ღირსეული მეტოქეობა გაუწიეს ჩვენი ჯგუფის ლიდერებს - გერმანიას, საბერძნეთს, ხოლო წინა ტურში სერბეთი დაამარცხეს. დღევანდელი მატჩის შედეგს სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუმცა მოგება ორივე გუნდს სურდა და ჩვენდა სამწუხაროდ, ესტონელები მეტად მოტივირებულები და კონცენტრირებულები აღმოჩნდნენ."

მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით

• emigranti

ზუროსი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშვან. ეერთერთი საუკეთესო მწვრთნელია, ვისაც ნაკრებში უმუშავია. მართალი გითხრათ თავის ფროზე კოკოშკოვისა ბევრი ვერაფერი გავიგე:)

• გუგა

ზუროსს პატივისცემის და მადლობის მეტი არაფერი ეთქმის, და ვინც აკრიტიკებთ (რა თქმა უნდა ჯანსაღ კრიტიკას არ ვგულისხმობ) მაპატიეთ, მაგრამ კალათბურთის აზრზე არა ხართ.

• გლახუნა

მართლა სრული ნაკრები ერთხელაც ვერ შეკრიბა , მაგრამ კარგი ახალგაზრდობა მოიყვანა , ს ა ჭ ი რ ო ა შიდა ეროვნულ ჩემპიონატში დიდი ფინანსები ჩაიდოს , ტელევიზია, მიმოხილვები და ... ინტერესის მაქსიმალურად გაზრდა და ასეთშემთხვევაშუ მსოფლიოს ფინალში გავალღ (!). - ნიჭს ქართველობას ვარ დაუკარგავს ვერაფერში!

• სსს

რამდენი 3 დღე ქონდათ? ეროვნული ჩემპიონატი უნდა მოძლიერდეს მწვრთნელების კუთხით.

• ზურა

სათადარიგოებიდან ვინ მოესინჯა ლონდარიძე თუ ბოისა?)))))))

• FANI-ს

fani, ფანოღი ხარ :). ახლოს არ ხარ კალათბურთთან. თუგინდა ათამაშე ძირითადი და სათადარიგოები ერთმანეთის წინააღმდეგ. ნახავ რო დიდი განსხვავება არაა. სუპერლიგის მოთამაშეები სხვის დასასვენებლად შეყავს და კომბინაციას არ უდგამს. კომედიაა

• სოსო

თუკი უმოტივაციო 2 თამაში გვქონდა, სათადარიგოები რატომ არ ათამაშეთ? გენახათ და ჩვენთვისაც გეჩვენებინათ მათი შესაძლებლობები. იქნებ სრულად პირველ შემადგენლობას სჯობნიან ან კიდევ საერთოდ უვარგისები არიან. მეტი ამხანაგური თამაშები და მეტი გაფართოება ნაკრებს, რომ ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა თავი გამოიჩინოს, შესაბამისი სათამაშო დროით და კომბინაციების შესრულებით. აჩვენეთ მეტი ხალხს და თქვენთვისაც მარტივი იქნება გადაწყვეტილების მიღება შემდეგ თუ ვინ დააყენოთ შემადგენლობაში.

• მწვრთნელი

ი მ ე ც ა დ ი ნ ე თ!!!

• Fani

ქომაგი-ს . ყველაფერში გეთანხმები, ოღონდ ერთ აუცილებელ რამეს დავამატებ, რაც ამ თამაშმა მკაფიოდ გამოაჩინა და რაზეც არაერთხელ ვსაუბრობდი ადრეც: "კალათბურთის ფედერაციას, ილიას ზუროსს და სამწვრთნელო შტაბს: ქომაგთა სახელით გთხოვთ რომ არავითარ შემთხვევაში აღარ გამოიძახოთ აწი ნაკრებში საქართველოს ჩემპიონატში მყოფი მოთამაშეები (ლონდარიძე, ჭოჭუა, დვალიშვილი, ბექაური და ა.შ.), რადგან მათი მარგი ქმედების კოეფიციენტი 0-ს ქვემოთაა და ეს საბოლოო ჯამში განაპირობებს ნაკრების მარცხს!"

• გივი

ყველა ნაკრებს სამი დღე აქვს თამაშამდე და შედეგებსაც დებენ. ჩვენ კი უნდა შევწყვიტოთ სიხარული იმის გამო, რომ ჩვენი ბიჭები მიდიან ისეთ გადამთიელ გუნდებში, საიდანაც სამშობლოს ვეღეარ ეხმარებიან - ჯერ სამშობლოა სამშობლო, მერე კიდე კალათბურთი ...

• გივი

ყველა ნაკრებს სამი დღე აქვს თამაშამდე და შედეგებსაც დებენ. ჩვენ კი უნდა შევწყვიტოთ სიხარული იმის გამო, რომ ჩვენი ბიჭები მიდიან ისეთ გადამთიელ გუნდებში, საიდანაც სამშობლოს ვეღეარ ეხმარებიან - ჯერ სამშობლოა სამშობლო, მერე კიდე კალათბურთი ...

• სოსო

მშვენიერია.მგონი რაიმეს დამატება,საჭირო აღარ არის.შიდა პრობლემებზე ხომ, ისედაც ვიცით.

• Rumba

კი მაგრამ ამ ბოლდამ ამან არ იცოდა რომ მეტი ადრე სანკრები ვერ შეიკრიბება და მოთამაშეებს კლუბები არ გამოუშვებენ>??? თუ სხვა ნაკრებები შეკრებების მერე მოდიან აქ და მათ არ აწუხებთ იგივე??? მოდი რა ზურიკ ცოთა გააჩერე ერთი ადგილი და სწორად შეაფასე სიტუაცია და იმუშავე მეტი

• Vaxo 011

დიდი მადლობა გაწეული სამუშაოსთვის ამ მართლაც პროფესიონალ და დიდ მწვრთნელს იმედია ერთად მივაღწევთ დიდ მიზნებს

• ქომაგი

კალათბურთის ფედერაციას: ზუროსი აუცილებლად უნდა დავიტოვოთ!!! საკმაოდ კარგი მწვრთნელი და ადამიანია! ნაკრებს მომავლის პერსპექტივაც ეტყობა და თუ ფიბამ ევროლიგასთან შეთანხმება მოახეხა და სრული შემადგენლობის შეკრება მოვახერხეთ, მაშინ კიდევ ბევრს ვნახავთ დამარცხებულს ჩვენთან ბრძოლაში! მადლობა ნაკრების ყველა წევრს თავდადებისათვის! 1. განსაკუთრებით მადლობა მინდა გამოვხატო ცინცაძის მიმართ, რადგან ყველაზე მეტი კრიტიკას(უმეტესად სამართლიანად) მის მიმართ გამოვხატავდით ხოლმე, თუმცა მიუხედავად ამისა არცერთხელ ეჭვქვეშ არ ადაუყენებია ნაკრებში ჩამოსვლა. მით უმეტეს, რომ ევროპაზე მიღებული ტრამვის შემდეგ, საკლუბო კარიერაც აერია (უგუნდოიდ დარჩა), შემდეგ როგორც კი გუნდი იპოვა (რუმინეთში მგონი) ტრამვამოშუშებულმა ისე რომ გუნდში არც კი უთამაშია, ისევ ნაკრებში ჩამოსვლისას პირველივე მომდევნო ნაკრების თამაშში კიდევ ტრავმა მიიღო და დიდი ხნით ისევ ჩამოშორდა კალათბურთს. მიუხედავად ასეთი პრობლემებისა ბუ ყველა თამაშზეჩამოვიდა და გულიანად იბრძოდა. იმედი მაქვს პირადადაც მომეცემა საშუალება მადლობა გადავუხადო მას. 2. იმედია მანუ ისევ დაუბრუნდება კალათბურთს, ტრავმას მოირჩენს და ნაკრებსაც თავისებულ ინტელექტს შემატებს. 3. მადლობა გიოს (შერმადინს) იმისატის რომ ყველა თამაშში გულიანად ირჯებოდა და ცენტრში რომ პრობლემა ყველაზე ნაკლებად გვაქვს, სორედ მისი და ბითაძის დამსახურებაა. 4. გოგა ბითაძის ბოლო 1 წლის პროგრესი საოცარია და მასე გააგრძელე შრომა გოგოა და უსათუოდ მიაღწევ მწვერვალებს. 5. მადლობა თოკოს, თუმცა ერთი უნდა აღვნიშნო რომ ბოლოს 1 წლის წინ როდესაც ახალი კონტრაქტი გააფორმა ბასკონიასთან, მისი ავტორიტეტის გათვალისწინებით შეიძლებოდა ეზრუნა და მასში ცაეწერინებინა ისეთი პუნქტი, რაც დაავალდებულებდა კლუბს რომ ყველა სანაკრებო თამაშზე გამოეშვა. ასეთ შემთხვევაში არ დაგვაკლდებოდა ასე ძლიერ და უკეთეს შედეგებსაც დავდებდით. 6. მადლობა ბერიშვილს და ბოქოლიშვილს, რადგან რწმენა გააჩინეს, რო თურმე საქართველოს ჩემპიონატიდანაც შეიძლება ნაკრებში სწორი კალათბურთის თამაში და ნაკრებისათვის სარგებლის მოტანა. 7. დუდას აშკარად დაეტყო ბოლოს ლუბში სისტემატიური ტამაში და წინსვლას ვუსურვებ კიდევ. მეტი შრომა! 8. კარგია, რომ რატი ანდრონიკაშივილის სახით ახალი გამთამაშებელი გვეზრდება. აქვს მას საკალათბურთო თავხედობა რაც საჭიროა მაღალ დონეზე თამაშისათვის. ზრდა ეტყობა, თუმცა უფრო მეტი პრაქტიკა კლუბში და ფიზიკურად მომძლავრება სჭირდება. 9. მადლობა ყველას ვინც თუნდა 1 წუთით შეეწია ნაკრებს და ტავისი წვლილი გაიღო საერთო წარმატებისათის. 10. მამუკელაშვილს კი ალბათ უფრო მეტად განვითარება სჭირდება და ისეთი ავტორიტეტის მოხვეჭა კლუბში, რომ ნაკრებში წამოსვლაზე ვერ დააბრკოლონ (ბოლობოლო მაკფადენი ჩამოვიდა დეტროიტიდან სათამაშოდ). 11. მადლობა ჩვენს ნატურალიზებულ ლეგიონერებს: ორივე მშვენიერია და ნაკრებს საკმაოდ გამოადგა. ჯენინგი მშვენიერი მსროლელია და მისი თამაში სრული შემადგენლობით რომ ვართ უფრო პროდუქტიულია, სქემაში ადვილად ჯდება და მშვენიერი სროლად აქვს. რაც შეეხება მაკფადენს, მას ლიდერობის თავისთავზე აღების უნარი უფრო მეტი აქვს და უფრო გამმოსადეგია შემადგენლობის დიდი დანაკლისისას!. მადლობა ორივეს! 12. ფედერაციას კი: 1. ზუროსი აუცილებლად უნდა დავიტოვოთ! 2. მეტი ჯუშაობა სხვა ქვეყნებში მოთამაშე ქართველებთან (ბეჟანიშვილი აშშ-ში, იტალიაში ჯანელიძეა მგონი) , უნდა გამოიცადოს ყველა ვისაც რაიმეს შემატება შეუძლია ნაკრებისათის. 13. და ბოლოს მადლობა ყველა ქომაგს ვინც თუნდაც ერთ თამაშში ომახიანი ქომაგობით შეეწია ეროვნულ ნაკრებს. ჩვენც უნდა მოვუმატოთ ქომაგობაში, მხოლოდ ყურება და ჩუმად ჯდობა ქომაგობაში ვერ ცაგვეთვლება და უფრო ხმაურიანები და საშიშები(მეტოქეებისათვის) უნდა გავხდეთ. მომავალი წარმატებები ჩვენს ეროვნულ ნაკრებს!

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა

საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!

"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა

ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!

ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად

ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას