ფოტო: fctobol.kz

ყაზახურმა გამოცემა prosports.kz-მა "ტობოლისა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველთან, ნიკა კვეკვესკირთან ინტერვიუ ჩაწერა.

გამოცემა ქართველ ფეხბურთელს განვლილ სეზონზე, კლუბზე, ნაკრებსა და მოსამზადებელ ეტაპზე ესაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

კოსტანაიში გატარებული მცირე პერიოდის მიუხედავად, ის აქ 2017 წლიდან არის. ნიკა კვეკვესკირმა ადგილობრივი გულშემატკივრის სიმპათია დაიმსახურა.

მისი წვლილი "ტობოლის" შარშანდელ მესამე ადგილში მხოლოდ კოსტანაიში არ შეამჩნიეს, არამედ სამშობლოშიც. საქართველოს ნაკრებში მიწვეული, ის "ჯვაროსნებს" ერთა ლიგის ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაში დაეხმარა.

- საინტერესოა, 3 ქვეყანაში (საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი) ფეხბურთი რითი განსხვავდება? რაც შეეხება ინფრასტრუქტურასა და ლოჯისტიკას...

- მოედნები ყველაზე დიდი განსხვავებაა. აზერბაიჯანში, სადაც "ტობოლში" გამოსვლამდე 2 წელი ვთამაშობდი, კლუბების მოედნები თითქმის იდეალურია და ევროპული სტანდარტებისაა.

გადაფრენები სერიოზული პრობლემაა ადაპტაციის მხრივ. აზერბაიჯანში ყველაზე შორი გზა ავტობუსით 2-2.5 საათი იყო. საქართველოშიც ეგრეა.

ხარისხით კი ყაზახეთის ჩემპიონატი საქართველოსა და აზერბაიჯანის ჩემპიონატებს ჯობია. ამ ფაქტს "ასტანაც" ადასტურებს.

- გაიხსენეთ საქართველოსა და ყაზახეთის ერთა ლიგა 2018. რა იყო მთავარი მომენტები ორივე შეხვედრაში, ვის განიხილავდით, ვისგან ელოდით საფრთხეს და ვის უფრთხოდით პერსონალურად?

- საქართველოს ნაკრებისთვის საკვანძო მომენტად ერთა ლიგაში ასტანაში თამაში გახდა, რადგან მთავარი კონკურენტი ყაზახეთის ნაკრები იყო. ეს 6-ქულიანი მატჩი იყო. ყაზახეთის ნაკრების თამაში დეტალურად განვიხილეთ და დიდი ხანი ვემზადებოდით. როგორც იცით, საქართველოს ნაკრებში ვლადიმირ ვაისი მუშაობს, რომელიც კარგად იცნობს იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ჩვენ წინააღმდეგ თამაშობდნენ. ვიცოდით, ვინ როგორ თამაშობდა, ვის რა ძლიერი და სუსტი მხარე აქვს. ვიცოდით, როდის მიგვეცა უპირატესობა, სპეციალურად ჩვენს მხარეს ვიტყუებდით მოწინააღმდეგეს და შემდეგ კონტრშეტევაზე მივდიოდით. ვიცოდით, როდის გვეკონტროლებინა ბურთი და ამით მეტოქე დაგვეღალა.

ვლადიმირ ვაისისა და სამწვრთნელო შტაბის დამსახურება ამ გამარჯვებაში ძალიან დიდია. რასაც ისინი ამბობდნენ და ჩვენ ვემზადებოდით - ყველაფერმა 100 პროცენტით გაამართლა. ასევე უნდა აღვნიშნოთ ჩვენი შემტევი ფეხბურთელების ინდივიდუალური მოქმედება, რომლებმაც მატჩის ბედი გადაწყვიტეს.

- ყაზახეთთან მატჩამდე, ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ შეეცდებით, ჩვენი ფეხბურთელების მინუსებით ისარგებლოთ. შეგიძლიათ კონკრეტულად თქვათ, რა მინუსები იყო, რომლებიც თქვენ მაშინ ახსენეთ?

- ჩემი მხრიდან არაკორექტული იქნება, ფეხბურთელების პლუსები და მინუსები განვიხილო. მე თავად მაქვს ბევრი მინუსი, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენი გეგმა მეტოქისთვის მოულოდნელობა იყო.

ყველა მიეჩვია, რომ საქართველოს ნაკრები ბურთს აკონტროლებს, შემტევ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას და კომბინაციურ სტილში თამაშობს. აქ კი ვაისმა თამაში კონტრშეტევებზე ააგო. ამ ფსონმა გაამართლა. ვფიქრობ, ამაში მდგომარეობდა პატარა სიურპრიზი ყაზახეთის ნაკრებისთვის. კიდევ იყო ტაქტიკური შტრიხები, მაგრამ ამას საიდუმლოდ დავტოვებ, შეიძლება მომავალში გამოგვადგეს.

- როგორ მიიღეს თქვენს ქვეყანაში ერთა ლიგის მოგება, დარჩა თუ არა პოტენციალი საქართველოს ნაკრებს, რომ კვლავ გააოცოს საფეხბურთო ევროპა?

- ამ გამარჯვებით, ნაკრების მიმართ გულშემატკივრების რწმენა დავაბრუნეთ. ყოველთვის გვყავდა ნიჭიერი თაობა, რომელიც ლამაზ, შემტევ და ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ შედეგი არ გვქონდა, რომელსაც ჩვენგან ფანები ითხოვდნენ.

გაგვიჩნდა შანსი, რომ ახალ დონეზე გადავიდეთ. ყველამ იცოდა, რომ ასეთი უნიკალური შანსი ჩვენს თაობას შეიძლება აღარ გაუჩნდეს. ამიტომ ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ერთა ლიგიდან მოვხვდეთ ევროპის ჩემპიონატზე, რადგან ქართული ფეხბურთის ბედი ამაზეა დამოკიდებული. ახლა ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელების ნაზავი გვაქვს და ამ ამოცანების შესრულება შეგვიძლია. თუ ცოტა გაგვიმართლებს, საქართველოს ნაკრები კიდევ ბევრს გააკვირვებს. ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს. ჩვენს ფეხბურთსა და ხალხს ეს სჭირდება.

- ქართული ფეხბურთი მდიდარია ტრადიციებით. ჩვენ თავის დროზე ყიფიანის, ჩივაძის, შენგელიასა და სულაქველიძის მაგალითზე ვიზრდებოდით. ვისმენდით და ვკითხულობდით 60-იანების ლეგენდებზე მესხზე, მეტრეველსა და სიჭინავაზე. თქვენი თაობისთვის ვინ იყო მაგალითი და კუმირი?

- ამ სახელებმა დიდი როლი ითამაშეს არა მარტო ქართულ ფეხბურთში, არამედ მსოფლიოშიც. ალექსანდრე ჩივაძე ჩემი მწვრთნელი იყო ახალგაზრდულ ნაკრებში. მახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა, მგონი, ბელორუსის წინააღმდეგ, როცა მან, ქართული ფეხბურთის ხატმა, ლეგენდარულმა კაპიტანმა თქვა: "გუნდის კაპიტანი და პირადად ჩემი კაპიტანი იქნება ნიკა კვეკვესკირი. ვულოცავ მას".

მან თავად გამიკეთა კაპიტნის სამკლავური. მახსოვს, რა თქვა: "მარცხენა ხელზე უნდა გაიკეთო, რადგან ის გულთან ახლოსაა". ეს ენითაუწერელი იყო - თავად ალექსანდრე ჩივაძე კაპიტნის სამკლავურს განდობს!

ის თავად იყო კაპიტანი და იცის, რას ნიშნავს ეს. ამან ჩემს ცხოვრებაში წარუშლელი კვალი დატოვა. დღემდე მახსოვს ეს მომენტი და ის სიტყვები, რომლებიც გუნდის წინაშე მითხრა.

ჩემი თაობისთვის ყველაზე წარმატებული ფეხბურთელი და მოთამაშე, რომელსაც ცოცხლად ვუყურებდით, კახა კალაძეა. მან ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. გიორგი ქინქლაძე, რომელიც უბრალოდ ჯადოსნური იყო მოედანზე და სასწაულებს ახდენდა ინგლისურ პრემიერლიგაში. შოთა არველაძე, მალხაზ ასათიანი, ზურაბ ხიზანიშვილი, ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი... ძალიან ბევრი ფეხბურთელია, რომელიც მაღალ დონეზე თამაშობდა.

- პოპულარულია თუ არა საქართველოში ქუჩის ფეხბურთი და თქვენ როგორ მოხვდით ფეხბურთში?

- მე სპორტულ ოჯახში გავიზარდე, მამა ფეხბურთელი იყო. სანამ ინტერნეტი დაიპყრობდა მსოფლიოს, მთელ დღეს ეზოში ვატარებდით. ქუჩის ფეხბურთის ფენომენი საქართველოში ახლა შემორჩა: ყველა ქუჩაზე არის მოედანი, სადაც ბავშვები ფეხბურთს თამაშობენ.

როცა 8 წლის ვიყავი, მამამ სპორტსკოლაში წამიყვანა. მანამდე კი ფეხბურთს ქუჩაში ვსწავლობდი.

მახსოვს, სკოლის შემდეგ, გაკვეთილების მომზადების შემდეგ, გვიანობამდე მეგობრებთან ერთად ბურთს ვაგორავებდი, ზოგჯერ ღამის 2 საათამდეც კი. სასიამოვნოა იმ დროის გახსენება. ქუჩის ფეხბურთი ერთ-ერთი ეტაპია, რომ ფეხბურთელმა შემდეგ სპორტსკოლაში ჩააბაროს. ეს გეხმარება რაღაც ამოცანების შესრულებაში, რომლებიც ცხოვრებაში ჩნდება, ტექნიკას ანვითარებს, სანაცნობო წრეს გიზრდის, რომლებთანაც შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში მეგობრობ.

- ახერხებთ თუ არა ქართველი ფეხბურთელების ნახვას სხვა ყაზახური გუნდებიდან?

- დიახ, რა თქმა უნდა. ის ბიჭები, ვის წინააღმდეგაც ვთამაშობთ: ფაფხაძე, გრიგალაშვილი, გოგუა მატჩების შემდეგ გასულ წელს სტუმრად იყვნენ ჩემთან. ჩემპიონატში პაუზების დროს ვიკრიბებით, მინი-ფეხბურთს ვთამაშობთ, სხვადასხვა მომენტს ვიხსენებთ. ხშირად არ გამოგვდის, მაგრამ ვკონტაქტობთ ტელეფონით და ტურების წინ ერთმანეთს წარმატებებს ვუსურვებთ.

გოგა
ნიკა შვეიცარიას უარესი უნდა დავმართოთ
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
კვეკვესკირი შესაძლოა, თავის ძველ კლუბს დაუბრუნდეს
კვეკვესკირი: მცირეოდენ ფეხის დაცდენაზე რეაქცია უნდა გვქონდეს
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
შესარჩევს თურქეთთან თბილისში ვიწყებთ, წელს სომხეთში სტუმრობით - კალენდარი და თავისუფალი ივნისი
მატჩის დღე! საქართველოს ნაკრების რადიკალური გარდაქმნის მოლოდინში
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
საქართველო ელიტასა და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად! - დღეს ვიწყებთ
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
ობიექტურად - ვილის აბსურდიზაცია (გაუშვეს) - მხარდაჭერა ხვიჩას!..
ერთი კვირა სომხეთამდე, შემადგენლობა ცნობილია - ნაკრები კვარაცხელიას ახალი გამოწვევებითა და ლიდერის გარეშე იწყებს!..
Geo Team: კვეკვესკირი კარიერას უნგრულ გუნდში გააგრძელებს
ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება
ოფიციალურად - ნიკა კვეკვესკირი "ნირედჰაზაში" გადავიდა