საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრების სამი წევრი რეგიონალნა ლიგაში, ანუ ადრიატიკის ჩემპიონატში მონაწილეობს.

პირველ ლიგაში ოთხი ქვეყნის 10 გუნდი იბრძვის მედლებისთვის. ჩვენი ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელი ანდრია ბითაძე ბელგრადის (სერბეთი) "ცრვენა ზვეზდას" ღირსებას იცავს, ხოლო ნიკოლოზ შუბლაძე (მეკარე) და დამირ ცრეპულია კოტორის (მონტენეგრო) "პრიმორაცში" თამაშობენ.

ბოლო ორ ტურში შესანიშნავად იასპარეზეს კოტორელებმა: საკუთარი კედლების დახმარებით ხორვატთა "პოშკს" სძლიეს 13:7. ცრეპულიამ სამი გოლი მიითვალა, მე-15 ტურში კი ასევე შინ "შაბაცი" დაამარცხეს - 16:10. დამირი თანაგუნდელებს ამჯერად 2 გოლით შეეწია. ახლა "პრიმორაცი" 13 ქულით (ბურთები: -20) მერვე ადგილზეა.

გათამაშების ცხრილის მე-7 საფეხურზე იმყოფება "ცრვენა ზვეზდა", რომელმაც 13 შეხვედრაში 14 ქულას (-20) მოუყარა თავი. ბელგრადელებმა მე-14 ტურში "პარტიზანს" აჯობეს 10:6. ერთი ბურთი ბითაძის ანგარიშზეა.

სერბებს ორი მატჩი მარაგში აქვთ და ორივე სტუმრად სპლიტის (ხორვატია) გუნდებთან - "მორნარსა" და "პოშკთან". საქმე ის არის, რომ მე-13 ტურში ანდრია და მისი თანაგუნდელები სპლიტში "მორნარს" უნდა შეხვედროდნენ. პაექრობის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე სერბ წყალბურთელებს კაფეში ადგილობრივი გულშემატკივრები დაესხნენ თავს. სტუმართა ერთი მოთამაშე ზღვაში გადახტა, ორი კი სასტუმროში გაიქცა. პოლიცია უმალ ჩაერია საქმეში და თავდამსხმის ერთი მონაწილე დააპატიმრა.

ინციდენტს მაშინვე გამოეხმაურა რეგიონალნა ლიგის ხელმძღვანელობა, რომელმაც დაგმო თავდასხმის ფაქტი და გამოთქვა იმედი, რომ დამნაშავეები დაისჯებიან, ხოლო ადრიატიკის ჩემპიონატს, რომელიც 11 წელიწადია ტარდება, საფრთხე არ დაემუქრება. ფედერაციის გადაწყვეტილებით, სპლიტში გასამართავი ორი მატჩი საქმის არსში საბოლოო გარკვევამდე გადაიდო.

- ჩვენი გუნდის წევრები - მონტენეგროელი მეკარე სანდრო კრალი და ორი სერბი - დუშან ვასიჩი და მილოშ მაქსიმოვიჩი კაფეში ისხდნენ, - გვითხრა ანდრია ბითაძემ, რომელსაც გუშინ ბელგრადში შევეხმიანეთ. - სამივეს "ცრვენა ზვეზდას" ფორმა ეცვა. როგორც შევიტყვეთ, მათ სპლიტის ფეხბურთის გუნდ "ჰაიდუკის" ფანები დაესხნენ თავს. ვასიჩი და მაქსიმოვიჩი სასტუმროში გამოიქცნენ, ხოლო კრალი ზღვაში გადახტა. კიდევ კარგი, რომ პოლიცია დროზე მოვიდა და სიტუაცია განმუხტა. მატჩი ჩაიშალა. იმ თავდამსხმელებიდან, მგონი, რამდენიმე დაიჭირეს. გასული საუკუნის 90-იანი წლების ომის შემდეგ ხორვატებისა და სერბების გარკვეულ ნაწილს ერთმანეთთან ძალიან ცუდი დამოკიდებულება აქვს.

- თქვენმა გუნდმა მე-15 ტურის გასვლითი მატჩიც გამოტოვა "პოშკთან"...

- დიახ, ეს შეხვედრაც სპლიტში უნდა გამართულიყო. "ცრვენა ზვეზდას" ხელმძღვანელობამ იქ გამგზავრებაზე უარი თქვა და რეგიონალნა ლიგის თავკაცებს სთხოვა, ორივე მატჩი სხვაგან გაიმართოს. ხორვატიის წყალბურთის ფედერაციამ ეს შეთავაზება უარყო, რადგან "ზვეზდას" მოთამაშეებზე თავდასხმა არც "მორნარის" და არც "პოშკის" ბრალი არ ყოფილაო.

- როგორ ფიქრობ, ეს ინციდენტი ადრიატიკის ჩემპიონატის ჩაშლას ხომ არ გამოიწვევს?

- არა მგონია. ხულიგნობა ყველგან ხდება. მთავარია, მთავრობამ დროზე აღკვეთოს ეს გამოხდომები. რეგიონალნა ლიგის ფედერაციის სხდომა 12 მარტს გაიმართება და საბოლოო გადაწყვეტილებასაც იქ მიიღებენ. ვფიქრობ, ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის და სპლიტში ორივე მატჩს ვითამაშებთ.

- ჩემპიონთა ლიგაზე რა ხდება?

- ხვალ ბუდაპეშტში უნგრეთის "ფერეცვაროშს" გავუწევთ მეტოქეობას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
დაბრუნება ოქროთი - წყალბურთის კლუბი "დინამო" საქართველოს ჩემპიონია!
ანდრია ბითაძე: იტალიასთან მატჩი გამოწვევაცაა და გაკვეთილიც
იტალია-საქართველო 14:5 - პირველი პერიოდი მოიგეს, მაგრამ...
საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრები: ლეგიონიც მოგვიმრავლდა
ზურაბ რურუა: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იტალიას სათანადო მეტოქეობა გავუწიოთ
სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ საქართველოს 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე აღიარა
წყალბურთი. ლეგიონი: ქართველთა სლოვაკური ოქრო