ინტერვიუ საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების კაპიტანთან
2017 წლის 10 იანვარს საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრები მსოფლიო ლიგაზე სტუმრად იტალიის ეროვნულ გუნდთან ითამაშებს. ჩვენი ბიჭები ამ მნიშვნელოვანი პაექრობისთვის უკვე ემზადებიან საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკში".

გუნდს შემოუერთდნენ ლეგიონერები - ნაკრების კაპიტანი, რუმინული ბრაშოვის "სპორტული სტუდენტესის" წევრი ზურაბ რურუა, იტალიის "ვის ნოვას" ცენტრალური თავდამსხმელი ანდრია ბითაძე, სლოვაკეთის ეროვნული ჩემპიონატის ლიდერ "ნოვაკის" მოთამაშე რევაზ იმნაიშვილი, გერმანიიდან ალექსანდრე ყაზახიშვილი, ხოლო მარკო ელაჩა (იტალიის "მენეჯმენტი") და დამირ ცრეპულია (ეგვიპტე) შვიდ იანვარს იტალიაში შეუერთდებიან საქართველოს ნაკრებს.

გუშინ ეროვნული გუნდის მორიგი ვარჯიშის შემდეგ ვესაუბრეთ ზურაბ რურუას. იგი ცნობილი ქართველი წყალბურთელის - დავით რურუას ვაჟი გახლავთ. წყალბურთის თამაში მამის ზეგავლენით 10 წლისამ დაიწყო ცნობილ მწვრთნელ სოსო მაისურაძესთან. საქართველოს მრავალგზის ჩემპიონია, ოთხჯერ ახალგაზრდების ევროპის პირველობებზე იასპარეზა, ორჯერ ევროპის ჩემპიონატებში მოსინჯა ძალები. სწორედ ამ შეჯიბრებებში დაადგეს თვალი უცხოელმა მწვრთნელებმა ჩვენს კაპიტანს. რამდენიმე შემოთავაზება ჰქონდა, მან კი ბრაშოვის "სპორტულ სტუდენტესი" ირჩია. ინტერვიუ სწორედ მის ახალ გუნდზე საუბრით დავიწყეთ.

- ბრაშოვის "სპორტული სტუდენტესი" შარშან რუმინეთის სუპერლიგის ნახევარფინალში გავიდა. მართალია, იქ დედაქალაქის "სტიაუასთან" დამარცხდა, მაგრამ ბრინჯაოს მედლებისთვის პაექრობაში ისეთ გრანდს აჯობა 3:1, როგორიც ბუქარესტის "დინამოა" და მესამე ადგილი დაიკავა. კლუბის მესვეურებს წლეულსაც საპრიზო სამეულში გასვლა აქვთ დაგეგმილი.

ქვეყნის სუპერლიგა 21 ოქტომბერს დაიწყო. პირველი წრის ბოლოსწინა ტურში "კლუჟს" ვძლიეთ ზედიზედ ორჯერ, თანაც ერთნაირი ანგარიშით - 17:4. ორივე მატჩში შვიდი ბურთით შევეწიე თანაგუნდელებს. ბოლო ტურში კი ბრინჯაოს მედლისთვის ჩვენს უშუალო კონკურენტ ბუქარესტის "დინამოსთან" დავმარცხდით - 9:11 და 9:10. ორივე ორთაბრძოლაში თითო გოლი გავიტანე. ამ წაგების შემდეგ მეოთხე ადგილზე გადავინაცვლეთ. პირველ-მეორე ადგილებს "სტიაუა" და "ორადეა" იყოფენ, რომლებსაც შემადგენლობაში ოთხ-ოთხი ძლიერი უცხოელი მოთამაშე ჰყავთ. "ორადეა" ევროთასებზეც ყოჩაღობს - ამას წინათ ნეაპოლის "ნაპოლის" აჯობა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც "ვერონას" დაუპირისპირდება.

- "სპორტულში" გატარებული ოთხი თვით კმაყოფილი ხართ?

- რა თქმა უნდა. საქართველოში უფროსებს შორის ეროვნულ ჩემპიონატს ვერ ვატარებთ, ამიტომ ნაკრების მატჩებისთვის თამაშის გამოცდილება ნაკლებად გვქონდა. რუმინეთში კი ყოველ უქმეებზე ორ-ორ ორთაბრძოლას ვმართავთ. პირველი ტურიდანვე გუნდის ძირითად შემადგენლობაში ვარ. შეხვედრას უგოლოდ არ ვტოვებ. "ორადეას" კარს ოლიმპიური ჩემპიონის - სერბეთის ნაკრების მეკარე გოიკო პიეტლოვიჩი იცავს. მართალია, მეტოქესთან ორივე ორთაბრძოლა დავთმეთ, 7:15 და 8:17, მაგრამ სერბს ორი ბურთი მეც გავუტანე.

- თქვენს გუნდშიც მრავლად არიან უცხოელები?

- სულ სამნი ვართ - მე, რუსეთის ნაკრების წევრი ანდრეი ბალაკიშევი და ახალგაზრდა ხორვატი ჩირო ბლაჟევიჩი. სასიამოვნოა, რომ გუნდში მეგობრული ურთიერთობაა.

- ორიოდე კვირაში იტალიელებთან პასუხსაგები მატჩი გაქვთ...

- დიახ. აპენინელები, ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის სამ-სამგზის ჩემპიონები, ნებისმიერი შეჯიბრების ფავორიტები არიან. მათთან თამაში დიდი გამოცდილებაა. ყველაფერს გავაკეთებთ, სათანადო მეტოქეობა გავუწიოთ.

ცხადია, მოგებაზე ფიქრი ფუჭი ოცნება იქნება. მთავარია, მსოფლიოს ლიგის თამაშები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფაკაციო პაექრობებისთვის მოსამზადებლად გამოვიყენოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 0:3 ტორპედო. ჩვენ ვნახეთ ჩემპიონობის რეალური კანდიდატი...
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ძელი რომ არა...
რაგბი7 | უმაღლესი დონის გუნდებთან ჰაგუენაუში
ქუთაისმა თელავი კვლავ დაამარცხა და სერიაში 2:0 დაწინაურდა
"ბავშვივით თამაშობ" - დი კანიომ რაფა ლეაო გააკრიტიკა
ბადრი კვარაცხელია: მამუკა ჯუღელი ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი აღარ არის
[VIDEO] პროფესიონალი მოკრივეც ხელს მოაწერდა - დიდი მუშტი-კრივი ესპანეთის ჩემპიონატში
ქოჩორაშვილი დაბრუნდა - "სპორტინგი" "ავეშს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
[VIDEO] თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე თამაში ყოფილი გუნდის წინააღმდეგ და "ბარსელონას" რთული გამარჯვება
მამაგეიშვილის საგოლე პასი და "შტურმის" ზედიზედ მეოთხე ფრე
[VIDEO] ქვილითაიას გოლი, წიტაიშვილის მოპოვებული პენალტი და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
[VIDEO] ეგოიანმა ერედივიზიონში მეხუთე გოლი გაიტანა
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში
იტალია-საქართველო 14:5 - პირველი პერიოდი მოიგეს, მაგრამ...
ალექსანდრე ბითაძე: იტალიას ჩვენი დამარცხება გაუჭირდება
ალექსანდრე ყაზახიშვილი: ბერლინში წამოსვლა ცოტა დავაგვიანე კიდეც
რთული მატჩის მოლოდინში - თბილისის "დინამო" ხორვატიაში გაემგზავრა
წინაპრის ნაკვალევზე - ინტერვიუ რევაზ იმნაიშვილთან
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული გამარჯვება იზეიმა [VIDEO]
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებს კაპიტანი ზურაბ რურუა შეუერთდება
ჩაიშლება ადრიატიკის ლიგა? - ხორვატიულ-სერბული დაპირისპირება და ქართველი ლეგიონერი
თურქეთსა და რუსეთთან ტოლ-სწორად პაექრობა შეიძლება - ინტერვიუ ზურაბ რურუასთან
ვლადიმერ ისელიძე: იქნებ "ლაგუნა ვერეს" აღდგენაზეც გვეზრუნა
სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ საქართველოს 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე აღიარა
წყალბურთელთა ნაკრები: ლეგიონერები ჯერ კლუბებში ითამაშებენ
დაბრუნება ოქროთი - წყალბურთის კლუბი "დინამო" საქართველოს ჩემპიონია!
წყალბურთი: "დინამოს" დაბრუნება "ივენთჰოლში" აღნიშნეს
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ჰოლანდიასთან პენალტების სერიაში დამარცხდა
ანდრია ბითაძე: იტალიასთან მატჩი გამოწვევაცაა და გაკვეთილიც
საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრები: ლეგიონიც მოგვიმრავლდა
წყალბურთი. ლეგიონი: ქართველები კარგად თამაშობენ და გოლებიც გააქვთ
წყალბურთი. ლეგიონი: ქართველთა სლოვაკური ოქრო